კალადა

საზოგადოება 1768325267

გურული დალოცვა კალანდობის ღამეს - „გასათხოვი გაგვათხუებიე, მოსაყვანს მუაყვანიე. გვაშორე დარდი“

ბიოლოგი, მებაღე ზურა შევარდნაძე საზოგადოებას ახალ წელს სოციალურ ქსელში ულოცავს და 40 წლის წინ ბებია-ბაბუასგან კალანდობას მოსმენილ და დამახსოვრებულ „გალოცვას” უზიარებს.„40 წლის წინ ბებიასგან და ბაბუასგან კალანდობას მოსმენილი და დამახსოვრებული “გალოცვაა”, უფრო მარტივი და უკეთესი არ ვიცი.„გამჩენო მამაზეციერო, უხვი წელი მოგვეცი, გვიმყოფე ყველა მთელი ჯანით და მხიარული გულით. გასათხოვი გაგვათხუებიე, მოსაყვანს მუაყვანიე, წამსლელი მშვიდად წეიყვანე იმქვეყანას. გვაშორე დარდი, ოხი მიეცი ყველა გაჭივრებულს და უქონელს. გაგვიმსე სახლი ბაღნებით, გული სიკეთით და სიხარულით, ეზო ფრინველით, საყოლით და საკლავით.ბეღელი მარცვლით და ბარაქით. არ მოგვაკლო სტუმარი, მოკეთე და მოყვარე. ყველა ჩვენიანს კაის მსურველს გძელი დღეი მიე. ავს, ეშმაკს და უხილავს დუუფსე თვალი, დააყრუე და დაქციე. ჩვენი გულის სატკივარი აღმა ქარს მიქონდეს, დაღმა წყალს.წრომანდელი ნაშრომი ტკბილად შეგვაჭამე, მოგვახმარე და შეგვარგე, მომვალ წელს შრომის ძალა და ხალისი მოგვეცი.”ყველას გვჯეროდა, რომ ამფერი “გალოცვის”, ფერხვის და კაი ფეხადის გარეშე წახდებოდა საქმე და არ გათენდებოდა კალანდა”, – წერს ზურა შევარდნაძე.

ზურა VS პროდიუსერი

ტაბლოიდი 1764955253

„პრანჭვა-გრეხვა უნდა მარტო... ნატანებში წავიყვანოთ და მოვატყუოთ მაროკოში ვართ-თქო...“ - ზურა VS პროდიუსერი

რუსთავი2-ის გადაცემაში „შაბათ-კვირის დილა“ ბიოლოგი, ზურა შევარდნაძე მაყურებელს საინტერესო რჩევებს უზიარებს. ორი საათის მანძილზე, მაყურებელი ეცნობა ბაღის მოვლის წესებსა და გურულ კულინარიას.ამ ყველაფერს გურული იუმორით ახალისებს და ზურა შევარდნაძისა და ნინო კვაჭანტირაძის დუეტი.ზურასა და პროდიუსერის „დაპირისპირება“ უკვე სოციალურ ქსელებს იპყრობს. მაყურებელი ხალისით ელოდება მორიგ პაექრობას, ნაწილი ზურას გულშემატკივრობს, ნაწილი პროდიუსერს ამხნევებს და ასე  ელოდებიან მორიგ ვიდეოს, რომელიც „შაბათ-კვირის დილის“ ფეისბუქ-გვერდზე ქვეყნდება.ჩანს ზურას გადაცემის პროდიუსერმა რამდენიმე დავალება მისცა, რომელსაც წამყვანები ნაწილობრივ აპროტესტებენ.   

ზურა

საზოგადოება 1763823086

,,ჩემთან ეს ხდება მეოთხედ... ჯვარი უნდა დაეწერათ და გოგომ უარი თქვა...“ - ზურა შევარდნაძე ვიდეოს აქვეყნებს

,,გარდენია შევარდნაძის“ მფლობელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და ამბობს, რომ პატარძალმა ჯვრისწერა ჩაშალა. მისი თქმით, მასთან ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა. ,,დღეს უნდა დაეწერათ ჯვარი და ჩემთან უნდა მოსულიყვნენ ხელის მოსაწერად. ეს უკვე მეოთხედ ხდება ჩემთან. გოგომ, თინიკომ თქვა უარი... დილის მერე ვაწყობ, ვარიგებ ამ ყვავილებს, არ გათავდა. ძალიან გული მწყდება, ისეთი საყვარლები იყვნენ, იმედი მაქვს, რომ შერიგდებიან. ახლა არ გამოვიდა, მაგრამ მერე გამოვა...“, - ამბობს ზურა შევარდნაძე ვიდეოში. 

