მამა შალვა კეკელია: როდესაც უწმინდესი გარდაიცვალა, ჩვენი მრევლის ბევრი წევრი ორსულად იყო და განიცდიდნენ, რომ ჩვენი შვილის ნათლია პატრიარქი ვეღარ იქნებაო. 600-მდე საბუთი გვაქვს უკვე მიღებული საყოველთაო ნათლობისთვის

მამა შალვა

საყოველთაო ნათლობა ჩატარდება 7 ივნისს. დაიწყება 17:00 საათზე, გაგრძელდება ეტაპებად. 20:00 საათზე მისი უწმინდესობა მობრძანდება სამების ტაძარში და თავად დალოცავს ყველა მის ნათლულს, - განუცხადა „ქრონიკას“ ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

მისი თქმით, ტრადიციად დაწესდება საქართველოს ეკლესიაში, რომ ყველა მესამე და შემდეგი შვილის ნათლიები იქნებიან საქართველოს კათოლიკოს პატრიარქები.

„გაგვახარა მისმა უწმინდესობამ შიო მესამემ და 17 მაისს გამოაცხადა, რომ ტრადიციას გააგრძელებდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ტრადიციად დაწესდება საქართველოს ეკლესიაში, რომ ყველა მესამე და შემდეგი შვილის ნათლიები იქნებიან საქართველოს კათოლიკოს პატრიარქები. განსაკუთრებულად ველით ამ დღეს, რადგან მისმა უწმინდესობამ პირველად უნდა მიიღოს მონაწილეობა თავის ნათლულების დალოცვაში. ეს როგორც დიდი პასუხისმგებლობა, ისე სიხარულიცაა.

როდესაც უწმინდესი გარდაიცვალა, ჩვენი მრევლის ბევრი წევრი ორსულად იყო და განიცდიდნენ, რომ ჩვენი შვილის ნათლია პატრიარქი ვეღარ იქნებაო. 600-მდე საბუთი გვაქვს უკვე მიღებული. ნათლობა ჩატარდება 7 ივნისს. დაიწყება 17:00 საათზე, გაგრძელდება ეტაპებად. 20:00 საათზე მისი უწმინდესობა მობრძანდება სამების ტაძარში და თავად დალოცავს ყველა მის ნათლულს“, - აღნიშნა კეკელიამ.