გია აბაშიძე

პოლიტიკა • 1790849523

გია აბაშიძე: 14 წელი გავიდა, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა. ამ პერიოდში იყო წარმატებები, შეცდომები, მძიმე გადაწყვეტილებები და რთული პერიოდები. მიუხედავად ამისა, ქვეყანამ შეინარჩუნა სუვერენიტეტი, გააგრძელა სახელმწიფოებრივი განვითარება, გაიზარდა ეკონომიკა და განვითარდა ინფრასტრუქტურა და, რაც მთავარია, შენარჩუნდა მშვიდობა და სტაბილურობა

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში „ ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ 14 წლის განმავლობაში იყო წარმატებები, შეცდომები, მძიმე გადაწყვეტილებები, რთული პერიოდები და მიუხედავად ამისა, ქვეყანამ შეინარჩუნა სუვერენიტეტი, გააგრძელა სახელმწიფოებრივი განვითარება.როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, აღნიშნული პროცესები იმ ფონზე მიმდინარეობდა, როცა მსოფლიოში ომებმა, გლობალურმა დაპირისპირებამ და ძალთა გადანაწილებამ ვითარება შეცვალა, საქართველოში კი ამას მწვავე პოლიტიკური დაპირისპირება და გარედან წაქეზებული დესტრუქცია დაემატა.მისივე თქმით, 14 წლის შემდეგ მთავარი სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ საქართველო არ გახდეს სხვისი დღის წესრიგის ნაწილი და ქვეყნის ინტერესები გარედან ნაკარნახევ პოლიტიკურ თამაშებს არ შეეწიროს.„14 წელი გავიდა, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა. ამ პერიოდში იყო წარმატებები, შეცდომები, მძიმე გადაწყვეტილებები და რთული პერიოდები. მიუხედავად ამისა, ქვეყანამ შეინარჩუნა სუვერენიტეტი, გააგრძელა სახელმწიფოებრივი განვითარება, გაიზარდა ეკონომიკა და განვითარდა ინფრასტრუქტურა და, რაც მთავარია, შენარჩუნდა მშვიდობა და სტაბილურობა — რაც ქვეყნის გაერთიანებისა და აღორძინების საწინდარია.ეს ყველაფერი იმ ფონზე მოხდა, როცა ომებმა, გლობალურმა დაპირისპირებამ და ძალთა გადანაწილებამ მსოფლიო შეცვალა, საქართველოში კი ამას მწვავე პოლიტიკური დაპირისპირება, შინაურთა ღალატი და გარედან წაქეზებული დესტრუქცია დაემატა.ასეთ გარემოში საქართველო პატარა ხომალდივითაა დიდ ოკეანეში — ქარი, დინებები და ტალღები მუდმივად იცვლება, მაგრამ სახელმწიფოს პრიორიტეტი უცვლელია: შეინარჩუნოს ეროვნული გზა და არ დაუშვას ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ქვეყანას ომში, დესტაბილიზაციასა და სახელმწიფოებრივ დაკნინებაში ჩაითრევს.14 წლის შემდეგ მთავარი სწორედ ესაა — ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, საქართველო არ გახდეს სხვისი ანტიქართული დღის წესრიგის ნაწილი და ქვეყნის ინტერესები არ შეეწიროს გარედან ნაკარნახევ პოლიტიკურ თამაშებს.“ - წერს აბაშიძე.

თამთა მეგრელიშვილი

პოლიტიკა • 1790848516

თამთა მეგრელიშვილი: ისტორიაში 2012 წლის 1 ოქტომბერი არ არის რიგითი კალენდარული თარიღი - ეს არის ახალი ათვლის წერტილი, საიდანაც სახელმწიფოს მართვის სისტემამ ფუნდამენტური, ძირეული ტრანსფორმაცია განიცადა და ერთპიროვნული და ძალადობრივი რეჟიმი ინსტიტუციურმა წესრიგმა, ძალაუფლების დეცენტრალიზაციამ და კანონის უზენაესობამ ჩაანაცვლა

