ბექა ჯაიანი

სამართალი 2 მაი 20:57

“კესარიამ მითხრა, მაღიარეო - ვუთხარი, დავიშალოთ, მაინც საქართველოა, ამას ვერ გავაკეთებ-მეთქი, მეორე დღიდან დაიწყო ისეთი ვიდეოების დადება, რომელიც მამაკაცს გააღიზიანებდა - განვიზრახე, მომეკლა” - ბექა ჯაიანის ჩვენება

ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.სასამართლოში ჯაიანის ჩვენება გამოაქვეყნეს:(კესარიამ) მაღიარეო, მითხრა. ვუთხარი დავიშალოთ, მაინც საქართველოა, ამას ვერ გავაკეთებ-მეთქი. მეორე დღიდან დაიწყო ისეთი ვიდეოების დადება, რომელიც მამაკაცს გააღიზიანებდა... განვიზრახე, მომეკლა, - ამის შესახებ 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი ჩვენებაში აცხადებს, რომელიც სასამართლოში გამოაქვეყნეს.ამავე ჩვენების მიხედვით დგინდება, რომ ჯაიანმა კესარია აბრამიძე ოჯახის წევრებს, როგორც ეკა, ასე გააცნო. ჯაიანის თქმითვე, ეჭვიანობა ხდებოდა როგორც მისი, ასევე კესარიას მხრიდან.„ყველასთან ვცდილობდი კარგად დამეხასიათებინა, სანამ ჩემს მიმართ ასეთი გულით იყო... პირველად იმიტომ აირია[ურთიერთობა], გერმანიიდან რომ ჩამოვედი, უსამსახუროდ ვიყავი, როცა ფული გამომელია, კონფლიქტი მოხდა. რომ დავშორდი გაბოროტდა.... ზონდერიაო, სხვას დაადებინა ფოტო... მერე შევრიგდით“, - აცხადებს ჯაიანი ჩვენებაში.ამასთან, გამომძიებლის კითხვაზე, თუ რა ვითარებაში მიიღო კესარია აბრამიძემ ტვინის შერყევა, ჯაიანი პასუხობს, რომ ეს „ჭიდაობის დროს, თავისით მოხდა“.„დამირტყამს, მაგრამ მაგ დროს ვჭიდაობდით, შემომარტყა და წონასწორობა ვერ დაიცვა, გადავარდა. თავისიც დაეცა, მე მივიყვანე [საავადმყოფოში], მე წამოვიყვანე, ჩემიდან გამომდინარე არ მომხდარა... 1 კვირა დაშორებულები ვიყავით, მაღიარეო, მითხრა. ვუთხარი დავიშალოთ, მაინც საქართველოა, ამას ვერ გავაკეთებ-მეთქი. მეორე დღიდან დაიწყო ისეთი ვიდეოების დადება, რომელიც მამაკაცს გააღიზიანებდა...“, - აღნიშნავს ჯაიანი.რაც შეეხება უშუალოდ მკვლელობის დღეს, ის ჩვენებაში ამბობს:„აფთიაქში შევედი, წნევის დამწევები ვიყიდე, მეც რომ დამელია, გამბედაობა არ მეყო, რომ გადმოვმხტარიყავი... ცივად შევედი, ლაპარაკი დავუწყე, რომ შევხედე, ცრემლები წამომივიდა. რატომ იქცევი ასე-მეთქი, ვკითხე...დავარტყი. დანა ვიყიდე ჩემი სამსახურის წინ, მიცკევიჩზე“, - აცხადებს ჯაიანი ჩვენებაში.გამომძიებლის კითხვაზე, თუ რამდენჯერ დაარტყა დანა, ის პასუხობს, რომ არ ახსოვს“.ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

ზეთისხილი

საზოგადოება 19 აპრ 18:55

„თევზი, ხილი, ღვინო...“ - ისტორიკოსი ასახელებს საკვებს, რომელსაც იესო ყოველდღიურად ჭამდა

მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა ჩვენგანი იცნობს იმ სიმბოლურ საკვებს, რომელსაც იესო ჭამდა, როგორიცაა პური და ღვინო, ნაკლებად გავრცელებულია ის, თუ რას ჭამდა ის ყოველდღიურ ცხოვრებაში.Tastingtable-მა ესაუბრა დოქტორ თოვა დიკშტეინს. დიკშტეინის კვლევა ეყრდნობა ბიბლიური ტექსტების, არქეოლოგიური აღმოჩენებისა და ისტორიული ჩანაწერების ერთობლიობას იესოს საკვების აღსადგენად. მისი გამოცდილება იძლევა იმის გაგებას, თუ რა საკვებს ჭამდა იესო, ეთნორელიგიური და კულტურული ტრადიციების გათვალისწინებით.შერჩეული მარცვლებიყველაზე გავრცელებული იყო ხორბალი, ქერი და ფარო. ღმერთი ბრძანებს ისრაელებს, რომ დატოვონ მინდვრის კიდეები დაუკრეფელი, რათა ღარიბებს საშუალება მისცენ მოკრიფონ ის, რაც დარჩა მოსავლის შემდეგ. ეს ჩვეულება საუკუნეების განმავლობაში ხორციელდებოდა ისრაელის საზოგადოებაში და იესოს დროისთვის იგი სოციალური კეთილდღეობის პრაქტიკის უმთავრესი ნაწილი გახდა. ახალი აღთქმა ეხება იესოსა და მის მოწაფეებს, რომლებიც კრეფდნენ მინდორში მარცვლებს (მათე 12:1, მარკოზი 2:23, ლუკა 6:1). მარცვლებს ასევე იყენებდნენ ფაფის დასამზადებლად.პარკოსნებიყველაზე ხშირად მოხმარებული პარკოსნები იყო ოსპი და ფავა. ეს მცენარეები ადვილად მოსავლელი იყო.ზეითუნის ზეთი და ზეთისხილიზეითუნის ზეთი იყო პურის კიდევ ერთი პოპულარული დანამატი, რომელიც უაღრესად ღირებული იყო არა მხოლოდ როგორც ცხიმისა და კალორიების მდიდარი წყარო, არამედ მისი საცხობი და სამკურნალო მიზნებისთვის. ამრიგად, იესოსთვის ზეითუნის ზეთი მისი საკვების ძირითადი ნაწილი იყო.სეზონური ხილიძველ ისრაელში ასევე იყო მრავალი სხვა ხილი, მათ შორის ლეღვი, ფინიკი, ბროწეული, ხურმა და ყურძენი. ეს ხილი ყოველდღიური კვების განუყოფელი ნაწილი იყო.ღვინოიესოსთვის ღვინო საკვების ბუნებრივი თანმხლები იყო, განსაკუთრებით დიდი დღესასწაულებისა და შეკრებების დროს, როგორიცაა პასექის სედერი, როდესაც ღვინოს ოთხ ფინჯანში მიირთმევდნენ, როგორც რიტუალის ნაწილი. იგი ითვლებოდა ძირითად პროდუქტად, ხშირად წყალში გაზავებული ალკოჰოლის შემცველობის შესამცირებლად.ველური მცენარეებიიესომ, სავარაუდოდ, შეჭამა სხვადასხვა ველური საკვები მცენარეები, რომლებიც ხელმისაწვდომი იყო რეგიონში. როგორც დიკშტეინი აღნიშნავს, „ისრაელის ქვეყანაში, სადაც წყალი ცოტა იყო, ბევრი ბოსტნეული არ იზრდებოდა და ველური მცენარეები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ“.თევზითევზი რეგიონში ცილის ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო იყო, რომელიც უხვად იყო გალილეის ზღვასა და ხმელთაშუა ზღვაში. სახარებებში იესო ხშირად არის გამოსახული, როგორც თევზის მჭამელი, განსაკუთრებით ისეთ სცენებში, როგორიცაა 5000 ადამიანის კვება. თევზი სავარაუდოდ მოიცავდა ტილაპიას (ასევე ცნობილი როგორც წმინდა პეტრეს თევზს), სარდინებს და კობრს, რომლებსაც ჩვეულებრივ იჭერდნენ ამ რეგიონში და ამზადებდნენ შესანახად.ხორციძველად ისრაელები ხშირად ზრდიდნენ თხებსაც, რადგან ისინი რძისა და ხორცის კარგი წყარო იყო, რომლებიც, სავარაუდოდ, იესოს საკვების ნაწილი იყო.კვერცხიკვერცხი ფართოდ მოხმარებული საკვები იყო, ხელმისაწვდომი ყველა სოციალური ფენის ადამიანებისთვის.რძის პროდუქტებირძის პროდუქტები იესოს საკვების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ზოგადად, რძის პროდუქტებმა მეორეხარისხოვანი, მაგრამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იესოსა და მისი თანამედროვეების კვებაში.თაფლიიესოს დროს თაფლს სხვადასხვა გზით იყენებდნენ. ის შეიძლება მიირთვათ პირდაპირ, პურზე ან შეურიოთ სხვა საკვებს, როგორიცაა ხილი, მარცვლეული ან ფერმენტირებული რძის პროდუქტები.კალიებიიესო ცხოვრობდა, როგორც ებრაელი დაახლოებით 2 000 წლის წინ, ამიტომ სავარაუდოა, რომ იგი იცავდა თორას კანონებს, მათ შორის საკვების კანონებს, რომლებიც არეგულირებდნენ რა შეეძლო მას ეჭამა და რა არა. მწერების უმეტესობის ჭამა მას ეკრძალებოდა, გარდა კალიებისა. იმპორტირებული სანელებლებიდიკშტეინმა აღნიშნა, რომ იესო შესაძლოა შეხვედროდა და გამოეცადა ისინი ისეთ ადგილებში, როგორიცაა კესარია და ტიბერია, რომლებიც რომაული ადმინისტრაციისა და კულტურის ცენტრები იყო.

