კვარა

სპორტი 1787069848

მოიგებს თუ არა ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთს - TalkSport-ის ანალიზი

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა TalkSport-ი ოქროს ბურთის ფავორიტებზე წერს და ხვიჩა კვარაცხელიას წლევანდელი სიურპრიზ-გამარჯვებულად ასახელებს. გამოცემის ვერსიით, ქართველ ფეხბურთელს ჯილდოს მოგების უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე ჰარი კეინსა და კილიან მბაპეს.„კეინი და მბაპე ფეხბურთის ყველაზე დიდი ინდივიდუალური ჯილდოს მოპოვების მთავარ ფავორიტებს შორის არიან, მას შემდეგ, რაც ორივემ შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა როგორც კლუბში, ისე ეროვნულ ნაკრებში. მიუნხენის „ბაიერნში“ ჩატარებული რეკორდული 61-გოლიანი სეზონის შემდეგ, კეინმა პრესტიჟულ ჯილდოზე თავისი პრეტენზია ზაფხულის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების რიგებში გატანილი 6 გოლითაც გაამყარა. თუმცა, მას სერიოზული კონკურენცია ელის - ფრანგ მეგავარსკვლავ მბაპესთან ერთად ბრძოლაში მსოფლიო ჩემპიონი ლამინ იამალიც ჩაერთო. ვინაიდან ბოლო წლებში მსოფლიო ჩემპიონატს „ოქროს ბურთზე“ დიდი გავლენა აქვს, გამორჩეული ზაფხულის შემდეგ ბრძოლაში კეინის თანაგუნდელი ჯუდ ბელინგემი და ფეხბურთის კერპი ლიონელ მესიც ჩაერთვნენ, რომლებიც „ოქროს ბუცისთვისაც“ იბრძვიან“, - ვკითხულობთ სტატიაში.მოიგებს „კვარადონა“? მაშინ, როცა „ოქროს ბურთის“ ირგვლივ საუბრებში მსოფლიო ჩემპიონატის ვარსკვლავები დომინირებენ, ევროპული ფეხბურთის ექსპერტმა ენდი ბრასელმა ყურადღება გაამახვილა ფეხბურთელზე, რომელსაც ამ ზაფხულს ჩრდილოეთ ამერიკაში არ უთამაშია.მან „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს, კვარაცხელიას ჯილდოს რეალური პრეტენდენტი უწოდა და ხაზი გაუსვა მის შთამბეჭდავ სეზონს საკლუბო დონეზე. ქართველმა უდიდესი როლი ითამაშა მაისში პსჟ-ს მიერ ჩემპიონთა ლიგის ტიტულის ზედიზედ მეორედ მოპოვებაში, როდესაც მათ ფინალში „არსენალი“ დაამარცხეს.კვარაცხელიამ გასულ სეზონში 16 ევროპულ მატჩში 17 გოლში მიიღო მონაწილეობა, რის გამოც კარიერაში პირველად 2025/26 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ბრასელს მიაჩნია, რომ საკლუბო ფეხბურთის ყველაზე დიდ ტურნირზე მისმა შთამბეჭდავმა ასპარეზობამ იგი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებს შორის დააყენა.ტრანს ევრო ექსპრესზე კვარაცხელიას განხილვისას ბრასელმა თქვა: „თუ მსოფლიოში საუკეთესო არაა, ამასთან ნამდვილად ძალიან ახლოსაა.“„ვფიქრობ, გქონდეს ბურთთან მუშაობის ასეთი უნარი, ამით გუნდს ამხელა სარგებელი მოუტანო და აკეთო ამდენი შავი სამუშაო უბურთოდ - მეტი რა უნდა გინდოდეს ფეხბურთელისგან? მას ყველაფერი აქვს და ჯერ კიდევ მხოლოდ 25 წლისაა.“შემდეგ ბრასელმა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ მთავარ კანდიდატად დაასახელა და აღნიშნა, რომ მისი შანსები გაიზარდა მას შემდეგ, რაც სხვა ფავორიტებმა ზაფხულში თავისი შანსი ვერ გამოიყენეს. საკლუბო ან სანაკრებო ფეხბურთის უდიდეს ტურნირებზე გამარჯვება შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ამ ინდივიდუალური ჯილდოს მოპოვებაში. მაგრამ, ვინაიდან კეინმა, მბაპემ, მესიმ და ბელინგემმა მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებას ვერ მიაღწიეს, ბრასელის აზრით, საუბარი ისევ ჩემპიონთა ლიგას უბრუნდება, სადაც კვარაცხელია უპირობო ლიდერი იყო.მან განაგრძო: „რაც შეეხება „ოქროს ბურთს“, მას შანსი აქვს, რადგან არცერთმა იმ ფეხბურთელმა, ვისაც შეეძლო მისი მოპოვება, ეს ვერ გააკეთა. არგენტინა რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს იგებდეს, მას მესი მოიგებდა. ინგლისს რომ მოეგო, მაშინ გამარჯვებული ან (ჰარი) კეინი, ან შესაძლოა (ჯუდ) ბელინგემი გამხდარიყო. თუ საფრანგეთი მოიგებდა, მაშინ მბაპესაც ექნებოდა შანსი, და შესაძლოა მცირედით მაიკლ ოლისესაც.თუმცა, არცერთი ეს სცენარი არ განხორციელდა. ამიტომ ყურადღება ისევ ჩემპიონთა ლიგაზე გადადის: ვინ იყო ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გასულ სეზონში?“ „ის ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი იყო“„ის ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი იყო“ ბრასელი არ არის ერთადერთი, ვინც კვარაცხელიას „ოქროს ბურთის“ მოგებას უწინასწარმეტყველებს - talkSPORT-ის გაბი აგბონლაჰორმა ივლისში მსგავსი მოსაზრება გამოთქვა.„ასტონ ვილას“ ყოფილი გმირის თქმით, 25 წლის ფეხბურთელს სხვა პრეტენდენტებზე მეტი გავლენა ჰქონდა. იგი ამტკიცებდა, რომ მსოფლიო ჩემპიონი იამალი და კეინი თავიანთი გუნდებისთვის ნაკლებად გადამწყვეტ როლს თამაშობდნენ.აგბონლაჰორმა talkSPORT-ს განუცხადა: „იცით, ვის მივცემდი მე ამ ჯილდოს? [ხვიჩა] კვარაცხელიას. თუ დაფიქრდებით, საუკეთესო ფეხბურთელი, რომლის თამაშითაც თვალს გაახარებდით, მთელი სეზონის განმავლობაში პსჟ-ს რიგებში სწორედ კვარაცხელია იყო. ის იყო ყველაზე გამორჩეული მოთამაშე - უფრო მეტად, ვიდრე ლამინ იამალი, უფრო მეტად, ვიდრე ჰარი კეინი, უფრო მეტად, ვიდრე ნებისმიერი სხვა.“ ოქროს ბურთის დაჯილდოება 26 ოქტომბერს გაიმართება და საფრანგეთის ფარგლებს გარეთ ისტორიაში პირველად - ლონდონში ჩატარდება.

