ვირი

საზოგადოება 1773347034

„დახსნა არ არსებობს...“ - რა ემართება ადამიანს, რომელსაც ვირის ტვინი აჭამეს

პარაფსიქოლოგი, ნათელმხილველი, კოსმოენერგეტიკოსი მაია ყუფარაძე ადამიანისთვის ერთ-ერთ ყველაზე საზიანო ჯადოს შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ჯადოსგან ნებისმიერი ადამიანის დახსნაა შესაძლებელი, გარდა იმისა, ვისაც ვირის ტვინი აქვს ნაჭამი.„ხშირად „წითელ მაგიას“ მიმართავენ - ეს სასიყვარულო ჯადოა. წითელი სასიკვდილო არ არის, ეს არის დაზომბება, ადამიანის დაბრმავება, მოდუნება. უყვარხართ თქვენ და სხვა შეუყვარდა, რადგან ამისკენ მიმართეს ძალები. რა თქმა უნდა, ესეც მაგიაა, მაგრამ შავში, ძირითადად, სასიკვდილო იგულისხმება. მე ყველა შემთხვევაში შემიძლია ადამიანის დახმარება, ერთადერთი, ვერავის ვეხმარები ვირის ტვინის ჭამის შემთხვევაში. მინდა ცოლებს და დედებსაც მივმართო, ფიქრობენ, რომ როცა კაცს საყვარელი ჰყავს, ამით დააკარგვინებენ, ის არ იციან, რომ ამ შემთხვევაში, კარგავს ცოლსაც. დებილდება ადამიანი.ამ ჯადოსთვის გამოიყენება დედალი, ამძუებული ვირის ტვინი... ერთი პერიოდი, ეს ცხოველი წყნეთშიც გაწყვიტეს, კახეთშიც... ვირი ყველაზე ლამაზი ცხოველია, მიწისძვრა რომ ხდებოდეს, შეიძლება, ფეხიც ვერ გადაადგმევინო, არ იწვრთნება... ვირის ტვინს ხვეულები არ აქვს, მისი სინთეზი შეიჭრება ადამიანის ტვინში და ადამიანის ტვინის ხვეულებს გადაეგლისება და დებილდება, ვირდება... ძირითადად, კაცებს უკეთებენ. კრიჭა ეკვრებათ, ტუჩებს ამოძრავებენ. აქედან დახსნა არ არსებობს. ვირის ტვინი მოხვდება ორგანიზმში და ჩათვალეთ, სამუდამოდ მოწამლულია. წლების წინ, როცა ესპანეთში ვცხოვრობდი, კანადელი ექიმების ოპერაციას ვუყურე, თავის ქალა ეგრევე დახურეს, ამას აღარაფერი ეშველებაო,“ - განაცხადა მაია ყუფარაძემ.ასევე ნახეთ:„ზღვიდან ქვებისა და ნიჟარების სახლში წამოღება არ შეიძლება, სიკვდილი იცის“ - ტაროლოგიVIDEO: „ჩემი მამულიკო ჩემთვის ყველაფერს ყიდულობს...“ - ვრცელდება ლელა წურწუმიას სახალისო კადრებიროდემდე გაგრძელდება მზიანი ამინდები საქართველოში

ლელა წურწუმია

ტაბლოიდი 1772831136

„ერთად გავატარეთ მთელი ბავშვობა...“ - ლელა წურწუმიამ ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა

მომღერალმა ლელა წურწუმიამ სენაკში კონცერტი გამართა, რა დროსაც მას დარბაზში დიდი ხნის უნახავ ბავშვობის მეგობარი შეხვდა. მომღერალმა ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა. „ძალიან ამაღელვებელი ამბებიც ახლდა ლელას კონცერტებს სენაკში“, - წერს ლელა წურწუმია სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს. 

ლელა წურწუმია

ტაბლოიდი 1770903660

VIDEO:„ყველაზე მეტად მე მიყვარხარ…“ – მაკა ზამბახიძისა და რატი დურგლიშვილის მილოცვა ლელა წურწუმიას

დღეს მომღერალი ლელა წურწუმია იუბილარია. მას დაბადების დღეს ულოცავს დიდი ხნის მეგობარი და კოლეგა, მაკა ზამბახიძე, რატი დურგლიშვილთან, სალომე ჩიტაძესთან და ლელას ბექვოკალისტებთან ერთად.„ყველაზე მეტად მე მიყვარხარ…“, აღნიშნავს ვიდეოში მაკა. 