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი 2012 წლის 1 ოქტომბერს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გარდამტეხ თარიღად აფასებს და აღნიშნავს, რომ ამ დღიდან სახელმწიფოს მართვის სისტემაში ფუნდამენტური ცვლილებები დაიწყო და ერთპიროვნული მმართველობა ინსტიტუციურმა წესრიგმა, ძალაუფლების დეცენტრალიზაციამ და კანონის უზენაესობამ ჩაანაცვლა.როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, 2012 წლის 1 ოქტომბერს მიღწეული გამარჯვება იყო ბორკილების მსხვრევა, გარდამტეხი მომენტი, რამაც „ქართულ ოცნებას“ ხელ-ფეხი გაუხსნა, დაეწყო ქვეყნის სუვერენიტეტის ხაზგასმით სახელმწიფო ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის გატარება, და ეს პროცესი, როგორც მმართველი პარტიის პოლიტიკური მისია, უცვლელია.მისივე შეფასებით, ბრძოლა, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო, დღესაც გრძელდება, ამ ბრძოლას, სუვერენიტეტის, მშვიდობისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვის მიზნით, კომპრომისის გარეშე გაგრძელება სჭირდება.„ისტორიაში 2012 წლის 1 ოქტომბერი არ არის რიგითი კალენდარული თარიღი — ეს არის ახალი ათვლის წერტილი, საიდანაც სახელმწიფოს მართვის სისტემამ ფუნდამენტური, ძირეული ტრანსფორმაცია განიცადა და ერთპიროვნული და ძალადობრივი რეჟიმი ინსტიტუციურმა წესრიგმა, ძალაუფლების დეცენტრალიზაციამ და კანონის უზენაესობამ ჩაანაცვლა. 2012 წლის 1 ოქტომბერს მიღწეული გამარჯვება იყო ბორკილების მსხვრევა, გარდამტეხი მომენტი, რამაც ამ პოლიტიკურ ძალას ხელ-ფეხი გაუხსნა, დაეწყო ქვეყნის სუვერენიტეტის ხაზგასმით სახელმწიფო ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის გატარება, და ეს პროცესი, როგორც ამ ძალის პოლიტიკური მისია, უცვლელია. წლებთან ერთად ღიად გამოიკვეთნენ ძველი პოლიტიკური ძალის, როგორც მარიონეტის, რეალური მმართველები — ე.წ. გლობალური ძალები, რომლებიც ქართულ სახელმწიფოს, როგორც კარგ ნადავლს, არ თმობენ და დესტრუქციულ ოპოზიციას ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად მრავალსაფეხურიან ანტისახელმწიფოებრივ გზებსა და ფინანსებს სთავაზობენ. გარე და შიდა აგენტურის, რადიკალური ოპოზიციისა და ფსევდო-არასამთავრობო სექტორის გამოყენებით, გახსოვთ „მაიდანის“ სცენარები, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები, ე.წ. „ტექნიკური, გარდამავალი მთავრობებისა“ და ალტერნატიული პარლამენტების შექმნის აბსურდული იდეები, რომელთა ერთადერთი მიზანი ქვეყნის სრულ ქაოსში ჩაძირვა და იმ ძირითადი მონაპოვრის წართმევა იყო, რაც 2012 წლის 1 ოქტომბერმა მოიტანა. დღეს, 14 წლის თავზეც, ამ პოლიტიკურ ქარტეხილებში ქართველი ხალხისა და ეროვნული ხელისუფლების ურყევი ნება არ აძლევს აგენტურულ ქსელს მართვის სადავეებს, რათა პოლიტიკურ შავ ბაზარზე საქართველო საკუთარი ინტერესების ფასად გაყიდონ. ბრძოლა, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო, დღესაც გრძელდება, და სწორედ ეს განგრძობადობა ნიშნავს იმას, რომ ქართველი ხალხი, ბიძინა ივანიშვილის იმედითა და თაოსნობით, ამ ბრძოლაში აუცილებლობიდან გამომდინარე, საჭირო დროს შევიდა და, ზემოაღნიშნული გამოწვევებისა და ლოგიკური შიდა ფილტრაციის ფონზე, სუვერენიტეტისთვის, მშვიდობისა და ტრადიციული ღირებულებების დასაცავად აგრძელებს ბრძოლას, რომელშიც კომპრომისი არ დაიშვება.“ - წერს მეგრელიშვილი.

