რას წერს ბრიტანული გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიას ცოლზე, ნიცა თავაძეზე
1793124352
აშშ-ში, კონექტიკუტის შტატის ქალაქ ფეარფილდში, საცხოვრებელი სახლების ძარცვის საქმეზე ორი ქართველი დააკავეს.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, 40 წლის ლევან ალექსიძესა და 47 წლის მამუკა ჩაგანავას ბრალი ედებათ ქურდობის დაგეგმვაში და სახლების ძარცვაში.
სამართალდამცველებმა სანომრე ნიშნების ავტომატური ამომცნობი კამერების ჩანაწერები შეისწავლეს. მათი დახმარებით პოლიციამ ავტომობილი ამოიცნო, რომელიც, სავარაუდოდ, ერთ-ერთი სახლის გაქურდვის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან გადაადგილდებოდა. მოპოვებული ინფორმაცია და სხვა საგამოძიებო მოქმედებები ეჭვმიტანილების იდენტიფიცირებას დაეხმარა.
პოლიციის ცნობით, 24 სექტემბერს დეტექტივებმა ავტომობილი Greenfield Hill-ის უბანში შენიშნეს და რამდენიმე ქუჩაზე გადაადგილებისას აკვირდებოდნენ. სამართალდამცველების შეფასებით, მანქანაში მყოფი პირები, სავარაუდოდ, მორიგი სახლის გაქურდვისთვის შესაფერის ადგილს ეძებდნენ.
ფეარფილდის საპატრულო პოლიციისა და ქალაქ ბრიჯპორტის ავტომობილების ქურდობასთან ბრძოლის სპეციალური ჯგუფის დახმარებით ავტომობილი გააჩერეს და ორივე მამაკაცი დააკავეს
ფეარფილდის პოლიციის ოფიციალური განცხადების თანახმად, მათ თითოეულს 100 000-დოლარიანი გირაო შეეფარდათ.
ფეარფილდის პოლიციის განცხადებით, გამოძიება გრძელდება და დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.