maka shalikashvili

საზოგადოება • 1794936689

„ანგარიში გამიხსნა და ბინის თანხა შევაგროვე...“ - მაკა შალიკაშვილი

ძალიან მიჭირდა სულ. ერთ დღეს გია ჯაჯანიძე მეუბნება „წამოდი, უნდა გაგიხსნა ანგარიში. შენ უნდა შეაგროვო ფული და უნდა იყიდო სახლიო... გამიხსნა ანგარიში, შევაგროვე ფული და მალე ავისრულებ ოცნებას, - ამის შესახებ მსახიობი მაკა შალიკაშვილი „ნოესთან“ საუბრობს.„ეკონომიურად ძალიან მიჭირდა სულ. ერთი დღეა, გია მეუბნება, წამოდი, მე უნდა გაგიხსნა ანგარიში, შენ უნდა შეაგროვო ფული და სახლი უნდა იყიდოო. გიას შევხედე როგორც შეშლილს, გია, რა უნდა შევაგროვო, სად მაქვს შესაგროვებელი?! და წავყევი... გამიხსნა ანგარიში, შევაგროვე ფული და შეიძლება ითქვას, მალე ოცნებას ავისრულებ,“ - ამბობს მაკა შალიკაშვილი.ვრცლად ↓

მაკა შალიკაშვილი

ტაბლოიდი • 1794928320

„მეორე ქორწინებაშიც იყო რაღაც პრობლემები - დღეს მე ჯვარი მაქვს დაწერილი ჩემს მეუღლესთან...“ - მაკა შალიკაშვილი პირადზე

მსახიობი მაკა შალიკაშვილი გადაცემაში „ნოესთან“ პირადზე საუბრობს.„პირველ ქორწინებაში დავრჩებოდი, რომ არ ვყოფილიყავი ასეთი... როგორ გითხრა - თან იმ პერიოდში, სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ძალიან პოპულარული ვიყავი. ნახე, რა ხდება: „სარდაფის“ პერიოდში ძალიან ბევრმა გაგვიცნო - თითოეული ჩვენგანი, ვინც იქ ვთამაშობდით, და პერსონალურად მეც. მერე ჩვენი ინტერვიუები იბეჭდებოდა - გვერდით ჟურნალ „თბილისელების“ რედაქცია იყო. მახსოვს, როდესაც ჟურნალის გარეკანზე მთლიანად შენი სურათითა და ინტერვიუთი იბეჭდები, რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ, პირდაპირ ვიტყვი და ზედმეტს აღარ ვილაპარაკებ, ალბათ თავში ამივარდა. ამან ცოტა იმოქმედა ჩემზე და რაღაცები აღარ მოვითმინე.მეორე ქორწინებაში ვიყავი ზედმიწევნით... ჩემს თავს ვუთხარი: „მაკა, რაც პირველ ქორწინებაში შეგეშალა და არ გაითვალისწინე, ახლა აუცილებლად უნდა გაითვალისწინო“. ეს იმიტომ, რომ ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ამბავს მივხვდი: მაშინ, როცა ეს პროცესი მიმდინარეობდა, ვამბობდი, რომ ყველაფერში მე ვიყავი მართალი, რომ მე ვიყავი კარგი და, დედა, იმან როგორ ვერ დამინახა და ვერ დამაფასა! მერე კი, როცა დრო გადის და ადამიანი კიდევ უფრო მეტად ხვდება, რომ მთლად იდეალური არც თავად არის, უკვე ვეღარ ამბობ, რომ მხოლოდ ის არის დამნაშავე და შენ სულ მართალი ხარ.მიუხედავად იმისა, რომ მეორე ქორწინებაშიც იყო რაღაც პრობლემები - დღეს მე ჯვარი მაქვს დაწერილი ჩემს მეუღლესთან და ამას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს,“ - ამბობს მაკა შალიკაშვილი.

მაკა შალიკაშვილი

ტაბლოიდი • 1794773931

„პირდაპირ ვიტყვი...“ - რას იხსენებს მაკა შალიკაშვილი პირველ ქორწინებაზე

მსახიობი მაკა შალიკაშვილი გადაცემაში „ნოესთან“ პირადზე საუბრობს და პირველ ქორწინებას იხსენებს.„პირველ ქორწინებაში დავრჩებოდი, რომ არ ვყოფილიყავი ასეთი... როგორ გითხრა - თან იმ პერიოდში, სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ძალიან პოპულარული ვიყავი. ნახე, რა ხდება: „სარდაფის“ პერიოდში ძალიან ბევრმა გაგვიცნო - თითოეული ჩვენგანი, ვინც იქ ვთამაშობდით, და პერსონალურად მეც. მერე ჩვენი ინტერვიუები იბეჭდებოდა - გვერდით ჟურნალ „თბილისელების“ რედაქცია იყო. მახსოვს, როდესაც ჟურნალის გარეკანზე მთლიანად შენი სურათითა და ინტერვიუთი იბეჭდები, რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ, პირდაპირ ვიტყვი და ზედმეტს აღარ ვილაპარაკებ, ალბათ თავში ამივარდა. ამან ცოტა იმოქმედა ჩემზე და რაღაცები აღარ მოვითმინე,“ - ამბობს მაკა შალიკაშვილი.

maka

კულტურა • 1738349872

"მე ახლა მომეცა ბატონ ნუკრი ქანთარიასთან მუშაობის შესაძლებლობა. მის შეფასებაში გულწრფელი ვარ..." - მაკა შალიკაშვილი

