მადრიდი

მსოფლიო 1757781640

მადრიდში ერთ-ერთ ბარში აფეთქება მოხდა - არიან დაშავებულები

მადრიდში ერთ-ერთი ბარის აფეთქების შედეგად 25 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური მედია ავრცელებს.მედიის ცნობით, რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა,როგორც გამოცემა „ელ პაისი“ წერს, აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქების შედეგად დაზიანდა ბარი და დაწესებულების ზემოთ საცხოვრებელი ბინები, ასევე გვერდით მდებარე კიდევ ერთი ბარი.შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე სახანძრო სამსახური მუშაობს. მიმდებარე ტერიტორია პოლიციამ გადაკეტა.

კაია კალასი

მსოფლიო 1757653034

კაია კალასი ვარაუდობს, რომ უკრაინაში ომი, სულ მცირე, 2 წელი გაგრძელდება

ომი უკრაინაში, სულ მცირე, 2 წელი გაგრძელდება, - ვარაუდობს ევროკავშირის უმაღლესი კომისარი კაია კალასი. მისი თქმით, ომი ჩიხში შევიდა, რუსეთი კი უფრო აგრესიული და თამამი ხდება, რასაც კალასის განცხადებით, რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრაც ადასტურებს.კალასის განცხადებასთან ერთად, ფრანგული გამოცემა „ელ პაისი“ ექსპერტების პროგნოზსაც ავრცელებს, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ომი უფრო გამწვავდება, ვიდრე რომელიმე ქვეყნის ლიდერი არ შეიცვლება.

paisi

ისტორიები 1757094246

„ეს ქალი ქვრივი იყო, მეცოდებოდა და ვლოცულობდი მისი შვილებისათვის, მაგრამ უშედეგოდ...“ - რა შემთხვევას იხსენებს მამა პაისი

შობლებს, განსაკუთრებით დედებს, მუდამ უნდა ახსოვდეთ, რომ, როგორც გულმხურვალე ლოცვით შეუძლიათ შვილებისათვის ღვთისაგან უსაზღვრო მადლი მიიღონ, ასევე გაღიზიანებულად ნათქვამით, წყევლით,  რისხვით შეიძლება შვილებს უბედურება დაატეხონ თავს.სიტყვას უდიდესი ძალა აქვს. უფალმა სწორედ სიტყვით შექმნა სამყარო. სიტყვა უბრალო ბგერები არ არის, რომელიც წარმოითქმება და ჰაერში გაიფანტება, წავა, უკვალოდ გაქრება, როგორც ამას, სამწუხაროდ, ბევრი ფიქრობს. მას უდიდესი დატვირთვა აქვს.მშობლების სიტყვას განსაკუთრებული ძალა აქვს. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შვილის დაწყევლა. არცერთი წუთით არ უნდა დავივიწყოთ, რომ, როგორც დედის ლოცვა აღწევს ღმერთამდე, ისევე - წყევლაც. დედის ყოველი სიტყვა, ზოგჯერ უგუნურად და გაუაზრებლად ნათქვამი, როდესმე მაინც ახდება.აქ მოთხრობილი ამბები ყოველივე ამის სამწუხარო და ნათელი დადასტურებაა.მშობლის წყევლა თუნდაც აღშფოთება ძლიერად მოქმედებს. თუ მშობელს კი არ დაუწყევლია თავისი შვილი, არამედ მხოლოდ აღშფოთდა მისი საქციელის გამო, ესეც საკმარისია, რომ შვილებმა მოსვენება დაკარგონ. ასეთი ბავშვები შემდგომში მთელ ცხოვრებას ტანჯვა-წამებაში ატარებენ. რა თქმა უნდა, საიქიო ცხოვრებაში ეს მათ შეღავათს მისცემს, რადგან ამ წამებით აქაურ ვალებს ისტუმრებენ. ხდება ის, რის შესახებაც წმ. ისააკი ამბობს: „ამქვეყნად იგემებენ თავის გეენას“, ანუ ამქვეყნიური ტანჯვით ის ჯოჯოხეთურ სატანჯველს ამცირებს. ესე იგი როდესაც ძალაში შედის სულიერი კანონები, ასეთი ადამიანი რამდენამდე თავისუფლდება გეენიისაგან, ტანჯვისაგან.მშობლები, რომლებიც სიტყვით „გზავნიან“ შვილებს ეშმაკთან, მას „უძღვნიან“ თავიანთ შვილებს. ამის შემდეგ ეშმაკს უკვე აქვს უფლება ამ ბავშვებზე, იგი ამბობს: „შენ მე ისინი თავად მომიძღვენი“.მეოცე საუკუნის ერთ-ერთი დიდი მამა ბერი პაისი ასეთ შემთხვევას იგონებს: „ერთ ქალს ოთხი შვილი ჰყავდა და ვერც ერთი ოჯახს ვერ ეკიდებოდა. დედა ტირილით მეუბნებოდა: „მომკლავს ამათი დარდი, ილოცე მათთვის“. ეს ქალი ქვრივი იყო, მე მეცოდებოდა იგი და ვლოცულობდი მისი შვილებისათვის, მაგრამ უშედეგოდ. მივხვდი, რომ რაღაცა ისე ვერ იყო... ერთხელ მათ ვკითხე, დედა ბავშვობაში ხომ არ გწყევლიდათ-მეთქი.- დიახ, მამაო, ბავშვობაში ძალიან ცელქები ვიყავით და დედა მუდამ გვწყევლიდა. - მიპასუხეს.- წადით და დედათქვენს უთხარით, რომ თქვენი მოუწყობელი ცხოვრების ნამდვილი მიზეზი ეს არის. უთხარით, მოინანიოს, აღსარება თქვას და დღეიდან გამუდმებით გლოცოთ.წელიწადნახევარში ოთხივემ ოჯახი შექმნა!კარგია, როცა მშობელი ცოცხალია და ამდენად მონანიება შესაძლებელია. მაგრამ ისმის კითხვა: თუ ის ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ თან წაიღო ეს ცოდვა? შეიძლება თუ არა წყვლისგან განთავისუფლება? მამა პაისი პასუხობს:- თუ შვილები საკუთარ თავს ჩაუკვირდებიან და მიხვდებიან, რომ თავის დროზე აშავებდნენ, აწვალებდნენ მშობლებს და ამიტომაც იქნენ დაწყევლილნი, თუ ისინი დანაშაულს აღიარებენ და ცოდვებს მოინანიებენ, ყველაფერი მოწესრიგდება. სულიერ ცხოვრებაში წარმატებით ისინი განსვენებულ მშობლებსაც შეეწევიან... განაგრძეთ კითხვა