კესარია

საზოგადოება 16 აპრ 19:05

„კესოს დედა და და თავს ძალიან ცუდად გრძნობენ... ვიცი ოჯახის პოზიცია...“ - რას ჰყვება თაია ჭიჭინაძე „პრაიმტაიმთან“

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „პრაიმტაიმი“ მოკლულის მეგობარს, „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილ მონაწილეს, თაია ჭიჭინაძეს ესაუბრა.„ამ განაჩენის მოლოდინი ნამდვილად მქონდა, არა მხოლოდ როგორც კესოს მეგობარს. მგონია, რომ ნებისმიერი, მსგავსად ჩადენილი მკვლელობის ჩამდენი სათანადოდ უნდა დაისაჯოს და სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს. თუმცა, არ მაქვს ის შეგრძნება, რომ „სამართალმა პური ჭამა“, ჩემთვის არ შეცვლილა რეალობა, კესო აღარ არის. კესო ჩემი წლების მეგობარი იყო და შესაბამისად, მის ოჯახთანაც მაქვს კომუნიკაცია. ძალიან ცუდად გრძნობენ თავს დედა და და, რთულად გადააქვთ. ოჯახის პოზიცია ვიცი, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ბექასთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ“,- ამბობს თაია „პრაიმტაიმთან“.ცნობისთვის, დღეს, 16 აპრილს, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.გალუსტაშვილის განაჩენით, ჯაიანი დამნაშავედ იქნა ცნობილი, როგორც განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით ჩადენილ მკვლელობაში, ასევე გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემაში.კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული, ბექა ჯაიანი 19 სექტემბერს დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 20 სექტემბერს შეეფარდა.დაკავებულს ბრალდება 109-ე მუხლის "თ" და "მ" ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სამედიცინო ექსპერტის, ქეთევან გედენაშვილის განცხადებით, რომელმაც 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარა, აცხადებს, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი მწვავე სისხლნაკლებობა გახდა.

კესარია აბრამიძე

სამართალი 16 აპრ 13:47

პროკურატურა კესარია აბრამიძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის მისჯასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 18 სექტემბერს, თბილისში, დიდ დიღომში, ბრალდებულმა გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივით განსაკუთრებული სისასტიკით, დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა კესარია აბრამიძეს. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა ბრალდებული 2024 წლის 18 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) და 1262-ე მუხლით (სისტემატური ძალადობა რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია) წარედგინა.თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში

kesaria

სამართალი 16 აპრ 11:30

კესარია ამბრამიძის ოჯახის კომენტარი, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ

„ეს ერთადერთი გადაწყვეტილებაა, რითაც ოჯახი კმაყოფილია, - ასე გამოეხმაურა ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის მისჯას აბრამიძის ოჯახის ადვოკატი ლექსო სვიმონიშვილი.როგორც ის განმარტავს, სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, რასაც ადვოკატის ვარაუდით, ზემდგომი ინსტანციებიც ძალაში დატოვებენ.„თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთადერთი, სწორი, სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო და ბექა ჯაიანი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო, მას სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავის აღკვეთა განესაზღვრა. ეს ერთადერთი გადაწყვეტილებაა, რითაც ოჯახი კმაყოფილია. კესარიას მკვლელი მთელი თავისი არსებობის პერიოდს ციხის კედლებს მიღმა გაატარებს.ჩემი მოლოდინია, რომ განაჩენი ძალაში დარჩება და მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, ასევე სასჯელის სახე და ზომა უცვლელი დარჩება.კანონმდებლობის თანახმად, შემამსუბუქებელი გარემოება გულწრფელი აღიარებაა, როგორც ჩანს, სასამართლომ ვერ დაინახა მის ქმედებაში გულწრფელობა, ამიტომ არ გაითვალისწინა", - განაცხადა სვიმონიშვილმა.

