კარგი სიახლე პენსიონერებისთვის - მთავრობის გადაწყვეტილებით, პენსიები კიდევ იზრდება
1791799417
მომღერალ ლელა წურწუმიას დედამ შვილის მუსიკალური კარიერის პირველი ნაბიჯები გაიხსენა. მისი თქმით, გადაწყვეტილება, ლელა სიმღერაზე შეეყვანა, იმ სურვილმა მიაღებინა, რომ შვილი ხშირად ენახა.
„…ყველა ქართველი მღერის, კაი ეხლა რა… რომ წავიყვანდი, ხომ დამირეკავდნენ – „ჩამოირბინეო“, „ჩამომიყვანეო“, ესე იგი წეწავდნენ, არ მაცლიდნენ, რომ თბილისში ყოფილიყო… ბებიები არ მასვენებდნენ. მეთქი, რაღაცას ვიზამ ისეთს, რომ ყოველთვის ვნახო-მეთქი და შევიყვანე სიმღერაზე. თან მღეროდა… შევიყვანე და გადაიღეს. აჩვენებენ ახლა ტელევიზორში და ორ კვირაში ისევ იმეორებდნენ, ტელევიზორთან იყო მთელი სოფელი“