მამა შალვა

საზოგადოება 1774024479

„გამაფრთხილეს, პატრიარქი შეიძლება გამოვიდეს და გითხრას ნაყინი მიყიდეო“ - მამა შალვამ უცნობი ამბავი გაამხილა

 მამა შალვა კეკელიამ გადაცემაში “იმედი Live”, პატრიარქის და მისი ურთიერთობიდან აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა.”როცა პატრიარქთან მიწევდა მორიგეობა დედებმა გამაფრთხილეს,  პატრიარქი შეიძლება გამოვიდეს და გითხრას ნაყინი მიყიდეო. არ გაბედო, ეგეთი რამე არ გააკეთო, რადგან დიაბეტი აქვს და ნაყინი არ შეიძლებაო. მართლაც დედები როცა გამოვიდნენ კელიიდან და ყველამ დაიძინა. ნახევარ საათში გამოვიდა უწმინდესი და მითხრა, ნაყინი მიყიდეო. გამოვედი წრე დავარტყი ეზოს, ვიფიქრე ალბათ პატრიარქმა უკვე დაიძინათქო და ავედი. დამხვდა და უყურებდა ტელევიზორს. მოვატყუე უწმინდესი, არ იშოვებოდა ნაყინი-მეთქი. როგორია პატრიარქის მოტყუება? შინაგანად დამენგრა ყველაფერი, მაგრამ ვიცოდი მისთვის არ უნდა მიმეტანა ნაყინი. მთელი ღამე ვერ დავიძინე, დედა ღვთისმშობელს პატიებას ვთხოვდი.  რამდენიმე დღის შემდეგ რიცა ისევ მომიწია მორიგეობა, ვუთხარი მაპატიეთ, იმ დღეს არც კი წავსულვარ ნაყინზეთქო. საღამოს გამოვიდა, 50 ლარიანი მომცა და მითხრა ამის ნაყინი მიყიდეო, მაშინ 50 თეთრი ღირდა ნაყინი და ასი ნაყინის ფული იყო. დიღომში იყიდებოდა ძვირიანი ნაყინები და პატრიარქისთვის ბევრი ნაყინი რომ არ მომეტანა დიღომში წავედი. როცა მოვიტანე, სწრაფად დავიწყე ბევრი ნაყინის ჭამა, პატრიარქს ცოტა რომ შეხვედროდა, თვითონ მხოლოდ ნახევარი ნაყინი ჭამა და დანარჩენი მაცივარში დავმალეთ. მეორე დილით როცა გაუზომეს შაქარი და მომატებული ჰქონდა, დაიწყეს ექიმებთან რეკვა და იმის გარკვევა, საიდან აეწია შაქარი, პატრიარქი მეუბნებოდა არ თქვა ნაყინი რომ ვჭამეო და როცა უკვე გადაფრენაზე დაიწყეს ფიქრი, დედაოებს ვუთხარი, მე ვაჭამე ნაყინი-მეთქი და იმის მერწ გამომიშვეს საპატრიარქოდან” - გაიხსენა მამა შალვა კეკელიამ.

მამა შალვა კეკელია

საზოგადოება 1773938511

მამა შალვა კეკელია პატრიარქის ნათლულების მსვლელობაზე: მჯერა, რომ ეს ბავშვები გააგრძელებენ იმ გზას, რაც პატრიარქს უნდოდა და პატრიარქს უნდოდა ერთი რამ - ქართველებს ერთმანეთი გვყვარებოდა. ეს ის თაობაა, რომელიც ამ ქვეყანას გააბრწყინებს

