ჩაყარეთ ერთი მწიკვი წყალში და კვერცხს ნაჭუჭი თავისით მოძვრება - რჩევები
1771567045
მეგან მარკლმა ვალენტინობის დღეს სოციალურ ქსელში ოჯახური ფოტო გამოაქვეყნა. კადრში პატარა ლილიბეტს ვარდისფერი კაბა აცვია და ხელში ბუშტები უჭირავს. წყვილი წლების განმავლობაში ცდილობდა, შვილების სახეები საჯაროდ იშვიათად ეჩვენებინა, თუმცა ამჯერად ფოტოზე ლილიბეტის სახეც ჩანს.
ფოტოს აღწერაში 44 წლის მარკლმა დაწერა:
„ეს ორი + არჩი = ჩემი სამუდამო ვალენტინები.“

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ვალენტინობის დღე მეუღლეებს ერთმანეთისგან განცალკევებით მოუწიათ აღენიშნათ.
მაშინ სასექსის ჰერცოგინია სოციალურ ქსელში ქმრისადმი მიძღვნილ ემოციურ წერილს აქვეყნებდა, რადგან პრინცი ჰარი კანადაში, Invictus Games-ზე იმყოფებოდა.
„სახლში დაბრუნებული ჩვენს ბავშვებს ვუვლი და ჩემი ვალენტინი მენატრება, რომელიც Invictus Games-ზე აგრძელებს მუშაობას, ზრუნავს სხვა ადამიანებზე და ვეტერანთა და მათი ოჯახების საშუალებით ყველას გვახსენებს განკურნებისა და მხნეობის ძალას. უზომოდ ვამაყობ ჩემი მეუღლით და ყველაფრით, რაც მან შექმნა. ჩემო სიყვარულო, ბურგერს, ფრის და თევზსა და ჩიფსებს შენთან ერთად ცხოვრების ბოლომდე შევჭამ,“ — წერდა მაშინ მარკლი.