beri paisi

საზოგადოება 1755711450

„აჯანსაღებს სახსრებს, აცილებს ზედმეტ წონას, ამშვიდებს“ - ბერი პაისის სასარგებლო რჩევები მეტანიებზე

მეტანია (ბერძ. მეტა-ნოია – „სინანული“) — თაყვანისცემა ან სინანულით შევრდომაა. ორგვარი წესი საეკლესიო ტიბიკონში: მცირე – პირჯვრის გამოსახვა; დიდი – მუხლის მოყრა, შუბლით მიწაზე შეხება.დიდი მეტანია სრულდება შემდეგნაირად: ვიწერთ პირჯვარს, ვასრულებთ მუხლთმოყრას და შუბლით ვეხებით მიწას, რის შემდეგაც კვლავ ვდგებით ფეხზე.მცირე მეტანიის დროს ვიწერთ პირჯვარს, ვიდრეკთ თავს, წელში ღრმად ვიხრებით და კვლავ ვიმართებით.წმინდა მამა, ბერი პაისი მეტანიას სულიერ ტანვარჯიშს უწოდებს და ამბობს, რომ გარდა სულიერი გაძლიერებისა, მეტანია აჯანსაღებს სახსრებს, აკაჟებს სხეულს, აცილებს ზედმეტ წონას და ამშვიდებს ადამიანს. აი, უფრო ვრცლად წმინდა მამის მოსაზრება მეტანიაზე.წმინდა ბერი პაისი: მეტანიები ყველა სხვა სულიერ ღვაწლზე მეტად გვეხმარება.- მამაო სხეული გტკივათ?- არა, რადგან სულიერ ტანვარჯიშს ვასრულებ. მეტანიებს. ერის კაცები ვარჯიშებს აკეთებენ, მონაზვნები მეტანიებს, ერის კაცები ტანვარჯიშით სხეულს იჯანსაღებენ, მონაზვნები მეტანიებით - სულსაც და სხეულსაც. საბრალო ერის კაცებმა არ იციან, როგორ ეხმარება მეტანიები არა მარტო სულის, არამედ სხეულის გაჯანსაღებას. მეტანიები აჯანსაღებს სახსრებს, აკაჟებს სხეულს, აცილებს ზედმეტ წონას, ამშვიდებს და ავაჟკაცებს ადამიანს. ამავდროულად აძლევს შესაძლებლობას ავიდეს სათნოებათა სულიერ სიმაღლეებზე, ასევე მთების მწვერვალებზე თავისუფლად და ქოშინის გარეშე.მეტანია აუცილებელია როგორც ახალგაზრდისთვის, ისე ასაკიანებისთვის, მათთვისაც, ვისაც ხორციელი ბრძოლა აქვს და მათთვისაც, ვინც თავისუფალია ასეთი ბრძოლებისგან. ძლიერი აღნაგობის ადამიანმა უფრო მეტი მეტანია უნდა შეასრულოს, ვიდრე სნეულებისკენ მიდრეკილმა. ისე, როგორც ძლიერი ძრავა უფრო მეტს მუშაობს.მეტანია განსაკუთრებით ეხმარება ახალგაზრდებს, რომ ხორცი დაიმორჩილონ. ამიტომ მათ ყოველთვის ვეუბნები, შეასრულეთ რამდენადაც შეგიძლიათ ბევრი მეტანია თქვენთვისაც და მათთვისაც, ვინც სნეულებაშია ან ხანდაზმულია და არ ძალუძს მეტანიების შესრულება.მეტანია ლოცვაა, თუმცა ამავდროულად ასკეზიცაა და შეეწევა ადამიანს უფრო მეტად, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი სულიერი ღვაწლი. გარდა იმისა, რომ ჩვენს სულიერ ძრავას ლოცვისთვის აღძრავს, მოაქვს სხვა მრავალი სიკეთე: პირველ ყოვლისა, მეტანიებით თაყვანს ვცემთ ღმერთს და მდაბლად ვითხოვთ მისგან წყალობას, მეორე სარგებელი - მდაბლდება ჩვენი დაუმორჩილებელი ხორცი და მოდის სიმშვიდე და უვნებობა, მესამე - აჯანსაღებს ხორცს და მოაქვს ჯანმრთელობა ადამიანისთვის.მეტანიებით ღვთისგან შენდობას ვითხოვთ და გამოვხატავთ მადლიერებას.როდესაც მეტანიებს ასრულებ, წარმოიდგინე, რომ ღვთის წინაშე დგახარ და თაყვანს სცემ, ასე შეგიყვარდება მეტანიები.მეტანიები საკუთარი თავისთვის თუ მოყვასისთვის, უმნიშვნელოვანესია ყველა სხვა ხელსაქმესთან შედარებით. ეს არის ხელსაქმე დაუსრულებელი ღვაწლით. მთავარია, ადამიანს კეთილშობილება ჰქონდეს და სინანულით იღწვოდეს. მეტანიებს ამიტომაც ეწოდებათ სინანული. სიტყვა სინანული ბერძნულად ჟღერს როგორც მეტანია.მეტანიის კეთებისას ვმდაბლდებით და ღვთისგან შენდობას ვითხოვთ.კარგი იქნება, როდესაც მეტანიის კეთებას ვიწყებთ, მდაბლად ვთქვათ: უფალო, ვცოდე, მომიტევე.ყველაზე მთავარია, რომ ადამიანს შინაგანად ჰქონდეს მადლიერება. მერე კი თითოეული თავისებურად გამოხატავს ამას. როდესაც კაცი მადლიერების გრძნობით აღივსება, ასრულებს მეტანიებს ქრისტეს მიმართ კეთილშობილების, აღმაფრენის, სიყვარულის გამო. მაშინ ის ვერ გრძნობს დაღლას ისევე, როგორც მამის ხილვით გამოწვეული აღმაფრენისგან და სიხარულისგან დახტიან პატარა შვილები დაუღლელად.რასაც მეტი შრომა ახლავს, მეტი ფასი აქვს.ყოველი მეტანიის დროს ფეხზე უნდა წამოდგე, ამით ღვთის წინაშე დიდ თაყვანისცემას ასრულებ და სხეულისთვისაც უფრო ადვილია. დიდი მეტანიის დროს იატაკს ხელისგულებით კი არ უნდა შეეხო (ამან შეიძლება მყესები დაგიზიანოს), არამედ შეკრული მტევნით, ანუ მუჭებით. ხოლო ხელებზე კოჟრები რომ არ გაგიჩნდეს, წინ რბილი ხალიჩა დაიფინე.რაც უფრო იმატებს ასაკი, ფიზიკური ძალები ბუნებრივად იკლებს. გულმოდგინედ განაგრძე შენი ღვაწლი და როცა ვერ შეძლებ ყველა დიდი მეტანიების კეთებას, მცირე მეტანიით ან იესოს ლოცვით ჩაანაცვლე.- მამაო ფეხები და წელი მტკივა...- თუ მეტანიებს გააკეთებ, დაგეხმარება. სცადე ნელ-ნელა, ნაწილ-ნაწილ და ნახე, როგორ ჯობია. მახსოვს, მამა ტიხონი რომ ხანში შევიდა და დიდი მეტანიების შესრულებისას წამოდგომა უჭირდა, ჭერზე მსხვილი თოკი დაკიდა და მისი დახმარებით წამოდგებოდა. ასე აგრძელებდა ღვთის კრძალულებას თითქმის სიცოცხლის ბოლომდე დღემდე. მოღვაწე ხერხს მიმართავს.