მისმა უწმინდესობამ 2007 წელს ასეთი ინიციატივა განაცხადა, რომ ის იქნებოდა მესამე და შემდეგი შვილების ნათლია. ღვთის მადლით 50 ათასზე მეტი ნათლული ჰყავს მის უწმინდესობა. ასეთი მასშტაბის პიროვნება ილია ჭავჭავაძის შემდეგ არ გვყოლია, - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ, პატრიარქის ნათლულების მსვლელობასთან დაკავშირებით საუბრისას.მისი თქმით, პატრიარქის სურვილი იყო, რომ ერთმანეთის სიყვარული ჰქონოდა ერს და ეს ბავშვები ამ სიყვარულის სიმბოლოები არიან.„ეს ის თაობაა, რომელიც ხვალ და ზეგ ჩვენს ქვეყანას გადაარჩენს. ეს ის თაობაა, რომელსაც ერთმანეთი ძალიან ეყვარებათ. ამ ბავშვებს ყოველთვის ემახსოვრებათ მისი ნათლიასთან, როგორ მივიდნენ პანაშვიდზე, როგორი დიდი ტკივილი ნახეს. ვხედავდით გუშინ, რომ პატრიარქის ნათლულების გუნდი იდგა სამების ტაძართან და პატრიარქს ელოდებოდნენ, რომ პატრიარქი მიესვენებინათ იქ. ეს ბავშვები ყველანი ტიროდნენ, ეს ხომ გულწრფელი ცრემლებია და გულწრფელი სიყვარული მათი უწმინდესობის მიმართ. მე მჯერა, რომ ეს ბავშვები გააგრძელებენ იმ გზას, რაც პატრიარქს უნდოდა და პატრიარქს უნდოდა ერთი რამ, რომ ჩვენ, ქართველებს ერთმანეთი გვყვარებოდა. ეს ის თაობაა, რომელიც ამ ქვეყანას გააბრწყინებს. ეს ქვეყანა ძალიან წინ წავა, მე ამის მჯერა და მთელი არსებით მჯერა პატრიარქის სიტყვების, რომ აფხაზეთი დაბრუნდება. პატრიარქმა თქვა, რომ მე აფხაზეთში აუცილებლად დავბრუნდები და პატრიარქი აფხაზეთში აუცილებლად დაბრუნდება. იმიტომ, ტომ ეს ბავშვები აფხაზეთში და სამაჩაბლოში უეჭველი დაბრუნდებიან. ეს ბავშვები იქ ჩაატარებენ ამ მსახურებას. და აფხაზეთის დაბრუნება არ მოხდება მანამ, სანამ ჩვენ, ქართველები ერთმანეთის შეყვარებას და პატივისცემას არ ვისწავლით“, - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

შალვა კეკელია

საზოგადოება 1773830502

მამა შალვა კეკელია: უზარმაზარი ეპოქა დასრულდა მის უწმინდესობასთან ერთად, მაგრამ ზეცაში ეს ყველაფერი გრძელდება

უზარმაზარი ეპოქა დასრულდა მის უწმინდესობასთან ერთად, მაგრამ ზეცაში ეს ყველაფერი გრძელდება. ჩვენ ქრისტიანები ვართ და უმთავრესი რამის გვჯერა - მარადიული ცხოვრების, იქ მარადიული სამყოფლის. მისი უწმინდესი ცხოვრობდა ჩვენთვის. როგორც კელაპტარს რომ დაანთებ ხოლმე ლოცვის წინ და დაგიდნება, ისე ჩამოდნა ჩვენი ქვეყნის სიყვარულში უწმინდესი. ყველასთვის ჩამოდნა, - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.მისი თქმით, არ ახსოვს, რომ ილია მეორეს ვინმე გაელანძღა ან ვინმეზე აუგი ეთქვას. მან ასევე ერთი შემთხვევა გაიხსენა, როდესაც პატრიარქმა იმ ადამიანების სახელების ჩაწერა სთხოვა, რომლებიც მას ტელეეთერში ლანძღავდნენ.„ისინი ჩემი შვილები არიან, მე მათზე პასუხისმგებელი ვარ და ხვალ მათზე განსაკუთრებულად უნდა ვილოცო, რომ მათი სულები არ დაიღუპოსო. მე ღმერთმა მათი სულები ჩამაბარა, მათი პატრიარქი ვარო.მთელს მსოფლიოში მას უდიდესი აღიარება, უდიდესი პატივისცემა აქვს, არა მხოლოდ მართლმადიდებლებში, არამედ ნებისმიერ რელიგიაში. ადამიანი, რომელიც ყველას უყვარდა. როცა პატრიარქს ხვდებოდა, ყველას საოცარი სიყვარული უჩნდებოდა მის მიმართ“, - განაცხადა მამა შალვამ.

