„არ შემეძლო ეს არ დამეწერა...“ - რა მოხდა დაკრძალვის დღეს
1784405212
პრინცი ჰარი და მისი მეუღლე, მეგან მარკლი, შესაძლოა, ბრიტანეთის სამეფო ოჯახს შეურიგდნენ და აშშ-ში თავიანთი ცხოვრების შესახებ გადაწყვეტილება შეცვალონ. ამის შესახებ Daily Mail პრინც ჰარის მეგობრებზე დაყრდნობით წერს.
„როგორც ჩანს, ამა თუ იმ ფორმით განიხილება დიდ ბრიტანეთში დაბრუნების შესაძლებლობა, ხოლო პორტუგალიაში წყვილის დასასვენებელი სახლი დაბრუნების გზაზე შუალედურ პუნქტად იქნება გამოყენებული“, — აღნიშნულია პუბლიკაციაში.
გამოცემის ინფორმაციით, სასექსის ჰერცოგმა ოჯახთან შერიგება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ივლისის დასაწყისში მამას შეხვდა. გარდა ამისა, პრინცის ერთ-ერთმა მეგობარმა განაცხადა, რომ ჰარიმ აშშ-ში თავი „ცოტა არასასურველ სტუმრად“ იგრძნო და „ამერიკულ ოცნებაშიც“ გაცრუვდა იმედი.