ფრანკო ბარეზი

სპორტი 1785523950

ფრანკო ბარეზი გარდაიცვალა

იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდა, ფრანკო ბარეზი, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა.სამწუხარო ინფორმაცია "მილანმა" სოციალური ქსელის საშუალებით დაადასტურა.გასულ წელს ბარეზის ფილტვზე აღმოჩენილი კვანძის გამო ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ის ბოლომდე აქტიურად იყო ჩართული "მილანის" ცხოვრებაში და კლუბის საპატიო ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.  ფრანკო ბარეზიმ მთელი პროფესიული კარიერა მხოლოდ "მილანში" გაატარა. 1977-1997 წლებში მან "როსონერის" მაისურით 719 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფიგურად იქცა. მისი კარიერის დასრულების შემდეგ იტალიურმა კლუბმა 6-ნომრიანი მაისური სამუდამოდ გააუქმა.ბარეზიმ "მილანთან" ერთად ექვსჯერ იტალიის ჩემპიონატი, სამჯერ ევროპის თასი/ჩემპიონთა ლიგა, სამჯერ უეფას სუპერთასი, ოთხჯერ იტალიის სუპერთასი და ორჯერ საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო.იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ბარეზიმ 81 მატჩი ჩაატარა. 1982 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, 1990 წლის მუნდიალზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო 1994 წელს "სკუადრა აძურას" კაპიტნის რანგში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა.