წმინდა პაისი მთაწმინდელ

საზოგადოება 1755697260

თუ საკუთარ თავს ახლავე მივაჩვევთ... იმ წლებს ადვილად გადავიტანთ - ბერი პაისი ამბობდა, რომ ეს წინასწარმეტყველება მალე ახდება

წმინდა მამების ნაწინასწარმეტყველები ბოლო ჟამის ნიშნები, უფრო და უფრო გვარწმუნებს იმაში, რომ ეს დრო შორს არ უნდა იყოს; მომრავლებული კატასტროფები, გლობალური დათბობა, მომაკვდინებელი ვირუსები, საზარელი დანაშაულობები – მათი თქმით, ეს ყველაფერი სწორედ მეორე მოსვლას მოასწავებს.როგორ მოვიქცეთ უკანასკნელი ჟამისასო – ჰკითხეს ერთხელ ბერ პაისს. მან კი უპასუხა:"თუნდაც ადამიანს ოქროს მონეტები, ან დოლარები ჰქონდეს, მათ გამოყენებას ვერ შეძლებს. ამიტომაც, თუ საკუთარ თავს ახლავე მივაჩვევთ, უბრალოდ ზომიერად ცხოვრებას, იმ წლებს ადვილად გადავიტანთ.ისინი, არ დაიწყებენ, ადამიანთა წამებას, თუმცა, ის, ვისაც ბეჭედი არ ექნება, ცხოვრებას ვერ შეძლებს. თქვენ იტანჯებით ბეჭდის გარეშე, იტყვიან ისინი, ის რომ მიგეღოთ, სირთულეები აღარ გექნებოდათ. იმ წლებს გადავიტანთ: თუკი ადამიანს პატარა მიწის ნაკვეთი ექნება. ცოტა მარცვლეულს, კარტოფილს მოიყვანს, რამდენიმე ზეთისხილის ხეს დარგავს, საქონელი თუ ეყოლება: თხა, რამდენიმე ქათამი, მაშინ ქრისტიანი შეძლებს თავისი ოჯახის გამოკვებას, ვინაიდან დიდი მარაგისგან ხეირი მაინც არაა: პროდუქტი დიდხანს ვერ ძლებს, მალე ფუჭდება;მალე დაედება ფასი სოფელს, მგონი დროცაა ნელ-ნელა მოვემზადოთ ამისთვის.ნუ მიატოვებთ და უპატრონობით ნუ დაანგრევთ მამაპაპისეულ კერას. ალბათ, იმაზე მალე გამოგადგებათ, ვიდრე გგონიათ.რა თქმა უნდა, ეს გაჭირვება დიდხანს არ გასტანს - სამი წელი, სამწელიწადნახევარი; რჩეულთათვის დღეები შემოკლდება, ისინი ვერც კი შეამჩნევენ, როგორ გაირბენს ეს წლები. ღმერთი ადამიანს უმწეოდ არ დატოვებს.მე ვნუგეშობ, ჩვენ ჭექა-ქუხილი გველის და ჩვენს ბრძოლას აქვს ფასი, რადგანაც ამჟამად ჩვენი მტერი – ეს ალი ფაშა კი არ არის, არც ჰიტლერი და არც მუსოლინი, არამედ – ეშმაკი. და ამიტომაც ჯილდო ჩვენი იქნება ჯილდო ზეციური.ღმერთმან, ვითარცა სახიერმან, წარმართოს ბოროტება სიკეთედ, ამინ.”ღირსი პაისი მთაწმინდელი (1924-1994)

beri paisi

საზოგადოება 1754684109

„მოიდრიკე მუხლი, მაგრამ ისე, რომ ღვთის გარდა ვერავინ გხედავდეს...“ - მამა პაისის შეგონება ბავშვებს