ზურა შევარდნაძე

მიმოხილვა 1763720453

,,აბდალია ყველა ის ვისაც ჰგონია, რომ ვჩხუბობთ…” - ზურა შევარდნაძე

,,გარდენია შევარდნაძის" დამფუძნებელი, ზურა შევარდნაძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: ,,აბდალია ყველა ის ვისაც ჰგონია რომ ვჩხუბობთ. ან საჩხუბარი რა გვაქვს ან გასაყოფი. სულს ვუბერავთ ერთმანეთს, ვეფერებით და ვეფოფინებით. ვზრუნავთ და გული შეგვტკივა, ბევრი საფიქრალი და არის საერთო.  ერთგული მეგობრობის და მეგობრობის ფასი ვინც არ  იცის  იგიც აბდალია!!!“- წერს ზურა შევარდნაძე. 

zura shevardnadze

საზოგადოება 1763240356

„შეყვარებულები ერთად ცხოვრობენო რომ გავიგე, მეგონა ქვეყანა დაიქცა.. ახლა ჩემს ირგვლივ ბევრი ახალგაზრდაა ასე და ეს უფრო სწორი მგონია...“ - ზურა შევარდნაძე

ფლორისტი და ტელეწამყვანი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ძველი შეხედულებებს და ტრადიციებს დღევანდელს ადარებს და წერს, რომ რაც ადრე გვაოცებდა და უჩვეოლოდ მიგვაჩნდა, დღეს ის ჩვეულებრივი ამბავია.„ოცი წლის წინ გერმანიიდან დაბრუნებული რომ ამბებს ვყვებოდი საარაკოდ, დღეს აგერ ჩვენ თვალწინ ხდება ზუსტად ისე, მგონი იმაზე მეტიც რაც მაშინ ასე გვაოცებდა, დღეს ჩვენთანაც ჩვეულებრივია.მახსოვს როგორ გაკვირვებული ვყვებოდი რომ დაურეკავად ვერსად ვერ მიხვალ სტუმრად და წინასწარ თუარ შეუთანხმდი ისე ვერავისთან წახვალ. როდის შეიარეთ ისე უბრალოდ ვინმესთან ბოლოს?ვყვებოდი რომ მამის გასვენებას არ ესწრებოდა შვილი, საზღვარგვარეთ იყო და ვერ ჩამოვიდა არ ეცალა. რამდენი ახლობელი გავაცილე ამ ბოლოს იმქვეყნად ისე რომ შვილები არ ყოფილან გასვენებაში ზოგი იტალიაშია და ზოგი ამერიკაში ზის ტრაილერზე.ვყებოდი რომ არსებობს მდიდრების და ღარიბების მაღაზიები, რომ ღარიბი მდიდრის მაღაზიაში ვერ იყიდის ძვირია. ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ..ვყვებოდი მაშინ, სტუმრად რომ მიხვალ ჩაის ან ყავას შემოგთავაზებენ. ისეთი სადილი ჩემი ბებია რომ გვიშლიდა, მაშინ ჩვეულებრივად რომ ითვლებოდა დღეს ათასი ლარი ჯდება. მიდი და გაუშალე ყველა სტუმარს თუ ვაჟკაცი ხარ.ესეც მაშინდელია, გასვენებაში არც თავზე ეხურათ არც ტიროდა ვინმე... აგერ მიიხედ-მოიხედე, ვინ ტირის, გლოვობს ან იხოკავს კოყებს? მაშინ მიკვირდა, ახლა ასე მირჩევნია.შეყვარებულები არიან და ერთად ცხოვრობენო რომ გავიგე მეგონა ქვეყანა დაიქცა.. ახლა ჩემს ირგვლივ ბევრი ახალგაზრდაა ასე და ეს უფრო სწორი მგონია..გაოცებას არ ვიყავი რომ გავიგონე თანამშრომელს ვერ ვშოულობ, რამდენი ხანია ვეძებო. ახლა აგერ დღეა არ გავა ვინმემ არ მომწეროს ამის და ამის გამკეთებელს ვეძებ ხომ არ იცი ვინმეო.დანარჩენი თქვენ დაამატეთ რაში ვიყოჩაღეთ, დავეწიეთ და გავასწარით ევროპას...“ - წერს ზურა შევარდნაძე.