თამთა მეგრელიშვილი

პოლიტიკა • 1790847721

თამთა მეგრელიშვილი: 2012 წლის პირველ ოქტომბერს მიღწეული გამარჯვება იყო გარდამტეხი მომენტი, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ ხელ-ფეხი გაუხსნა, დაეწყო ქვეყნის სუვერენიტეტზე ხაზგასმით სახელმწიფო ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის გატარება და ეს პროცესი ამ ძალის უცვლელი პოლიტიკური მისიაა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის 14 წლისთავს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნულმა მთავრობამ და ხალხის ძალისხმევამ ძალადობრივი რეჟიმი ინსტიტუციური წესრიგით და ხალხზე მორგებული პოლიტიკით ჩაანაცვლა.„საქართველოს თანამედროვე ისტორიაში 2012 წლის 1 ოქტომბერი არ არის რიგითი კალენდარული თარიღი - ეს არის ახალი ათვლის წერტილი, საიდანაც სახელმწიფოს მართვის სისტემამ ფუნდამენტური, ძირეული ტრანსფორმაცია განიცადა და ერთპიროვნული თუ ძალადობრივი რეჟიმი ინსტიტუციურმა წესრიგმა, ძალაუფლების დეცენტრალიზაციამ და კანონის უზენაესობამ ჩაანაცვლა.2012 წლის 1 ოქტომბერს მიღწეული გამარჯვება იყო ბორკილების მსხვრევა, გარდამტეხი მომენტი, რამაც ამ პოლიტიკურ ძალას ხელ-ფეხი გაუხსნა, დაეწყო ქვეყნის სუვერენიტეტის ხაზგასმით სახელმწიფო ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის გატარება; ეს პროცესი, როგორც ამ ძალის პოლიტიკური მისია, უცვლელია.წლებთან ერთად ღიად გამოიკვეთნენ ძველი პოლიტიკური ძალის, როგორც მარიონეტის, რეალური მმართველები - ე.წ. გლობალური ძალები, რომლებიც ქართულ სახელმწიფოს, როგორც კარგ ნადავლს, არ თმობენ და დესტრუქციულ ოპოზიციას ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად მრავალსაფეხურიან ანტისახელმწიფოებრივ გზებსა და ფინანსებს სთავაზობენ.გარე და შიდა აგენტურის, რადიკალური ოპოზიციისა და ფსევდო-არასამთავრობო სექტორის გამოყენებით, გახსოვთ „მაიდანის“ სცენარები, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები, ე.წ. „ტექნიკური, გარდამავალი მთავრობებისა“ და ალტერნატიული პარლამენტების შექმნის აბსურდული იდეები, რომელთა ერთადერთი მიზანი ქვეყნის სრულ ქაოსში ჩაძირვა და იმ ძირითადი მონაპოვრის წართმევა იყო, რაც 2012 წლის 1 ოქტომბერმა მოიტანა.დღეს, 14 წლის თავზეც, ამ პოლიტიკურ ქარტეხილებში ქართველი ხალხისა და ეროვნული ხელისუფლების ურყევი ნება არ აძლევს აგენტურულ ქსელს მართვის სადავეებს, რათა პოლიტიკურ შავ ბაზარზე საქართველო საკუთარი ინტერესების ფასად გაყიდონ.ბრძოლა, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო, დღესაც გრძელდება და სწორედ ეს განგრძობადობა ნიშნავს იმას, რომ ქართველი ხალხი, ბიძინა ივანიშვილის იმედითა და თაოსნობით, ამ ბრძოლაში აუცილებლობიდან გამომდინარე, საჭირო დროს შევიდა და, ზემოაღნიშნული გამოწვევებისა და ლოგიკური შიდა ფილტრაციის ფონზე, სუვერენიტეტისთვის, მშვიდობისა და ტრადიციული ღირებულებების დასაცავად აგრძელებს ბრძოლას, რომელშიც კომპრომისი არ დაიშვება“, - აღნიშნავს თამთა მეგრელიშვილი.

ბექა ძამაშვილი

პოლიტიკა • 1790847036

ბექა ძამაშვილი საიას ანგარიშზე: არის საკმაოდ სუბიექტური, შეცდომაში შემყვანი და სახელმწიფოს დაზიანებაზე ორიენტირებულად გაგზავნილი ინფორმაცია

