მეგან მარკლი

ტაბლოიდი 1787471929

მეგან მარკლი შესაძლოა სამსახიობო კარიერას დაუბრუნდეს - ის მოლაპარაკებებს Netflix-თან აწარმოებს

BBC-სთვის ცნობილი გახდა, რომ სასექსის ჰერცოგინია, მეგან მარკლი, შესაძლოა, სამსახიობო კარიერას დაუბრუნდეს. ის Netflix-ის სერიალ "ჯენტლმენებში" მონაწილეობის მისაღებად მოლაპარაკებებს აწარმოებს.მედიის ცნობით, მოლაპარაკებები საწყის ეტაპზეა. ჯერჯერობით უცნობია, ვისი როლი შეიძლება შეასრულოს მან, თუმცა, თუ შეთანხმება შედგება, ეს მეგანისთვის, პრინც ჰარისთან ქორწინების შემდეგ, პირველი მნიშვნელოვანი სამსახიობო როლი იქნება.მეგან მარკლის სამსახიობო კარიერის განახლების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც პრინცი ჰარი და მეგანი დიდ ბრიტანეთში დაბრუნდნენ.

პრინცი ჰარი

მსოფლიო 1787200734

The New York Times: პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად ბრუნდებიან

 პრინცი ჰარი, მისი მეუღლე მეგან მარკლი და მათი შვილები უახლოეს კვირებში დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად დაბრუნებას გეგმავენ, - წერს გამოცემა The New York Times-ი.აღნიშნული გადაწყვეტილება წყვილმა შეერთებულ შტატებში გადასვლიდან ექვსი წლის შემდეგ მიიღო, სადაც ისინი სამეფო ოჯახის წევრებთან უთანხმოების გამო გადაბარგდნენ.საქმის კურსში მყოფი პირების ცნობით, პრინცმა ჰარიმ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მეფე ჩარლზს კვირას აცნობა.ამავე წყაროს ცნობით, სამეფო ოჯახის ბრიტანეთში დაბრუნების საკითხი არ განხილულა მიმდინარე ზაფხულს, სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას დიდ ბრიტანეთში ვიზიტისა და მეფესთან შეხვედრის დროს.ამასთან, წყაროები აღნიშნავენ, რომ ჰარისა და მეგანის სტატუსი არ შეიცვლება - ისინი კვლავ არ განახორციელებენ სამეფო ოჯახის ოფიციალურ მოვალეობებს და დიდ ბრიტანეთში ცხოვრებისას კერძო პირების სტატუსს შეინარჩუნებენ.

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი

ტაბლოიდი 1784402422

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ოჯახთან შერიგებასა და ბრიტანეთში დაბრუნებაზე ფიქრობენ - Daily Mail

პრინცი ჰარი და მისი მეუღლე, მეგან მარკლი, შესაძლოა, ბრიტანეთის სამეფო ოჯახს შეურიგდნენ და აშშ-ში თავიანთი ცხოვრების შესახებ გადაწყვეტილება შეცვალონ. ამის შესახებ Daily Mail პრინც ჰარის მეგობრებზე დაყრდნობით წერს.„როგორც ჩანს, ამა თუ იმ ფორმით განიხილება დიდ ბრიტანეთში დაბრუნების შესაძლებლობა, ხოლო პორტუგალიაში წყვილის დასასვენებელი სახლი დაბრუნების გზაზე შუალედურ პუნქტად იქნება გამოყენებული“, — აღნიშნულია პუბლიკაციაში.გამოცემის ინფორმაციით, სასექსის ჰერცოგმა ოჯახთან შერიგება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ივლისის დასაწყისში მამას შეხვდა. გარდა ამისა, პრინცის ერთ-ერთმა მეგობარმა განაცხადა, რომ ჰარიმ აშშ-ში თავი „ცოტა არასასურველ სტუმრად“ იგრძნო და „ამერიკულ ოცნებაშიც“ გაცრუვდა იმედი.