შემოქმედებითმა კავშირმა - საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ, ორი კვირის წინ,  2023-2024 წლების თეატრალური სეზონის, ყოველწლიური კონკურსის (სხვადასხვა ნომინაციაში) გამარჯვებულები გამოავლინა. ჟიური მთელი ქვეყნის მასშტაბით ნახულობს და აფასებს სპექტაკლებს.2023-2024წ. თეატრალური სეზონის, ყოველწლიური კონკურსის - ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გუბაზ მეგრელიძე (თავმჯდომარე), პროფესორი ზაზა აბზიანიძე, დრამატურგი რეზო კლდიაშვილი, კომპოზიტორი გოგი ჩლაიძე, მსახიობი და რეჟისორი ზურაბ გუგუშვილი. სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულ კოლეგებს შორის მოხვდა მაკა შალიკაშვილი. ბათუმის თეატრის მსახიობს ჟიურის გადაწყვეტილებით ყოველწლიური პრემია "წლის საუკეთესო ნამუშევარი" გადაეცა. მაკა სპექტაკლში "1902 წელს ბათუმში" შესრულებული ბოშა ქალის როლისთვის ქალის საუკეთესო ეპიზოდური როლის ნომინაციით დააჯილდოვეს. სპექტაკლის - "1902 წელს ბათუმში" რეჟისორი ალექსანდრე ქანთარია გახლავთ. სპექტაკლის პრემიერა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე გასული წლის შემოდგომას შედგა.  როგორც მაკა "პრაიმტაიმთან" ამბობს, თავისი ისტორიული ჭრილით ძალზე მნიშვნელოვანი სპექტაკლია. მაკა შალიკაშვილი: სიუჟეტი რომ მოკლედ გაგაცნოთ მოგიყვებით: სტალინი იწყებს პოლიტიკურ მოღვაწეობას და ჩამოდის ბათუმში. მას ხვდებიან ბათუმელები, შეიფარებენ, ბინას დაუთმობენ. ის კიდევ საკუთარი იდეის გამო გაწირავს ამ ადამიანებს. ჩემი გმირი, ბოშა ქალი თითქოს მისი სინდისის ხმაა, ზმანებასავით ეცხადება. სპექტაკლში მას მხოლოდ სტალინი ხედავს. ბოშა მუდმივად აფრთხილებს თუ ამას გააკეთებ, იქნება მსხვერპლი, დაიღუპება ამდენი ადამიანი და საფლავზე ნაგავს მოგაყრიანო. სტალინი კი პასუხობს, მსხვერპლი არაფერია, როდესაც იდეისთვის იბრძვი! სპექტაკლში გმირ ბათუმელებს გაიცნობთ. ძველ ქალაქელებს ახსოვს ეს გმირულად შეწირული ადამიანები.მოკლედ, შემეცნებითი ხასიათის, დამაფიქრებელი და მნიშვნელოვანი სპექტაკლია. როდესაც თეატრალურ უნივერსიტეტში ვაბარებდი, ვემზადებოდი პროფესიონალებთან. იმ დროს ჯგუფებს იყვანდნენ შალვა გაწერელია და ნუკრი ქანთარია. მაშინ კომპეტენტურმა ადამიანებმა მითხრეს, არ იდარდო რომელთან მოხვდები. ორივეს შემთხვევაში ხელობას ისწავლი, ისინი პროფესიონალი პედაგოგები არიანო. მე შალვა გაწერელია ჯგუფში მოვხვდი, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ. ბატონი შალვა არა მხოლოდ კონკრეტულ როლზე, არამედ მთლიანად ცხოვრებაზე გვიქმნიდა წარმოდგენას. ხშირად ვიხსენებ მას და ეს მახარებს.ბატონ ნუკრი ქანთარიას კი ახლა შევხვდი ბათუმის თეატრში, ახლა მომეცა მასთან მუშაობის შესაძლებლობა და მინდა გითხრათ, რომ გამახსენდა მისაღები გამოცდებიც და ჩემი ძვირფასი პედაგოგიც. გულწრფელი ვარ მის შეფასებაში. მან იცის დადგმა, ხელობა, მსახიობთან მუშაობა, სიღრმეებში ჩასვლა - ეს ჭეშმარიტებაა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მსახიობი სპექტაკლიდან სპექტაკლამდე იზრდება, როლიდან როლამდე იწრთობა, როგორც პროფესიონალი. ბათუმის თეატრში ანშლაგებია. ყველა მსახიობი დაკავებულია. მაყურებელი დადის და თეატრი მუშაობს.ჩემი პედაგოგი მეუბნებოდა, თეატრი ტაძარიაო. ბატონი ნუკრის თეატრი ამ პრინციპების და იდეის მატარებელი და  გამგრძელებელია.მე სიმაღლის შიში მაქვს. ერთ სცენაში რკინის საქანელა ზევით ადის. საშინლად მეშინოდა. სიმაღლის ფობია მაქვს, თუმცა რომ არა ეს შემოქმედებითი ჯგუფი და საერთოდ, ამ თეატრის ნდობა, ამ შიშს ვერ დავძლევდი. მიხარია, რომ თეატრი ჩემთვის ბევრი შიშის დაძლევის ადგილია. მადლობა ყველა მსახიობს, ტექნიკურ პერსონალს და ყველას, ვინც ამ სპექტაკლზე იმუშავა. მადლობა თეატრალურ საზოგადოებას ჯილდოსთვის, მადლობა მაყურებელს და ყველას, ვისაც მოვწონვარ. ქართულ თეატრს ბევრ საინტერესო სპექტაკლს ვუსურვებ... 

maka

კულტურა • 1726586756

"ვერც ერთ მოსულ გულშემატკივარში "სიკვდილთან შეგუება" ვერ დავინახე... ბევრის უხმო კივილი მესმოდა" - მაკა შალიკაშვილი ზურა ბერიკაშვილზე

ზურა ბერიკაშვილის გარდაცვალებამ სევდა და გულისტკივილი მოუტანა ყველას. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო, რატომღაც ყველას ჰქონდა იმის იმედი, რომ მსახიობი "გამოძვრებოდა"... შეუცნობელია უფლის გზები, ამიტომ ვერასდროს მივხვდებით, რატომ მიჰყავს ჩვენს შემოქმედს ასე ახალგაზრდა ადამიანები. 55 წლის მსახიობი გუშინ საბურთალოს სასაფლაოზე დაიკრძალა. გივი ბერიკაშვილი მაკა შალიკაშვილის ნათლია იყო. მსახიობი ფეისბუქზე წერს. "დეკემბრიდან მოყოლებული უმძიმესი მდგომარეობა იყო აქამდე... მე კი იქ არც ერთ, ვიმეორებ, არც ერთ მოსულ გულშემატკივარში "შეგუება", "სიკვდილთან შეგუება" ვერ ვიგრძენი და ვერ დავინახე.მე ადამიანების ქვითინი და ბევრი მათგანის უხმო კივილიც მესმოდა...ნათელში იყოს ზურას სული.უფროსი ბერიკაშვილების თაობის ჩემი მანანაღაა...  ყველას სიყვარულს მასთან ვაერთიანებ აწი, ღმერთმა გააძლიეროს.