ჯაიანი

სამართალი 16 აპრ 9:11

ესწრებოდა თუ არა ბექა ჯაიანი განაჩენის გამოცხადებას - რა ახალი დეტალებია ცნობილი

ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.ამ გადაწყვეტილებით გალუსტაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.გალუსტაშვილის განაჩენით, ჯაიანი დამნაშავედ იქნა ცნობილი, როგორც განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით ჩადენილ მკვლელობაში, ასევე გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემაში.განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ბრალდებული ბექა ჯაიანი, მას პროცედურულად დღევანდელ სხდომაზე საბოლოო სიტყვა უნდა ეთქვა. თუმცა, ის პენიტენციური დაწესებულებიდან არ გამოცხადებულა.როგორც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა აღნიშნა, ჯაიანმა წერილი გამოგზავნა, სადაც ბრალდებული მიუთითებდა, რომ ფსიქო-ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე ის სხდომაზე არ გამოცხადდა და ნანობს თავის საქციელს.ჯაიანი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, არ ეთანხმება არც განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით მკვლელობას და არც სისტემატურ ცემას.ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.ჯაიანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით და და 126-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილებით წარედგინა,რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემს გულისხმობს.აღნიშნული ქმედება 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კესარია

სამართალი 16 აპრ 8:00

ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები უტყუარი და სანდოა, რომელიც დღევანდელ გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად - ბექა ჯაიანის საქმის პროკურორი

მიმაჩნია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანი, კანონიერი და დასაბუთებულია, - ამის შესახებ ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანის საქმის პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ განაცხადა.როგორც ის განმარტავს, პროკურატურამ მოცემულ საქმეზე საკმარისი მტკიცებულებების წარმოდგენა შეძლო, რაც გამამტყუნებელ განაჩენს დაედო საფუძვლად.„რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, დაცვის მხარის არგუმენტაცია მოკლებულია ლოგიკას, რადგან ბრალდების მხარემ შეძლო მოცემულ საქმეზე სასამართლოში წარედგინა ის მტკიცებულება, რითაც ერთის მხრივ, დადასტურდებოდა ბექა ჯაიანის ბრალეულობა ბრალდების თითოეულ ეპიზოდში, მეორედ მხრივ, ასევე შევძელით წარმოგვედგინა ყველა ის დამამძიმებელი გარემოება, რომლის გამოც სასამართლო მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. დაცვის მხარის უფლებაა, გაასაჩივრებს თუ არა ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ვიმეორებ, ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი და სანდოა, რომელიც დღევანდელ გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად. დარწმუნებული ვარ, იმავე მტკიცებულებების საფუძველზე, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დარჩება",- განაცხადა ნიშნიანიძემ.შეგახსენებთ, ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ჯაიანი

სამართალი 16 აპრ 7:40

„გადაწყვეტილება არის უკანონო“ - რას ამბობს ჯაიანის ადვოკატი მოსამართლის გადაწყვეტილებაზე

ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.გალუსტაშვილის განაჩენით, ჯაიანი დამნაშავედ იქნა ცნობილი, როგორც განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით ჩადენილ მკვლელობაში, ასევე გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემაში.განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ბრალდებული ბექა ჯაიანი.მსჯავრდებული ბექა ჯაიანის ადვოკატის თქმით, ჯაიანისთვის უვადო პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილება უკანონოა და ის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.გიორგი მდინარაძე ამტკიცებს, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება "მიიღო მხოლოდ მორალური თვალსაზრისით და არა სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით."ვფიქრობთ, ახლად დანიშნულმა მოსამართლემ თავისი პირველი, პრაქტიკული გამოცდა ვერ ჩააბარა წარმატებით და მოექცა გავლენის ქვეშ, ვინაიდან გადაწყვეტილება უვადო თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით მიიღო მხოლოდ მორალური თვალსაზრისით და არა სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, შესაბამისად აღნიშნული გადაწყვეტილება არის უკანონო და დაცვის მხარის მხრიდან გასაჩივრდება სააპელაციო სასამართლოში.ეს განაჩენი არის უკანონო გენდერის ნაწილშიც და განსაკუთრებული სისასტიკის ნაწილშიც, ასევე სისტემატურ ცემასთან დაკავშირებითაც. ამაზე ვრცლად ვისაუბრე დასკვნით სიტყვაში. უდავო მტკიცებულებით დასტურდებოდა ის, რომ ბექა ჯაიანს არ ჰქონდა უარყოფით დამოკიდებულება კესარია აბრამიძის გენდერული იდენტობის მიმართ. განსაკუთრებული სისასტიკესთან დაკავშირებით კი არგუმენტი ის იყო, რომ მრავალი ჭრილობა ავტომატურად არ ნიშნავს სისასტიკეს და სუბიექტური კრიტერიუმით გამოირიცხებოდა, რაც მოსამართლემ არ გაიზიარა. ეს აშკარად ხაზს უსვამს მოსამართლის გამოუცდელობას, ვფიქრობ რომ ის გავლენის ქვეშ მოექცა",- განაცხადა ადვოკატმა.

კესარია აბრამიძე

საზოგადოება 16 აპრ 7:31

„და მაინც მეცოტავება!...“ - როგორ ეხმიანებიან ბექა ჯაიანის განაჩენს სოციალურ ქსელში

ტრანსგენდერის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.გალუსტაშვილის განაჩენით, ჯაიანი დამნაშავედ იქნა ცნობილი, როგორც განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით ჩადენილ მკვლელობაში, ასევე გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემაში.განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ბრალდებული ბექა ჯაიანი.ბლოგერი გურამ შეროზია მოსამართლის დღევანდელ განაჩენს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ზუსტად ისეთ პირობებში იყოს, როგორსაც იმსახურებს!„კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა. და მაინც მეცოტავება! მინდა, რომ დიდ ხანს იცოცხლოს და ზუსტად ისეთ პირობებში იყოს, როგორსაც იმსახურებს!“ „სახელმწიფო, რომლის შესაბამისი სამსახურები კანონს მთელი სიმლაცრით და უკომპრომისოდ აღასრულებს და დამნაშავისთვის სასჯელის მოხდას ღირსების შემლახავი პირობების გარეშე უზეუნველოყოფს. სიცოცხლის უფლება კონსტიტუციით მინიჭებული უზენაესი უფლებაა, უზომოდ დასანანია ამ გოგოს ასეთი სისასტიკით დაღუპვა “ - წერს თამთა დემურიშვილი.„კესარია აბრამიძის მკვლელს დამსახურებული უვადო მიესაჯა“„აუცილებელი იყო“„ძლივს სამართლიანი განაჩენი. ყველა მოძალადეს და მკვლელს უვადო პატიმრობა!!!“,- წერენ მოქალაქეები.

ბექა ჯაიანი

სამართალი 16 აპრ 7:14

„ჯაიანმა წერილი გამოგზავნა...“ - რა თქვა მოსამართლემ კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის განაჩენის გამოცხადებისას

ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.გალუსტაშვილის განაჩენით, ჯაიანი დამნაშავედ იქნა ცნობილი, როგორც განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით ჩადენილ მკვლელობაში, ასევე გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემაში.განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ბრალდებული ბექა ჯაიანი.მკვლელობაში ბრალდებულმა დუმილი სასამართლოში გასული წლის 23 დეკემბერს დაარღვია. ბექა ჯაიანმა მკვლელობა აღიარა, თუმცა უარყო, რომ დანაშაული გენდერის ნიშნით ჩაიდინა.როგორც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა აღნიშნა, ჯაიანმა წერილი გამოგზავნა, სადაც ბრალდებული მიუთითებდა, რომ ფსიქო-ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე ის სხდომაზე არ გამოცხადდა და ნანობს თავის საქციელს.ცნობისთვის, 18 სექტემბერს ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე სამართალდამცველებმა საკუთარ სახლში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩის 8 ნომერში მოკლული იპოვეს.კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული, ბექა ჯაიანი 19 სექტემბერს დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 20 სექტემბერს შეეფარდა.დაკავებულს ბრალდება 109-ე მუხლის "თ" და "მ" ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სამედიცინო ექსპერტის, ქეთევან გედენაშვილის განცხადებით, რომელმაც 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარა, აცხადებს, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი მწვავე სისხლნაკლებობა გახდა.