მამა შალვა კეკელია წმინდა პაისის კელია

საზოგადოება 1773387960

„ამ ბილიკებზე დადიოდა წმინდა პაისი, ეს არის მისი კელია...“ - მამა შალვა კეკელია ათონის მთიდან კადრებს აზიარებს

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია ათონის მთიდან კადრებს აზიარებს და მორწმუნეებს მიმართავს. „ახლა წმინდა მთაზე ვიმყოფები და ისეთი ადგილი უნდა განახოთ, რომელიც ყველას ძალიან გიყვართ. ვინც უყურეთ წმინდა პაისის სერიალს და ბევრმა მისი ცხოვრება ისედაც იცით, მინდა საოცარი ადგილი განახოთ - ულამაზესი ადგილი, სადაც წმინდა პაისი ათონელი მის მოძღვართან ერთად მოღვაწეობდა... ამ ბილიკებზე დადიოდა წმინდა პაისი, ეს არის მისი კელია. ალბათ, რამდენჯერ აუვლია ეს კიბეები და რამდენი ადამიანი გადაურჩენია... შეეწიოს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ერს, ჩვენს სამშობლოს, ღმერთმა შეგვაძლებინოს ყველას, წმინდა, პატიოსანი და ერთგული მსახურება ღვთის წინაშე“, - ამბობს მამა შალვა კეკელია. ვრცლად, ნახეთ ვიდეო:

მამა შალვა

საზოგადოება 1765968305

„ბარბარობა ლობიანების დღესასწაულად აქციეს... ლობიანს იმიტომ ჭამენ, რომ მარხვაა...“ - მამა შალვა

ბარბარობა არ არის ლობიანების დღესასწაული. ლობიანს იმიტომ ჭამენ, რომ მარხვაა... რომ არ ჭამო დღეს ლობიანი, არაუშავს... არაფერი მოგივა, - ამის შესახებ ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის წინამძღვარმა  მამა შალვა კეკელიამ იქადაგა.„მთავარია, ბარბარემ რაც აირჩია, შენც ის აირჩიო.  იმ ცხოვრებას მიჰყვე. მახსოვს, ერთხელ ერთმა ადამიანმა მკითხა, შენ დღეს ლობიანი არ გიჭამიაო, არა მეთქი, როგორ, ლობიანი არ ჭამე დღესო?! ლობიანი ჭამე კი არა, იმარხულე, ილოცე, საკუთარ სულში ჩაიხედე... ამდენი მანკიერება გაქვს, ლობიანი რას გიშველის...ბარბარობა ლობიანების დღესასწაულად აქციეს, წარმოიდგინეთ, სადამდე დაიყვანეს ეს დღესასწაული. როგორ ცდილობს ეშმაკი, რომ ეს ღირებული და ფასეული რაღაცები ადამიანებს წაართვას. სადამდე დაჰყავს ეს ყველაფერი... ეშმაკს უნდა, რომ ეს საოცარი დღესასწაულები დაამდაბლოს, მიწიერ დონეზე დაიყვანოს. ლობიანის დონეზე დაიყვანოს დღესასწაული. ასეთ მდაბიო დონეზე ქრისტიანობა არ შეიძლება დაიყვანო... შენ მუცლის მსახური არ უნდა გახდე... მუცელი შენი მსახურია, შენ უნდა მოგემსახუროს...“ - იქადაგა მამა შალვამ.

მამა შალვა

faceამბები 1751025073

,,ღმერთმა დაიცვას შენი სიცოცხლე” - მამა შალვას ემოციური სიტყვები შვილს

მამა შალვა კეკელიას ვაჟი იუბილარია. ის შვილს დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს.„გიო მამ, ჩემო პირველო სიხარულო, გილოცავ დაბადების დღეს, ღმერთმა დაიცვას და დაიფაროს შენი სიცოცხლე. იხარე ორთავ სოფელსა შინა",-წერს მამა შალვა. 

