რას წერს ბრიტანული გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიას ცოლზე, ნიცა თავაძეზე
1793124352
ილია სულამანიძემ ქორწილის გადახდა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გადაწყვიტა. მსოფლიო ჩემპიონი 9 ოქტომბერს გახდა, ქორწილი კი 24 ოქტომბერს დაგეგმა.
გთავაზობთ ილიას დედის, მანანა გოჩელაშვილის ინტერვიუს.
„თავიდან დედამთილობის მეშინოდა, მაგრამ სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ისეთი დედაშვილობა გვაქვს. ილიას მეუღლეს, თაკოს, არ ჰყავს დედ-მამა და შევპირდი, რომ დედობას გავუწევდი. როგორც მის დედას გაუხარდებოდა, ისე მეყოლება. ისეთ დედობას გავუწევ, როგორიც ჩემი ქალიშვილებისთვის ვიქნებოდი.
თაკოს მამა დაახლოებით სამი წლის წინ გარდაიცვალა უცაბედად. თაკო და ილია მაშინ შეყვარებულები იყვნენ. ცოტა ხნის მერე, როცა მათი შეუღლება გადაწყვეტილი იყო, თაკოს დედაც გარდაიცვალა ინსულტით. მას მერე თაკოს გვერდით ვართ მთელი ოჯახი. თავისი შვილის ბედნიერებას მაინც მოსწრებოდა... ამაზე ძალიან მტკივა გული...“, - ამბობს ილია სულამანიძის დედა.