 ტრამპი

მსოფლიო 1777011060

ტრამპი: მე უფრო ვლაპარაკობ დიდი ბრიტანეთის სახელით, ვიდრე პრინცი ჰარი, მაგრამ მის რჩევებს ძალიან ვაფასებ

შშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბრიტანეთის პრინც ჰარის აკრიტიკებს, მას შემდეგ, რაც მონარქის ვაჟმა თეთრი სახლის ლიდერს რუსეთ-უკრაინის ომში „ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა“. ამის შესახებ „ინდეფენდენტი“ წერს.კიევში ვიზიტის დროს პრინცმა ჰარიმ დონალდ ტრამპს მოუწოდა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეესრულებინა.„ამ ამბავში შეერთებული შტატები უნიკალურ როლს ასრულებს. არა მხოლოდ მისი ძალაუფლების გამო, არამედ იმიტომ, რომ როდესაც უკრაინამ ბირთვული იარაღი დათმო, ამერიკა იყო გარანტიის ნაწილი იმისა, რომ უკრაინის სუვერენიტეტი და საზღვრები პატივისცემით იქნებოდა დაცული. ეს არის მომენტი ამერიკული ლიდერობისთვის, მომენტი ამერიკისთვის, რათა აჩვენოს, რომ მას შეუძლია საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება – არა ქველმოქმედების გამო, არამედ გლობალურ უსაფრთხოებასა და სტრატეგიულ სტაბილურობაში მისი მდგრადი როლის გამო“, – განაცხადა პრინცმა ჰარიმ.მის განცხადებას მალევე გამოეხმაურა დონალდ ტრამპი და აღნიშნა, რომ პრინცი „დიდი ბრიტანეთის სახელით არ საუბრობს“.„ვფიქრობ, მე უფრო მეტად ვლაპარაკობ დიდი ბრიტანეთის სახელით, ვიდრე პრინცი ჰარი, მაგრამ მის რჩევებს ძალიან ვაფასებ“, – თქვა ტრამპმა.

ჰარი და მეგანი

ტაბლოიდი 1771602491

პრინცი ჰარისა და მისი შვილის იშვიათი გამოჩენა - მეგან მარკლმა ოჯახური ფოტო გამოაქვეყნა

მეგან მარკლმა ვალენტინობის დღეს სოციალურ ქსელში ოჯახური ფოტო გამოაქვეყნა. კადრში პატარა ლილიბეტს ვარდისფერი კაბა აცვია და ხელში ბუშტები უჭირავს. წყვილი წლების განმავლობაში ცდილობდა, შვილების სახეები საჯაროდ იშვიათად ეჩვენებინა, თუმცა ამჯერად ფოტოზე ლილიბეტის სახეც ჩანს.ფოტოს აღწერაში 44 წლის მარკლმა დაწერა:„ეს ორი + არჩი = ჩემი სამუდამო ვალენტინები.“შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ვალენტინობის დღე მეუღლეებს ერთმანეთისგან განცალკევებით მოუწიათ აღენიშნათ.მაშინ სასექსის ჰერცოგინია სოციალურ ქსელში ქმრისადმი მიძღვნილ ემოციურ წერილს აქვეყნებდა, რადგან პრინცი ჰარი კანადაში, Invictus Games-ზე იმყოფებოდა.„სახლში დაბრუნებული ჩვენს ბავშვებს ვუვლი და ჩემი ვალენტინი მენატრება, რომელიც Invictus Games-ზე აგრძელებს მუშაობას, ზრუნავს სხვა ადამიანებზე და ვეტერანთა და მათი ოჯახების საშუალებით ყველას გვახსენებს განკურნებისა და მხნეობის ძალას. უზომოდ ვამაყობ ჩემი მეუღლით და ყველაფრით, რაც მან შექმნა. ჩემო სიყვარულო, ბურგერს, ფრის და თევზსა და ჩიფსებს შენთან ერთად ცხოვრების ბოლომდე შევჭამ,“ — წერდა მაშინ მარკლი.ინფორმაციას გამოცემა Page Six ავრცელებს.