მამა შალვა

საზოგადოება 1746737113

შეიძლება თუ არა მაისის თვეში ქორწინება/ნიშნობა - მამა შალვას განმარტება

„ვარდმა თქვა, მაისში მხოლოდ მე ვხარობ და სხვა არავინო…“ – საზოგადოების ნაწილის უმეტესობას სჯერა, რომ ამ თვეში ნიშნობა თუ ქორწილი, ბედნიერებას არ მოუტანს და შესაბამისად, მაისის თვე ქორწილებით დატვირთული ნაკლებადაა.სადავო თემასთან დაკავშირებით „პრაიმტაიმმა“  ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვრის, მამა შალვა კეკელიას პოზიცია მოისმინა.„ეკლესია წყვილს ჯვარს ისეთ დროს წერს, როცა მარხვა არ არის. ჯვარი აღდგომიდან 1 კვირის შემდეგ არ იწერება... რაც შეეხება მაისის თვეს, რიცხვს, ასეთი რამ ეკლესიაში არ არსებობს. ეს მხოლოდ ხალხური მოსაზრებაა. ამბობდნენ, ვარდი ყვავილობს და ადამიანს არ გაახარებსო. ეს წარმოუდგენელია და ნიშნავს, რომ ადამიანს არ ესმოდეს ჯერ ღმერთი და შემდეგ ადამიანი. როგორ შეიძლება, ვარდის აყვავებამ ადამიანს დაოჯახებაში ხელი შეუშალოს?!რაც შეეხება დაოჯახებას და ჯვრისწერას, ადამიანს ეს ყველაფერი გააზრებული უნდა ჰქონდეს. გათავისებული უნდა ჰქონდეს, რომ ადამიანი საკუთარ ცხოვრებას უძღვნის მეორე ადამიანს და უნდა გააბედნიეროს. მაისი ყველაზე ლამაზი თვეა, ვარდი ყვავილობს და ყველას ვურჩევ, ჯვარი მაისში დაიწერონ. ყველაფერი ლამაზია, გაზაფხულის სუნი ტრიალებს.მაისში ქორწილი, მგონი, ყველაზე ლამაზია, არც სიცხეა, არც სიცივე.მაისში ქორწილის კი არა, თავიანთი არასწორი გადაწყვეტილების უნდა ეშინოდეთ,“ - ამბობს მამა შალვა.

მამა შალვა კეკელია

საზოგადოება 1745073677

„თუ ჯვარცმას არ გაივლი, აღდგომის სიხარული არ დაგიდგება...“ – მამა შალვა კეკელიას ქადაგება

„თუ ჯვარცმას არ გაივლი, აღდგომის სიხარული არ დაგიდგება,“ – ასე მიმართა მრევლს ქადაგებისას თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.როგორც მამა შალვამ აღნიშნა, ადამიანი მიწიერ ტკივილებს არ უნდა გაექცეს. „ქრისტიანობა საკუთარი თავის უარყოფაა, რაც ქრისტემ გააკეთა, რაც ქრისტემ შეძლო… თუ ჯვარცმას არ გაივლი, თუ გოლგოთას არ გაივლი, აღდგომა თქვენს ცხოვრებაში არ იქნება არასოდეს.ჯვარცმის გარეშე აღდგომა არ არსებობს. ამიტომ ნუ გაურბიხართ ამ მიწიერ ტკივილებს, ამქვეყნიურ სატანჯველს ნუ გაექცევით, ღვთის წყალობით მიიღეთ ეს ტკივილები და შეუდექით ქრისტეს, სხვანაირად ეს ყველაფერი წარმოუდგენელია. ღმერთმა შეგაძლებინოთ ყველას, რომ ეს დღე იყოს თქვენი ცხოვრების შეცვლის დღე…“ – აღნიშნა მამა შალვამ.

mama shalva kekelia

საზოგადოება 1744889340

„მინდა ხალხს ვთხოვო, ვინც აღდგომას ტაძარში მოვა...“ - მამა შალვა კეკელია მიმართვას ავრცელებს

