1783959079
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება... ტკივილს შური არ აქვს“ - მამა შალვა
ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის წინამძღვრის, მამა შალვა კეკელიას განცხადებით, ადამიანის სიხარულის გაზიარება ხშირად უფრო რთულია, ვიდრე მისი ტკივილის თანაზიარება. მისი თქმით, ნამდვილი მეგობრობა და ქრისტიანობა სწორედ სხვისი წარმატებით გულწრფელად გახარებაში გამოიხატება და არა შურის განცდაში.
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება... ბევრად უფრო მარტივია ადამიანის ტკივილის გაზიარება, რადგან ტკივილს შური არ ახლავს თან... როცა ადამიანს შვილი ჰყავს ძალიან მძიმედ და ხომ არ შეგშურდება, მე რატომ არ მყავს შვილი მძიმედო?! შენი შვილის მეგობარმა დიდ წარმატებას რომ მიაღწია და შენი შვილი ვერ აღწევს, შეიძლება შური დაგეუფლოს და მის სიხარულში ვერ შეხვიდე. შენ შეიძლება სხვისი სიხარულით ვერ გაიხარო. ნამდვილი მეგობრობა, ნამდვილი ქრისტიანობა სხვისი სიხარულით გახარებაა. შენ შურს არ აკარებ საკუთარ თავს, შური შენგან შორს არის.
ნამდვილი მეგობრობა რაზე დგას - ნამდვილი მეგობარი არის ის, ვისაც შენი სიხარული უხარია და ხარობს. მას არ აქვს წარმატება, რადგან შენ მიიღე, ამით ხარობს და მასში შურს გასაქანს არ აძლევს. ეს ყველაზე რთული პროცესია, მე ვფიქრობ, უმაღლესი ხარისხი ქრისტიანობისა,“ - ამბობს მამა შალვა.












