გიორგი თორაძემ ლელა წურწუმიას ბენდის დატოვების მიზეზი ახსნა

გიორგი თორაძე

მომღერალმა და მსახიობმა გიორგი თორაძემ, რომელსაც „თორჩოს“ სახელითაც იცნობენ, ლელა წურწუმიას ბენდი დატოვა. ის ბენდში ბექ-ვოკალისტი იყო. ბენდის დატოვების შესახებ მომღერალმა „ფუპოდკასში“ ისაუბრა.

„მამულიჩა კარგი უფროსია, თუმცა ახლა უკვე ყოფილი უფროსი, რადგან წამოვედი ბენდიდან, აღარ ვმუშაობ მანდ. გადავწყვიტე მთელი ჩემი რესურსი ჩემს თავს მოვახმარო“ - ამბობს გიორგი თორაძე.