"მიუღებელია, როდესაც იკრიბებიან ადამიანები ბრიუსელის მოწვევით და საუბრობენ საქართველოზე, საქართველოს გარეშე. ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფა" - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

"მიუღებელია, როდესაც იკრიბებიან ადამიანები ბრიუსელის მოწვევით და საუბრობენ საქართველოზე, საქართველოს გარეშე. ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფა და ჩვენი სუვერენიტეტის, ასე ვთქვათ, შეუმჩნევლობით გადაწყვეტილებების მიღება საქართველოზე", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საუბრობს.

პარლამენტის თავმჯდომარე ეხმიანება საკითხს, რომლის მიხედვითაც საქართველოს დაკავშირებადობის ფორუმში არ მიუღია მონაწილეობა.

"აქ კიდევ ერთხელ ჩანს ბრიუსელის საგარეო პოლიტიკის უმწიფრობა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ მოწვევა არ მიგვიღია. როდესაც არის მინისტერიალი, იქ უნდა მოიწვიო მინისტრი და აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მოწვევა არც მიგვიღია, ეს ერთი. მეორე, როდესაც საუბრობენ დაკავშირებადობაზე და საუბრობენ შუა დერეფანზე, ანუ საქართველოზე, საქართველოს გარეშე ეს არის იმ პრინციპის დარღვევა, რომელსაც თავად ითხოვენ რუსეთისგან. ჩვენ გვსმენია მათი განცხადებები, რომ "არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე", "არაფერი ევროკავშირზე ევროკავშირის გარეშე". მაშინ ისმის კითხვა, რომ რატომ მაშინ საქართველოზე, საქართველოს გარეშე? არის ეს მათი რუსული მიდგომა, რასაც ედავებიან რუსეთს ამერიკის მოლაპარაკებების დროს?

ეს აჩვენებს მათ არათანმიმდევრულობას და ფარისევლობას. მიუღებელია, როდესაც იკრიბებიან ადამიანები ბრიუსელის მოწვევით და საუბრობენ საქართველოზე, საქართველოს გარეშე. ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფა და ჩვენი სუვერენიტეტის, ასე ვთქვათ, შეუმჩნევლობით გადაწყვეტილებების მიღება საქართველოზე. და ამიტომაც, ასეთი უმწიფარ, ქედმაღლურ და კონფრონტაციულ საგარეო პოლიტიკას რომ აწარმოებს ქალბატონი კალასი, ამიტომაც არის, რომ თავად ევროკავშირმა არც კი მიუშვა რუსეთთან მოლაპარაკებებში. თქვენ იცით, რომ ის გამოვიდა დუბლინში, თქვა, რომ მე ვარ საგარეო წარმომადგენელი, ასე ამირჩიესო და, რა თქმა უნდა, მე უნდა ვიყო მარტო ერთი ადამიანი, მე უნდა ვიყო წარმომადგენელიო. არათუ მარტო, შექმნეს ჯგუფი, სადაც შედიან ევროკავშირის პრეზიდენტი და კომისიის პრეზიდენტი და ევროკავშირის ხუთი ქვეყანა და ამ შვიდკაციან ჯგუფშიც კი არ შეიყვანეს საგარეო წარმომადგენელი, არ შეიყვანეს იმ მოლაპარაკებებზე, რომელიც ეხება ევროპის საგარეო პოლიტიკას და უსაფრთხოებას.

მოლაპარაკებებში, რომელიც ეხება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას და უსაფრთხოებას, მონაწილეობას არ მიაღებინებენ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში. აი, ამას მიაღწია კაია კალასმა საკუთარი კოლეგების მხრიდან", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

✕