მეგან მარკლმა ჰარის მიმართ სიყვარულის მიზეზი გაამხილა

მეგანი და ჰარი

მეგან მარკლმა დაასახელა მიზეზი, რის გამოც შეიყვარა პრინცი ჰარი. ამის შესახებ მან ინტერვიუში Harper's Bazaar-ს უამბო.

მეგან მარკლის თქმით, როცა ის მომავალ მეუღლეს შეხვდა, მისი ყურადღება არა ჰარის სამეფო წარმომავლობამ, არამედ „ბავშვურმა უშუალობამ“ მიიპყრო.
„მას აქვს ბავშვური აღფრთოვანება სამყაროს მიმართ. ამან მიმიზიდა, ეს თვისებები ჩემშიც გამოაღვიძა,“ - თქვა მეგანმა. მისივე თქმით, ეს ცხოვრებისადმი მსუბუქი და უშუალო დამოკიდებულება მათი ქორწინების ყველა ასპექტში აისახება, ბავშვების აღზრდიდან დაწყებული, ბიზნესის მართვის ჩათვლით,

მან ასევე აღნიშნა, რომ პრინცი ჰარის უპირობო სიყვარული მას უსაფრთხოების განცდას აძლევს.„მსოფლიოში არავის ვუყვარვარ ისე ძლიერ, როგორც მას, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ის ყოველთვის ჩემი საყრდენი იქნება,“ — თქვა მეგან მარკლმა.