ზინედინ ზიდანი

სპორტი 1785234306

ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა

საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გახდა, – ამის შესახებ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა.ზიდანმა თანამდებობაზე დიდიე დეშამი შეცვალა, რომელიც გუნდს 14 წლის განმავლობაში უძღვებოდა და 2018 წელს საფრანგეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა.54 წლის ზიდანის დებიუტი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე თურქეთთან ერთა ლიგის შეხვედრაში შედგება, რომელსაც საფრანგეთი 25 სექტემბერს სტუმრად გამართავს. პირველ საშინაო მატჩს ზიდანის გაწვრთნილები 2 ოქტომბერს იტალიასთან ჩაატარებენ. სწორედ ამ ნაკრებთან დასრულდა მისი ფეხბურთელის კარიერა.ზინედინ ზიდანი 1998 წელს, საფრანგეთთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მუნდიალის ფინალში მან ბრაზილიას ორი გოლი გაუტანა.ბოლოს ფრანგი სპეციალისტი მადრიდის „რეალს“ წვრთნიდა და თანამდებობა 2021 წელს დატოვა.

კუკურელია

მსოფლიო 1784891632

კუკურელიამ ფინალის დაწყებამდე მოედანზე მონეტა დამარხა - მან 16-წლიანი „იღბლიანი“ რიტუალი გაიმეორა

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დაწყებამდე, რომელშიც ერთმანეთს ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, ესპანელმა ფეხბურთელმა მარკ კუკურელიამ უჩვეულო რიტუალი შეასრულა - მან მოედანზე მონეტა დამარხა.მედიის ცნობით, კუკურელიამ მონეტა წინდიდან ამოიღო და მატჩის დაწყებამდე „მეტლაიფ სტადიუმის“ ბალახში ჩაფლა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ქმედება უბრალოდ ფეხბურთელის პირადი ცრურწმენა არ ყოფილა - ის ესპანეთის ნაკრების 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონობასთან დაკავშირებულ ისტორიას იმეორებდა.მსგავსი რიტუალი 16 წლის წინ ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ჟოან კაპდევილამ შეასრულა. გავრცელებული ინფორმაციით, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ მანაც მოედანზე მონეტა დამარხა, როგორც იღბლის სიმბოლო. მაშინ ესპანეთმა ნიდერლანდები დამატებით დროში 1:0 დაამარცხა და ისტორიაში პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი.2026 წლის ფინალის წინ კი კაპდევილას „იღბლიანი“ რიტუალი კუკურელიამ გააგრძელა. გავრცელებული ცნობების თანახმად, სწორედ კაპდევილამ სთხოვა მას ძველი ტრადიციის გამეორება და მოედანზე მონეტის დამარხვა.დამთხვევა თუ არა, რიტუალმა ამჯერადაც ესპანეთის სასარგებლოდ „იმუშავა“ - ესპანეთმა არგენტინა დამატებით დროში 1:0 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.უცნაური რიტუალის კადრებმა და ისტორიამ მატჩის შემდეგ გულშემატკივრების ყურადღება მიიპყრო. 16 წლის ინტერვალით, ესპანეთის ორი სხვადასხვა თაობის ფეხბურთელმა ერთი და იგივე სიმბოლური ქმედება გაიმეორა - ორივე შემთხვევაში კი ტურნირი ესპანეთის ტრიუმფით დასრულდა. 

სკალონი

სპორტი 1784563484

კითხვა, რომელმაც სკალონი აატირა - ხმა აუკანკალდა, თვალზე ცრემლები მოადგა და ვეღარ შეძლო საუბრის გაგრძელება

ნიუ-ჯერსის სტადიონზე უდიდესი საფეხბურთო დრამა დასრულდა. ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ფურია როხამ არგენტინა მძიმე ბრძოლაში, 1:0 დაამარცხა.არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ მეტოქის უპირატესობა აღიარა.„დამწუხრებულები ვართ, მაგრამ ვიცი, რომ მოგებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. ბევრი რამ მაქვს სათქმელი, თუ როგორ მოვედით აქამდე, მაგრამ აღარ ღირს. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ ბიჭებს კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისა და ბოლომდე ბრძოლისთვის.ესპანეთი უკეთესი იყო, ეს სიმართლეა. ვაფასებ, რაც მათ გააკეთეს, ჩემპიონობის მოსაპოვებლად.  ჩვენ შესანიშნავები ვართ გამარჯვების დროს, თუმცა, ვაჩვენეთ, რომ ღირსეულად წაგებაც შეგვიძლია. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერს დავივიწყებთ, რაც ფინალში გასასვლელად გავაკეთეთ“.ლიონელ სკალონის პრესკონფერენციის დროს ჰკითხეს, გააგრძელებდა თუ არა არგენტინის ნაკრების ხელმძღვანელობას.და როდესაც ის ცდილობდა აეხსნა, თუ რამდენად რთულია ასეთი გუნდის და ასეთი ფეხბურთელების კიდევ ერთხელ პოვნა, ემოციებმა სძლია. სკალონის ხმა აუკანკალდა, თვალზე ცრემლები მოადგა და ვეღარ შეძლო საუბრის გაგრძელება. პრესკონფერენციიდან გავიდა და ჟურნალისტებმა ტაშით გააცილეს. 