maka shalikashvili

საზოგადოება • 1724327160

„სისულელეა გულისტკენის შემდეგ ისევ იმ ადამიანის გვერდით მოინდომო ყოფნა, ვინც შენ ისეთი ვერ დაგინახა, როგორიც ხარ…“ - მაკა შალიკაშვილი

მსახიობი მაკა შალიკაშვილი, რომელმაც ორი წლის წინ დაკარგა მამა, რომლის გამოსაჯანმრთელებლად ბევრი იბრძოლა, ცხოვრებისეულ სირთულეებზე, მათ შორის ადამიანებისგან მიღებულ წყენაზე ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში საუბრობს:გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:მოგიშორებიათ ეგრეთ წოდებული სარეველა ადამიანები ცხოვრებიდან, როგორ უმკლავდებით ხოლმე გულისტკენას?ზოგი ადამიანი მე მოვიცილე, ზოგმა თავად მომიცილა. ცხოვრება ასეთია. ყველანი ჩვენ-ჩვენს ნავში ვსხდებით და ვაგრძელებთ გზას. ზოგისთვის იქნებ მე გამოვდექი სარეველა, არ ვიცი. ზუსტად ისეა, როგორც ლექსშია: „ვერაფერი გამიგია, ცხოვრებაში რა ხდება. ყველაფერი წამიგია, მეგობრები გვაკლდება. ბრაუნინგით არ მომკვდარა, ვინც დღეს ჩვენთვის მკვდარია, არც ფანჯრიდან გადმომხტარან, მშვენიერად არიან“.ადამიანებს თავიანთი ცხოვრების წესი აქვთ. თავიანი პიროვნული თვისებები აქვთ. მე მაგალითად, ზედმეტად ალალი ვიყავი და რაღაც ასაკში მეგონა, ყველა ისეთი იყო, როგორიც მე ვარ, ან მე ვიყავი ყველასნაირი. მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. არც ეს ყოფილა პრობლემა. ყველაფერმა, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, გამხადა ზუსტად ისეთი, როგორიც დღეს ვარ.სისულელეა წყენის და გულისტკენის შემდეგ არჩიო მომხდარი და ისევ იმ ადამიანის გვერდით მოინდომო ყოფნა, ვინც შენ ისეთი ვერ დაგინახა, როგორიც ხარ. ძალიან მიყვარს პატიება, მაგრამ გააჩნია წყენის ხარისხს. როცა ის ძალიან დიდია, აუცილებლად გვერდზე უნდა გადგე. დაშორდე, ვინც გიმტრო და ტკივილი მოგაყენა.ადამიანი უგუნური ხომ არ ხარ. გულთან მოიხმო და ჩაიხუტო ის, ვინც მუდმივად გკბენს. თუმცა ძალიან მეცოდება ასეთი ადამიანი. დასანანია, რომ დროებით და მოკლე წუთისოფელში არ ვინდობთ ერთმანეთს. ტერენტი გრანელის ლექსს მოვიშველიებ: „ვიცი, მე შენ გამიწიე მტრობა, მაინც მოხვალ და საყვედურს მეტყვი. ისევ ვეძებ მარადიულ ყოფას, სიკვდილია სიცოცხლეზე მეტი“.

მაკა შალიკაშვილი

ტაბლოიდი • 1721903685

VIDEO: „ლეგენდად დარჩეს!“ - მაკა შალიკაშვილის წაკითხული ლექსი ნახვების რეკორდს ხსნის

მაკა შალიკაშვილი „პრაიმშოუს“ ესტუმრა და ცნობილი ლექსი „ლეგენდად“ დარჩეს ჩვეული არტისტიზმით წაიკითხა.როგორც ყოველთვის, ახლაც, მაკას წაკითხულმა ლექსმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია სოციალურ ქსელში:„გენიალურია…“ „ნიჭიერი…“ „მაგარია…“ „სასწაულია…“- წერენ კომენტარებში. 

maka shalikashvili

საზოგადოება • 1719404700

„იმის ღირსადაც არ ჩამაგდო, ეკითხა... ბინის თავდაპირველმა მეპატრონემ, ფაქტობრივად, ქუჩაში გამაგდო“ - მაკა შალიკაშვილი

მაკა შალიკაშვილი ჟურნალ „გზის“ ახალ ნომერში ჰყვება სირთულის შესახებ, რომელიც მოულოდნელად, ნაქირავები ბინის დატოვებისას შეხვდა.ნახეთ ამონარიდი ინტერვიუდანროგორც მაკა ჰყვება, 13 ერთ ქალისგან ჰქონდა ბინა ნაქირავები. მეპატრონემ კი ბინა ისე გაყიდა, მაკამ ამის შესახებ არაფერი იცოდა და ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ რჩებოდა.„იმის ღირსადაც არ ჩამაგდო, ეკითხა, როდის მიდიხარო? იმ ქალბატონს, ვინც ბინა შეიძინა, ვულოცავ, რა თქმა უნდა, დღეს ბინის შეძენა დიდი ბედნიერებაა. თავად მასთან, სახლის ახალ მეპატრონესთან მოხდა დალაპარაკება, რომ ჩემთვის ბინის დასაცლელად დრო მოეცა. მოკლედ, ბინის თავდაპირველმა მეპატრონემ, ფაქტობრივად, ქუჩაში გამაგდო.-13 წლის განმავლობაში, მასთან მეგობრული ურთიერთობა არ ჩამოგიყალიბდათ?კი, იდეაში, ჩამოყალიბებული იყო. ძირითადად, ყოველ ზაფხულს ქირას მიმატებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბინას გავარემონტებ და უცხოელებზე გავაქირავებ, რა პრობლემააო? იმის გამო, რომ აქეთ-იქით სიარული არ შემეძლო, გაურემონტებელ, საშინელ სახლში ვცხოვრობდი, 32 კვ.მ.-ში. ამბობდა, ყველა ფულს აკეთებს, მე რატომ არ უნდა გავაკეთოო?!-ახლა სხვა ბინის პოვნა იოლად მოახერხეთ?სრულიად შემთხვევით, გოგონა ვიპოვე, ვინც ბინას აქირავებდა…

maka

ტაბლოიდი • 1716271140

"ჩემს თავს ვუთხარი, არ გინდა სენტიმენტები, თორემ შეიძლება გაგიჟდე-მეთქი. გამოვიპრანჭე და წავედი..." - რით გააოცა მაკა შალიკაშვილი შვილმა