პრინცი ჰარი

მსოფლიო 1769281342

ამ სიტყვების დროს ხმა აუკანკალდა და თავი დახარა... - უცხოური მედია პრინცი ჰარის სასამართლო პროცესზე წერს

პრინცი ჰარი სასამართლო სხდომაზე გამოსვლისას ძლივს იკავებდა ცრემლებს. სხდომაზე განიხილებოდა მისი ბრალდებები კომპანია Associated Newspapers Limited-ის მიმართ, რომელიც გაზეთ Daily Mail-ის გამომცემელია. ამის შესახებ წერს გამოცემა Daily Beast-ი.ჰარის თქმით, Daily Mail-ის ჟურნალისტები მის შესახებ ინფორმაციას უკანონო მეთოდებით აგროვებდნენ. სარჩელში მოხსენიებულია 14 პუბლიკაცია, რომლებშიც, მისი მტკიცებით, ასეთი მეთოდები იყო გამოყენებული. პრინცის განცხადებით, ეს ყველაფერი მისი მეგან მარკლთან გაცნობამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო და სულ მცირე 20 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.მოპასუხე მხარის ადვოკატმა ჰარის ჰკითხა, რატომ არ იჩივლა მან ადრე. პასუხად პრინცმა აღნიშნა, რომ სამეფო ოჯახის წევრის სტატუსის გამო ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა, რადგან ოჯახი ტრადიციულად იცავს პრინციპს - „არ იჩივლო და არ განმარტო“. ჰარის თქმით, სასამართლოს გზით სიმართლის დამტკიცების მცდელობებმა ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა. მან განაცხადა, რომ სარჩელის შეტანის შემდეგ პრესაში მიზანმიმართულად დაესხნენ თავს, რამაც მისი მეუღლის ცხოვრება აუტანელი გახადა. ამ სიტყვების დროს პრინცს ხმა აუკანკალდა და თავი დახარა.პრინცი ჰარი დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-ის უმცროსი ვაჟია. 2020 წელს მან და მისმა მეუღლემ, მეგან მარკლმა, უარი თქვეს სამეფო ოჯახის უფროსი წევრების მოვალეობებზე და აშშ-ში გადავიდნენ საცხოვრებლად. ინტერვიუებში, მემუარებსა და დოკუმენტურ ფილმებში მათ ბრიტანული სამეფო ოჯახი დევნაში დაადანაშაულეს და მიანიშნეს, რომ ოჯახის ერთ-ერთ წევრს მეგანის მიმართ რასისტული გამონათქვამებიც ჰქონდა.

მეგანი და ჰარი

მსოფლიო 1763844314

მეგან მარკლმა ჰარის მიმართ სიყვარულის მიზეზი გაამხილა

მეგან მარკლმა დაასახელა მიზეზი, რის გამოც შეიყვარა პრინცი ჰარი. ამის შესახებ მან ინტერვიუში Harper's Bazaar-ს უამბო.მეგან მარკლის თქმით, როცა ის მომავალ მეუღლეს შეხვდა, მისი ყურადღება არა ჰარის სამეფო წარმომავლობამ, არამედ „ბავშვურმა უშუალობამ“ მიიპყრო.„მას აქვს ბავშვური აღფრთოვანება სამყაროს მიმართ. ამან მიმიზიდა, ეს თვისებები ჩემშიც გამოაღვიძა,“ - თქვა მეგანმა. მისივე თქმით, ეს ცხოვრებისადმი მსუბუქი და უშუალო დამოკიდებულება მათი ქორწინების ყველა ასპექტში აისახება, ბავშვების აღზრდიდან დაწყებული, ბიზნესის მართვის ჩათვლით,მან ასევე აღნიშნა, რომ პრინცი ჰარის უპირობო სიყვარული მას უსაფრთხოების განცდას აძლევს.„მსოფლიოში არავის ვუყვარვარ ისე ძლიერ, როგორც მას, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ის ყოველთვის ჩემი საყრდენი იქნება,“ — თქვა მეგან მარკლმა.