ზურა VS პროდიუსერი

ტაბლოიდი 1761236258

VIDEO: „პროდიუსერი მასწავლის მე რას რა უხდება... ეტყობა არ იცის ვისთან აქვს საქმე“ - ზურა VS პროდიუსერის ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს

რუსთავი2-ის გადაცემაში „შაბათ-კვირის დილა“  ბიოლოგი ზურა შევარდნაძე მაყურებელს საინტერესო რჩევებს უზიარებს. ორი საათის მანძილზე, მაყურებელი ეცნობა ბაღის მოვლის წესებსა და გურულ კულინარიას.ამ ყველაფერს გურული იუმორით ახალისებს და ზურა შევარდნაძისა და ნინო კვაჭანტირაძის დუეტი.როგორც ჩანს ზურას გადაცემის პროდიუსერმა რამდენიმე დავალება მისცა, რომელსაც წამყვანები ნაწილობრივ აპროტესტებენ. გადაცემის წამყვანები პროდიუსერის წინააღმდეგ - ასე დაასათაურეს ვიდეო სოციალურ ქსელში, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

შევარდნაძე

საზოგადოება 1760552549

„არ მიყვარს სამედიცინო რჩევების მიცემა, მაგრამ აქ ზუსტად ვარ დარწმუნებული რასაც გეუბნებით...“ - ზურა შევარდნაძე

ზურა შევარდნაძე სასარგებლო რჩევებს გვიზიარებს: „უფრო სასარგებლო პროდუქტი, ვიდრე ქართული მშრალი ნუში და ქიშმიშია არ არსებობს. მე არ მიყვარს სამედიცინო რჩევების მიცემა, მაგრამ აქ ზუსტად ვარ დარწმუნებული რასაც გეუბნებით. საკუთარ კანზე და სხეულზე გამომიცდია, ამიტომ სიამოვნებით გიზიარებთ ამ არაჩვეულებრივ რეცეპტს. 5 ცალი ნუში და 10 ცალი ქიშმიში ჩაყარეთ ჭიქაში და დაასხით გაციებული გადადუღებული წყალი. შემდეგ ასე დატოვეთ მთელი ღამით. დილას მოურევთ და დალევთ. მთელს სხეულს შეავსებს ენერგიით, არაჩვეულებრივი საშუალებაა კუჭნაწლავისთვის“, - ამბობს ზურა შევარდნაძე. ნახეთ, ვიდეო: @vachiberadzejuice გარდენია შევარდნაძე. #ნუში ♬ оригинальный звук - zura vachiberadze

ზურა შევარდნაძე

რჩევები 1759179097

VIDEO: „ესაა ჯადოსნური საშუალება...“ - ზურა შევარდნაძის რჩევები, როგორ გამოვიყენოთ სარეცხის 72%-იანი საპონი

"ბევრმა იცის 72%-იანი სარეცხის საპნის სიკეთეები, მებაღეობა კი ამ საპნის გარეშე არ არსებობს. მე სულ მაქვს, ამის ბევრი მიზეზი არსებობს, ბევრ რამეში ვიყენებ.პირველი - ძალიან კარგად იცავს ფრჩხილებს. თუ მიწასთან მუშაობამდე ამ საპნით ამოივსებთ ფრჩხილებს, აღარ გაგიშავდებათ. ძველი მეთოდია, ძველი მებაღეები იყენებდნენ.მეორე - გარდა იმისა რომ იცავს, ძალიან კარგად ასუფთავებს ხელებს. თბილ წყალში სარეცხის საპნით რომ დაიბანთ ხელს, შემდეგ ამ წყლით შეგიძლიათ გაწმინდოთ ლიმონის ფოთლები, რომელიც ძალიან მარტივად ავადდება ქოთანში. ჩვენ ლიმონს სხვას არაფერს ვუკეთებთ, მხოლოდ ასე ვწმენდთ.მესამე - უებარი საშუალებაა ნაცართან ერთად ქვაბების გასათეთრებლად, ემალისა და ალუმინის ჭურჭლისთვის.ვჭრი პატარა კუბიკებად და ვაწყობ ქილებში, ვადა არ გასდის არასდროს, წლობით ვინახავ ასე. გახსოვდეთ ეს საშუალება და სულ ახლოს გქონდეთ", - ამბობს ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მებაღე, ზურა შევარდნაძე ვიდეოში, რომელსაც საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.  