20 მაისს ბოლო ზარის დღეა საქართველოს სკოლებში... და დაჰქროდნენ სამახსოვრო წარწერებით თეთრ პერანგ აჭრელებული ლამაზი გოგო-ბიჭები და ახალ ეტაპზე გადასვლის დღეს, გაუცნობიერებელ სიხარულს დაატარებდნენ. ამ დღეს ხომ გიხარია, რომ "დიდდები". არადა, ბავშვობის დასრულება რომ არ შეიძლება, ამას გაცილებით გვიან ვაცნობიერებთ, როდესაც, ჟამთაცვლისგან, უკვე გაყვითლებულ პერანგზე იმ სამახსოვრო წარწერებს გულაჩუყებული გადავავლებთ თვალს... სკოლა დაამთავრეს მსახიობების - ლევან ყოჩიაშვილის და მაკა შალიკაშვილის შვილებმა."გილოცავ სკოლის დამთავრებას. ბედნიერი და წარმატებული მომავალი, შენ, ვასი. მიყვარხარ და მეამაყები" - წერს ლევანი ფეისბუქზე.შვილის ფოტოებს აქვეყნებს მაკა შალიკაშვილიც, ემოციებს კი "პრაიმტაიმის" მკითხველს უზიარებს.მაკა შალიკაშვილი: დღეს გავიაზრე და ჩავუღრმავდი, მართლა გუშინ წავიყვანე თინანო სკოლაში... და უკვე დაამთავრა! ჩემს თავს ვუთხარი, მაკა, არ გინდა სენტიმენტები, არ ჩაჰყვე, თორემ შეიძლება გაგიჟდე-მეთქი. ეს ემოცია გადავკეტე, ჩავიცვი, გამოვიპრანჭე და წავედი ჩემი შვილის სკოლის ბოლო ზარზე.  დედაჩემი ტიროდა, რადგან მამაჩემი ვერ მოესწრო თინანოს სკოლის დამთავრებას. სურვილი ჰქონდა, თინანოს სკოლის დამთავრებას და ქორწილს დასწრებოდა... სამწუხაროდ, ორი წლის წინ გარდაიცვალა. ახლა ისეთი სევდიანი ვარ, ვერ წარმოიდგენთ, მაგრამ ამ დღეს, მაინც არ უნდა ვიტიროთ. კი, ჩვენი ძვირფასი ადამიანი ვერ მოესწრო ამას, მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენი შვილები ღიმილით, სიცილით, მაგარ ხასიათზე უნდა გადავიყვანოთ ცხოვრების ახალ ეტაპზე. საერთოდ არ მომწონს "ბოლო ზარი" რომ ჰქვია. უფ, კაი რა... ბოლო მტრისთვისაც არ იყოს.ალბათ, იმდენად ბევრია ჩემში ეს სენტიმენტები, ახლა ცრემლებად დავიღვრებოდი, მაგრამ არა! პირიქით, პროტესტი მაქვს და ვარ ბედნიერი, ვარ ძალიან ახალგაზრდა, შემდგარი, საკუთარ თავში დარწმუნებული...ბედნიერი დედა ჰყავს თინანოს!მე მინდა თითოეულ ბავშვს ვუსურვო ბედნიერება, სწავლა-განათლება. არაფერი არ მთავრდება, პირიქით, ახლა იწყება.ბავშვებო, კითხვა, განათლება, გონიერება, გააზრება. სულიერი ზრდა, რომ არასოდეს, არავინ და არაფერმა იმოქმედოს თქვენზე.მინდა, რომ იყვნენ თავისუფლები და ბედნიერები. არა სულელურად თავისუფლები, არამედ გააზრებულად, რომ ზუსტად იცოდნენ, რას და ვის ემსახურებიან და რას ემონებიან. ყველას ვუსურვებ მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებას, წარმატებას და ჯანმრთელობას. გეტყვით, რომ თინანოს, სასურველ ფაკულტეტებს შორის, სამსახიობო ფაკულტეტი არ ჩაუწერია. ისე კი, გამოვტყდები, მე გავოცდი, რომ სამსახიობო არ აურჩევია. მე ყოველთვის ვეუბნებოდი, რაც გინდა, დედიკო, ის გააკეთე-მეთქი. მე ყოველთვის იმას ვაკეთებდი, რაც მინდოდა, ბავშვობიდან ასეთი ტიპი ვარ. ადამიანის შინაგან თავისუფლებას პატივს ვცემ.მოდით, ჯერ საიდუმლოდ შევინახავ მის არჩევანს.წარმატებები ყველას! ასევე დაგაინტერესებთ: "რომ არა ჩემი დულსინია, ჩემს თვალებში ასეთი სხივი არ იქნებოდა" - გია ფერაძე შეყვარებულია"ალუჩა ძალიან კარგად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და ახასიათებს დამამშვიდებელი ეფექტი,“- ლევან რატიანის რჩევა"განცდა მაქვს, რომ არც არსად წასულა... სულ მისი ზარის მოლოდინში ვარ..." - კახის გარდაცვალებიდან სამი წელი გავიდა

