ფფ

საზოგადოება 1782838046

„განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა პატრიარქთან...“ - რას იხსენებს ლევან კბილაშვილის და

მომღერალ ლევან კბილაშვილის და, სალომე კბილაშვილი, ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბარში გარდაცვლილ ძმას იხსენებს და მის და საქართველოს პატრიარქის განსაკუთრებულ ურთიერთობაზე საუბრობს.მისი თქმით, ლევან კბილაშვილი ხშირად სტუმრობდა საპატრიარქოს, ხოლო პატრიარქს განსაკუთრებით უყვარდა მისი შესრულებული სიმღერა „დაიგვიანეს“, რომელსაც ლევანი არაერთხელ ასრულებდა მის წინაშე.სალომეს განცხადებით, მოსკოვში კონკურსზე გამგზავრების წინ პატრიარქმა ლევანს გამარჯვება უწინასწარმეტყველა და ჯვარი აჩუქა, რომელიც მომღერალს სიცოცხლის ბოლომდე არ მოუხსნია.„ლევანიკოს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა პატრიარქთან, ხშირად სტუმრობდა ხოლმე საპატრიარქოში. პატრიარქს ძალიან უყვარდა ლევანიკოს „დაიგვიანეს“ და ლევანიც ხშირად ასრულებდა მასთან. მოსკოვში რომ მიდიოდა, ლევანს უთხრა, შენ ამ კონკურსში გაიმარჯვებო და ჯვარი უჩუქებია, რომელიც ჩემსძმას არასდროს მოუხსნია.“სალომე კბილაშვილი ოჯახურ ტრაგედიაზეც საუბრობს. მისი თქმით, დედა დღემდე უმძიმეს მდგომარეობაშია. მიუხედავად იმისა, რომ მასთან დეიდა ცხოვრობს, შვილისა და მოგვიანებით მეუღლის გარდაცვალების ტკივილის გადატანა ძალიან უჭირს.

სალო კბილაშვილი

ტაბლოიდი 1782040080

VIDEO: „ავბედითი 21 ივნისი…დღე, რომელიც მინდა, რომ კალენდარში საერთოდ აღარ არსებობდეს...“ - ლევან კბილაშვილის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა

21 ივნისი მომღერალ ლევან კბილაშვილის გარდაცვალების თარიღია.თარიღს სოციალურ ქსელში მისი და, სალო კბილაშვილი ეხმაურება და სევდიან სტატუსს აქვეყნებს.„ავბედითი 21 ივნისი…დღე, რომელიც მინდა, რომ კალენდარში საერთოდ აღარ არსებობდეს. დრო გაჩერდა…სამწუხაროდ, რამდენი აუსრულებელი ოცნება და სურვილი დაგრჩა… „დე, ერთი წელიც მინდა და ყველაფერი დალაგდება, ჩემი ადგილი სტადიონია, იქ უნდა ვატარო კონცერტებიო…“ ეს იყო ერთ-ერთი ბოლო სიტყვები, რაც მისგან მოვისმინეთ… შენ სულ ჩვენთან ხარ, ლევანიკო… დღეს იმაზე ბევრად მეტმა ადამიანმა გაგიცნო, იმაზე მეტს უყვარხარ, ვიდრე ოდესმე გეგონა და წარმოგედგინა! შენი ვარსკვლავი ზეციდან ანათებს…“ – წერს სალო კბილაშვილი.მომღერალი ლევან კბილაშვილი 2022 წლის 21 ივნისს გარდაიცვალა. 