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

მსოფლიო 1760277774

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მეგან მარკლი და პრინცი ჰარი წითელ ხალიჩაზე გამოჩნდნენ - ფოტოები

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მეგან მარკლი და პრინცი ჰარი წითელ ხალიჩაზე გამოჩნდნენ. ისინი ნიუ-იორკში პროექტის, სახელწოდებით  Healthy Mind Gala-ს ფარგლებში იმყოფებოდნენ.  პრინცი ჰარი შავ პიჯაკში შარვალსა და თეთრ პერანგში იყო გამოწყობილი. მეგან მარკლი კი ასევე შავი ფერის პიჯაკში და შარვალში არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. 

პრინცი ჰარი და ჩარლზი

მსოფლიო 1757577260

პრინცი ჰარი მეფე ჩარლზს შეხვდა

პრინცი ჰარი თავის მამას, დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზს შეხვდა - ეს მამისა და შვილის პირველი შეხვედრაა 2024 წლის თებერვლის შემდეგ.ბუკინგემის სასახლემ დაადასტურა, რომ მეფემ პრინცს კლარენს ჰაუსში უმასპინძლა. მათ ჩაი დალიეს. შეხვედრა დაახლოებით 50 წუთს გაგრძელდა.ჩარლზი შეხვედრისთვის ლონდონში შოტლანდიიდან ჩავიდა, ჰარი კი, რომელიც 2020 წლიდან აშშ-ში ცხოვრობს, სამშობლოში საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად იყო ჩასული.როგორც BBC წერს, ეს შეხვედრა შეიძლება გახდეს პირველი ნაბიჯი მამასა და შვილს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების გზაზე. მაისში, ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ჰარიმ განაცხადა, რომ სამეფო ოჯახთან ურთიერთობების აღდგენა სურს.

პრინცი ჰარი

მსოფლიო 1757524254

19 თვის შემდეგ პირველად, პრინცი ჰარი მეფე ჩარლზთან პირად შეხვედრაზე ჩავიდა

მეფე, რომელსაც უმცროსი ვაჟი 19 თვის განმავლობაში არ უნახავს, ​​დროებით ტოვებს შოტლანდიაში, ბალმორალში მდებარე რეზიდენციას, რათა ინგლისში დაბრუნდეს.ამასობაში, ჰარი ლონდონის იმპერიული კოლეჯის აფეთქებით მიყენებული დაზიანებების ცენტრს ესტუმრა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ახლა ერთ ქალაქში იმყოფებიან.პრინცს, რომელიც კალიფორნიაში მეუღლესთან, მეგან მარკლთან ერთად ცხოვრობს, ასევე დაგეგმილი აქვს ლონდონში რამდენიმე ღონისძიება დღეს შუადღისას და საღამოს. ჰარის მამამისი გასული წლის თებერვალში, კლარენსის სახლში 30 წუთით ჩაფრენის შემდეგ არ უნახავს, ​​მას შემდეგ, რაც მეფეს კიბოს შესახებ განუცხადეს.მას შემდეგ ის აშშ-დან რამდენჯერმე ჩამოფრინდა სასამართლოში გამოცხადებებსა და გასული წლის აგვისტოში ბიძის, ლორდ ფელოუზის დაკრძალვაზე დასასწრებად.თუმცა, მისი ოთხდღიანი ვიზიტი ყველაზე ხანგრძლივი იქნება ბებიის, გარდაცვლილი დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების შემდეგ.ჰარი დიდ ბრიტანეთში ორშაბათს დაეშვა, თუმცა, სასექსის ჰერცოგინია მოგზაურობაში ქმარს არ ახლავს. სამაგიეროდ, ის კალიფორნიაში დარჩა, რათა შვილებზე, შვიდი წლის არჩისა და ოთხი წლის ლილიბეტზე ეზრუნა.წელს ჰერცოგმა განაცხადა, რომ „შერიგებისთვის“ ღია იყო.ბატონმა ვიკერსმა,  სამეფო ავტობიოგრაფიის რამდენიმე ბესტსელერის ავტორმა, ჩარლზი გააფრთხილა, რომ შვილთან ურთიერთობისას ფრთხილად ყოფილიყო.ის ამტკიცებს, რომ კომპანია „არ ენდობა“ ჰარის მას შემდეგ, რაც ჰერცოგმა მათ შესახებ პირადი ინფორმაცია თავის ავტობიოგრაფიაში, „სპეარში“, გაამხილა.„თუ მეფეს რამე დაემართება და ჰარი მას არ შეურიგდება, ის კიდევ უფრო მეტ დანაშაულის გრძნობას და სინანულს იგრძნობს. იმისათვის, რომ ეს მოხდეს, მან უნდა მოიხადოს ბოდიში“. - ამბობს ვიკერსი.2020 წელს მეგქსიტის მოვლენების შემდეგ, როდესაც მან და მეგანმა სამეფო ოჯახის წევრების თანამდებობები დატოვეს და აშშ-ში გადავიდნენ საცხოვრებლად, ჰარის ოჯახთან მცირე კონტაქტი ჰქონდა.

