კიევი

მსოფლიო • 1790744821

რუსეთმა კიევი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა. დაიღუპა ორი ადამიანი

 რუსეთმა გვიან ღამით კიევზე რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა, იუწყება უკრაინული მედია.მედიის ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად უკრაინის დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდა.რუსეთი უკრაინის დედაქალაქ რამდენიმე დღეა განუწყვეტლივ ბომბავს. ადგილობრივი დროით, დაახლოებით, ღამის 3 საათზე კიევში ათზე მეტი აფეთქების ხმა გაისმა. მანამდე უკრაინის საჰაერო ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დედაქალაქისკენ ბალისტიკური რაკეტები მიემართებოდა. ქალაქში საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის ხმაც ისმოდა, წერს მედია.უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად კიევის სვიატოშინის რაიონში ორი ადამიანი დაიღუპა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, რომელთა რაოდენობა, სულ მცირე, ათს შეადგენს.პოდოლსკის რაიონში არასაცხოვრებელ შენობასა და საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. ამასთან, ქალაქის პეჩერსკის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია.რუსეთის თავდასხმის შედეგად მსხვერპლია კიევის ოლქშიც. ვიშგოროდში, დანგრეული საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში, სულ მცირე, ერთი დაღუპული ბავშვი იპოვეს. დაშავდნენ ქალი და მამაკაცი.კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ტიმურ ტკაჩენკოს ცნობით, ქალაქ ბუჩაში თავდასხმის შედეგად 11 ავტომობილი, ორი საწყობი და სამი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. 

აფეთქება ათენში

მსოფლიო • 1790427673

აფეთქება ათენის ცენტრში - არის მსხვერპლი, მაშველები ნანგრევებში დაკარგულებს ეძებენ

ათენის ტურისტულ ზონაში, ორსართულიან საცხოვრებელ სახლში მომხდარ ძლიერ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. უცხოური მედიის ცნობით, ინციდენტი პარასკევს მოხდა, რამაც შენობის სრული დანგრევა გამოიწვია.საბერძნეთის დედაქალაქის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციის შედეგად ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალის ცხედარი უკვე ამოიყვანეს. ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება ხუთი ადამიანი — ხანდაზმული წყვილი და სამი უცხოელი ტურისტი.როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, ტურისტებს, რომელთა ვინაობაც ჯერჯერობით არ კონკრეტდება, ბინა პარასკევს უნდა დაეცალათ და სამშობლოში გაფრენილიყვნენ, ისინი აეროპორტში არ გამოცხადებულან.ტრაგედიის მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვა გახდა.

კიევი

ომი უკრაინაში • 1790228629

ოკუპანტებმა ღამით უკრაინის დედაქალაქზე, მათ შორის ბალისტიკური რაკეტებით, იერიში მიიტანეს, დაიღუპა ორი და დაშავდა რვა ადამიანი

ღამით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის დედაქალაქზე, მათ შორის ბალისტიკური რაკეტებით, იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა.„დედაქალაქში ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. ყველა დაშავებული მედიკოსებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ თავდასხმის პირველადი შედეგების შესახებ.მისივე თქმით, კიევის დნიპროვსკის რაიონში კერძო სახლი ნაწილობრივ დაინგრა და ნანგრევებში შესაძლოა, ადამიანები იმყოფებოდნენ.პოდილსკის რაიონში ნამსხვრევები სამშობიარო სახლთან მდებარე ავტოსადგომზე ჩამოვარდა, რის შედეგადაც ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, სამშობიარო სახლში დაშავებულები არ არიან, თუმცა დაზიანდა შენობის ფანჯრები და ფასადის ნაწილი.