დიდი ძალა აქვს ბავშვის ლოცვას. მამა პაისი ათონელი ბრძანებს:„ლოცვისას ხშირად ვხედავ, რომ მოდიან ჩემთან მწუხარე ყრმები და ღვთისაგან შეწევნას ითხოვენ. მათ ოჯახში რაღაც სადარდებელი გასჩენიათ, ამიტომაც დედები ლოცვად აყენებენ, რათა უფლისაგან შეწევნა გამოითხოვონ. ისინი იმავე „სიხშირეზე“ ირთვებიან და იქ ვხვდებით ერთმანეთს“.ბავშვებო, ლოცვა სამი მეტანიით დაიწყეთ. პირველად იტყვით:„უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“, - და მეტანიას აღასრულებთ;შემდეგ ღვთისმშობელს შეევედრებით, შემდეგ იტყვით: „ყოველნო წმიდანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენ ცოდვილთათვის“, - ისევ მეტანია და ასე განაგრძეთ.შეამჩნევთ, რომ თავიდან სიზარმაცე მოგერევათ, ისე დაგაწვებათ, როგორც მძიმე ტვირთი, მაგრამ თუ ლოცვას არ შეწყვეტთ, სამ მეტანიას შეასრულებთ, გული მუხლთმოდრეკის გამრავლებას მოგთხოვთ. ეს ნიშანია იმისა, რომ ჩვენი გულის ნაკვერჩხალი რწმენის ძალით გაღვივდა და ღვთის სიყვარულით აალდა. თქვენი განუწყვეტელი ლოცვის ნაყოფი კი ის იქნება, რომ ლოცვის სურვილი გაგიძლიერდებათ. ჩემი რჩევა საქმით გამოსცადეთ და დარწმუნდებით, რომ ასეა.ისწრაფვოდეთ ღვთისკენ, როგორც მშობელი დედისკენ. ის მოწყალეა და ყოვლისმჭვრეტელი. მას ისე ვუყვარვართ, როგორც დედას - შვილები. თუ რამეს სთხოვთ, უთუოდ შეისმენს და შეგისრულებთ, თუ, რა თქმა უნდა, ეს სათხოვარი მისი წმინდა ნების საწინააღმდეგო არ იქნება. მან თვითონ გვითხრა, ითხოვეთ და მოგეცემათო, ამიტომ თამამად მიილტვოდეთ მისკენ.მიდიხარ სკოლაში? - მოიდრიკე მუხლი, მაგრამ ისე, რომ ღვთის გარდა ვერავინ გხედავდეს, სთხოვე, გაგინათოს გონება და მახსოვრობა. მალე დაინახავ, რომ სხვებზე უკეთ სწავლობ, ან იმაზე უკეთ მაინც, ვიდრე მანამდე, სანამ ღვთის შეწევნას ითხოვდი.ილოცეთ, ხშირად ილოცეთ, ბავშვებო, აპატიეთ, ვინც გაწყენინათ და ღმერთი მშვიდობისა მარადის თქვენთან იქნება.ყოველ დილა-საღამოს მოინანიეთ, თუ რამ შესცოდეთ და შეეცადეთ, აღარასოდეს გაიმეოროთ. თუ კიდევ შესცოდავთ, მაშინვე შეინანეთ, თქვით: „უფალო, შევცოდე, შემიწყალე მე და შემეწიე, რომ გამოვსწორდე“. ისიც შეგინდობთ და გამოსწორებაში შეგეწევათ. ილოცეთ, ბავშვებო, ღვთის მიმართ და უფალი გაცხოვნებთ“.