ბექა ჯაიანი

სამართალი 16 აპრ 6:57

ბექა ჯაიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა

ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.ამ გადაწყვეტილებით გალუსტაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.გალუსტაშვილის განაჩენით, ჯაიანი დამნაშავედ იქნა ცნობილი, როგორც განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით ჩადენილ მკვლელობაში, ასევე გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემაში.განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ბრალდებული ბექა ჯაიანი, მას პროცედურულად დღევანდელ სხდომაზე საბოლოო სიტყვა უნდა ეთქვა. თუმცა, ის პენიტენციური დაწესებულებიდან არ გამოცხადებულა.როგორც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა აღნიშნა, ჯაიანმა წერილი გამოგზავნა, სადაც ბრალდებული მიუთითებდა, რომ ფსიქო-ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე ის სხდომაზე არ გამოცხადდა და ნანობს თავის საქციელს.ჯაიანი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, არ ეთანხმება არც განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით მკვლელობას და არც სისტემატურ ცემას.ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.ჯაიანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით და და 126-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილებით წარედგინა,რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემს გულისხმობს.აღნიშნული ქმედება 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბექა ჯაიანი

სამართალი 27 მარ 11:05

"მისი უფლებაა, საბოლოო სიტყვის თქმა..." - ბექა ჯაიანის ადვოკატი მინიმალური სასჯელს, 10 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს

ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანის ადვოკატი გიორგი მდინარაძე მუხლის კვალიფიკაციის შეცვლას და ჯაიანისთვის მინიმალური სასჯელის - 10 წლით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას ითხოვს.კერძოდ კი, დღევანდელ სხდომაზე ადვოკატი დასკვნით სიტყვაში განმარტავდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული მკვლელობას აღიარებს, დაცვის მხარე დამამძიმებელ გარემოებებს არ ეთანხმება. კერძოდ კი, ჯაიანი გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას და სისტემატურ ცემას არ აღიარებს.შესაბამისად, ბოლო სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ დამამძიმებელ გარემოებებში ბექა ჯაიანის გამართლება მოითხოვა. ადვოკატი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 108-ე მუხლით გადაკვალიფიცირებას და 108-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის მინიმალური სასჯელის - 10 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას ითხოვს.რაც შეეხება იმას, ისარგებლებს თუ არა ბექა ჯაიანი საბოლოო სიტყვით შემდეგ სხდომაზე, ადვოკატი აცხადებს, რომ ეს მისთვის უცნობია.„ბექა ჯაიანი ბოლო შეხვედრის დროს, მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, შევხვდებით მას და ვნახოთ, მისი უფლებაა, საბოლოო სიტყვის თქმა",- განაცხადა მდინარაძემ.ადვოკატი შუამდგომლობაში განმარტავდა, რომ ბექა ჯაიანი ბრალს ნაწილობრივ იმის გამო არ აღიარებს, რომ სასჯელის ნაწილში ეს შემამსუბუქებელი ფაქტი იყოს.მდინარაძის თქმით, სახელმწიფო ბრალდებას ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც არ წარმოუდგენია, რომ ჯაიანმა კესარია აბრამიძე გენდერის ნიშნით მოკლა.ადვოკატის თქმით, უტყუარად დასტურდება, რომ მათ ერთმანეთი უყვარდათ, მოწმეებმაც კი დაადასტურეს, რომ გამორიცხული იყო, ჯაიანს გენდერის ნიშნით ეს დანაშაული ჩაედინა. მისივე თქმით, ბექა ჯაიანმა იცოდა, რომ ის ტრანსგენდერი ქალი იყო.კესარია აბრამიძის ოჯახის ადვოკატის, ლექსო სვიმონიშვილის განცხადებით კი, ბექა ჯაიანის მიმართ სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა უნდა გამოიყენოს.სასამართლო განაჩენს 16 აპრილს, 10:30 საათზე გამოაცხადებს.ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.ჯაიანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით და და 126-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილებით წარედგინა,რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემს გულისხმობს.აღნიშნული ქმედება 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.