ღაზა

მსოფლიო • 1789596007

მაშველები ბეტონის გარღვევას ცდილობდნენ, ნანგრევებიდან კი ბავშვები შველას ითხოვდნენ - იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი შენობა ჩამოინგრა, რის შედეგადაც სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა - მათ შორის ხუთი ბავშვი (ღაზა)

დასავლეთ ღაზაში შენობის ჩამონგრევის შედეგად, რომელშიც ბევრი პალესტინელი ცხოვრობდა, რომლებიც საკუთარი სახლებიდან იძულებით გადაადგილებულები იყვნენ, სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა.დაღუპულია ხუთი ბავშვი, ათობით კი დაკარგულია. სამძებრო-სამაშველო ოპერაციები მთელი ღამის განმავლობაში და დილის საათებამდე გაგრძელდა.შენობაში დაახლოებით 70 იძულებით გადაადგილებული პირი იმყოფებოდა.პალესტინის სამოქალაქო თავდაცვის ცნობით, როგორც ალ ჯაზირა იტყობინებოდა, შენობაში დაახლოებით 70 იძულებით გადაადგილებული პირი იმყოფებოდა.შეგროვებული ინფორმაციის თანახმად, შენობა ჩამონგრევამდე ისრაელის დაბომბვის შედეგად უკვე დაზიანებული იყო.შესაძლოა, რამდენიმე ადამიანი ნანგრევების ქვეშ იყოს. ადგილობრივი თვითმხილველების ცნობით, შენობაში სულ მცირე ექვსი ოჯახი ცხოვრობდა.მაშველები ნანგრევებს წმენდენ. ​​სამაშველო ოპერაციები განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა. ალ ჯაზირას მიერ დადასტურებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფები და მრავალი ადგილობრივი მცხოვრები, რომლებიც ნანგრევების ქვეშ მოქცეული ადამიანების ამოსაყვანად მუშაობენ.როგორც ამბობენ, მშვიდობიანი მოქალაქეები შიშველი ხელებით თხრიან და გათენებამდე აგრძელებენ მუშაობას, რათა გადარჩენილებს მიაღწიონ.არხმა თვითმხილველების ჩვენებები შეაგროვა, როდესაც მაშველები ბეტონის გარღვევას ცდილობდნენ, ნანგრევების ქვეშ ბავშვების დახმარების ძახილი ისმოდა.სამაშველო ოპერაციის დროს ნანგრევებიდან პატარა გოგონა ცოცხალი ამოიყვანეს.ვიდეოებში ასევე ჩანს სხვა გადარჩენილები, მათ შორის პატარა ბავშვები, რომლებიც შენობიდან გამოჰყავთ და მოგვიანებით სასწრაფო დახმარების მანქანებით სამედიცინო დახმარების მისაღებად გადაჰყავთ.თუმცა, დაღუპულთა რიცხვი შეიძლება შეიცვალოს, იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება და შესაძლოა, ნანგრევების ქვეშაც იყოს მოყოლილი.გამოძიება მიმდინარეობს. ადგილობრივი თვითმხილველების თქმით, შენობა მრავალსართულიანი იყო და ჩამონგრევამ რამდენიმე ოჯახის სახლი დააზიანა.სამაშველო ჯგუფები ნანგრევებში გადარჩენილების მოსაძებნად და ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების გამოსაყვანად აგრძელებენ მუშაობას.სიტუაცია კვლავ კრიტიკულია და ოპერაციების გაგრძელებისას დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.

კი

მსოფლიო • 1789361850

ოკუპანტის თავდასხმის შედეგად კრამატორსკში ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი - პარალელურად, ტრამპი უკრაინას მოუწოდებს შეწყვიტოს რუსული დიზელის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები

უკრაინის ქალაქ კრამატორსკში ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი. ოკუპანტებმა ავიაიერიში საცხოვრებელ კორპუსზე ღამით მიიტანეს. მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ქალის ამოყვანა შეძლეს. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ათამდე ადამიანი.კრამატორსკის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა ქალაქის ცენტრში. აფეთქდა ავტომანქანა - ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა.ამავე დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის ლიდერს მოუწოდა, შეწყვიტოს რუსული დიზელის ინფრასტრუქტურის სამიზნეში ამოღება. ტრამპის თქმით, ეს თავდასხმები საწვავის დეფიციტს იწვევს, რაც "მსოფლიოს აზარალებს".თავის მხრივ, უკრაინა აცხადებს, რომ გადამამუშავებელი ქარხნები ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეებია. აშშ-ში დიზელის საშუალო ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