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იდება თუ არა სუფრაზე წითელი კვერცხი და პასკა, აღდგომა სულ სხვა რამეა“, - ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ გადაცემა "360 გარდუსში" განაცხადა.მან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მნიშვნელობასა და დამახინჯებულ ხალხურ ტრადიციებზე ისაუბრა.„ადამიანები წითელ კვერცხს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და პასკის გამოცხობას, ვიდრე მსახურებაზე დასწრებას, ჯვარცმის მსახურებას. ეს არ არის სწორი. ეშმაკს უნდა, რომ ეს სიხარული, რაც აღდგომაა, სხვანაირად შეცვალოს. შენს ეკლესიაში მისვლას მაშინ აქვს ძალა, როდესაც იქ შენ მორიდებით და მოწიწებით დადგები და მსახურებას მთელი გულით მოუსმენ. მინდა ხალხს ვთხოვო, ვინც აღდგომას ტაძარში მოვა, იმისთვის არ წამოვიდნენ ტაძარში რომ ილაპარაკონ“,- ამბობს მამა შალვა კეკელია. 

მამა შალვა

საზოგადოება 1744879827

„მნიშვნელობა არ აქვს, იდება თუ არა სუფრაზე წითელი კვერცხი და პასკა. აღდგომა სულ სხვა რამეა...“ - მამა შალვა კეკელია

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იდება თუ არა სუფრაზე წითელი კვერცხი და პასკა, აღდგომა სულ სხვა რამეა“, - ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ გადაცემა "360 გარდუსში" განაცხადა.მან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მნიშვნელობასა და დამახინჯებულ ხალხურ ტრადიციებზე ისაუბრა.„ადამიანები წითელ კვერცხს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და პასკის გამოცხობას, ვიდრე მსახურებაზე დასწრებას, ჯვარცმის მსახურებას. ეს არ არის სწორი. ეშმაკს უნდა, რომ ეს სიხარული, რაც აღდგომაა, სხვანაირად შეცვალოს. შენს ეკლესიაში მისვლას მაშინ აქვს ძალა, როდესაც იქ შენ მორიდებით და მოწიწებით დადგები და მსახურებას მთელი გულით მოუსმენ. მინდა ხალხს ვთხოვო, ვინც აღდგომას ტაძარში მოვა, იმისთვის არ წამოვიდნენ ტაძარში რომ ილაპარაკონ“,- ამბობს მამა შალვა კეკელია.  

მამა შალვა

საზოგადოება 1741621176

VIDEO: რას ამბობს მამა შალვა კეკელია მკითხაობაზე და ზოდიაქოზე

ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია მკითხაობაზე და ზოდიაქოზე საუბრობს. მისი თქმით, ამ საშუალებებს მიმართავს ის, ვინც საკუთარი სარწმუნოების სიღრმეები არ იცის.ვრცლად ↓ @eklesianews.ge ☦️ მამა შალვა მკითხაობაზე და ზოდიაქოზე ✨ ♬ Beethoven Moonlight Sonata-High Sound Quality - Amemiya

მამა შალვა

საზოგადოება 1740145380

“ყურადღებით ადევნეთ თვალი მათ ქცევებს, წრეს, ნუ ელით ღვთისაგან წყალობას, თუ არ ასრულებთ ამ მოვალეობას…” - მამა შალვა

მამა შალვა კეკელია, სოციალურ ქსელში შვილების შესახებ, წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვებს წერს:"თქვენი შვილები ყოველთვის იქნებიან საკმაოდ მდიდარნი, თუ მათ მისცემთ კარგ აღზრდას, რომელიც მოუწესრიგებს და ჩამოუყალიბებს კარგ ქცევებს.იმას კი არ ეცადოთ, რომ ისინი მატერიალურად მდიდრები გახადოთ, არამედ, რომ იყვნენ კეთილაღზრდილნი, ბატონობდნენ თავიანთ ვნებებზე, იყვნენ მდიდარნი, სათნოებებით.მიაჩვიეთ ისინი, რომ არ იგონებდნენ მოჩვენებით საჭიროებებს და ამქვეყნიურ სიკეთეს არ აფასებდნენ გადაჭარბებულად. ყურადღებით ადევნეთ თვალი მათ ქცევებს, წრეს, ურთიერთობებს - ნუ ელით ღვთისაგან წყალობას, თუ არ ასრულებთ ამ მოვალეობას",-წერს მამა შალვა.