მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან დღეს ილია სულამანიძე იჭიდავებს

ილია სულამანიძე

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მეექვსე საშეჯიბრო დღეს მედლები მამაკაცთა შორის – 100 კგ, ხოლო ქალთა შორის 70 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდება.

საქართველოს ნაკრებიდან მედლის მოპოვებას ილია სულამანიძე შეეცდება. 100 კგ-ში ქართველი სპორტსმენის პირველი მეტოქე უნგრელ ჟომბორ ვეგსა და ტაჯიკ ჯახონგირ მაჯიდოვს შორის გამარჯვებული იქნება.

სულამანიძეს, წილისყრიდან გამომდინარე, კარიერაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შანსი აქვს.

ტურნირზე წინასწარი შეხვედრები – 10:30 საათიდან, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება.

მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია: ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ეთ

✕