იმღერე

საზოგადოება • 1789149060

სამი რაუნდი, რვა იდუმალი მონაწილე და ვარსკვლავური გუნდი მათ წინააღმდეგ - „იმღერე“ „რუსთავი 2“-ზე

სამი რაუნდი, რვა იდუმალი მონაწილე და ვარსკვლავური გუნდი მათ წინააღმდეგ.სეზონის ყველაზე აზარტული მუსიკალური თავგადასავალი იწყება - "რუსთავი 2" ერთგულ მაყურებელს ახალ სატელევიზიო სეზონზე, კიდევ ერთ გრანდ შოუს -„იმღერეს“ უმზადებს.სცენაზე პირველ შთაბეჭდილებას ვერ ენდობით - 3000 ლარიანი პრიზისკენ მიმავალ გზაზე მონაწილეები ვერდიქტის მოლოდინში არიან. ჟიურის ერთი, არც ისე მარტივი ამოცანა აქვს - ზუსტად გამოიცნოს ვინ დგას სცენაზე, ნამდვილი ვოკალისტი თუ გარდასახვის ნიჭიერი ოსტატი.მეგაშოუს ჟიურის მუდმივ სამეულში - თაკო ფხაკაძე, აჩიკო სოლოღაშვილი და სალომე ბაკურაძე არიან.პროექტში კონკურსანტები მოგონილ ან რეალურ პროფესიას მოირგებენ. მონაწილე შეიძლება ვერ მღეროდეს, მაგრამ კარგი არტისტი უნდა იყოს, რომ მისი ვოკალური შესაძლებლობები ყველამ დაიჯეროს. წინ სოლო გამოსვლები, დუეტები და საბოლოო რაუნდია. დაემსგავსე ვარსკვლავს - პროექტში კონკურსანტი ქართველი ან უცხოელი მომღერლის იმიჯით უნდა წარსდგეს.მთავარი შოუ სწორედ იმ მომენტიდან იწყება, როდესაც ჟიურის ინტუიცია კონკურსანტების არტისტიზმს უპირისპირდება.მუსიკალური შოუს ყველა ეპიზოდში, მაყურებელი ერთ მოწვეულ ექსპერტსაც ნახავს. პირველ გადაცემაში ამ ადგილს ავთანდილ ცქვიტინიძე და ნინო ჩხეიძე დაიკავებენ. ექსპერტები ჟიურის წევრებს იდუმალი მონაწილის გამოცნობაში დაეხმარებიან.შოუს წამყვანი, "რუსთავი 2-ის" მაყურებლის ერთ-ერთი საყვარელი სახე თიკა ფაცაციაა. შოუს მიმდინარეობისას მუსიკალურ ნომრებს ჟიურის წევრები და წამყვანიც არ მოაკლებს მაყურებელს.დიდი მუსიკალური დღესასწაული სტარტს დღეიდან აიღებს. მაყურებელი არაერთი აღმოჩენის მოწმე გახდება. "რუსთავი 2" კი ტრადიციას არ ღალატობს, არხი, სადაც არაერთი ვარსკვლავი დაიბადა, კვლავ ტალანტების ძიებაშია.თავსატეხებით სავსე პროექტი არხზე ყოველ პარასკევს კურიერის დასრულებისთანავე დაიწყება. ასე რომ დაელოდეთ "იმღერეს" და იპოვეთ პასუხი მთავარ კითხვაზე "ვინ მღერის და ვინ არა".მაყურებელი "რუსთავი 2 - ზე" გრანდ შოუს დღეიდან იხილავს. ყველაზე მუსიკალური და მხიარული შოუ, ამავდროულად აზარტულიც არის.

ნუნი

საზოგადოება • 1780594555

ნინო ჩხეიძის იტალიური ვოიაჟი ქალიშვილთან ერთად

 მომღერალი ნინო ჩხეიძე ქალიშვილთან, მარიამ კორახაშვილთან ერთად იტალიაში მოგზაურობს. დედა-შვილი კოლიზეუმის წინ პოზირებს და რომის ულამაზეს ქუჩებში გადაღებულ კადრებს აქვეყნებს.

