ამ პროდუქტის მიღების შემდეგ კიბოს რისკი 38%-ით შემცირდა! - არუნ ხათრი
1774799664
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას გარდა ცნობილი პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა, სოციალურ ქსელში არაერთი ცნობილი ქართველი გამოეხმაურა.
ამჯერად ქართველი ფლორისტი, მწერალი და ტელეწამყვანი, ზურა შევარდნაძე უწმინდესთან ისტორიას იხსენებს:
„მცხეთაში ძველი პატარა ტაძარია მგონი გეთსიმანია ქვია. იქაურობა განაახლეს, ეკლესია გადახურეს, მოაწსრიგეს და ბაღის დარგვა, მიხედვა უწმინდესმა ჩვენს სამებაღეო სასწავლებელს დაავალა. ზაფხული იყო ძალიან ცხელოდა, დედა თეკლესთან და სტუდენტებთან ერთად ვიმუშავეთ. ომი დაიწყო.. ტაძრის კურთხევა 9 აგვისტოს იყო დაგეგმილი. ეს ის დღეა ბომბების ხმა რომ გვესმოდა გორიდან. ძალიან ვიყავით დამფრთხალი და შეშინებული, უიმედობა ეტყობოდა ყველას.
უწმინდესი თუ მოვიდოდა არავის ეგონა მაგრამ დათქმულ დროს მობრძანდა, მშვიდად, წყნარად თვალი მოგვავლო ყველას და დაგვლოცა. ტაძარი აკურთა, არ ჩქარობდა. მერე გარეთ გამობრძანდა, პატარა განახლებული ბაღი შემოარა და თვალებით გვიხმო დედა თეკლეს და მე, მადლობა გვითხრა რა კარგად გიმუშავიათ მაგრამ შენიშვნა მაქვსო, გავინაბეთ. ზეთისხილები დაგირგავთ ძალიან ახლო ახლოსო. არ შევწინააღმდეგებივართ რათქმაუნდა, ვუთხარი მხოლოდ რომ პატარა ნერგები გვქონდა, გვინდოდა დღევანდელ დღეს უკვე ლამაზად ყოფილიყო და ამიტომ დავრგით ასე ახლოახლო. არა ეგ კი მესმის მაგრამ ორასი წლის შემდეგ, სამასი წლის შემდეგ, განა ხელს არ შეუძლიან ერთმანეთს? ზეთისხილი ხომ ძალიან დიდხანს ცოცხლობს. იერუსალიმში, გეთსიმანიას ბაღში ქრისტესდროინდელი ხეები დღესაც ხარობენ.
ეს ყველაზე სასიამოვნო შენიშვნა იყო რაც კი ოდესმე მიმიღია, დიდი იმედით სავსე სამ სიტყვიანი შემჩნევა. დარწმუნდა ყველა იქ მყოფი რომ მომდევნო სამასი წელი მაინც საქართვეოს არაფერი ემუქრება.
ნერგები რასაკვირველია იმავე დღეს დავაშორიშორეთ“,- წერს ზურა შევარდნაძე.