„შემოტრიალდა და მაგინა სცენიდან“ – ტყუილი თუ მართალი – ლელა წურწუმიას და მამულიჩას სახალისო ვიდეო

ლელა

ლელა წურწუმია და პროდიუსერი კახა მამულაშვილი სოციალურ ქსელში სახალისო კადრებს გვიზიარებენ.

ვიდეოში ლელა წურწუმია და მისი მეუღლე წარსულში მომხდარ სახალისო ამბებს იხსენებენ.

„დღეს ვითამაშებთ ერთ ტყუილს და ორ სიმართლეს. მინდა გითრათ, რომ მე არ მიყვარს შოპინგზე სიარული, მამულიჩას სულ ძალით მიმათრევს ხოლმე“, – ამბობს მომღერალი.

„მამულიჩა კი რამდენიმე წლის წინ მომხდარ ამბავს იხსენებს.

„ არ დამავიწყდება შარშანწინ სცენაზე აირია. შემოტრიალდა და მაგინა სცენიდან“

. „რატომ იტყუები? რეალურად რა მოხდა, მოყევი. ჩვენ ხომ მონიტორით ვმუშაობთ. გამისწორე-მეთქი ვუთხარი და ორივე ყური მომხსნა შუა სიმღერის დროს. არ შემიგინებია, გაგლანძღე“, – ამბობს ლელა წურწუმია და დასძინა, „არ დაუჯეროთ ამას არაფერი“

. „გავაგრძელო“? – კითხულობს მამულიჩა.

„გააგრძელე და მოხვალ სახლში, თუმცა სახლამდეც ვერ მოხვალ, ისეთებს ამბობ“. – სიცილით ამბობს ლელა.

 

@biletebitok ვინ იყავით იმ კონცერტზე? 🙊 #biletebi #ბილეთები #ლელაწურწუმია #კონცერტი ♬ original sound - Biletebi