ზურა შეავრდნაძე

საზოგადოება 1757329260

„გული მიჩუყდება, დღესაც რომ ვყვები ამას...“ - რას იხსენებს ზურა შევარდნაძე

გარდენია შევარდნაძის დამფუძნებელი, ზურა შევარდნაძე, წლების წინ მომხდარ ხანძარს იხსენებს. „გული მიჩუყდება დღესაც, რომ ვყვები ამას“ნახეთ, ვიდეო:

გარდენიე

საზოგადოება 1753459647

არაა აუცილებელი ყველა უნივერსიტეტში იღებდეს განათლებას – პროფესიები აითვისეთ, ხელით შრომა ისწავლეთ - ზურა შევარდნაძე

„გარდენია“-ს მფლობელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „არ არის აუცილებელი ყველა უნივერსიტეტში იღებდეს განათლებას“. მისი განმარტებით, პროფესიების ათვისება, ხელით შრომის სწავლა და მუშაობაც შეიძლება.„არაა აუცილებელი ყველა უნივერსიტეტში იღებდეს განათლებას. პროფესიები აითვისეთ, ხელით შრომა ისწავლეთ, ჩადექით ბაღებში, ბოსტნებში იმუშავეთ... ეგება გესიამოვნოთ კიდეც შედეგს რომ დაინახავთ, თქვენი ნაშრომისგან მიღებულ მოსავალს მიიღებთ. რად უნდა ამას ამდენი ამბავი?!“, – წერს ზურა შევარდნაძე.

zura shevardnadze

საზოგადოება 1751801580

„ცოცხალი ყვავილებით მოვაჭრეები ჩვენ რომ ვიძინებთ, მაშინ იღვიძებენ…“ – ზურა შევარდნაძე ემოციურ სტატუსს გვიზიარებს

ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს გვიზიარებს. ზურა ემოციურ სტატუსს ამჯერად მეყვავილეებზე წერს.„ცოცხალი ყვავილებით მოვაჭრეები ჩვენ რომ ვიძინებთ მაშინ იღვიძებენ. არავინ იცის ვინ დააწესა ასე და რატომ არ შეიძლება ყვავილი იყიდებოდეს დილიდან საღამომდე, ისე როგორც ხილი, ბოსტნეული, მწვანილი ან სხვა ნებისმიერი რამ. ასეა და მორჩა.. ქალაქის ყველა მეყვავილე ნავთლუღის ბაზარში ღამით იკრიბება რომ თავიანთი საყვავილე მაღაზიებისთვის და დახლებისთვის წავკისიდან  დიღმიდან, კოჯრიდან, საგურამოდან და მისაქციელიდან ჩამოტანილი ყვავილები იყიდონ. უცხოეთიდან ჩამოტანილი ყვავილიც აქ გამოაქვთ გასაყიდად.ცალკე ამბავია მწვანე ფოთლებით და მასალით მოვაჭრეები, გვირგვინებისთვის, კალათებისთვის, თაიგულებისთვის ფოთლებს, ტოტებს და ყველაფერს მწვანეს აქ ვყიდულობთ. ბაზარში ყველას თავისი როლი აქვს მორგებული და ვიცით რომ თუ ვარდი გვინდა თემურას უნდა მივმართოთ, თუ ჰორტენზიები ბათუმელ ცეხოს, თუ გიორგინა და ჩამოტანილი ყვავილი ანზორას, თუ გაღვიძება გეზარება და გინდა შენს მაგივრად შეარჩიოს და იყიდოს რუზანას და გოგილოს უნდა დაუმეგობრდე. ამ ქალებს შორის ერთ-ერთი განსაკუთრებული შესაძლებლობების უსაყვარლესი, ფუმფულა, ლოღებაღაჟღაჟებული მეგრელი დალია. დალი დასავლეთიდან ჩამოტანილი მწვანე მასალით ვაჭრობს და რა უნდა სთხოვო რისი ფოთოლი, ტოტი, ღერო რომ ვერ გაგიჩინოს.. რა დროსაც გინდა დაურეკე დალი დეიდა იასამნი მინდა დიდ ორ მეტრიან ტოტებზე, მოგიკვდეს დალი, მოგიტანს.დალი დეიდა ფინიკის პალმის ტოტები მჭირდება არც დიდები არც პატარები, ლამაზები, საშუალო ზომის, შემოგევლოს დალმა, მოაფრიალებს. დალი დეიდა ჰორტენზიები მჭირდება არც ჭყინტი არც მშრალი, ისე საშუალო, ფირუზისფერი, გენაცვალოს  დალმა, გაგიჩენს. ნეკერცხლის ტოტები მჭირდება შეწითლებული ფოთლებით, მოგიკვდეს  დალმა… გაუჩენელს გაგიჩენს. ერთხელ ვმუშაობ, შუა ღამეა, მოვიხედე და არ მაქვს ვენახის ლერწები რომელიც ვთხოვე წინა დღეს. ვურეკავ საყვედურით. გაბრაზება არ შეუძლია, საამისოდ მეტისმეტად კეთილია. რომ წყინს მთლად მეგრულზე გადადის: “ზურიკო დიდა, ახლა არის ღამის 4 საათი და მე ვარ ტყეში, გიმზადებ რაც მთხოვე და მეტი რა ქნას დალმა?” ათი წელი მაინც გავიდა მას მერე როცა მსაყვედურობენ და ვბრაზდები სულ ვამბობ “მეტი რა ქნას დალმა?..“ – წერს ზურა შევარდნაძე.