ნინო ჩხეიძე

ტაბლოიდი • 1772792169

რას წერს ნინო ჩხეიძე ისრაელიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ

ნინო ჩხეიძე საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელში წერს.„ჩემო ერთგულო გამომწერებო, მშვიდობით დავბრუნდი საქართველოში დიდი მადლობა ყველას სიყვარულისთვის და თბილი შეტყობინებებისთვის. ძალიან მიხარია ისევ თქვენთან ყოფნა,“ – წერს ნინო ჩხეიძე.ცნობისთვის, ნინო ჩხეიძე რამდენიმე დღის წინ ისრაელში იმყოფებოდა, მას თავშესაფარში ყოფნაც მოუწია.

ნინო ჩხეიძე

faceამბები • 1772738060

„მშვიდობით დავბრუნდი საქართველოში...“ - ნინო ჩხეიძე პოსტს აქვეყნებს

მომღერალი ნინო ჩხეიძე, რომელიც ისრაელში კონცერტის ჩასატარებლად იყო ჩასული საქართველოში დაბრუნდა.„ჩემო ერთგულო გამომწერებო, მშვიდობით დავბრუნდი საქართველოში. დიდი მადლობა ყველას სიყვარულისთვის და თბილი შეტყობინებებისთვის. ძალიან მიხარია ისევ თქვენთან ყოფნა“, - წერს ნინო ჩხეიძე.ცნობისთვის, მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო მომღერალი ისრაელიდან დაბრუნებას რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ ახერხებდა. 

ნინო ჩხეიძე

საზოგადოება • 1772539791

„უკვე ათენში ვარ“ - ნინო ჩხეიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

ნინო ჩხეიძე საზოგადოებას ვიდეომიმართვას უზიარებს:"ჩემო საყვარელო ადამიანებო უკვე ათენში ვარ. დიდი მადლობა ყველას მოკითხვისთვის".შეგახსენებთ, რომ ნინო ჩხეიძე ისრაელში იმყოფებოდა. 

ნინო ჩხეიძე

საზოგადოება • 1772440085

ნინო ჩხეიძე ისრაელიდან მიმართვას ავრცელებს და არსებულ ვითარებაზე წერს

ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. შეტაკებები უკვე მესამე დღეა გრძელდება. ამჟამად ისრაელში იმყოფება მომღერალი ნინო ჩხეიძე. იგი ისრაელში კონცერტის ჩასატარებლად იყო ჩასული.მომღერალი ამჟამად სასტუმროში იმყოფება და სიგნალის ჩართვის დროს თავშესაფარში ჩადის. იგი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს. „მეორე დღეა ისრაელში ვართ. დიდი მადლობა ყველას მოკითხვისთვის, გამხნევებისთვის და მხარდაჭერისთვის. ძირითადად ვართ სასტუმროს ლობში და ჩავდივართ თავშესაფარში, როდესაც გვესმის სიგნალის ხმა. სასტუმროდან არ გავდივართ. ჩვენთან მოდიან მეგობრები გასამხნევებლად“,- ამბობს ნინო ჩხეიძე.

გიო

ტაბლოიდი • 1772312424

,,არ ინერვიულოთ…” - გიორგი შოშიტაშვილმა და ნინო ჩხეიძემ თავშესაფრიდან კადრები გაავრცელეს

ისრაელში იმყოფებიან  ნინო ჩხეიძე და გიორგი შოშიტაშვილი. ისინი ისრაელში კონცერტის ჩასატარებლად იყვნენ ჩასულები.მომღერალი ამჟამად თავშესაფარში იმყოფება და ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს.„მეგობრებო, დიდი მადლობა მოკითხვისთვის, კარგად ვართ. ამჟამად ვარ თავშესაფარში. ყველაფერი კარგად იქნება, არ ინერვიულოთ“,- ამბობს ნინო ჩხეიძე.,,მალე დაგიბრუნდებით",- ამბობს გიორგი შოშიტაიშვილი.

chxeidze

ტაბლოიდი • 1772270063

„არ ინერვიულოთ... თავშესაფარში ვარ...“ - ნინო ჩხეიძე ისრაელში იმყოფება

ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.„ცოტა ხნის წინ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანიდან ისრაელის სახელმწიფოს მიმართულებით გაშვებული რაკეტები დააფიქსირა“, - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.ამჟამად ისრაელში იმყოფება მომღერალი ნინო ჩხეიძე. იგი ისრაელში კონცერტის ჩასატარებლად იყო ჩასული. მომღერალი ამჟამად თავშესაფარში იმყოფება და ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს. „მეგობრებო, დიდი მადლობა მოკითხვისთვის, კარგად ვართ. ამჟამად ვარ თავშესაფარში. ყველაფერი კარგად იქნება, არ ინერვიულოთ“,- ამბობს ნინო ჩხეიძე.  