artists

კულტურა • 1702486804

ლეგენდები, არტისტები და ხელოვანები, რომლებსაც 2023 წელს დავემშვიდობეთ

2023 წელს ბევრი ხელოვანი დავკარგეთ. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ოცამდე არტისტის იმიერში გადასვლა, ბევრია... მით უფრო, როდესაც ამგვარი მასშტაბური ადამიანების წასვლით, ძალიან ვღარიბდებით. წლის დასაწყისში "მიმინო" გაგვიფრინდა... ეპოქალური ბუბა 15 იანვარს წავიდა... ნათლისღების დღეს, მშობლიურ ვერაზე, "წუთისოფლის ეტლმა, ჭენებ-ჭენებით გააქროლა" ჩვენი ლეგენდა. ვახტანგ კიკაბიძე საქართველომ გულიდან წამოსული ცრემლით გააცილა...ტაში და აღიარება, რომელიც მთელი ცხოვრება თესა, საბოლოოდ უკანასკნელ გზაზე მოიმკა და შლეიფივით თან გაიყოლა..."სიკვდილის გზა არრა არის, ვარდისფერ გზის გარდა..."  დიახ, ბუბას პროცესია ვარდისფერი იყო, სიყვარულის და ვარდის ფურცლებისფრად მეფურიც და ფაქიზიც.სევდიანი იყო სცენა, საიდანაც ჩვენი მიმინო ჯერ აფრინდა, შემდეგ მთელი ცხოვრება, დიადი კამარა შეკრა და 2023 წლის 19 იანვარს, მარადიულ განსასვენებლამდე, რამდენიმე საათით შეისვენა. შესვენება იყო ცრემლიან- ყვავილიანი. მადლიერი აპლოდისმენტებით გული იჯერა და ისე წავიდა. მაგრამ ეს სულ სხვა ტაში იყო. ის არაფრით ჰგავდა ბუბას შესრულებით აღტაცებულ აპლოდისმენტებს. იყო სევდიანი, მადლიერებით გაჟღენთილი და სამარის კარამდე მიმცილებელი.ბუბა ჩვენი ქვეყნის ერთგვარი ლოგო იყო... თავის გმირებსაც ჰგავდა... ჰქონდა ღირსება და დიდი სიკეთე" - ცნობილი ქართველები 84 წლის ლეგენდას ასე გამოემშვიდობნენ...მეორე ლეგენდა და მისი თაობის ერთ-ერთი უკანასკნელი მოჰიკანი - ჯემალ ღაღანიძე მარადისობას 3 თებერვალს შეერთო. 89 წლის მსახიობმა უკანასკნელი წლები, ძირითადად, მწოლიარემ გაატარა. უბედნიერესს ხდიდა ყურადღება, მოკითხვა და სცენაზე დაბრუნების იმედი უთბობდა სიბერისგან გაფერმკრთალებულ წლებს. "კეთილშობილი, კომფორტული და ნამდვილი" - ეს იყო შეფასებები, რომლითაც არტისტს ახასიათებდნენ. მურმან ჯინორია: რა ხიბლი ჰქონდა ამისთანა ჯემალ ღაღანიძეს, რომ ის ხალხს უყვარდა? ეს ხიბლი ან გაქვს, ან არ გაქვს. მას ვერავინ მოგცემს. სცენაზე რომ გამოვიდოდა, ყველა მას უყურებდა, შენატროდა. იმ 70 წლის მანძილზე , რაც მან რუსთაველის თეატრის სცენაზე გაატარა, რამდენ ადამიანს მიანიჭა სიხარული. ეს სიხარული გაჰყვეს მას იმ ქვეყნად...ერთია, რომ კარგი მსახიობი ხარ, მეორეა, რომ ხარ კომფორტული ადამიანი. ის კომფორტული იყო ოჯახშიც, თეატრშიც, სამეგობროშიც, სუფრაზეც, სიმღერის დროსაც.12 აპრილს, 58 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი, ბესო მეგრელიშვილი.ქეთი ქიტიაშვილი: 1 აპრილს სპექტაკლი ვითამაშეთ და იქიდან მხიარულები წამოვედით. ბესოზე რატომღაც გავიფიქრე, რა ყოჩაღად არის-მეთქი. მომეწონა, კარგად ითამაშა, კმაყოფილი ვუყურებდი კულისებიდან და ჩემი შეგრძნებები მახსოვს. მაგრამ ეს არ ყოფილა არანაირი წინათგრძნობა. ვერც ვიფიქრებდი, რომ რამდენიმე დღეში მასზე წარსულში მომიწევდა საუბარი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მუდმივები ვართ. არ ვუფრთხილდებით ჯანმრთელობას. არადა, რა არის ადამიანის ცხოვრება.9 მაისს გარდაიცვალა პოეტი ბერდია არაბული. ხევსურეთმა თავისი 61 წლის კაი ყმა იგლოვა. ეთერ თათარაიძე: როგორც ის დამამახსოვრდა, ეს მისგან წამოსული სინათლეა. თავისი კუთხის, ხევსურეთის ძალიან ერთგული იყო. მოუშორებლად იქ იყო. ქართულს ასწავლიდა.უთქმელი ადამიანი იყო. ნამდვილი მთის კაცი. როდესაც შეგვხვდებოდა, დიდი სითბოთი და სხვანაირი სიკეთით გამორჩეული მამახსოვრდებოდა, თავისი ნაღვლიანი ღიმილით. ეგეთი იყო. ძალიან არ გასამეტებელი ადამიანი იყო. მისნაირები უვლიან ხევსურეთს ახლა და აცოცხლებენ. თბილისში ისწავლა, თავის კუთხეში დაბრუნდა და იქაურობას შეეწირა. მაისში გარდაიცვალა 51 წლის პოეტი ლევან ალავერდაშვილიც. უავადმყოფია, როგორც ახლობლები წერენ. ლევანი მშობლიურ ქიზიყში ცხოვრობდა. დედაქალაქს მაშინ სტუმრობდა, როდესაც "საჭირო" იყო. არ უყვარდა ქალაქი. ფესვებთან ახლოს ყოფნითა და ვაზის მოვლით გართულს, მიწის სუნით გაბრუებულსა და ღვინისფრად შესხვაფერებულს, სამრეკლოში ნახავდით. ეს მისი სოფლის სახელია, ამგვარად რელიგიურად პოეტური.ლევანას (ასე ეძახდა თავის თავს) პოეზია გულიდან წამოსული რითმების სიმფონიაა, რომელიც კითხვისას გასხვაფერებს და უკეთესს გხდის. ***გასულ ზაფხულს მარიკუნა მიქატაძემ სრული შოკი მიგვაღებინა! გია ფერაძის 39 წლის ქალიშვილის მოულოდნელმა ტრაგიკულმა გარდაცვალებამ ზაფხული შუაზე გადატეხა.მარიკუნა 14 ივლისს საბერძნეთში გარდაიცვალა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მოტოციკლეტიდან გადავარდა... მარიკუნა მოდის სფეროში მოღვაწეობდა. ომის დაწყებამდე, ცხოვრობდა და მუშაობდა უკრაინაში.