levani

ტაბლოიდი 1781602680

„მძიმეა ეს დღე უშენოდ...“ - ლევან კბილაშვილი 35 წლის გახდებოდა

2023 წლის 21 ივნისს უნიჭიერესი ქართველი მომღერალი, ლევან კბილაშვილი მოსკოვში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.ლევან კბილაშვილის მოულოდნელმა გარდაცვალებამ ყველა მის ახლობელს, გულშემატკივარს და ქართულ საზოგადოებას თავზარი დასცა. ლევან კბილაშვილი დღეს, 12 ივნისს 35 წლის გახდებოდა: 4„35 ლევანიკო, დღეს შენი დღეა… უზომოდ მძიმეა ეს დღე უშენოდ, თუმცა ჩვენი გულები მაინც სავსეა იმ უთბილესი მოგონებებით, რომლებიც დაგვიტოვე. კარგად გვახსოვს, რა დიდი ბედნიერება შემოიტანა შენმა ამქვეყნად მოვლენამ. ყველამ ერთად, უდიდესი სიყვარულით გაგზარდეთ.როგორი გამორჩეული, განსაკუთრებული იყავი და შენი ყოველი დაბადების დღე როგორ ზეიმად იქცეოდა ხოლმე… დღეს შენი მეგობრები ისევ შეიკრიბებიან შენი სახელისა და იმ დიდი სიყვარულის გარშემო, რომელიც ყველას დაგვიტოვე. შენ კი… ახლა ზეციდან შემოგვყურებ და იქიდან გვიგალობ“, - წერს სალო კბილაშვილი.

ლევან კბილაშვილი

ტაბლოიდი 1780323540

VIDEO: „ახლა ამის მოსმენა ათასმაგად მიგლიჯავს გულს...“ - ლევან კბილაშვილის დის ემოციური პოსტი

ლევან კბილაშვილის და, სალომე კბილაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და ძმის ნამღერს გვიზიარებს.„პირველად რომ მოვისმინეთ ეს სიმღერა, ცრემლებს ვერ ვიკავებდი. და ახლა ამის მოსმენა ათასმაგად მიგლიჯავს გულს. დღემდე ყველას ენაღვლები ჩემო ყველასგან გამორჩეულო“, – წერს სალომე კბილაშვილი.ცნობისთვის, 2022 წელს, ქართველი მომღერალი ლევან კბილაშვილი მოსკოვში მოულოდნელად გარდაიცვალა.

სალო კბილაშვილი

ტაბლოიდი 1777300569

„ადამიანები რომ არ გვყავდეს ერთმანეთს, ალბათ ვერავინ გავუძლებდით ამდენს…“ – რას წერს ლევან კბილაშვილის და

ლევან კბილაშვილის და, სალო კბილაშილი, რომელმაც ძმის შემდეგ მამაც დაკარგა, სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს. სალო მადლობას უხდის გულშემატკივრებს და აღნიშნავს, რომ ადამიანების თანადგომა ყველაზე მნიშვნელოვანია.„ბევრი ხანია, რაც ცხოვრებას ვეჭიდავები… ბევრი დაცემა და ისევ წამოდგომა ნელა, ტკივილით, მაგრამ მაინც… ლევანიკოს შემდეგ თითქოს ყველაფერი შეიცვალა…და ბოლო ერთი წელი საკუთარ თავსაც ვეღარ ვგრძნობდი ვიყავი როგორც რობოტი, რომელიც უბრალოდ აგრძელებს არსებობას. ახლა, როცა თითქოს ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდი, ყველაზე მეტად სიცარიელე დამხვდა…ისეთი, რომელიც შიგნიდან გცლის. „სალო, როგორ ხარ?“ რამხელა ძალა ჰქონდა ამ სიტყვებს…რამხელა სითბო მოჰქონდა იმ შეგრძნებას, რომ ვიღაცისთვის მნიშვნელოვანი ხარ… ხანდახან მართლა ვფიქრობ ადამიანები რომ არ გვყავდეს ერთმანეთს ალბათ ვერავინ გავუძლებდით ამდენს… მამას წასვლის შემდეგ კიდევ უფრო ნათლად დავინახე ეს…ვინ როგორ დგას შენს გვერდით, ვინ როგორ თანაგიგრძნობს…და მივხვდი — ბოლოს მაინც ადამიანებზე დგას ყველაფერი მიყვარხართ… მადლობა თითოეულ ადამიანს, ვისაც გულწრფელად შესტკივა გული ჩემზე და ჩემს ოჯახზე… ასეთი ადამიანების დიდი არმია მყავს და ეს ჩემთვის უდიდესი ძალაა,“ – წერს სალო კბილაშვილი.