ნოდიკო ტატიiშვილი

ტაბლოიდი 1766731880

ნოდიკო ტატიშვილის ქალიშვილი გაქრისტიანდა

ნოდიკო ტატიშვილის ქალიშვილი გაქრისტიანდა. აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში ახალშობილის ერთ-ერთმა ნათლიამ გაავრცელა. როგორც გავრცელებული ფოტოთი ირკვევა, კესანე ტატიშვილის ნათლიები ექიმი ლაშა უჩავა და მომღერალი ლელა წურწუმია არიან.კესანე 7 ნოემბერს, „ჩაჩავას“ კლინიკაში დაიბადა. საზოგადოებამ ორი ამბავი ერთდროულად შეიტყო - ის, რომ ნოდიკო მამა გახდა და მისი მეორე ნახევარი, ექიმი, თათია ერქვანიძეა.

ლელა

ტაბლოიდი 1766418360

„შემოტრიალდა და მაგინა სცენიდან“ – ტყუილი თუ მართალი – ლელა წურწუმიას და მამულიჩას სახალისო ვიდეო

ლელა წურწუმია და პროდიუსერი კახა მამულაშვილი სოციალურ ქსელში სახალისო კადრებს გვიზიარებენ.ვიდეოში ლელა წურწუმია და მისი მეუღლე წარსულში მომხდარ სახალისო ამბებს იხსენებენ.„დღეს ვითამაშებთ ერთ ტყუილს და ორ სიმართლეს. მინდა გითრათ, რომ მე არ მიყვარს შოპინგზე სიარული, მამულიჩას სულ ძალით მიმათრევს ხოლმე“, – ამბობს მომღერალი.„მამულიჩა კი რამდენიმე წლის წინ მომხდარ ამბავს იხსენებს.„ არ დამავიწყდება შარშანწინ სცენაზე აირია. შემოტრიალდა და მაგინა სცენიდან“. „რატომ იტყუები? რეალურად რა მოხდა, მოყევი. ჩვენ ხომ მონიტორით ვმუშაობთ. გამისწორე-მეთქი ვუთხარი და ორივე ყური მომხსნა შუა სიმღერის დროს. არ შემიგინებია, გაგლანძღე“, – ამბობს ლელა წურწუმია და დასძინა, „არ დაუჯეროთ ამას არაფერი“. „გავაგრძელო“? – კითხულობს მამულიჩა.„გააგრძელე და მოხვალ სახლში, თუმცა სახლამდეც ვერ მოხვალ, ისეთებს ამბობ“. – სიცილით ამბობს ლელა.  @biletebitok ვინ იყავით იმ კონცერტზე? 🙊 #biletebi #ბილეთები #ლელაწურწუმია #კონცერტი ♬ original sound - Biletebi

ლელა

ტაბლოიდი 1759070224

„ცრემლი მომადგა თვალზე...“ - ლელა წურწუმია შვილთან ერთად ამღერდა

ცნობილი მომღერალი ლელა წურწუმია სოციალურ ქსელში ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც მის ერთ-ერთ კონცერტზეა გადაღებული.მომღერალთან ერთად ამღერდა მისი შვილი მარიმ მამულაშვილი. კადრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა:„როგორ უყვარს დედა,“ „რა საყვარელი გოგოა!.“ „რანაირად შეძლო ასეთი სადა, ბუნებრივი თავმდაბალი ყოფილიყო,“ „უსაყვარლესია,“„ცრემლი მომადგა თვალზე, როგორი ემოციურია... „სიყვარულით, პატივისცემით და სითბოთი გაჟღენთილი „დუეტია“ უსაყვარლესი ლელა და მარიკო...,“ - წერენ კომენტარებში.

ლელა

ტაბლოიდი 1753519609

VIDEO: „პირველი გაფანტვა 2003 წელი...“ – კახი მამულაშვილი არქივიდან ლელა წურწუმიას ნამღერს გვიზიარებს

კახი მამულაშვილი სოციალურ ქსელში არქივიდან ვიდეოს გვიზიარებს. ვიდეო 2003 წელსაა გადაღებული, რა დროსაც ლელა წურწუმია მსმენელის წინაშე თავის ერთ-ერთ ჰიტს ასრულებს.პირველი გაფანტვა 2003 წ. 3 ოქტომბერი, რესპუბლიკის მოედანი“ – წერს მამულიჩა. „რა დრო გასულა“ „გასაგიჟებელ ფორმაში ხარ“ „2000-იანი წლებიდან დღემდე რომ პოპულარობას ინარჩუნებ ადამიანი და ახალგაზრდა თაობას უყვარხარ…DIVA მიყვარხარ“ „ჩემი ტკბილი ბავშვობა, მიყვარხარ ლელა“ – აღნიშნავენ სოცქსელში. 