ნანახი თუ გყავდათ, ამ ტრაგიკული ბედის მანტიით მცხოვრები გოგონას სევდიან თვალებს, ვერასდროს დაივიწყებდით. ადვილი არ იყო მთელი ცხოვრება ევლო აჩრდილითა და ხმით - მამამ დედა მოუკლა...აპატია? ალბათ, ბოლომდე ვერც შეძლებდა ამის შენდობას. იყო ვარსკვლავური, მომხიბვლელი და სევდიანი...შავი თმით, ყურზე რგოლებით, გაბუტული ტუჩებითა და სევდიანი თვალებით - მარიკუნა სულ ასეთი ემახსოვრება ყველას... 17 ივლისს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული მოცეკვავე, ომარ მხეიძე. ნატალია მხეიძე: ბაბუ არ ტოვებდა არც ერთ კონცერტს, შეკრებას, დაჯილდოებას და მსგავს ღონისძიებებს. ძალიან ბევრს და ხშირად დადიოდა მთასა თუ ბარში. მისი პროფესიით ცოცხლობდა. მამა ხშირად სთხოვდა, რომ ასაკის გამო ამდენი აღარ ევლო, ცუდად რომ არ გამხდარიყო; ამაზე ომარი ბრაზდებოდა, რა დროს ეგ არისო. 86 წლამდე ამ რეჟიმით იცხოვრა. ძალიან უყვარდა სიცოცხლე. ბოლოს, როდესაც აღარც ჯანმრთელობა უწყობდა ხელს და აღარც მეხსიერება, არასოდეს დავიწყებია "სუხიშვილების" პერიოდი, არც ერთი დეტალი. არ ახსოვდა არაფერი, მაგრამ ახსოვდა "სუხიშვილები". ახსოვდა ყველა კონცერტი, ყველა ჯილდო81 წლის გოგი ხარაბაძემ თავისი უკანასკნელი განსასვენებელი, 20 აგვისტოს, მახათას მთაზე დაიდო.პირადმა ტრაგედიამ მოწყვიტა ყველაფერს და როგორც ამ დროს ხდება ხოლმე, შვილმკვდარი უფალს დაუახლოვდა... მგლოვიარეთათვის პატრიარქი აუწონავი ნუგეშისმცემელია; მსახიობი ხშირად სტუმრობდა მას და ერთ-ერთ ვიზიტზე, რომელსაც საქმიანი ეთქმოდა, ასეთი რამ მოჰყვა;გოგი ხარაბაძემ 14 წლის წინ „ბიბლიის“ პირველი სრული აუდიო ვერსია ჩაწერა, დაბადებიდან – აპოკალიფსის ჩათვლით. პატრიარქმა ორწლიანი ნაშრომი 2009 წლის 1 მაისს ჩაიბარა და მას "საუკუნის პროექტი" უწოდა. პროექტის პროდიუსერები მერაბ სანოძე, გიორგი ხარაბაძე (უმცროსი) და თამარ ცაგარეიშვილი გახლდნენ. ბუნებრივია, „ბიბლია“ პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და წინამძღვრობით ჩაიწერა. გოგი ხარაბაძე თითქმის ყოველ კვირა დადიოდა პატრიარქთან, ხშირად ესაუბრებოდა უწმინდესს, ლოცვა-კურთხევას იღებდა. მაქსიმალურად ემზადებოდა ამ პროექტისთვის. უზარმაზარი შრომა ჩადო, რომ მაღალ დონეზე შესრულებულიყო.20 აგვისტოს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა მხატვარი თემო გოცაძე."ყველაზე მეტად მარინას გარეშე ცხოვრების მეშინიაო, ამბობდა. ძალიან დააკლდა, განიცადა და მალევე წავიდა კიდეც.კი ვითომდა თავი ხელში აიყვანა, კუს ტბაზე დადიოდა, რომ გაევლო, გამოევლო, თითქოს სიძლიერე გამოიჩინა, მაგრამ მაინც არ გამოუვიდა.მე ვფიქრობ, რომ მარინა რომ ცოცხალი ყოფილიყო, თემოს სიცოცხლე გახანგრძლივდებოდა. მამაკაცი უფრო სუსტია, მოსავლელია, ამიტომ თემოს მარინა ძალიან დააკლდა, განიცადა და დაეტყო კიდეც; საყვარელი ქალის წასვლის შემდეგ, თავადაც საკმაოდ მალე წავიდა... " - ნანა ფაჩუაშვილი თემო გოცაძეს იხსენებსინგა ფერაძე 9 ოქტომბერს ბრიუსელში გარდაიცვალა. უკანასკნელი განსასვენებელი მახათას მთაზე, პანთეონში დაიდო... დრამატიზმით სავსე, დუდუკის ხმოვანი ვოკალის მუსიკოსი, მონატრებულ მშობლიურ მიწას საუკუნოდ შეუერთდა.პერიოდულად ქა­ლაქ ბრი­უ­სელ­ში ევან­გე­ლის­ტურ ეკ­ლე­სი­ა­ში გა­ლობ­და.  ადამიანი, რომლის კეთილშობილებასაც არანაირი საზღვარი არ გააჩნდა, უანგაროდ ბოლომდე ერთგული... ყველაზე დიდი ოცნება საქართველო, სიმღერა იყო.28 ოქტომბერს შეუცვლელი არსაკიძე აღესრულა. კაცი, რომელმაც ისე განასახიერა ეს გმირი, რომ მას მართლა სვეტიცხოვლის აღმშენებელთან აიგივებდნენ.თენგიზ არჩვაძემ 91 წელი ისე გაატარა ამ მღვრიე წუთისოფელში, რომ არ გასვრილა."სულს აღზრდა უნდა. დღეს ვერ იცლიან ამისთვის თუ არ იცლიან, არ ვიცი. კუნთების ჩამოყალიბება ადვილია, სულისა - ძნელი... ამის გარეშე კი... ერთ მეგობარს ვუთხარი: რა არის, სულ ღორივით (არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ უნდა ვთქვა) ძირს რომ იყურები, საშოვარზე. აიხედე, ნახე რა ზეცაა; შენ ისე ცხოვრობ, ცა არ გინახავს-მეთქი!მე სულ ზეპირად ვიცოდი ცარგვალის განლაგება, ირმის ნახტომი, დიდი დათვი, პატარა დათვი... თუშეთში ცეცხლს დავანთებდი, ნაბადში გავეხვეოდი და გარეთ ვწვებოდი დასაძინებლად, იმიტომ კი არა, რომ სახლში არ შემეძლო ღამის გათევა, გარეთ ცას მივჩერებოდი. ვუყურებდი, როგორ მოგზაურობდა ცისკრის ვარსკვლავი. მეც მათთან ერთად ვსერავდი ცის კაბადონს...