ძამის ხეობაში, ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავარდა - როგორია დაშავებულების მდგომარეობა

პოლიცია

ძამის ხეობაში ვიზიტორების მანქანა გზიდან გადავარდა. დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.  დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მოსწავლეები და მშობლები ძამის ხეობაში ექსკურსიაზე კასპიდან იყვნენ.

როგორც ერთ-ერთი დაზარალებული ჰყვება, ავტოსაგზაო შემთხვევა ბატეთის ტბის ასახვევთან, დაახლოებით 500 მ-ში მოხდა.

✕