არის საკმაოდ სუბიექტური, შეცდომაში შემყვანი და სახელმწიფოს დაზიანებაზე ორიენტირებულად გაგზავნილი ინფორმაცია, - განაცხადა გადაცემაში იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა.მისივე თმით, ისე იყო წარმოჩენილი, თითქოს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში პატიმართა რაოდენობა საერთაშორისო სტანდარტს არღვევს, ან რაღაც ლიმიტს გადასცდა და ა.შ. სინამდვილეში როგორც გაეროს, ისე ევროსაბჭოს წამების პრევენციის ექსპერტთა ჯგუფს აქვს შეფასება გაკეთებული, რომ პატიმართა რაოდენობა არის დასაშვებ ლიმიტში.„მონაცემები ისეა წარმოჩენილი, თითქოს პირობით ვადამდე გათავისუფლების რაოდენობა არის მკვეთრად შემცირებული. მიმდინარე წელს, მხოლოდ 8 თვეში 861 პირი გათავისუფლდა პირობით ვადამდე და ეს რაოდენობა უთანაბრდება გასული ორი წლის საერთო მაჩვენებელს. საიამ ამ შემთხვევაშიც სუბიექტური მიზეზებისთვის გამოიყენა ეს ფორუმი და ნაცვლად იმისა, რომ ესაუბრა როგორია პატიმართა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში, მათ ზოგად კონტექსტში, თითქოს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობაა გაუარესებული და თითქოს ენჯეო სექტორი ვიწროვდება, ამ კუთხით გამოიყენეს, საერთოდ არარელევანტური თემატიკაა ეს ამ ანგარიშისთვის.თვითონ გაეროს და ევროსაბჭოს ექსპერტები ამბობენ, რომ ერთი შემთხვევაც კი არ უპოვიათ მათ, როდესაც ციხის ადმინისტრაცია პატიმარზე იძალადებდა, მათ არაფერი უხსენებიათ იმაზე, რომ 2012 წლის შემდეგ ერთი საჩივარიც კი არ მიუღია არც სტრასბურგის სასამართლოს და არც გაეროს კომიტეტებს დასაშვებად საქართველოს პენიტენციური სისტემიდან. ბოლო 15 წლის განმავლობაში სტრასბურგში საჩივრების რაოდენობა 93%-ით შემცირდა. თითქოს პატიმრების რაოდენობის ზრდას უკავშირებს, რომ როდესაც სახელმწიფომ გაამკაცრა ნარკოდანაშაულთან ბრძოლა, ანგარიშში ეს საკითხიც კი კითხვის ნიშნის ქვეშ არის დასმული და ბუნებრივია სახელმწიფო ამ თემას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს.ნარკოდანაშაულთან და ნარკორეალიზატორებთან მკაცრი პოლიტიკა უნდა იყოს და ასეც გაგრძელდება, რადგან ეს არის ყველაზე საშინელი დანაშაული, რომელიც მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებს არ აზარალებს და მომავალ თაობას ფაქტობრივად სპობს. შესაბამისად თუ საიასთვის ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ არის, გასაგებია მსგავსი ინფორმაცია როცა იგზავნება რა ინტერესებს ემსახურება საერთაშორისო ასპარეზზე“, - აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.იუსტიციის სამინისტრო, საიას ანგარიშს რეალურ ფაქტებს უპირისპირებს და სუბიექტურ და შეცდომაში შემყვანს უწოდებს მათ მიერ, გაეროს სპეციალური მომხსენებლისთვის გაგზავნილ ინფორმაციას. იუსტიციის მინისტრის მოადგილე, დამალულ ციფრებზე და პატიმართა უფლებრივი მდგომარეობის არასწორად წარმოჩენაზე აკეთებს აქცენტს.

ლორან ნუნიესი

მსოფლიო • 1790787900

„მიუღებელი ძალადობის კლიმატი, განსაკუთრებით სამართალდამცველების წინააღმდეგ“ - საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, აქციებზე 625 ადამიანი დააკავეს, დაშავდა 83 პოლიციელი

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა სკოლის მოსწავლეთა საპროტესტო მოძრაობასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ოთხშაბათს ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესი 356 საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეფერხდა.შინაგან საქმეთა მინისტრის შეფასებით, შეინიშნება „მოძრაობის გაფართოება“ და „ძალადობის საკმაოდ სერიოზული ზრდა“, განსაკუთრებით სამართალდამცველების წინააღმდეგ და ქონების დაზიანების კუთხით.სამინისტროს მონაცემებით, მხოლოდ ოთხშაბათს 625 ადამიანი დააკავეს, ხოლო შიდა უსაფრთხოების ძალების 83 წარმომადგენელი დაშავდა.პრეფექტებისადმი გაგზავნილ დეპეშაში ლორან ნუნიესმა მზარდ მობილიზაციასა და „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ინტენსიფიკაციაზე“ გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა, რომ პარასკევის შემდეგ „100-ზე მეტი პოლიციელი და ჟანდარმი დაშავდა“ და შექმნილ ვითარებას „მიუღებელი ძალადობის კლიმატი“ უწოდა.ნუნიესის განცხადებით, სამართალდამცველები მოქმედებენ „გონივრულად, პროპორციულად და ძალის სრული კონტროლით“.მინისტრმა პრეფექტებს თავისი მითითებები კიდევ ერთხელ შეახსენა - ბლოკირების შემთხვევაში, უსაფრთხოების ძალების ჩართვა სკოლების დირექტორებთან კოორდინაციით უნდა მოხდეს, ხოლო ძალადობის გამოვლინებისას რეაგირება „სწრაფი და მყისიერი“ უნდა იყოს.საფრანგეთში ქვეყნის მასშტაბით სკოლებში მიმდინარე მოსწავლეების საპროტესტო აქციების გამო 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათი უმეტესობა არასრულწლოვანია. საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც პარიზში დაიწყო, გადატვირთულ კლასებს, მასწავლებლების დეფიციტსა და განათლების სისტემაში არსებულ სხვა პრობლემებს უკავშირდება. მოსწავლეები უკვე რამდენიმე დღეა სკოლების შესასვლელებს ბლოკავენ.