ლევან კბილაშვილის და

ტაბლოიდი 1777149103

„დღეს, ორმოცი დღის შემდეგ, უფალთან წარდგები… ნეტა იცოდე როგორ გვაკლიხარ, მიყვარხარ მა…“ - ლევან კბილაშვილის და

მომღერალ ლევან კბილაშვილის და, სალო კბილაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.მომღერლის და ამბობს, რომ დღეს მამის გარდაცვალებიდან ორმოცი დღე შესრულდა:„დღეს, ორმოცი დღის შემდეგ, უფალთან წარსდგები… შენს გარეშე ცხოვრება კიდევ უფრო სხვანაირი გახდა… ნეტა იცოდე როგორ გვაკლიხარ… მიყვარხარ მაა“ – წერს სალო კბილაშვილი. 

მელიტა

საზოგადოება 1774528980

„ცხრა დღე შესრულდა, რომელმაც ცხრა წლით დამაბერა“ - მელიტა ფურცელაძე ქმრის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს

17 მარტს მომღერალ ლევან კბილაშვილის მამა გარდაიცვალა. მელიტა ფურცელაძე ქმარს ემოციურ პოსტს უძღვნის. „დღეს ცხრა დღე შესრულდა,  ცხრა დღე, რომელმაც ცხრა წლით დამაბერა. წარმოუდგენელი სიცარიელეა ირგვლივ, მაინც რა დამთხვევაა - სულ რაღაც რამდენიმე საათშია განსხვავება შენსა და პატრიარქის გარდაცვალებას შორის, ჯერ შენ გაგიჭირდა სუნთქვა - მერე მას, ჯერ შენთან ვერ იჭერდნენ წნევას -  მერე მასთან, ჯერ შენი გული გაჩერდა - მერე პატრიარქის სიზმარიც ასეთი ვნახეთ. არადა, განსაკუთრებულად გიყვარდა და უდიდეს პატივს სცემდი პატრიარქს. ცხრა აპრილს, მთავრობის სახლთან მის ზურგს უკან იდექი ხელებგაშლილი და მახსოვს, როდესაც გაზეთი მოიტანე, სადაც პირველ გვერდზე ეს კადრი იყო აღბეჭდილი, მითხარი - ეს იყო საოცარი წუთები მასთან სიახლოვის შეგრძნებისო და მთხოვე: ეს ისტორიაა და შეინახე, რომ ბავშვებმა ნახონო.ეს პატივისცემა გაგიმძაფრა იმ სიყვარულმა, რომელსაც პატრიარქი ლევანიკოს მიმართ იჩენდა - როგორ გარბოდა, როდესაც დაურეკავდნენ და ეტყოდნენ - „პატრიარქს უნდა „დაიგვიანეს“  - იმღეროო“. შემდეგ „თუშური“ მოეწონა და აუცილებლად ორივე სიმღერა უნდა მოესმინა. დღეს ლევანიკოსთვის „სამაგალითო და საამაყო“ მამა და მისი უსაყვარლესი პატრიარქი ერთ გზას გადიან, გზა, რომელიც მათ აუცილებლად ერთმანეთს შეახვედრებს და დარწმუნებული ვარ, ისევ მრავალჯერ უმღერებს საყვარელ სიმღერებს და „შალვოვიჩი“ იქაც იამაყებს თავისი შვილით.მეკი, ისღა დამრჩენია, დაველოდო მათთან შეხვედრას.  გზა ნათელში იარეთ ჩემო უსაყვარლესო ადამიანებო“, - წერს მელიტა ფურცელაძე.

ლევამ

ტაბლოიდი 1773947605

„ერთ დღეს დამძიმდნენ უწმინდესი და მამა… ორივეს ერთნაირი პრობლემა შეექმნა და ერთ დღეს გარდაიცვალა…“ - რას წერს ლევან კბილაშვილის და

 17 მარტს მომღერლის, ლევან კბილაშვილის მამა გარდაიცვალა. ლევან კბილაშვილის და მამის და პატრიარქის ერთ დღეს გარდაცვალებაზე ამახვილებს ყურადღებას.„როგორი დამთხვევაა…ერთ დღეს დამძიმდნენ უწმინდესი და მამა…ორივეს ერთნაირი პრობლემა შეექმნა…და ბოლოს, ორივე ერთ დღეს გარდაიცვალა… ეს ვიდეო წლების წინ არის გადაღებული…სადაც მამა ისეთი სითბოთი და სიყვარულით იხსენიებს უწმინდესს…დღეს კი ამ კადრებს სულ სხვა სიმძიმე და მნიშვნელობა აქვს…დრო გადის, მაგრამ ასეთი მოგონებები სულში რჩება…და მათთან ერთად ყველაფერი, რაც ვერასდროს დაგვავიწყდება…“,- წერს სალომე კბილაშვილი.