იოანე ნათლისმცემლი

ისტორიები • 1788992579

იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას უცნობი ისტორია, რომელიც მორწმუნეებმა უნდა იცოდნენ

მართლმადიდებლური სამყარო იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს ახალი სტილით 11 სექტემბერს (ძვ. სტილით 29 აგვისტოს) აღნიშნავს. ქრისტიანები ამ დღეს მარხულობენ. ტაძრებში კი წირვა-ლოცვა აღევლინება.უფალმა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან მიიღო ნათლობის მადლი, ნათლობა სინანულისა, ამიტომ ეწოდა მას “ნათლისმცემელი”. უდიდესი წინასწარმეტყველი, უფლის წინამორბედი, რომელმაც მაცხოვარს სამოღვაწეო ასპარეზი განუმზადა მოწამეობრივად აღესრულა.იოანე ნათლისმცემლის სიკვდილი უკავშირდება ჰეროდე ანტიპას, ჰეროდეადასა და სალომეას სახელებს. სწორედ მათი ხელით აღესრულა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი.850 წელს წმინდა იოანეს თავის ქალას ერთ-ერთი ნაწილი აღმოჩნდა ქალაქ პეტრაში, პროდრომოსის მონასტერში, კიდევ ერთი – წინამორბედის სახელობის სტუდიის მონასტერში.ამ სავანეში დაცული თავის ქალას სახის ნაწილი ჯერ კიდევ 1200 წელს მოსალოცად ჩამოსულმა ანტონიმ მოინახულა, მაგრამ უკვე 1204 წელს ჯვაროსნებმა სიწმინდე საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ამიენში გაიტანეს.წმინდა დიმიტრი როსტოველის “წმინდანთა ცხოვრების” მინაწერი კიდევ სამ ადგილს მიუთითებს, სადაც იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას ნაწილები იყო დაბრძანებული: ათონის დიონისეს მონასტერი, კალუის უგროვლახეთის სავანე და პაპ სილვერის ეკლესია რომში, სადაც ამიენიდან გადმოიტანეს სიწმინდის მცირე ნაწილი.საფრანგეთში წმინდა იოანეს თავის გამოჩენის ისტორია არაფრით განსხვავდება სხვა ქრისტიანული სიწმინდეების ისტორიებისგან, რომლებიც დასავლეთში აღმოჩნდა.1204 წლის 13 აპრილს, მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, დასავლეთის რაინდებმა ბიზანტიის დედაქალაქი, კონსტანტინოპოლი, აიღეს, დაარბიეს და გაძარცვეს. როგორც ლათინთა გადმოცემა მოწმობს, ვალონ დე სარტონმა, რომელიც პიკინიიდან იყო, ერთ-ერთი სასახლის ნანგრევებში იპოვა ფუტლიარი, რომელშიც ვერცხლის მოზრდილ თეფშზე, შუშის ზარხუფის ქვეშ, იდო ადამიანის თავის ქალას სახის ნაწილი ქვედა ყბის გარეშე.მარცხენა წარბის ზემოთ ღრმული მოჩანდა, სავარაუდოდ, ნახანჯლარი. ვალონმა თეფშზე ბერძნული წარწერა ამოიკითხა, რომელიც ადასტურებდა, რომ ეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის ნაწილი იყო. ამასთან, წარბთან არსებული ღრმული თანხვდებოდა იმ ფაქტს, რომელსაც ნეტარი იერონიმე აღწერდა. მისი მოწმობით, გაცეცხლებულმა ჰეროდიადამ წმინდანის მოჭრილ თავს ხანჯალი ჩასცა.ვალონ დე სარტონმა გადაწყვიტა, წინამორბედის თავი საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, პიკარდიაში ჩაეტანა. 1206 წლის 17 დეკემბერს ქალაქ ამიენის კათოლიკე ეპისკოპოსი რიჩარდ გებეროელი ქალაქის კარიბჭესთან ზეიმით მიეგება იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილებს.ალბათ, ეპისკოპოსი დარწმუნებული იყო ნაწილების ნამდვილობაში, რაც იმ დროს ადვილი გადასამოწმებელი იქნებოდა. ამ დროიდან მოყოლებული, ამიენში და მთლიანად პიკარდიაში იწყება იოანე წინამორბედის თავის ქალას წინა, სახის მხარის, ნაწილის თაყვანისცემა.1220 წელს ამიენის ეპისკოპოსმა საფუძველი ჩაუყარა ახალ კათოლიკურ ტაძარს, რომელიც გოთური სტილის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ ნაგებობად იქცა. აქ გადმოაბრძანეს ქალაქის მთავარი სიწმინდე – იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას ნაწილი.თანდათან ამიენი არა მხოლოდ უბრალო მოქალაქეთა, არამედ საფრანგეთის მეფეების, პრინცებისა და დიდებულების მოსალოც ადგილად გადაიქცა. პირველად წმინდა იოანეს თავის თაყვანსაცემად მივიდა საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო IX (კათოლიკურმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა), შემდეგ – შარლ VI, შარლ VII, რომელმაც დიდძალი შესაწირი გაიღო წმინდა ნაწილების შესამკობად.1604 წელს რომის პაპმა კლიმენტი VII-მ, რომელსაც სურდა, რომში წინამორბედის სახელობის ეკლესია მისი წმინდა ნაწილით გაემდიდრებინა, ამიენის მღვდელმსახურებს სიწმინდის მცირე ნაწილი გამოსთხოვა, ძირითადი ნაწილი კი კვლავ ამიენის საკათედრო ტაძარში დარჩა.