 ბენიამინ ნეთანიაჰუ

მსოფლიო • 1790782476

მტკიცებულებები მიუთითებს, რომ „ფლაიდუბაის“ პილოტს, რომელმაც მეორე პილოტი დანით დაჭრა, თვითმფრინავის ჩამოგდება ჰქონდა განზრახული - ბენიამინ ნეთანიაჰუ

მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ „ფლაიდუბაის“ პილოტს, რომელმაც მეორე პილოტი დანით დაჭრა, თვითმფრინავის ჩამოგდება ჰქონდა განზრახული, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.ისრაელი მთავრობის ხელმძღვანელმა შემთხვევას „ძალიან სერიოზული უსაფრთხოების ინციდენტი“ უწოდა. ნეთანიაჰუს მტკიცებით, თვითმფრინავში თითქმის ყველა მგზავრი ისრაელი მოქალაქე იყო.„ერთ-ერთ მგზავრს გავესაუბრე. მან მითხრა, რომ თვითმფრინავი ციცაბო ვარდნაში გადავიდა. მიამბო, რომ ეკიპაჟის ერთ-ერთ წევრთან ერთად როგორღაც მოახერხა პილოტთა კაბინაში შეჭრა და მათ ერთობლივი ძალისხმევით შეაჩერეს პილოტი, რომელიც თვითმფრინავის სისტემების დაზიანებას ცდილობდა“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ამის შემდეგ კაბინაში ეკიპაჟის კიდევ ერთი წევრი შევიდა და თვითმფრინავის სტაბილიზაცია შეძლო.„მუდმივ კავშირში ვართ შესაბამის უწყებებთან, რათა უზრუნველვყოთ მგზავრების უსაფრთხოება და მათი მშვიდობიანი დაბრუნება სახლში“, — აცხადებს ნეთანიაჰუ და აღნიშნავს, რომ ისრაელი ასევე რეგულარულად აფასებს არსებულ ვითარებას. მისი თქმით, საუდის არაბეთში ეჭვმიტანილი დაკითხვაზე იმყოფება.ცნობისთვის, პილოტებს შორის დაპირისპირების გამო, დუბაი-თელ ავივის რეისი საუდის არაბეთში დაჯდა. ინციდენტისას თვითმფრინავმა „უკანონო ჩარევისა“ და საგანგებო მდგომარეობის შესახებ სიგნალები გაგზავნა. მომხდარის შემდეგ თვითმფრინავი ტაბუის აეროპორტში დაეშვა. ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელში სულ უფრო მეტად განიხილავენ ვერსიას, რომ „ფლაიდუბაის“ რეისზე საგანგებო შემთხვევა ტერორისტული თავდასხმის მცდელობა იყო.

გენადი არველაძე

პოლიტიკა • 1790767817

გენადი არველაძე: შუა დერეფნის მზარდი მნიშვნელობა ქმნის ახალ შესაძლებლობებს უფრო ფართო რეგიონულ ეკონომიკურ განვითარებაზე გადასასვლელად