ლევან კბილაშვილის მამა

საზოგადოება 1773782248

„ვეღარ გაუძლო გულმა და გაჩერდა…“ - მომღერალ ლევან კბილაშვილის მამა გარდაიცვალა

მომღერალ ლევან კბილაშვილის მამა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში, სალო კბილაშვილი ავრცელებს.„წავიდა ჩემი მამიკო მონატრებულ შვილთან. ვეღარ გაუძლო გულმა და გაჩერდა…“, - წერს მომღერლის და ფეისბუქის გვერდზე. შეგახსენებთ, 2023 წლის 21 ივნისს, ლევან კბილაშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა. უნიჭიერესი ქართველი მომღერლის გარდაცვალებამ ყველა მის ახლობელს, გულშემატკივარს და ქართულ საზოგადოებას თავზარი დასცა. ლევან კბილაშვილი 31 წლის იყო.

MELITA FURCELADZE

ტაბლოიდი 1770496345

„ცუდად ვიყავით ერთმანეთის ხმას თუ ვერ გავიგებდით, ახლა… როგორ ვძლებთ“ – მელიტა ფურცელაძის ემოციური პოსტი

მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა, მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.დედა შვილის მონატრების შესახებ საუბრობს და ლევანის დის, სალო კბილაშვილის სტატუსს გვიზიარებს, სადაც მომღერლის და წერს -„როგორ მინდა მაგრად ჩაგეხუტო“ და ძმის ვიდეოს ავრცელებს: „სალომეს მაგრად უნდა ჩახუტება და მე ამ ეკრანზე პირველად დაგიკოცნე ყელი, სახლიდან გასვლისას თავს რომ გადაწევდი და ისე არ წახვიდოდი არ მეკოცნა.აქაც ხომ ოჯახზე საუბრობ. დედა, დედა, დედაა… რა იყო ეს, რანაირი დედაშვილობა იყო, ცუდად ვიყავით ერთმანეთის ხმას თუ ვერ გავიგებდით, ახლა …. როგორ ვძლებთ“, – წერს მელიტა ფურცელაძე.

მასლმ

ტაბლოიდი 1766943697

„სიმღერა უნდა ჩავწერო შენთანო, ძალიან უნდოდა“ - ლევან კბილაშვილის დედა კადრებს აქვეყნებს

 2023 წლის 21 ივნისს უნიჭიერესი ქართველი მომღერალი, ლევან კბილაშვილი მოსკოვში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლევან კბილაშვილის მოულოდნელმა გარდაცვალებამ ყველა მის ახლობელს, გულშემატკივარს და ქართულ საზოგადოებას თავზარი დასცა.გარდაცვლილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ლევანთან ერთად გადაღებულ ვიდეოს გვიზიარებს, სადაც ერთად მღერიან:„დე, სიმღერა უნდა ჩავწერო შენთანო , ძალიან უნდოდა“, - წერს მელიტა ფურცელაძე. 

levani

საზოგადოება 1766070420

„ლევანის მამააო და ყველას თვალზე ცრემლი ადგება... ილოცე მამაშენისთვის, შვილო“ - ლევან კბილაშვილის დედის ემოციური პოსტი

მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.„დე, შვილო, როგორ ვძლებთ, არ ვიცი, რა ძალაა ის, რაც მე მაცოცხლებს. თანდათან უარესი მემართება, მაგრამ მამაშენს რა ვუყო შვილო, მას ახლა ჩემზე მეტად უჭირს, ის ჩემზე ცუდადაა. ლევანის მამააო და ყველას თვალზე ცრემლი ადგება. ილოცე მამაშენისთვის შვილო, ილოცე, რომ ფეხზე დადგეს. მაგრამ ღირს კი ჩვენი აქ ყოფნა?შენთან ერთად გვინდა ორივეს,“ - წერს მელიტა ფურცელაძე.ცნობისთვის, ლევან კბილაშვილი მოსკოვში, 2023 წლის ივნისში, საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი.გარდაცვალების მიზეზად ანევრიზმა დასახელდა.