paisi

საზოგადოება 1753199942

დიდი ძალა აქვს ბავშვის ლოცვას... სამი მეტანიით დაიწყეთ - ბერი პაისის რჩევა

დიდი ძალა აქვს ბავშვის ლოცვას. მამა პაისი ათონელი ბრძანებს:„ლოცვისას ხშირად ვხედავ, რომ მოდიან ჩემთან მწუხარე ყრმები და ღვთისაგან შეწევნას ითხოვენ. მათ ოჯახში რაღაც სადარდებელი გასჩენიათ, ამიტომაც დედები ლოცვად აყენებენ, რათა უფლისაგან შეწევნა გამოითხოვონ. ისინი იმავე „სიხშირეზე“ ირთვებიან და იქ ვხვდებით ერთმანეთს“.მაგრამ როგორ „გადავრთოთ“ ბავშვები ამ სიხშირეზე, როგორ შევაყვაროთ ლოცვა?აი, ოპტელი მამის, სქემიღუმენ თეოდოსის, ყრმობისდროინდელი მოგონება იმის შესახებ, თუ როგორ დაარიგა ბავშვები ნიჟეგოროდელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა:„ბავშვებო, მინდა, ლოცვაზე გესაუბროთ. იცით, როგორ უნდა მივეჩვიოთ მას? თავიდან ცოტ-ცოტა უნდა ვილოცოთ, მაგრამ რაც შეიძლება ხშირად. ლოცვა ნაპერწკალივითაა - რამდენიმე ხნის შემდეგ შეიძლება აალდეს და კოცონად იქცეს. მაგრამ ამისთვის დრო, ოსტატობა და დიდი სურვილია საჭირო.ავიღოთ ორი ნაკვერჩხალი, ერთი - ვარვარა, მეორე - ჩამქრალი. ახლა ჩამქრალი გასაღვივებლად ცხელზე დავდოთ. მაგრამ ის არ გაღვივდება, თუ გამუდმებით არ ვუბერეთ სული ცხელ ნაკვერჩხალს. თუ ცხელზე ძლიერად შევუბერავთ, მას ნაპერწკლები გასცვივა, ჩამქრალს კი ვერაფერს ვარგებთ. სამაგიეროდ, თუ ზომიერად და შეუჩერებლად ვუბერეთ, მეორეც აენთება, მერე კი, თუ მათ შუაში შეშის ნაჭერს ჩავდებთ, მასაც მოედება ცეცხლი.მაგრამ ღუმელში ნესტიანი შეშა ან სველი ნაკვერჩხალი რომ აანთო, იცით, რამდენი დრო, გარჯა და მოთმინებაა საჭირო? ჩემო შვილებო, ლოცვაა სწორედ ის ალმოდებული ნაღვერდალი, ჩვენი გულები კი ჩამქრალი ნაკვერჩხლებია.ამიტომაც არის საჭირო, ყოველდღე ვილოცოთ - ეს იგივეა, რომ საკუთარი გულის ჩამქრალი ნაკვერჩხლები ლოცვის ცეცხლმოკიდებულ ნაღვერდალზე დავდოთ და ნელ-ნელა გავაღვივოთ. დამიჯერეთ, ბავშვებო, თუ ჩემი მორჩილნი იქნებით და ყოველდღე ცოტ-ცოტას ილოცებთ, თქვენი გულები საღვთო სიყვარულის ცეცხლით აენთება. მაგრამ იცოდეთ, არ შეწყვიტოთ ლოცვა, ამაოდ არ გაფანტოთ ნაპერწკლები. გახსოვდეთ, რომ ლოცვის შეწყვეტას სიზარმაცე მოჰყვება, ჰაერში გაბნეული ნაპერწკლები კი გულს ვერ აგინთებთ.ბავშვებო, ლოცვა სამი მეტანიით დაიწყეთ. პირველად იტყვით:„უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“, - და მეტანიას აღასრულებთ;შემდეგ ღვთისმშობელს შეევედრებით, შემდეგ იტყვით: „ყოველნო წმიდანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენ ცოდვილთათვის“, - ისევ მეტანია და ასე განაგრძეთ.შეამჩნევთ, რომ თავიდან სიზარმაცე მოგერევათ, ისე დაგაწვებათ, როგორც მძიმე ტვირთი, მაგრამ თუ ლოცვას არ შეწყვეტთ, სამ მეტანიას შეასრულებთ, გული მუხლთმოდრეკის გამრავლებას მოგთხოვთ. ეს ნიშანია იმისა, რომ ჩვენი გულის ნაკვერჩხალი რწმენის ძალით გაღვივდა და ღვთის სიყვარულით აალდა. თქვენი განუწყვეტელი ლოცვის ნაყოფი კი ის იქნება, რომ ლოცვის სურვილი გაგიძლიერდებათ. ჩემი რჩევა საქმით გამოსცადეთ და დარწმუნდებით, რომ ასეა... სრულად

paisio

კულტურა 1751262334

„პირველი სეზონი პანდემიის დროს გადავიღეთ. 1500-ზე მეტი ადამიანიდან არავინ დავირუსებულა" - სასწაულები ბერი პაისის ფილმის გარშემო

უკვე ბევრმა ჩვენგანმა ნახა ქართულად ადაპტირებული ბერძნული სერიალი "მამა პაისი - ფარასადან ზეცაში". ვინც ნახა, მათი ცხოვრება შეიცვალა რწმენაში განმტკიცებითა და იესოს ლოცვის პრაქტიკაში შემოტანით.   მამა პაისის ფილმის სცენარის ავტორის - იორღოს ციაკასის ინტერვიუ, რომელიც ფილმის მეორე სეზონამდე ჩაიწერა, ბერძნულიდან ქართულად ნანა ბეჟანიშვილმა თარგმნა. აი, რას იგონებს სცენარისტი სერიალზე. - გიტირიათ თუ არა ფილმის დასრულებული ვერსიის ნახვისას?ციაკასი: - დასრულებული ვერსიის ნახვამდეც მიტირია, გადაღებებზეც, მონტაჟის დროსაც... იცით, რომ მონტაჟის დროს ერთი ეპიზოდი შეიძლება 10 ან 20-ჯერ ვნახოთ, უამრავჯერ.. ყველა დეტალს ყურადღებას ვაქცევთ, ხმას, დეტალებს... იყო მომენტები, რომ გული მიჩუყდებოდა ძალიან და ახლაც იგივე მემართება...როდესაც დასრულებულ ვერსიას ვნახავ, მაშინაც იგივე მემართება... მჯერა, რომ თვითონ წმინდა პაისი შეგვეწია, რომ ეს ფილმი გადაგვეღო.. იცით, ალბათ, რომ თვითონ წმინდანს არ უყვარდა ფოტოს გადაღებაც კი და ჩვენ ამხელა სერიალი გადავიღეთ მის შესახებ და ვეუბნებოდი, რომ ეპატიებინა ჩემთვის... მაგრამ ვფიქრობ, ერთი ადამიანისთვის მაინც რომ იყოს ეს სერიალი სიკეთის მომტანი, ალბათ, წმინდანი ნებას დამრთავდა... - რადგან ეს სერიალი შედგა ესე იგი ნება დაგრთოთ, სხვაგვარად ვერ შედგებოდა... - დიახ, დიახ.- თავად გაქვს მოყოლილი რამდენი სასწაულის მომსწრენი გახდით, სერიალის გადაღების დროს. ეს ნიშნავს, რომ თვითონ წმინდანი იყო თქვენს გვერდით, ასე არაა? ბრძოლები გქონდათ გადაღებების დროს ? - მაშ არ გვექნებოდა? რა თქმა უნდა, ბევრი დაბრკოლება გვქონდა და როდესაც კონიცაში ვიყავით, მის მშობლიურ სახლში გავრბოდი ხოლმე და ვთხოვდი შეწევნას (დახმარებას)... პირველი სეზონი გადავიღეთ კორონას პანდემიის დროს ისე, რომ არასოდეს არც ერთი ადამიანი არ გამხდარა ავად (კორონით) მაშინ, როდესაც 50 ადამიანი ერთად ვმუშაობდით, 180 მსახიობი და 1300 დამხმარე. ვიცოდით, რომ აქედან ერთს მაინც რომ აღმოჩენოდა კორონა, უნდა გაგვეჩერებინა გადაღებები 15 დღით და იცი, რასაც ნიშნავს ეს? არასდროს არავინ ავად არ გამხდარა... და როცა ვამთავრებდით გადაღებას ერთ ლოკაციაზე, ის დასახლება სწორედ მაშინ იხურებოდა კორონას გამო, როდესაც ჩვენ უკვე წამოსულები ვიყავით იქიდან... 