სამზეოსკენ უნდა გაიხედო. იცით, რა არის სამზეო? მე კუს ტბაზე დავდიოდი ფეხით. იქ, ზევით, კაკლები ხარობს... უძოზეც ავდიოდი ხოლმე. იქიდან კოჯრამდე კილომეტრ ნახევარიღა რჩება. მზის ამოსვლას ვასწრებდი იქ ასვლას. რომ გადმოიხედავ და მზე ამოდის - ეს არის სამზეო. მატერიალურს აბსოლუტურად არაფერს არ აქვს მნიშვნელობა. ყველაფერი რომ წამართვან, ამისი ნახვის უფლებას თუ დამიტოვებენ, უბედნიერესი კაცი ვიქნები. ეს უნდა შეიგრძნო. ბედნიერებას დანახვა უნდა. უნდა განასხვავო ღირებული და ნაკლებად ღირებული" - თენგიზ არჩვაძე.27 ოქტომბერს ბათუმში ახალგაზრდა რეჟისორი გიორგი გოგიბერიძე გარდაიცვალა. საერთაშორისო კინო ფესტივალის - "ბიაფის" წყალობით, ბათუმი  მსოფლიო კინო რუკაზე რომ მოხვდა, ამაში დიდი წვლილი ამ ხელოვანსაც მიუძღვის. გიორგის მიერ დაარსებული "ბიაფის" ფარგლებში, ხავერდოვან სეზონზე, ბათუმს მართლაც მსოფლიო დონის კინო ხელოვანები სტუმრობდნენ და შავი ზღვისპირა ლამაზი ქალაქის კულტურულ ცხოვრებას ეცნობოდნენ.48 წლის ხელოვანი, ბოლო ერთი წელი, მძიმე სენს ებრძოდა. ირაკლი კიკვაძე: სათნო და კეთილი ადამიანი გახლდათ. ყველა იცნობს, როგორც რეჟისორს და ხელოვანს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ გიორგი ხატებს წერდა ტაძრებისთვის.მე რომ ბოლოს ვნახე მამა გაბრიელის დიდ ხატზე მუშაობდა.14 ნოემბერს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულმა თეატრმა ზვიად სვანაძის გარდაცვალება ამცნო საზოგადოებას. მაკა შალიკაშვილი: ზვიადი ნიჭიერი მსახიობი იყო. "მაკბეტში", სადაც მიწვევით მეც ვთამაშობ, მას პატარა როლი ჰქონდა, მაგრამ იმ როლთან მიდგომაც ჰქონდა ძალიან ღირსეული, პროფესიონალური. მე ჩასული ვიყავი ქუთაისის თეატრში და ის იქაური და მნიშვნელოვანია, რომ შემხვდა თბილად.მსახიობის შვილი იყო. თვითონაც ნიჭიერი მსახიობი...იყო მორიდებული, მშვიდი, დიდი ადამიანი... ჩვენ სულ ლექსებზე ვლაპარაკობდით. ძალიან უყვარდა ლექსები...ქართულმა საოპერო სამყარომ, წლის მიწურულს, 3 დეკემბერს დაკარგა ლეგენდა სახელად მედეა ამირანაშვილი. მომღერალი, რომელსაც ახალგაზრდა თაობის დიდ გულშემატკივრად და ქომაგად აღიარებდნენ. უკანასკნელ დღეებში მეგობრებს ღიმილით მასპინძლობდა. ამ ღიმილში კი ერთად განვლილი წლების აღმართ-დაღმართი და სითბო იმალებოდა...იმერი კავსაძე: პეტრე ამირანაშვილის ხსოვნის საღამო იყო კონსერვატორიაში. მეორე დღეს მედეას შვილმა, მარინა ფარულავამ სახლში მიგვიწვია მე, რეზო ტაბიძე და ემზარ გეწაძე. ვნახეთ მედიკო. ეს იყო ბოლო ნახვა...ეტლით გამოიყვანა ქალიშვილმა. გვიყურა, გვიყურა. იმერი ვარ, ხომ გახსოვარ? ერთად რომ ვმღეროდით-მეთქი? მის თვალებში სითბო ვიგრძენი და გამიღიმა. ამ ღიმილში ჩვენი შეხვედრები და მეგობრობა იყო... ეს იყო ჩემთვის შთამბეჭდავი და.. ალბათ, ეს უკანასკნელი შეხვედრა და ღიმილი, არასდროს დამავიწყდება.ყველა გვიცნო, ყველაფერს ხვდებოდა, თვალებით, ღიმილით ვატყობდით, რომ ჩვენთან იყო, მაგრამ ვერ მეტყველებდა...მედიკო ჩემს მეხსიერებაში ჩარჩება როგორც დიდი მუსიკოსი, მომღერალი და ჩვენი ერის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი. ქართული მუსიკალური სამყაროს ლეგენდა წავიდა ჩვენგან.12 დეკემბერს 66 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მწერალი ზურაბ ქარუმიძე.ჯაზის დიდ გულშემატკივარსა და მოყვარულს, დღეს არა მხოლოდ ლიტერატურული წრე მისტირის, არამედ ჯაზმენებიც...მიხო მოსულიშვილი: ნამდვილი კულტურტრეგერი, ჯაზისა და ჯოისის აქცენტებით... 2012 წელია და ზურას ვხვდები უცებ, სახელდახელოდ.მეთქი, ზურა, შენი შარშან დაწერილი Dagny, or a Love Feast წავიკითხე... ერთ საიტზე იდო, იქიდან გადავიწერე და ისე.მართლაო, - უკვირს, - მართლა წაიკითხეო? ინგლისურადო?შენ ხო იცი, როგორი გაჭირვებული ინგლისურიც ვიცი, მაგრამ რაც გავიგე, - მაგარ!თან სჯერა, თან ეეჭვება ცოტაც...და მეთქი, ხო იცი, დამაინტერესებდა ძალიან და შენ რომ მანდ ვაჟა-ფშაველა გამოიყვანე, ზუსტად ეგ არი...ჰოო?ვახ, კი მეთქი, კი! აბა რა!შენ ხო მაგისი ბიოგრაფია დაწერე და ვაჟაზე რომ მაგას მეტყვი, მართლა კაია მაშინო...მარტო ვაჟათი კი არა, თავისი გურჯიევიან-სტალინიანად და დაგნიანად და ყველა დანარჩენებიანად მაგარია მეთქი...გაიხარე, გაიხარეო, მე მიბარებს და თავად არის გახარებული...აი, ეგეთი გახარებული ზურა მაგონდება ჩვენი მრავალგზისი შეხვედრებიდან...და დიდი ტკივილიც აქვეა, რომ ნაადრევად და მოულოდნელად წავიდა მეოცე-ოცდამეერთე საუკუნეების გასაყარის ერთი საუკეთესო მწერალი და ნამდვილი კულტურტრეგერი, ჯაზისა და ჯოისის აქცენტებით...ასევე დაგაინტერესებთ:კერძები, რომლებიც გაცხელებისას მომწამვლელი ხდება„დედას ვკითხე, ვინ არის ღმერთი-მეთქი - შენ ხარო... როგორი კაციც გაიზრდები, ისეთი ღმერთი გეყოლებაო“ - ბუბა კიკაბიძე დედაზე"სიყვარული არის ზრუნვა...“ - კახის და ანუკის უთბილესი კადრები