შუა დერეფნის მზარდი მნიშვნელობა ქმნის ახალ შესაძლებლობებს უფრო ფართო რეგიონულ ეკონომიკურ განვითარებაზე გადასასვლელად, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ CAREC-ის (ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა) მინისტრთა 25-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატარში მიმდინარეობს.მისი თქმით, საქართველო, სტრატეგიული მდებარეობით და მულტიმოდალური სატრანსპორტო ქსელით, აქტიურად ავითარებს სატრანსპორტო – ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას და განამტკიცებს ქვეყნის, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ხიდის როლს.მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის მზარდ დინამიკასა და მის როლზე ქვეყნის მთლიან ეკონომიკურ ზრდაში. გენადი არველაძის თქმით,  2019-დან 2025 წლამდე პერიოდში ტრანსპორტსა და დასაწყობებაზე მოდიოდა მშპ-ის 6%-ზე მეტი, ხოლო საშუალო წლიური ზრდა 15,9%-ს შეადგენდა.„ამ დინამიკაზე დაყრდნობით, 2032 წლისთვის მთავრობა გეგმავს 7 მლრდ აშშ დოლარის მობილიზებას ისეთი მსხვილი სატრანსპორტო პროექტებისთვის, როგორებიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლება, საგზაო ქსელის მოდერნიზაცია, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარება. ამ ინვესტიციების მნიშვნელობა ზრდის შუა დერეფნის საერთო გამტარუნარიანობასა და შესაძლებლობებს“, – აღნიშნა გენადი არველაძემ.მინისტრის მოადგილემ აქცენტი გააკეთა CAREC-ის სხვა ინიციატივებზე, რომელთაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ სატრანზიტო პროცედურების ჰარმონიზაციასა და დიგიტალიზაციაში, ადმინისტრაციული ტვირთის შემცირებაში, გამჭვირვალობის გაუმჯობესებასა და შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში.გენადი არველაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა CAREC-ის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის  (CARTIF) შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების წარმატებით დასრულებასა და ეფექტიანი განხორციელების მნიშვნელობაზე. მინისტრის მოადგილის თქმით, მოლაპარაკებების წარმატებით და მოკლე ვადებში დასრულება საშუალებას მისცემს CARTIF-ის შეთანხმებას, მოიტანოს მნიშვნელოვანი სარგებელი რეგიონული ვაჭრობის, ინვესტიციების, დაკავშირებადობისა და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის.თავის გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ ასევე აქცენტი გააკეთა ხელოვნური ინტელექტის როლზე და აღნიშნა, რომ მას ინოვაციების, პროდუქტიულობისა და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის სულ უფრო მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალად განიხილავს.გენადი არველაძემ ასევე ისაუბრა საქართველოს ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და მწვანე ენერგიის დერეფანი.ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

თეგეტა

საზოგადოება • 1790766282

GASOLINE - Reckless-ისა და Tegeta-ს ლიმიტირებული კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია

ექსპერიმენტული კოლაბორაცია, რომელიც სრულფასოვან კოლექციად იქცა - Tegeta-სა და Reckless-ის თანამშრომლობით შექმნილი სამოსი უკვე ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომია. GASOLINE - ასე ჰქვია ლიმიტირებულ ხაზს, რომელიც მათთვისაა, ვინც შთაგონებასა და სილამაზეს ხედავენ იქ, სადაც არავინ ეძებს მას. სიძლიერისა და გამბედაობის კონცეფციით შექმნილი სამოსი  unisex-ია და მისი შეძენა Tegeta Shop-ის პლატფორმაზეა შესაძლებელი. ასევე ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის ქუჩის 6-ში მდებარე „თეგეტა მოტორსის“ მულტიფუნქციურ სივრცეში.ინსპირაცია ავტომობილიდან დაღვრილი ზეთის ანარეკლი გახდა. ეს ინდუსტრიული დეტალი  მთავარ პატერნად იქცა და კოლექციას განსხვავებული ხასიათი შესძინა.ელენკა კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: „თამამი გადაწყვეტილებები, განსხვავებული ხედვა და ინოვაციურობა „თეგეტასათვის“ უცხო არ არის. Reckless-თან კოლაბორაციით შექმნილი კამუფლაჟური სტილის ქურთუკებიც სიმტკიცისა და გამბედაობის იდეას ეფუძნება, რომლის ცენტრშიც თვითგამოხატვა დგას. სამოსი თავდაპირველად, სარვამარტოდ ჩვენი თანამშრომელი ქალბატონებისთვის შევქმენით, თუმცა იდეა მალევე გასცდა კამპანიის ჩარჩოებს.  ქურთუკის ვიზუალურმა ენამ, კონცეფციამ და მიღებულმა ემოციურმა გამოხმაურებამ გვაჩვენა, რომ ეს ამბავი გაგრძელებას იმსახურებდა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, პროექტის ფარგლებში შექმნილი სამოსი უკვე ფართო საზოგადოებისთვის შეგვეთავაზებინა. მოხარულები ვართ, რომ ეს ექსპერიმენტული კოლექცია უკვე ჩვენს ციფრულ მაღაზიაში ელოდება  მომხმარებელს“.ყველაფერი დაიწყო კამპანიით „ქალი მართავს“. ქურთუკები შეიკერა „თეგეტაში“ დასაქმებული 600 ქალბატონისთვის, რომლებმაც არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ქალი მართავს ყველაფერს, რაც მოესურვება. სწორედ ამ შინაგანი სიძლიერის გამომხატველია ლიმიტირებული კოლექცია GASOLINE. ეს სახელწოდებაც მამოძრავებელი ძალის სიმბოლოა და ამავე დროს ამტკიცებს, რომ ხელოვნება შეიძლება ყველაზე მოულოდნელ, ყოველდღიურ დეტალშიც კი დაიბადოს.თეონა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კრეატიული დირექტორი: „დიზაინის მთავარი იდეა პირდაპირ საავტომობილო ინდუსტრიიდან მოდის. შთაგონების წყარო ავტომობილიდან დაღვრილი ზეთის ზედაპირზე წარმოქმნილი ირიდესცენტული ეფექტია - ის მომენტი, როდესაც ზეთი და წყალი ერთმანეთს ეხება და სრულიად მოულოდნელ, მრავალფეროვან ეფექტს  ქმნის. ამ ორი ელემენტის შეხებით შექმნილი აბსტრაქტული გამოსახულება კოლექციის მთავარ პატერნად ვაქციეთ. საბოლოოდ, Reckless-ის თავისუფალ, ექსპერიმენტულ ხელწერასთან სინთეზით შეიქმნა ტექნიკური სილუეტები და კამუფლაჟის ესთეტიკა. ეს ვიზუალური ენა ერთგვარი მეტაფორაცაა: ისევე როგორც ზეთი და წყალი ქმნის მოულოდნელ ფორმებსა და ფერებს, ჩვენც სწორედ იქ ვპოულობთ ახალ შესაძლებლობებს, სადაც სხვები მხოლოდ ჩვეულებრივ, შეუმჩნეველ დეტალებს ხედავენ“.კონცეფცია Reckless-ისა და „თეგეტას“ ერთობლივი ხედვით შეიქმნა. თითოეულმა ბრენდმა  პროექტს საკუთარი გამოცდილება და შემოქმედებითი მიდგომა შესძინა, რაც საბოლოოდ GASOLINE-ის კოლექციაში აისახა.ლიზა ყაჯრიშვილი, Reckless-ის კრეატიული დირექტორი, დიზაინერი: „ვფიქრობ, ყველაზე საინტერესო კოლაბორაციები სწორედ მაშინ იქმნება, როცა ორი ბრენდი ერთმანეთს კი არ ემსგავსება, არამედ განსხვავებებს ინარჩუნებს და ამ განსხვავებებით ქმნის რაღაც ახალს. არ გვინდოდა, რომ Reckless-ს უბრალოდ Tegeta-ს ლოგო დაესვა ტანსაცმელზე, ან Tegeta-ს Reckless-ის ესთეტიკა „ჩაეცვა“. გვინდოდა, დამატებითი რაღაც შეგვექმნა, რომელიც მხოლოდ ამ ორი სამყაროს შეხვედრისას შეიძლებოდა გაჩენილიყო. Tegeta-ს მხრიდან გვქონდა ტექნიკური, ინდუსტრიული, საავტომობილო სამყარო; Reckless-ის მხრიდან კი - ქუჩა, თავისუფლება, ახალგაზრდული კულტურა და ექსპერიმენტი. GASOLINE სწორედ ამ ორის საერთო წერტილი გახდა“.ეს კოლექცია მათთვის შეიქმნა, ვისთვისაც მოდა ისტორიის მოყოლისა და ჩვეულებრივში განსაკუთრებულის დანახვის გზაა. ლიმიტირებული ხაზი მომხმარებელს მხოლოდ ერთ მისამართზე - Tegeta Shop-ზე ელოდება.

შსს

სამართალი • 1790750079

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცხრა პირი დააკავეს, ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს ცხრა პირი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა.შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.„სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების დანაშაულებრივ სქემებში იყვნენ ჩართული, კერძოდ, ისინი სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ადგილებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს შემდეგ კი, შესაბამის კოორდინატებსა და აღმნიშვნელ ფოტოებს დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ.სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „კოკაინი“, „მეტადონი“, ე.წ. ბიო და „მარიხუანა“.საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მარიამ ბერძენიშვილი

სამართალი • 1790683129

პროკურორი: ელისო კილაძის ბრალდების საქმეზე სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხება გიორგი ლომიძე, რომელსაც ელისო კილაძესთან უშუალო შეხება ჰქონდა

პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, ჟურნალისტ ელისო კილაძის ბრალდების საქმეზე სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხება გიორგი ლომიძე, რომელსაც ელისო კილაძესთან უშუალო შეხება ჰქონდა.პროკურორის თქმით, გიორგი ლომიძისთვის კარგად იყო ცნობილი იმ როლის შესახებ, რომელიც „ელისო კილაძეს გააჩნდა ამ ორგანიზებულ ჯგუფში“.„ის ისაუბრებს „ქოლ-ცენტრებთან“ დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის იმ თანხებზე, რომლის დაუფლებაც თაღლითურად ხდებოდა. ამ ადამიანს უშუალო შეხება ჰქონდა ბრალდებულ ელისო კილაძესთან. მისთვის კარგად იყო ცნობილი იმ როლის შესახებ, რაც ელისო კილაძეს გააჩნდა ამ ორგანიზებულ ჯგუფში“, - განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.შეგახსენებთ, ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, ჯამში, 10 პირია ბრალდებული. ელისო კილაძეს, ოთარ ფარცხალაძეს, გიორგი მიქაძეს, დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს, მიხეილ ჩოხელს, გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძესა და გიორგი კამლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) გულისხმობს.ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი - სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