შორენა

საზოგადოება 1752049898

„პატარძლის კაბა და გრანდიოზული დაბადების დღე“ - ვინ ესწრებოდა შორენა ბეგაშვილის თეთრ წვეულებას

მსახიობი, შორენა ბეგაშვილი იუბილარი იყო. აღსანიშნავია, რომ შორენამ გრანდიოზული დაბადების დღე გადაიხადა. მან 43 წლის იუბილე მეგობრების გარემოცვაში, საკუთარ სახლში აღნიშნა, დრესკოდი თეთრი ფერის იყო, თავად შორენას კი პატარძლის კაბა ეცვა, რომელშიც ბრწყინავდა. სტუმრებს შორის იყვნენ შორენას ცნობილი მეგობრები: ლელა წურწუმია, რატი დურგლიშვილი, მაკა ზამბახიძე, აჩიკო მეფარიძე, ხატია შამუგია. ნახეთ, კადრები დაბადების დღის წვეულებიდან. 

შორენას დაბადების დღე

ტაბლოიდი 1752002714

VIDEO: ,,ნამდვილი დედოფალი ხარ'' - შორენა ბეგაშვილმა იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა

შორენა ბეგაშვილმა, თავისი იუბილე საოცრად ლამაზ გარემოში აღნიშნა. თავის დაბადების დღეზე იყვნენ ისეთი ცნობილები ადამიანები, როგორებიც არიან, ლელა წურწუმია, მაკა ზამბახიძე, ელენა ვარაზი, მიხეილ ჩოხელი და სხვები. შორენა საოცრად ლამაზი და დახვეწილი თეთრი კაბით დახვდა სტუმრებს. ვიდეოს მაკა ზამბახიძის მეუღლე, მიხეილ ჩოხელი გვიზიარებს. View this post on Instagram A post shared by Mikheil Chokheli (@mikheilchokheli7)  

ლელა წურწუმია

საზოგადოება 1746632730

ლელა წურწუმიას ემოციური მილოცვა მეუღლეს

ცნობილი პროდიუსერი კახა მამულაშვილი (მამულიჩა) დილიდან მილოცვებს იღებს.იუბილარ მეუღლეს ემოციურ პოსტს უძღვნის მომღერალი ლელა წურწუმია.„გილოცავ დაბადების დღეს ჩემო სიყვარულო“, – წერს ლელა და მამულიჩასთან ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს.

ლელა წურწუმია

საზოგადოება 1735125633

„პრაიმ ტაიმის“ ინფორმაციით, ლელა წურწუმიამ "მთავარი არხი" დატოვა - „ გადაცემა გაჩერებულია, ჩემი აზრით, აღარ გაგრძელდება“ - აცხადებს კახა მამულაშვილი

„პრაიმ ტაიმის“ ინფორმაციით ლელა წურწუმიამ მთავარი არხი დატოვა.  „პრაიმ ტაიმი“ ინფორმაციის გადამოწმებას ლელა წურწუმიასთან შეეცადა, თუმცა მომღერალმა ჩვენს ზარებს არ უპასუხა.კომუნიკაცია შედგა წურწუმიას მეუღლესთან კახა მამულაშვილთან, რომელიც ამავდროულად მომღერლის პროდიუსერია, მან დაგვიდასტურა, რომ მთავარ არხზე გადაცემა „მხოლოდ ლელასთან“ გაჩერებულია და მისი აზრით არც გაგრძელდება.„ გადაცემა გაჩერებულია. ჯერჯერობით არ გადის. ჩემი აზრით, აღარ გაგრძელდება. არ ვიცი. ვნახოთ...“ - აცხადებს "პრაიმ ტაიმთან" კახა მამულაშვილი.

ლელა წურწუმია

ტაბლოიდი 1729417419

VIDEO: „ვემზადებით სცენაზე გასასვლელად“ - მამულიჩა ლელა წურწუმიას ახალ კადრებს გვიზიარებს

პროდიუსერი კახი მამულაშვილი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. იგი ხშირად აქვეყნებს მეუღლის, ყველასათვის საყვარელი მომღერლის, ლელა წურწუმიას კადრებს.ამჯერად, მამულიჩამ სცენაზე გასასვლელად გამზადებული მომღერლის ვიდეო გამოაქვეყნა.„მიყვარხარ ლელა, საუკეთესო ხარ“. „დედოფალი ლელა“. „ულამაზესი და უნიჭიერესი ლელა“, - წერენ კომენტარებში.           View this post on Instagram                       A post shared by Kakhi Mamulashvili.Mamulicha (@mamulicha888)