„ვეღარ გაუძლო გულმა და გაჩერდა…“ - მომღერალ ლევან კბილაშვილის მამა გარდაიცვალა

ლევან კბილაშვილის მამა

მომღერალ ლევან კბილაშვილის მამა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში, სალო კბილაშვილი ავრცელებს.

„წავიდა ჩემი მამიკო მონატრებულ შვილთან. ვეღარ გაუძლო გულმა და გაჩერდა…“, - წერს მომღერლის და ფეისბუქის გვერდზე. 

შეგახსენებთ, 2023 წლის 21 ივნისს, ლევან კბილაშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა. უნიჭიერესი ქართველი მომღერლის გარდაცვალებამ ყველა მის ახლობელს, გულშემატკივარს და ქართულ საზოგადოებას თავზარი დასცა. ლევან კბილაშვილი 31 წლის იყო.