საბა ლაზიშვილის წერილი ნურმაგომედოვებთან ჩხუბის შემდეგ
1794500392
მომღერალი ნინო ჩხეიძე ერთ-ერთ გადაცემაში მომხდარ სახალისო, თუმცა მისთვის საკმაოდ სტრესულ ინციდენტს იხსენებს. როგორც თავად ამბობს, თამაშის დროს ეგონა, რომ ხელით გაყინულ ქათამს ეხებოდა, თუმცა მოულოდნელად სრულიად სხვა რამ, გველი აღმოჩნდა.
„ღამურებს ვერ ვიტან, ყველაფრის მეშინია, რაც ასეთი საშიშია, მაგალითად, ქვეწარმავლების და მსგავსი არსებების. მერე ძალიან ცუდად გავხდი, ისტერიკაში ჩავვარდი. მართლა ნახევარი საათი ტუალეტში ვიყავი. აქ მთავარი ამბავი ის იყო, რომ თან უნდა მემღერა და თან გამომეცნო.
მთელი თამაშის განმავლობაში სტუდიაში არავინ იყო, მაგრამ ჩემს სიმღერაზე მთელი ტელევიზია მოვიდა და ყველა მიღებდა. ვიფიქრე, ალბათ ხალხი გაოცებულია, ერთმანეთს ეძახიან, მოდით, ნახეთ, რა ხმა ამოუშვა ამ გოგომ, როგორ მღერის, რას წარმოვიდგენდი...
მეც ძალიან ბედნიერი, ვფიქრობ, სიმღერაში რაიმე დეფექტი არ გამეპაროს. ყურადღებას არ ვაქცევდი, იქ რა იდო. ყველაფერი გამოვიცანი, სიმღერასაც ვაკონტროლებდი და 100 პროცენტით დარწმუნებული ვიყავი, რომ წინ გაყინული ქათამი მედო.
წამყვანი, ზურა მეუბნება, კიდევ კარგად ნახეო. მეც ვჭყლიტავ და ვჭყლიტავ ამას, რადგან ისევ ქათამი მგონია. ბოლოს ეს დაძინებული ჯანდაბა, რაც იყო, იმდენი ვჭყლიტე, ავიღე და დავაგდე - იქაც ჩანს, რომ ვამბობ, მორჩა, ქათამია-მეთქი და ამ დროს ცოტა გაიღვიძა. ვერ წარმომედგინა, მართლა შოკი მივიღე, ნერვიულობისგან და ძალიან ცუდად გავხდი. არ მიყვარს მსგავსი ხუმრობები, ვთქვი და არც არის სასურველი,“ - ამბობს ნინო ჩხეიძე.