ნეპალი

მსოფლიო • 1788263216

DW: ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1 000 გადააჭარბა - სამძებრო ოპერაცია გრძელდება

ნეპალსა და ჩინეთს შორის, ჰიმალაის სასაზღვრო რეგიონში, გასულ კვირას მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 000 გადააჭარბა. ინფორმაციას DW ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.ნეპალში უკვე 987 დაღუპულია დადასტურებული, თითქმის 4 000 ადამიანი კი კვლავ დაკარგულად ითვლება. ჩინეთში, ამ დროისთვის, 16 დაღუპულისა და 546 დაკარგულის შესახებ არის ინფორმაცია.დაკარგულთა შორის დაახლოებით 800 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.რთული პირობებისა და არასტაბილური რელიეფის მიუხედავად, სამძებრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობას განაგრძობენ.სამძებრო ოპერაციაში სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებიც მონაწილეობენ. ისინი წყალდიდობის შედეგად დარჩენილ შლამში, ქვებსა და ნანგრევებში დაკარგულ ადამიანებს ეძებენ.ზოგიერთ ადგილზე გზები განადგურებულია, რის გამოც დაზარალებულ ტერიტორიებთან მისვლა გართულებულია, წერს DW.ნეპალის ხელისუფლების ინფორმაციით, ასევე მიმდინარეობს დაახლოებით 500 ადამიანის ადგილსამყოფლის დადგენა. ვარაუდობენ, რომ ისინი ჰიდროელექტროსადგურების 12 პროექტის გვირაბებში არიან ჩარჩენილი.