ნინო ჩხეიძე

ტაბლოიდი • 1771600440

„ბევრს ჰგონია, რომ მხიარული სიმღერები მიყვარს, სინამდვილეში სევდიანი უფრო მომწონს“ – ნინო ჩხეიძე

მომღერალი ნინო ჩხეიძე გადაცემა „სხვა რაკურსის“ სტუმარია, რომლის ეთერშიც შემოქმედების შესახებ საუბრობს. როგორც ის აღნიშნავს, მხიარულზე მეტად მას სევდიანი სიმღერები უყვარს.„ძალიან სევდიანი სიმღერები მიყვარს. უნდა იყოს უზომოდ შეყვარებული და დაქვესკნელებული. მომწონს ეს ტანჯვა. ყველა ტექსტი უნდა მოვირგო. სათამაშო სიყვარულზე, გესლიანი მინიშნებებით. არ უნდა გადამეჩვიოს, გადავირე გადამეჩვიოს. ბევრს ჰგონია, რომ მხიარული სიმღერები მიყვარს, მაგრამ უფრო მეტად ტანჯვაზე რომელიცაა ეგ მიყვარს.რაც უფრო უბედურ ტექსტს ვმღერი, მით უფრო მოდის ასეთი სიტუაციები ჩემთან. ამიტომ მინდა ხალხს ვურჩიო, არ მოსწონდეთ მსგავსი სიმღერები. რატომ დამტოვე, მომკალი და ა.შ. სამყაროში რასაც ვუშვებთ იმას გვიბრუნებს. სიმღერით კი ნეგატივი ორმაგად ძლიერდება“, – ამბობს ნინო ჩხეიძე.

ლჯლკ

ტაბლოიდი • 1768662266

VIDEO: „ასე მზადდება ჩემი სუნამო საფრანგეთში“ – რა კადრებს გვიზიარებს ნინო ჩხეიძე

ნინო ჩხეიძე ვიდეოს გვიზიარებს, სადაც ჩანს, როგორ ამზადებენ მის სუნამოს. კადრებს მომღერალი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.„ასე მზადდება ჩემი სუნამო საფრანგეთში, შეძენა შეგიძლიათ ონლაინ,“ – წერს ნინო ჩხეიძე. 

სლდფჯს

ტაბლოიდი • 1767452008

„ყველაფერი საუკეთესო დაგვებედოს...“ – ნინო ჩხეიძე პარიზიდან კადრებს აქვეყნებს

ნინო ჩხეიძე ოჯახთან ერთად საფრანგეთში იმყოფება. მომღერალი პარიზიდან კადრებს გვიზიარებს და საზოგადოებას ბედობას ულოცავს. „ყველაფერი საუკეთესო დაგვებედოს“ – აღნიშნავს ნინო ჩხეიძე და ფოტოებს აქვეყნებს.

ნინო ჩხეიძე

ტაბლოიდი • 1767378875

ნინო ჩხეიძე ახალ წელს მეუღლესთან ერთად საფრანგეთში შეხვდა

მომღერალი ნინო ჩხეიძე ახალ წელს საფრანგეთში, კერძოდ პარიზში შეხვდა. ევროპაში ის ქალიშვილთან და პირად მენეჯერებთან ერთად რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა. საფრანგეთში ოჯახთან შესახვედრად ჩავიდა ნინო ჩხეიძის ქმარი, ბიზნესმენი გიორგი კორახაშვილიც, რომელიც ათი წელია საქართველოში აღარ ცხოვრობს.„ყველაფერი საუკეთესო დაგვებედოს“, - წერს ნინო ჩხეიძე პირად გვერდზე და ქმართან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

✕