ესპანეთის მწვრთნელი

სპორტი 1784562060

„ჩვენ ბედისწერასთან შეხვედრა გვქონდა“ - ესპანეთის მწვრთნელის პირველი სიტყვები მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ საკუთარი ფეხბურთელებით სიამაყე ვერ დამალა და გუნდის წარმატება ერთიანობასა და თავდადებას დაუკავშირა.ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მოქმედი ჩემპიონი არგენტინა დამატებით დროში 1:0 დაამარცხა და ისტორიაში მეორედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.„ჩვენ ბედისწერასთან შეხვედრა გვქონდა“, - განაცხადა დე ლა ფუენტემ ისტორიული გამარჯვების შემდეგ.ესპანეთის მწვრთნელმა განსაკუთრებული ყურადღება გუნდის ერთიანობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ წარმატების მთავარი მიზეზი ფეხბურთელების ერთმანეთისადმი დამოკიდებულება და საერთო მიზნისთვის ბრძოლა იყო.„ჩვენ ყველაზე ერთიანი გუნდი ვართ. მყავს მსოფლიო დონის ფეხბურთელები, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ისინი შესანიშნავი ადამიანები არიან“, - თქვა დე ლა ფუენტემ.ფინალში ესპანეთს გამარჯვება მარტივად არ მოუპოვებია. არგენტინის წინააღმდეგ შეხვედრის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, გადამწყვეტი მომენტი კი დამატებით დროში დადგა - შეცვლაზე შესულმა ფერან ტორესმა გამარჯვების გოლი გაიტანა და ესპანეთს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოუტანა.ესპანეთისთვის ეს ტრიუმფი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა დე ლა ფუენტეს ხელმძღვანელობით. გუნდმა 2024 წელს ევროპის ჩემპიონატიც მოიგო, ახლა კი მსოფლიო ფეხბურთის მთავარი ტიტულიც დაისაკუთრა.

მესი - არგენტინა

სპორტი 1784558460

მესი და არგენტინის ფეხბურთელები ჟურნალისტებთან არ გაჩერდნენ

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთთან მარცხის შემდეგ არგენტინის ნაკრების ფეხბურთელებმა მედიასთან საუბარი არ ისურვეს და სტადიონი კომენტარის გარეშე დატოვეს.არგენტინული მედიის ცნობით, ფეხბურთელები, მათ შორის გუნდის კაპიტანი ლიონელ მესი, მატჩის დასრულების შემდეგ შერეულ ზონაში ჟურნალისტებთან არ გაჩერებულან. მედიის წარმომადგენლები ფეხბურთელების კომენტარებს ელოდებოდნენ, თუმცა ნაკრების წევრებმა მათთან საუბრის გარეშე ჩაიარეს.განსაკუთრებულ ყურადღებას ლიონელ მესის დუმილი იპყრობდა. ფინალი 39 წლის ფეხბურთელისთვის შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატზე ჩატარებული უკანასკნელი შეხვედრა ყოფილიყო, რის გამოც ჟურნალისტები მისგან როგორც მატჩის შეფასებას, ისე ეროვნულ ნაკრებში მომავალთან დაკავშირებულ კომენტარს ელოდნენ.თუმცა არგენტინის კაპიტანმა ფინალის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარი არ ისურვა. ამ დროისთვის კვლავ ერთ-ერთ მთავარ კითხვად რჩება, გააგრძელებს თუ არა მესი არგენტინის ნაკრებში თამაშს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ.ესპანეთთან მარცხი არგენტინისთვის განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა. გუნდი ტურნირზე მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის სტატუსით ჩავიდა და ზედიზედ მეორე ტიტულის მოპოვებას ცდილობდა, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში ესპანეთმა გაიმარჯვა და არგენტინას ჩემპიონობის შენარჩუნების საშუალება არ მისცა.ფინალური სასტვენის შემდეგ მოედანზე ემოციური სცენებიც იყო. არგენტინელი ფეხბურთელები მარცხს მძიმედ შეხვდნენ.