თამარ ჩერგოლეიშვილი

პოლიტიკა • 1790664859

თამარ ჩერგოლეიშვილი: გავრცელებულ სლაიდზე ის ხდება, რასაც ათი წელია, გავიძახი, მეინსტრიმ ოპოზიცია ჩარეცხილია და მხოლოდ მესიამოვნება, თუ ეს მართალია

IRI-ს რომ ჩაეტარებინა კვლევა, რომლის გამოქვეყნებასაც საჭიროდ თვლის, გამოაქვეყნებდა, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.ჩერგოლეიშვილი ეხმაურება პოლიტიკური პარტიების რეიტინგთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ სლაიდს და ამ სლაიდთან დაკავშირებით „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებას.„სანამ საქმე დამეწყება:1. IRI-ს რომ ჩაეტარებინა კვლევა, რომლის გამოქვეყნებასაც საჭიროდ თვლის, გამოაქვეყნებდა.2.  გავრცელებულ სლაიდზე ის ხდება, რასაც ათი წელია, გავიძახი – მეინსტრიმ ოპოზიცია ჩარეცხილია და მხოლოდ მესიამოვნება, თუ ეს მართალია, ჩემს 10-წლიან მოლოდინს ამტკიცებს;3.  გავრცელებულ სლაიდზე ისიც ჩანს, რომ რეჟიმის “არჩევნებში” მონაწილეობა და ტელემედიის კონტროლი „ლელოს“ გაქრობად დაუჯდა – ეს თუ მართალია, ჩემს მოლოდინს ამტკიცებს;4. გავრცელებულ სლაიდზე ისიც ჩანს, რომ გახარიას საპარლამენტო ტრიბუნა და სისტემურ ოპოზიციად ყოფნა ოხრად რჩება;5. გავრცელებულ სლაიდზე ისიც ჩანს, რომ ყველა ნაციონალურ ეთერში გამომჯდარი „გირჩი“, რომელიც გაპარტახებულ ოპოზიციაზე კაპიტალიზაციას ცდილობს, ცდომილების ზღვარშია,  ანუ სულ რომ შუაზე გაიხნენ და უთოშიც ილაპარაკონ, მათი ჭერი ცდომილების ზღვარია ნათელაშვილივით;6. რაც შეეხება ფედერალისტებს – უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ ფედერალისტები ბოკერიათი არ იზომება და არცერთი პროფესიონალი პოლსტერი, რომელსაც რეალობის გაზომვა სურს, ჩერგოლეიშვილის დასახელების გარეშე ფედერალისტებს არ გაზომავს, რადგან მე ვარ პარტიის სპიკერი (ბოკერიასვე გადაწყვეტილებით) და არა ბოკერია, რომელიც ორ კვირაში ერთ პოსტს დებს და ამით ამოიწურება მისი საჯარო კომუნიკაცია. რა ჩერგოლეიშვილი გიჟს ჰგავს, მეგობრებო, დასცინეთ ამ ორპროცენტიანს “, – წერს ჩერგოლეიშვილი.სოციალურ ქსელში მომხმარებლები ავრცელებენ სლაიდს, რომელზეც ასახულია IRI-ის კვლევის შედეგები. გავრცელებული სლაიდის მიხედვით, პარტიულ რეიტინგებში „ქართულ ოცნებას“ 36 პროცენტი აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 5%, 2-2% აქვთ: იაგო ხვიჩიას პარტია „გირჩს“, ლეიბორისტულ პარტიას, გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ და პარტია „ახალს“, 1-1 % აქვთ: ანა დოლიძის პარტიას „ხალხისთვის“ და ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელს“ და „სახალხო პარტიას“. რეიტინგებში მოცემული არ არის „ლელო“ და „ფედერალისტები“.

 შსს

სამართალი • 1790664612

პოლიციამ იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს. მათ შორის სამი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთ-ერთი დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განახორციელეს."სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 2 კილოგრამზე მეტი „მეთადონი“ და „მარიხუანა“.პოლიციის მიერ, ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

✕