mama paisi

საზოგადოება 1751006403

არ გამოგრჩეთ - მოილოცოთ და ემთხვიოთ სკვნილს, რომელზედაც წმინდა მამა პაისი ლოცულობდა

ფეისბუქ გვერდი "ტკბილ ხარ შენ უფალო" შემდეგ ინფორმაციას აქვეყნებს."27 ივნისს, პარასკევს, დღის 3 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში გადაიხდება საჯანმრთელო პარაკლისი, რის შემდეგაც მრევლს საშუალება მოგეცემათ  ემთხვიოთ წმინდა პაისის სკვნილს, რომელზედაც ის ლოცულობდა.ყველას გელოდებით პარაკლისზე" - წერია გვერდზე. 

paisio

საზოგადოება 1750445997

„ახლა ბოლო სერია გავახმოვანე. იცით, როგორი განცდაა? 30 წლის ვხდები და ყველაზე ღირებული, რაც კი შემიქმნია, ესაა“ - ემოციური მიმართვა მაყურებელს

აგერ უკვე ოთხი თვეა, რაც ალექსი მოსიაშვილი ქართულად ახმოვანებს ბერძნულ სერიალს "მამა პაისი ფარასადან - ზეცაში". მეორე სეზონის ბოლო სერიასაც მალე შემოგვთავაზებს ფეისბუქგვერდები - "სარწმუნოება, ფოტო და ვიდეო არქივი" და "ტკბილ ხარ შენ უფალო". სერიალი სრულად ასახავს მეოცე საუკუნის ათონელი წმინდა მამის - პაისი ათონელის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. ფილმმა დიდი აღფრთოვანება გამოიწვია მის მაყურებელში. ბევრი დააფიქრა და ქრისტიანის არსი შეახსენა. ბევრსაც იესოს ლოცვა ასწავლა... აი, რას მიმართავს სერიალის მაყურებელს ალექსი."ხალხი გვწერს, როგორ შეცვალა ამ სერიალმა მათი ცხოვრება უკეთესობისკენ, როგორ სიღრმეებში ჩავიდა მათი ქრისტიანობა, როგორ შეეხო მათ გულს, როგორ ამოატრიალა დიალოგებმა და სცენებმა უკეთესობისკენ მათი დამოკიდებულება ადამიანების და ცხოვრების მიმართ. 30 წლის ვხდები და ყველაზე დიდი და ღირებული, რაც კი შემიქმნია, ეს არის მრავალსერიანი ფილმის "მამა პაისი ფარასადან ზეცაში" გახმოვანება. ახლა ბოლო სერია გავახმოვანე. იცით, როგორი განცდაა? ოთხი თვე გავატარე ამ რეჟიმში. გახმოვანების ეს 4 თვე ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს რაღაც ეტაპი დასრულდა. რეალურად არაფერიც არ დასრულება. ამ დიდი საქმით დასაბამი დაედო იმას, რაც ასე აკლდა ქრისტიანებს. ვფიქრობ, ეს საქმე გავაგრძელო. ვერ აღგიწერთ, რა საოცრება გააკეთა მამა პაისიმ. დიდი მადლობა პირველ რიგში ღმერთს, ღვთისმშობელს, მამა პაისის, რომ ეს საქმე დაგვევალა მე, თამარ ბროლაძეს, ნანა ბეჟანიშვილსა და თამარ კიკალიშვილს, რომლებმაც უდიდესი შრომა ჩადეს თარგმნასა და მოწოდებაში. მეც, ჩემი მხრივ, მის გახმოვანებაში.უღრმესი მადლობა ყველას ვინც ამდენი ხნის მანძილზე  გვგულშემატკივრობდით, ცდილობდით მოტივაცია მოგეცათ თბილი შეტყობინებებით. ამ სერიალის საშუალებით ის ჩვენი მამა პაისი გახდა. მადლობა, მადლობა. ღმერთმა დაგვლოცოს" - ამბობს ალექსი მოსიაშვილი.ყველაფერს ამ საოცარი სერიალის შესახებ წაიკითხავთ ამ ბმულზე გადასვლით.