Love Actually

ტაბლოიდი 1754309984

როგორ იწინასწარმეტყველა Love Actually-მ მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის სიყვარული

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი 2018 წელს დაქორწინდნენ. როგორც უცხოური მედია წერს, წლების წინ წყვილის ქორწილი ყველასთვის საყვარელმა ფილმმა, სახელწოდებით „Love Actually" იწინასწარმეტყველა.  This is the greatest thing. pic.twitter.com/kYOPQSY7Ov — Travon Free (@Travon) November 30, 2017 კინოსურათის ერთ-ერთი პერსონაჟ, სახელად სემი 13 წლის ასაკში დედის დაკარგვას გლოვობს. ზუსტად ამხელა იყო ჰარიც, როდესაც პრინცესა დაიანა ტრაგიკულად დაიღუპა.ორივე მათგანი წითურია და  ამერიკელი,  მასზე უფროსი, მსახიობი გოგო უყვარდება.  სემის როლის შემსრულებელი და ჰარი ორივე ლონდონში დაიბადნენ, მეგანი და ჯოანას როლის შემსრულებელი კი - ლოს-ანჯელესში.  

ათოს სალომე

მსოფლიო 1753562370

ბრაზილიელმა ექსტრასენსმა, რომელსაც „ცოცხალ ნოსტრადამუსს“ უწოდებენ ახალი წინასწარმეტყველება გამოაქვეყნა

ბრაზილიელმა ექსტრასენსმა ათოს სალომემ, რომელსაც ხშირად „ცოცხალ ნოსტრადამუსს" უწოდებენ, ახალი წინასწარმეტყველება გამოაქვეყნა. წინასწარმეტყველების შესახებ Sky News Australia-მ დაწერა. ეს წინასწარმეტყველება ეხება პრინც ჰარისა და მეფე ჩარლზ III-ს. ათოს სალომეს თქმით,  პრინცი ჰარი დიდი ბრიტანეთში დაბრუნდება 2026 წლის ზაფხულამდე, თუმცა ეს არ იქნება გულწრფელი ოჯახური შერიგება, არამედ "იმიჯის გადარჩენის სტრატეგიის" ნაწილი.„ჰარი აცნობიერებს, რომ ბრიტანელების მხარდაჭერის დაბრუნება აუცილებელია, თუ სურს ინსტიტუციური მნიშვნელობის შენარჩუნება,“ – განაცხადა ათოს სალომემ და დაამატა, რომ ჰარის ცოლი მეგან მარკლი, სავარაუდოდ, აშშ-ში დარჩება ან ბრიტანეთში იშვიათად ჩავა.სამწუხაროდ, სალომეს თქმით, ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ 40 წლის პრინცსა და 76 წლის მეფეს შორის შერიგება მხოლოდ გარეგნული იქნება.