zura shevardnadze

faceამბები 1750531038

ზურა შევარდნაძე მასწავლებლის მიერ მიწერილ ემოციურ წერილს გვიზიარებს

ფლორისტი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და გვიზიარებს მასწავლებლის მიერ მიწერილ წერილს, რომელიც გარდაიცვალა.„აგვისტოს ბოლოს საშვებულებოდ ჩამოსული გერმანელი მეგობრები გავაცილე. ჰანსთან და კლაუდიასთან ერთად ვსწავლობდი 20 წლის წინ მებაღეობას და ფლორისტიკას გერმანიაში, მალევე დაქორწინდნენ, მათი ქორწილის წვეულება მე გავფურჩქნე რაინის ნაპირზე მინდორზე, ლამაზი იყო. ჰანსს მამისაგან დიდი სასათბურე მეურნეობა და სამებაღეო ცენტრი ერგო რომელსაც წარმატებით უძღვება ბოლო წლებია, კლაუდიამ პატარა საყვავილე მაღაზია იყიდა ჰამბურგთან ახლოს, ბედნიერად ცხოვრობენ და მუშაობენ, 2 შვილს ზრდიან. მათი წასვლიდან რამდენიმე დღეში, ჩვენმა საერთო ნაცნობმა წერილი ჩამომიტანა." ზურაბ, ძვირფასო ზურაბ.წინა კვირას მომინახულეს ჰანსმა და კლაუდიამ, მიამბეს შენზე შენს ქვეყანაზე, შენს ბაღზე, მიჩვენეს ფოტოები წვეულებები, ნამუშევრები, შენი ფეისბუკ გვერდიც დამათვალიერებინეს.მინდა მოგწერო რომ ეს საერთოდ არ ჰგავს იმას რაც მე გასწავლეთ, უფრო მეტიც, შენი ფერები, ფორმები, ფაქტურა, გამოყენებული მასალა, ტექნიკა, არცერთ ჩემთვის ნაცნობ ფლორისტულ წესს, კოლორისტიკის კანონს და საერთოდ არცერთ კანონზომიერებას არ ექვემდებარება და ესაბამება. იცოდე ჩემგან, სწორედ ამაშია შენი სიძლიერე. სიუხვე, სიუხვე, სიუხვე ყველგან, ამას კი შენს ქართულ ბუნებას, შენს გულუხვ ხასიათს ვაბრალებ.ძალიან ამაყი ვარ შენით.მე მოვხუცდი, ხელები ძველებურად აღარ მემორჩილება. ლარნაკში ჩემთვის რომ ვალაგებ ყვავილს ისიც კი არ მომწონს. ცხოვრების წესი სრულიად შევიცვალე, უკვე მესამე წელია "Siniorenhaus" ში ვცხოვრობ, აქ მოსაწყენია.ეგებ მართლა მოვიკრიბო ძალა და გაზაფხულზე მართლა გესტუმრო შენი და შენი ბაღის ნახვით გავიხალისო ჩემი ცხოვრების ბოლო დღეები, ჰანსმა შემპირდა რომ წამომიყვანს.სიყვარულით, პატივისცემით და მონატრებით შენი მასწავლებელი, რომლისაგანაც ბევრი არაფერი ისწავლე(და რა კარგია რომ ასეა).ჰანნა, კლაუდია ეკლირნაუმი.ჰამბურგი 2022 აგვისტო."გულაჩუყებული ვარ..წერილის თარგმნა და გასაჯაროვება არაა ალბათ მთლად ღირსეული საქციელი მაგრამ ეს განსაკუთრებული წერილია, განსაკუთრებული მასწავლებლისგან.დღეს ფრაუ ეკლერნაუმი შვილებმა შვილიშვილებმა, სამმა შვილთაშვილმა, რამდენიმე ნათესავმა და ორმა მეგობარმა ჰამბურგის ბლუმენრინგის სასაფლაოზე დაკრძალეს.მიხარია, რომ მოვახერხე მისი ჩამოყვანა და ცოტაოდენი სითბოს, სიყვარულის მიცემა“,- წერს შევარდნაძე.