ლოცვა

საზოგადოება 1749275064

დღეს სულის შაბათია - რას ნიშნავს ეს დღე ქრისტიანებისთვის

სულთმოფენობის დღესასწაულს (8 ივნისს), წინ, სულის შაბათი უძღვის. ეს არის მიცვალებულთა საყოველთაო  ხსენების დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქ მიცვალებულთა სულზე ზრუნვას.ამ დღეს ტაძრებში გარდაცვლილთა სულთა საოხად დიდი პანაშვიდი აღესრულება.წმინდა მამები ამბობენ, რომ ამ დღეს განსაკუთრებით ელოდებიან გარდაცვლილები საკუთარი ოჯახის წევრების მხრიდან შემწეობას და მოხსენებას.ყველამ უნდა ეცადოთ მოიხსენიოთ თქვენი მიცვალებულები, დაესწროთ წირვას, შეაგზავნოთ მოსახსენებელი და მათ სახელზე დაანთოთ თუნდაც ერთი სანთელი. იკურთხება  მრევლის მიტანილი პროდუქტი და შემდეგ ის რიგდება მშიერთათვის... შეგიძლიათ ზეთი შესწიროთ, რომელიც ტაძრის კანდელებში ჩაისხმება.მიცვალებულები ახლობლების ლოცვასა და სიკეთეებზე არიან დამოკიდებულნი. მათ აღარ შეუძლიათ მონანიება. ამიტომ ჩვენი მიცვალებულებისთვის უნდა ვილოცოთ, ვიკითხოთ ფსალმუნნი და მათ სახელზე გავცეთ მოწყალება.წმინდა პაისი ათონელი:მიცვალებულები გონს მოდიან და დახმარებას ითხოვენ, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ეხმარებიან. ჯოჯოხეთში მყოფებს ქრისტესგან მხოლოდ ერთი რამ სურთ, 5 წუთი იცოცხლონ, რომ მოინანიონ. ჩვენ, ცოცხლებს, გვაქვს მონანიების დრო, მიცვალებულებს კი - არა.სწორედ ამიტომ მოვალენი ვართ დავეხმაროთ მათ ჩვენი მხურვალე ლოცვით. ამიტომ აქვს ჩვენს ეკლესიას წირვა,პანაშვიდი.პანაშვიდი მიცვალებულთა სულების საუკეთესო დამცველია. მათ აქვთ სულის ჯოჯოხეთიდან გამოყვანის უნარი. თქვენ კი, ყოველ ღვთისმსახურებაზე, უნდა წაიკითხოთ ფსალმუნები თქვენი მიცვალებულებისთვის.აუცილებელია წანდილის გაკეთება, რადგან ხორბალს აქვს მნიშვნელობა: დათესე ხრწნილებაში, ის აღდგება უხრწნელობაში (1 კორ. 15:42). ანუ ის სიმბოლოა ადამიანის სიკვდილისა და აღდგომისა. უნდა მიუთითოთ მიცვალებულთა სახელები, რათა მღვდლებმა მოიხსენიონ ისინი, რადგან ისინი უფრო მეტად გაჭირვებულები არიან, ვიდრე ავადმყოფები. ***საკურთხი მიცვალებულთა მოსახსენიებელ დღეებში კეთდება. ეს დღეები გახლავთ ხორციელის კვირისა და დიდი მარხვის სამი (მე-2, მე-3, მე-4) შაბათი, სულთმოფენობის წინა დღე (მას სულის შაბათსაც უწოდებენ). გარდა ამისა, საკურთხს აკეთებენ გარდაცვლილის დაბადებისა და გარდაცვალების დღეებში.რასაკვირველია, გარდაცვლილის სული საკვებს არ გეახლებათ; მას მადლით აღავსებს საკურთხის დროს აღვლენილი ლოცვები, მიცვალებულის სახელზე მომზადებული ტრაპეზით გლახაკების დაპურება და მოწყალების გაცემა.საკურთხზე ყოველთვის ამზადებენ კოლიოს ანუ წანდილს.ამ ტრადიციას საინტერესო ისტორია აქვს: იულიანე განდგომილმა, კონსტანტინეპოლის მეფემ, უარყო ქრისტე და კერპთაყვანისმცემლობას შეუდგა. მან იცოდა, რომ დიდმარხვის პირველ კვირას მორწმუნენი მარხვას განსაკუთრებით წმინდად ინახავდნენ და ცოდვებს ინანიებდნენ. იულიანემ უბრძანა ქალაქის თავს, მთელი კვირის მანძილზე ყოველდღე შეებღალა ბაზარში გასაყიდი სანოვაგე სამსხვერპლო ცხოველთა სისხლით. მეფის ბრძანება შესრულდა. კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოს ევდოქსის გამოეცხადა წმინდა თეოდორე ტირონი (იგი მრავალი წლის წინათ ეწამა ქრისტესთვის), ამცნო, რომ საზრდელი ნაკერპალის სისხლით იყო შებილწული და ურჩია, მის ნაცვლად მიეღოთ კოლიო - თაფლთან ერთად მოხარშული ხორბალი. ქრისტიანებმა შეიძინეს ხორბალი, კოლიო მოხარშეს და მთელი კვირის განმავლობაში მას იხმევდნენ. ასე გადაურჩნენ მარხვის შემწიკვლებას (დარღვევას). მას შემდეგ დიდმარხვის პირველი შვიდეულის შაბათი წმინდა თეოდორეს ხსენების დღედაა მიჩნეული.წანდილის გარდა ტრაპეზზე უნდა იყოს პური, ღვინო, ზეთი და კერძები, რომელთა გაკეთების სურვილიც მიცვალებულის ახლობლებს ექნებათ.