შროტმ

მსოფლიო • 1787547474

ბალტიისპირეთის ქვეყნებში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

 ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის, ასევე პოლონეთისა და ბელარუსის ტერიტორიას ძლიერმა ციკლონმა „პრისკამ“ გადაუარა. ქარის სიჩქარე წამში 30 მეტრს აღემატებოდა. სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა: ერთი ადამიანი ლიეტუვის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაიღუპა, მას წაქცეული ხე დაეცა; მეორე კი ლატვიის ქალაქ ელგავაში შენობის ნანგრევებში მოჰყვა.არიან დაშავებულები. ლატვიაში კლინიკებს სამედიცინო დახმარებისთვის 14-მა ადამიანმა მიმართა, ექიმები სერიოზული დაზიანებების შესახებ იუწყებოდნენ. ადამიანები ძირითადად ხეებისა და ტოტების ჩამოვარდნის შედეგად დაშავდნენ. ზოგიერთი მათგანი მანქანებში აღმოჩნდა ჩაკეტილი. რიგის აეროპორტმა მოსახლეობა მოსალოდნელი რეისების დაგვიანების შესახებ გააფრთხილა.შტორმმა ელექტრომომარაგების შეფერხებები გამოიწვია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ლატვიაში ელექტროენერგიის გარეშე 250 ათასზე მეტი ოჯახი დარჩა, ლიეტუვაში - 150 ათასზე მეტი, ხოლო ესტონეთში - თითქმის 3,5 ათასი. პოლონეთში შუქი 145 ათასზე მეტ ოჯახს არ მიეწოდებოდა, ბელარუსში კი შეფერხებები 650-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში დაფიქსირდა. გარდა ამისა, ლატვიაში მობილური ოპერატორების ბევრ მომხმარებელს კავშირის პრობლემა შეექმნა.ძლიერმა წვიმამ რამდენიმე რეგიონში წყალდიდობებიც გამოიწვია, რამაც შეფერხებები შექმნა საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო მიმოსვლაში. 23 აგვისტოს დღისით რეგიონში საშუალო სიძლიერის ქარის შესახებ გაფრთხილება კვლავ ნარჩუნდება.

მკვლელი

მსოფლიო • 1786787820

სახლს ცეცხლი განზრახ წაუკიდა - 32 წლის კაცი მამის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი (უცხოეთი)

აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატში, 32 წლის მამაკაცი მამის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. სამართალდამცველებმა დამწვარი სახლის ნანგრევებში 70 წლის მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. სავარაუდო მკვლელობაში ეჭვმიტანილი შვილი სამი დღის განმავლობაში სამართალდამცველებს ემალებოდა და მასშტაბური სამძებრო ოპერაციის შემდეგ დააკავეს.პოლიციაში შეტყობინება შევიდა საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შესახებ. მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ შენობაში 70 წლის რობერტ რაიანის ცხედარი იპოვეს.გამოძიებამ მალევე დაადგინა, რომ ხანძარი შემთხვევით არ გაჩენილა - სახლს განზრახ წაუკიდეს ცეცხლი.ეჭვი რობერტ რაიანის 32 წლის შვილზე, თომას დევიდ რაიანზე მიიტანეს. პოლიციის ინფორმაციით, სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში მამაკაცი მამის სახლიდან გაქცევისას ჩანს.გამოძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ისიც გახდა, რომ თომას რაიანმა შემთხვევის შემდეგ მამის მანქანით დატოვა ტერიტორია. ავტომობილს სამართალდამცველები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.სამი დღის განმავლობაში რაიანის ადგილსამყოფელი უცნობი იყო.საქმის კიდევ ერთი მძიმე დეტალი ოჯახმა გაამხილა. დაღუპულის ქალიშვილის, სტეფანი კოიროს განცხადებით, ოჯახს თომას რაიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა და მისი ქცევა მათთვის წარსულშიც შემაშფოთებელი ყოფილა. ოჯახის თქმით, მამაკაცს ბოლო პერიოდში მედიკამენტების მიღება შეწყვეტილი ჰქონდა.თომას რაიანი მამასთან ერთად არ ცხოვრობდა. ბოლო პერიოდში იგი სხვადასხვა თავშესაფარში ცხოვრობდა და ნიუ-იორკის სხვადასხვა რაიონში გადაადგილდებოდა.ამ დროისთვის გამოძიება გრძელდება. ხელისუფლებას ჯერ არ გაუვრცელებია მკვლელობის სავარაუდო მოტივი და ასევე არ არის საჯაროდ ცნობილი, კონკრეტულად რა ვითარებაში გარდაიცვალა 70 წლის მამაკაცი.

მიწისძვრა კოლუმბიაში

მსოფლიო • 1786603959

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 280-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 280 გადააჭარბა.მაშველები ნანგრევებში გადარჩენილებს კვლავ ეძებენ.დაზიანებულია დაახლოებით 5 000 სახლი, ათობით შენობა კი მთლიანად დანგრეულია.7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონსა და მეზობელ სახელმწიფოებში – ვენესუელაში, ეკვადორსა და პანამაშიც იგრძნობოდა.ევროკავშირი კოლუმბიის დასახმარებლად 2 მილიონ ევროს გამოყოფს.