ტრამპი

მსოფლიო 1784555340

ტრამპის გამოჩენას ტრიბუნებიდან უკმაყოფილო შეძახილებით შეხვდნენ - რა მოხდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამოჩენას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დაჯილდოების ცერემონიაზე ტრიბუნებიდან ხმაურიანი და არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.ტრამპი ფინალურ შეხვედრას დაესწრო, რომელშიც ესპანეთის ნაკრებმა არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მატჩის დასრულების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსთან ერთად დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდა.როდესაც ტრამპი და ინფანტინო მოედანზე გამოჩნდნენ, გულშემატკივართა ნაწილმა უკმაყოფილება ხმამაღალი შეძახილებით გამოხატა. მომენტმა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო და კადრები მალევე გავრცელდა სოციალურ ქსელებში.თუმცა საღამოს ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ეპიზოდი მოგვიანებით მოხდა. მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონატის თასი ესპანეთის ნაკრებს გადაეცა, ტრამპი სცენაზე დარჩა და გამარჯვებული გუნდის ფეხბურთელებთან ერთად აღმოჩნდა იმ დროს, როდესაც ისინი ტიტულის მოპოვებას ზეიმობდნენ.კადრებში ჩანს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ესპანელი ფეხბურთელების გვერდით იმყოფებოდა იმ მომენტშიც, როდესაც გუნდის კაპიტანმა მსოფლიო ჩემპიონატის თასი აღმართა და ფეხბურთელებმა საჩემპიონო ზეიმი დაიწყეს.ტრამპის სცენაზე დარჩენას სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. მომხმარებელთა ნაწილი დაინტერესდა, რატომ დარჩა აშშ-ის პრეზიდენტი გამარჯვებული გუნდის გვერდით საჩემპიონო ფოტოსა და ზეიმის დროს.მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე ტრამპის გამოჩენა და დაჯილდოების ცერემონიაში მისი მონაწილეობა საბოლოოდ მატჩის მიღმა ერთ-ერთ ყველაზე განხილვად ეპიზოდად იქცა.

ლიონელ სკალონ

სპორტი 1784525852

VIDEO: ატირებულმა ლიონელ სკალონიმ პრესკონფერენცია შეწყვიტა - ის ტაშით გააცილეს

ნიუ-ჯერსის სტადიონზე უდიდესი საფეხბურთო დრამა დასრულდა. ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ფურია როხამ არგენტინა მძიმე ბრძოლაში, 1:0 დაამარცხა.არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ მეტოქის უპირატესობა აღიარა.„დამწუხრებულები ვართ, მაგრამ ვიცი, რომ მოგებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. ბევრი რამ მაქვს სათქმელი, თუ როგორ მოვედით აქამდე, მაგრამ აღარ ღირს. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ ბიჭებს კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისა და ბოლომდე ბრძოლისთვის.ესპანეთი უკეთესი იყო, ეს სიმართლეა. ვაფასებ, რაც მათ გააკეთეს, ჩემპიონობის მოსაპოვებლად.  ჩვენ შესანიშნავები ვართ გამარჯვების დროს, თუმცა, ვაჩვენეთ, რომ ღირსეულად წაგებაც შეგვიძლია. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერს დავივიწყებთ, რაც ფინალში გასასვლელად გავაკეთეთ“.ლიონელ სკალონის პრესკონფერენციის დროს ჰკითხეს, გააგრძელებდა თუ არა არგენტინის ნაკრების ხელმძღვანელობას.და როდესაც ის ცდილობდა აეხსნა, თუ რამდენად რთულია ასეთი გუნდის და ასეთი ფეხბურთელების კიდევ ერთხელ პოვნა, ემოციებმა სძლია. სკალონის ხმა აუკანკალდა, თვალზე ცრემლები მოადგა და ვეღარ შეძლო საუბრის გაგრძელება. პრესკონფერენციიდან გავიდა და ჟურნალისტებმა ტაშით გააცილეს.