ექიმი

მსოფლიო • 1701548261

როგორ იძიეს ქალებმა შური მოღალატე ქმრებზე - ფაქტები საგამოძიებო მასალებიდან

ოჯახურ ძალადობებთან დაკავშირებულ კრიმინალურ საგამოძიებო მასალებში ძალიან ბევრი საქმეა, როცა ქალებმა მოძალადე ან მოღალატე ქმრებზე საზარელი გზით იძიეს შური. საქმე კასტრაციას ეხება, რომელიც თურმე საკმაოდ ხშირი შემთხვევაა ქალთა მხრიდან განხორციელებულ დანაშაულში, რომელიც შურისძიების მიზნით განხორციელდა.36 წლის ჟანა ნურჟანოვა ყაზახეთის კრიმინალური ამბების მთავარ გმირად იქცა. მან მეუღლის ტელეფონში შემთხვევით იპოვა მიმოწერა, სადაც კაცი აღფრთოვანებული წერდა სხვა გოგონას და ეუბნებოდა, რომ უყვარდა.სასაუბრო ჩათში ფოტოებსაც აგზავნიდა. ნურჟანოვამ გაიგო, რომ ქმარი ღალატობდა, თუმცა სკანდალი არ მოუწყვია. ცოტა ხანს თავი ისე მოაჩვენა, თითქოს არაფერი იცოდა, სინამდვილეში კი საშინელი შურისძიების გეგმას ადგენდა. ერთ საღამოს პარტნიორს საწოლში თამამი ექსპერიმენტი შესთავაზა. მერე კი ყველაფერი გეგმაზომიერად განვითარდა და საბოლოოდ ბიჭი კლინიკაში მოხვდა, რადგან ქალმა მას სასქესო ორგანო მოაჭრა.კიდევ ერთი შემთხვევა 2015 წელს მოხდა. ჩინელმა ფენ ლუნმა, რომელიც მაშინ 21 წლის იყო, ქმარზე იგივე გზით იძია შური. მიზეზი ღალატი იყო. ამბის გაგრძელებას შემზარავია - დიდხნიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ მოჭრილი პენისი ვერ იპოვა.ყველაზე ცნობილი კასტრაციის ფაქტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, 1993 წელს მოხდა. ლორენა ბობიტმა ქმარს, ჯონს პენისი მაშინ მოაჭრა, როცა მას ეძინა. დანაშაულის ჩადენა ქალმა მაშინ გადაწყვიტა, როცა ქმარი სახლში მთვრალი მივიდა და სექსუალურად იძალადა მასზე. ექიმებმა მამაკაცს რთული ოპერაცია ჩაუტარეს და ორგანოს მიკერება და ფუნქციების აღდგენა მოახერხეს.2017 წლის სექტემბერში 50 წლის სამხრეთკორეელმა ქალმა მეუღლეს სასქესო ორგანო მოაჭრა. მათი  ახლობლებისთვის ეს ამბავი სრულიად წარმოუდგენელი იყო, რადგან წყვილი ჰარმონიულად ცხოვრობდა. გაირკვა, რომ ქმართან დიდხნიანი ცხოვრების შემდეგ, ქალს ბევრი პრეტენზია დაუგროვდა. ძალიან ბრაზობდა, რომ კაცი მთელ თავისუფალ დროს საყვარელ გატაცებას, გოლფის თამაშს უთმობდა და თავად პაემანზე არ მიჰყავდა. პოლიციასთან თავი რომ ემართლებინა, თქვა, რომ ქმარი სცემდა.ასევე ნახეთ:„მძიმე დეპრესია მქონდა... ყველა კლინიკა მომატარა“ - ვისზე საუბრობს მაკა შალიკაშვილიდატბორილი საზღვაო კურორტები, დანგრეული ინფრასტრუქტურა, პარალიზებული სანიაღვრე სისტემა - მეორე დღეა, "საუკუნის შტორმი" შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს უტევს

პოლიცია

მსოფლიო • 1701337636

საქორწილო წვეულებაზე საქმრომ პატარძალი და მისი ოჯახი მოკლა (უცხოეთი)

ქორწილის უჩვეულო დასასრული - დაქორწინებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, საქმრომ ესროლა თავისი ცოლს, დედას, უმცროს დას  და კიდევ სხვა სტუმარს. შემდეგ კი თავი მოიკლა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. გამოცემის ცნობით, შემთხვევა  ჩრდილო-აღმოსავლეთ ტაილანდში მოხდა, შედეგად სულ 5 ადამიანი დაიღუპა. წვეულება თავიდან ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, სროლის დროს საქმრო უკვე „საკმაოდ ნასვამი“ იყო. პოლიციამ განაცხადა, რომ სუკსუკმა თავისი იარაღი და საბრძოლო მასალა ლეგალურად შეიძინა გასულ წელს.დანაშაულის ადგილზე მისულმა გამომძიებლებმა ამოიღეს 9 მმ-იანი საბრძოლო მასალის 11 დახარჯული ვაზნა.საქორწინო წყვილი ქორწილამდე სამი წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდა. პოლიცია ამ დრომდე იძიებს სროლის მოტივს, მათ შორის, ქორწილის დღეს წყვილს შორის მომხდარი ჩხუბის ჩათვლით.ასევე ნახეთ:„მძიმე დეპრესია მქონდა... ყველა კლინიკა მომატარა“ - ვისზე საუბრობს მაკა შალიკაშვილიდატბორილი საზღვაო კურორტები, დანგრეული ინფრასტრუქტურა, პარალიზებული სანიაღვრე სისტემა - მეორე დღეა, "საუკუნის შტორმი" შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს უტევს

✕