candles

საზოგადოება 1749242908

"აუცილებელია წანდილის მომზადება" - სულის შაბათს მიცვალებულები განსაკუთრებით ელოდებიან მოხსენიებას

სულთმოფენობის დღესასწაულს (8 ივნისს), წინ, სულის შაბათი უძღვის. ეს არის მიცვალებულთა საყოველთაო  ხსენების დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქ მიცვალებულთა სულზე ზრუნვას.ამ დღეს ტაძრებში გარდაცვლილთა სულთა საოხად დიდი პანაშვიდი აღესრულება.წმინდა მამები ამბობენ, რომ ამ დღეს განსაკუთრებით ელოდებიან გარდაცვლილები საკუთარი ოჯახის წევრების მხრიდან შემწეობას და მოხსენებას.ყველამ უნდა ეცადოთ მოიხსენიოთ თქვენი მიცვალებულები, დაესწროთ წირვას, შეაგზავნოთ მოსახსენებელი და მათ სახელზე დაანთოთ თუნდაც ერთი სანთელი. იკურთხება  მრევლის მიტანილი პროდუქტი და შემდეგ ის რიგდება მშიერთათვის... შეგიძლიათ ზეთი შესწიროთ, რომელიც ტაძრის კანდელებში ჩაისხმება. ***მიცვალებულები ახლობლების ლოცვასა და სიკეთეებზე არიან დამოკიდებულნი. მათ აღარ შეუძლიათ მონანიება. ამიტომ ჩვენი მიცვალებულებისთვის უნდა ვილოცოთ, ვიკითხოთ ფსალმუნნი და მათ სახელზე გავცეთ მოწყალება. ***წმინდა პაისი ათონელი: მიცვალებულები გონს მოდიან და დახმარებას ითხოვენ, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ეხმარებიან. ჯოჯოხეთში მყოფებს ქრისტესგან მხოლოდ ერთი რამ სურთ, 5 წუთი იცოცხლონ, რომ მოინანიონ. ჩვენ, ცოცხლებს, გვაქვს მონანიების დრო, მიცვალებულებს კი - არა.სწორედ ამიტომ მოვალენი ვართ დავეხმაროთ მათ ჩვენი მხურვალე ლოცვით. ამიტომ აქვს ჩვენს ეკლესიას წირვა,პანაშვიდი.პანაშვიდი მიცვალებულთა სულების საუკეთესო დამცველია. მათ აქვთ სულის ჯოჯოხეთიდან გამოყვანის უნარი. თქვენ კი, ყოველ ღვთისმსახურებაზე, უნდა წაიკითხოთ ფსალმუნები თქვენი მიცვალებულებისთვის.აუცილებელია წანდილის გაკეთება, რადგან ხორბალს აქვს მნიშვნელობა: დათესე ხრწნილებაში, ის აღდგება უხრწნელობაში (1 კორ. 15:42). ანუ ის სიმბოლოა ადამიანის სიკვდილისა და აღდგომისა. უნდა მიუთითოთ მიცვალებულთა სახელები, რათა მღვდლებმა მოიხსენიონ ისინი, რადგან ისინი უფრო მეტად გაჭირვებულები არიან, ვიდრე ავადმყოფები.***საკურთხი მიცვალებულთა მოსახსენიებელ დღეებში კეთდება. ეს დღეები გახლავთ ხორციელის კვირისა და დიდი მარხვის სამი (მე-2, მე-3, მე-4) შაბათი, სულთმოფენობის წინა დღე (მას სულის შაბათსაც უწოდებენ). გარდა ამისა, საკურთხს აკეთებენ გარდაცვლილის დაბადებისა და გარდაცვალების დღეებში.რასაკვირველია, გარდაცვლილის სული საკვებს არ გეახლებათ; მას მადლით აღავსებს საკურთხის დროს აღვლენილი ლოცვები, მიცვალებულის სახელზე მომზადებული ტრაპეზით გლახაკების დაპურება და მოწყალების გაცემა.საკურთხზე ყოველთვის ამზადებენ კოლიოს ანუ წანდილს.ამ ტრადიციას საინტერესო ისტორია აქვს: იულიანე განდგომილმა, კონსტანტინეპოლის მეფემ, უარყო ქრისტე და კერპთაყვანისმცემლობას შეუდგა. მან იცოდა, რომ დიდმარხვის პირველ კვირას მორწმუნენი მარხვას განსაკუთრებით წმინდად ინახავდნენ და ცოდვებს ინანიებდნენ. იულიანემ უბრძანა ქალაქის თავს, მთელი კვირის მანძილზე ყოველდღე შეებღალა ბაზარში გასაყიდი სანოვაგე სამსხვერპლო ცხოველთა სისხლით. მეფის ბრძანება შესრულდა. კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოს ევდოქსის გამოეცხადა წმინდა თეოდორე ტირონი (იგი მრავალი წლის წინათ ეწამა ქრისტესთვის), ამცნო, რომ საზრდელი ნაკერპალის სისხლით იყო შებილწული და ურჩია, მის ნაცვლად მიეღოთ კოლიო - თაფლთან ერთად მოხარშული ხორბალი. ქრისტიანებმა შეიძინეს ხორბალი, კოლიო მოხარშეს და მთელი კვირის განმავლობაში მას იხმევდნენ. ასე გადაურჩნენ მარხვის შემწიკვლებას (დარღვევას). მას შემდეგ დიდმარხვის პირველი შვიდეულის შაბათი წმინდა თეოდორეს ხსენების დღედაა მიჩნეული.წანდილის გარდა ტრაპეზზე უნდა იყოს პური, ღვინო, ზეთი და კერძები, რომელთა გაკეთების სურვილიც მიცვალებულის ახლობლებს ექნებათ.