ფინალი

სპორტი 1784498760

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი გახდა

ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონია.საფინალო სასტვენი გაისმა. ნიუ-ჯერსის სტადიონზე უდიდესი საფეხბურთო დრამა დასრულდა. ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ფურია როხამ არგენტინა მძიმე ბრძოლაში, 1:0 დაამარცხა.მატჩის დასრულებისთანავე მოედანზე ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ლეანდრო პარედესი ესპანელ მოთამაშეებს ფიზიკურად გაუსწორდა.ესპანეთის ნაკრებს ოქროს ტიტული ფერან ტორესმა მოუტანა.გადამწყვეტი გოლი დამატებითი დროს 106-ე წუთზე გავიდა. მეორე ექსტრა ტაიმის დაწყებიდან სულ რაღაც 37 წამი იყო გასული. პედრო პოროსა და ნიკო უილიამსის ბრწყინვალე კომბინაცია ტორესმა უძლიერესი დარტყმით დააგვირგვინა. მან ბურთი არგენტინის კარში გაიტანა.114-ე წუთზე ტორესმა დუბლიც გააფორმა. თუმცა VAR-მა მცირე თამაშგარე დააფიქსირა.ესპანეთის მეორე გოლი გაუქმდა. შეგახსენებთ, რომ არგენტინა მანამდე 10 მოთამაშით დარჩა. ენცო ფერნანდესმა წითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.არგენტინის ნაკრები ბოლო წამებამდე სასწაულის მოხდენას ცდილობდა. 117-ე წუთზე ლეო მესიმ კარისკენ დაარტყა, ეს არგენტინელთა პირველი დარტყმა იყო მთელ მატჩში.ბურთი მერინოს სახეში მოხვდა და ფეხბურთელი მოედანზე დაეცა.120-ე წუთზე არგენტინას გათანაბრების ოქროს შანსი ჰქონდა. სიმეონეს საშიში დარტყმული კუბარსიმ საოცარი ნახტომით მოიგერია. 122-ე წუთზე კი სიმეონემ ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი კარს გადააცილა. არგენტინამ შანსები დაკარგა.ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ისტორიაში მეორედ დაეუფლა. არგენტინის ნაკრებისთვის ეს უმძიმესი მარცხია.მაყურებელს მსოფლიო ჩემპიონატის ყველა დაპირისპირებას "რუსთავი 2" პირდაპირ ეთერში სთავაზობდა.

ჩემპიონატი 2026

სპორტი 1784443140

ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონის ვინაობა დღეს გაირკვევა

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი დღეს გაიმართება. ტიტულისთვის ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებები იბრძოლებენ. თამაში ნიუ-ჯერსიში, „მეტლაიფ სტედიუმზე“, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.ისტორიაში პირველად, ფინალის შესვენებას მუსიკალური გაფორმება ექნება. 11-წუთიან შოუზე, რომელსაც ჯგუფი Coldplay კურირებს, მონაწილეობას მიიღებენ შაკირა და Burna Boy, მადონა, ჯასტინ ბიბერი და BTS-ი.

ნახევარფინალი

სპორტი 1784419140

ინგლისის ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა

მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლოსწინა შეხვედრა მესამე ადგილისთვის გაიმართა, რომელსაც ბრინჯაო მედლის მფლობელი უნდა გამოევლინა. მესამე ადგილისთვის მატჩების მსგავასდ, გამონაკლისი არც ეს შეხვედრა ყოფილა და გულშემატკივარმა 10 გოლი იხილა (მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში მესამე ადგილისთვის მატჩში 10 გოლი არასოდეს გასულა) – ინგლისის ნაკრებმა საფრანგეთი 6:4 დაამარცხა და 1966 წლის შემდეგ, როდესაც მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მუნდიალზე პირველად მოახერხა მედლის მოპოვება.ინგლისის ნაკრები ერთადერთია მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, ვინც ზედიზედ მესამე მსოფლიო ჩემპიონატზე მოახერხა ერთ კონკრეტულ მატჩში ექვსი გოლის გატანა (2018 – პანამა 6:1, 2022 – ირანი 6:2, 2026 – საფრანგეთი 6:4).ანგარიში მე-3 წუთზე დეკლან რაისმა შორეული დარტყმით გახსნა. თამაში ამის შემდეგაც ინგლისელთა უპირატესობით გაგრძელდა, ფრანგებმა მხოლოდ რამდენჯერმე სცადეს შტევის განხორციელება, მაგრამ უშედეგოდ.ინგლისელებმა კი პირველი ტაიმში კიდევ სამი გოლი გაიტანეს – ბუკაიო საკამ დუბლი შეასრულა, ერთი გოლიც კუთხურის მოწოდების შემდეგ ეზრი კონსამ გაიტანა და პირველი ტაიმი ბრიტანელებმა 4:0 მოიგეს.