მიწისძვრა კოლუმბიაში

მსოფლიო • 1786478280

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 250-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 250-ს გადააჭარბა.მაშველები ნანგრევებში გადარჩენილთა ძებნას განაგრძობენ.გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა ოფისის შეფასებით, დაზიანებულია დაახლოებით 5 000 საცხოვრებელი სახლი, ათობით შენობა კი მთლიანად დანგრეულია.ქალაქ კალიში მიწისძვრამ ერთ-ერთი საავადმყოფოს ზედა სართულები დააზიანა, მათ შორის საბავშვო განყოფილება. პაციენტების ნაწილის ევაკუაცია ვერ მოხერხდა, ხოლო 600-ზე მეტ ადამიანს დახმარება შენობის გარეთ აღმოუჩინეს.მიწისძვრამ ქვეყნის ინფრასტრუქტურასაც დააზიანა. დაიხურა ექვსი აეროპორტი. ელექტროენერგია, წყალმომარაგება და კავშირგაბმულობა კვლავ შეფერხებულია, განსაკუთრებით ეპიცენტრთან ახლოს მდებარე რეგიონში, რაც სამაშველო სამუშაოებსა და დახმარების მიწოდებას ართულებს.დაზარალებულ რეგიონებში კავშირგაბმულობის პრობლემების გამო ზუსტი ზარალისა და დაღუპულთა საბოლოო რაოდენობის დადგენას, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდეს.7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონსა და მეზობელ სახელმწიფოებში – ვენესუელაში, ეკვადორსა და პანამაშიც იგრძნობოდა.

მიწისძვრა კოლუმბიაში

მსოფლიო • 1786474074

კოლუმბიაში მიწისძვრას 225-მდე ადამიანი ემსხვერპლა - მაშველები ამ დრომდე ეძებენ ნანგრევებში მოყოლილებს

დამანგრეველი მიწისძვრის ეპიცენტრი კოლუმბიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე უდიდესი ქალაქი კალი იყო, რომელიც ქვეყნის მთავარი კულტურული და ეკონომიკური ცენტრია. 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგებმა ქალაქში ნგრევა და პანიკა გამოიწვია.საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები, აეროპორტი, კომერციული ობიექტები - მიწისძვრის შედეგად შენობების ნაწილი სრულად დაინგრა, ნაწილი კი მნიშვნელოვნად დაზიანდა. უკვე იდენტიფიცირებულია 225-მდე გარდაცვლილი და თითქმის 700 დაშავებული. მაშველები ამ დრომდე ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ.გავრცელებულ კადრებში ისმის ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ხმა, რომლებიც უკვე რამდენიმე საათია შველას ითხოვენ. მაშველებთან ერთად მათ გადარჩენას ადგილობრივები საკუთარი ძალებით ცდილობენ. დანგრეული შენობებიდან თითოეული ადამიანის გამოყვანას მოქალაქეები ოვაციებით ხვდებიან.კოლუმბიის ახლად არჩეული პრეზიდენტის, აბელარდო დელა ესპრიელასთვის ეს პირველი სერიოზული კრიზისია. სახელმწიფო მეთაურის ფიცი მან რამდენიმე დღის წინ დადო. მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის და სამხედროების მობილიზება უკვე გამოცხადებულია. მაროდიორობის თავიდან ასაცილებლად გაძლიერებულია საპოლიციო ძალებიც.ძლიერი მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა 107 კილომეტრის სიღრმეში მოხდა, რასაც დამატებით კიდევ 21 საშუალო და მცირე ბიძგი მოჰყვა.ტრაგედიის ეპიცენტრში სამაშველო ჯგუფები გაგზავნა მეზობელმა ვენესუელამ, რომელმაც ცოტა ხნის წინ დამანგრეველი მიწისძვრა თავად გადაიტანა. კოლუმბია სამძიმარს იღებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდანაც. მთავრობას და კოლუმბიელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

✕