მერცი

მსოფლიო • 1791120737

მივმართავ რუსეთის პრეზიდენტს, შეწყვიტეთ ეს ომი. ჩვენ შეგვიძლია მოლაპარაკება, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც იარაღი გაჩუმდება. ეს ბარბაროსული თავდასხმები უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე უნდა დასრულდეს - ფრიდრიხ მერცი

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, შეწყვიტოს უკრაინაზე თავდასხმები და მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოავლინოს.მან კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები უნდა შეწყდეს."ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი! ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ამ ომის დასრულება. მაგრამ ეს ბარბაროსული თავდასხმები უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე უნდა დასრულდეს", - განაცხადა მერცმა.მედიის ინფორმაციით, მერცი კიევში მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ესტუმრა, რომელიც დრონის თავდასხმის შედეგად დაზიანდა; მას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ახლდა თან.მერცის ვიზიტის დროს, რუსული თავდასხმების გამო რამდენჯერმე გაისმა გამაფრთხილებელი სირენების ხმა. უკრაინის დედაქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში დრონის თავდასხმის შედეგად ხიდი დაზიანდა.დანგრეული აკადემიის შენობის ადგილას სიტყვით გამოსვლისას მერცმა განაცხადა, რომ ისეთი თავდასხმები, როგორიცაა გასული ორშაბათის შემთხვევა, ნათლად აჩვენებს ამ ომის უაზრობას."თავდასხმა მეცნიერებათა აკადემიაზე, კიევში, ქალაქის ცენტრში, გერმანიის საელჩოდან რამდენიმე ასეულ მეტრში. დღეს დილით კი, მშვიდ კვირას, კიევში საჰაერო თავდასხმის სირენების ხმა გაისმა - აქ ყოველდღე ხდება ომის დანაშაულები", - თქვა მერცმა.მერცის თქმით, სანამ უკრაინა ზამთრისთვის ემზადება, მისი ინფრასტრუქტურა ყოველდღიური თავდასხმის ქვეშ იმყოფება."კიდევ ერთხელ მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას, რუსეთის პრეზიდენტს: შეწყვიტეთ ეს ომი! ჩვენ შეგვიძლია მოლაპარაკება, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც იარაღი გაჩუმდება - და იარაღი აუცილებლად უნდა გაჩუმდეს", - განაცხადა მან.ცნობისთვის, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში დღეს დილით ჩავიდა.

ზელენსკი

მსოფლიო • 1790876340

ზელენსკი: უკრაინამ პირველად გამოიყენა საკუთარი წარმოების ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა მტერზე დარტყმა კომპანია Fire Point-ის მიერ წარმოებული FP-7 ტიპის ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტით პირველად განახორციელეს.„უკრაინული ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა FP-7. პირველი საბრძოლო გამოყენება. მადლობა შედეგისთვის“, - დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.ზელენსკის თქმით, უკრაინა ამ ტიპის რაკეტების სერიულ წარმოებას განახორციელებს. თავდასხმის სხვა დეტალები ან დარტყმის ზუსტი ლოკაცია პრეზიდენტს არ დაუზუსტებია.კომპანია Fire Point-ის მიერ შემუშავებული FP-7 რაკეტის პრეზენტაცია 2025 წელს შედგა, ხოლო 2026 წლის თებერვალში გავრცელდა სახმელეთო პლატფორმიდან მისი საცდელი გაშვების კადრები.

ტრამპი ზელენსკი

მსოფლიო • 1790869231

გარკვეული საბრძოლო მასალის მიღებაზე პრეზიდენტმა ზელენსკიმ უარი თქვა, მას არ ჰქონდა თვითმფრინავები, რომლებიც ამ საბრძოლო მასალის გამოყენებისთვის არის საჭირო - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გარკვეული ტიპის  საბრძოლო მასალის მიღებაზე უარი თქვა, რადგან უკრაინას მისი გამოყენებისთვის საჭირო თვითმფრინავები და სხვა შესაბამისი შესაძლებლობები არ ჰქონდა.ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში საბრძოლო მასალის მარაგები ამჟამად აქტიურად ივსება და ქვეყანაში შეიარაღების წარმოება იზრდება.„არის საბრძოლო მასალა, რომლის მიღებაზეც პრეზიდენტმა ზელენსკიმ უარი თქვა. თუმცა, ეს ძალიან ძლიერი საბრძოლო მასალაა. მან უარი თქვა, რადგან მას არ ჰქონდა თვითმფრინავები და სხვა საშუალებები, რომლებიც ამ საბრძოლო მასალის გამოყენებისთვის არის საჭირო“, – განაცხადა ტრამპმა.მისივე თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების შედეგად აშშ-ში გარკვეული ტიპის შეიარაღების მარაგი შემცირდა, თუმცა მისი ადმინისტრაცია ახლა დანაკლისის შევსებაზე აქტიურად მუშაობს და აშშ-ის „კარგ ფორმაშია“.ტრამპის განცხადებით, აშშ-ში თავდაცვის სფეროს კომპანიები, მათ შორის Raytheon, საწარმოო შესაძლებლობებს აფართოებენ.„ისინი მთელი ქვეყნის მასშტაბით აშენებენ ქარხნებს. მუშაობენ 24 საათის განმავლობაში, კვირაში შვიდი დღე და ჩვენ ვაგროვებთ საბრძოლო მასალას იმ დონეზე, როგორც არასდროს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ევროკომისია

მსოფლიო • 1790867820

Euronews: ევროკომისიამ დაასკვნა, რომ მიმდინარე წლისთვის უკრაინის ფინანსური და სამხედრო საჭიროებები სრულად არის უზრუნველყოფილი, მას შემდეგ, რაც ერთი თვის წინ კიევმა თავდაცვის სამინისტროში 27 მილიარდი დოლარის დეფიციტის შესახებ განაცხადა

ევროკომისიამ დაასკვნა, რომ მიმდინარე წლისთვის უკრაინის ფინანსური და სამხედრო საჭიროებები სრულად არის უზრუნველყოფილი, მას შემდეგ, რაც ერთი თვის წინ კიევმა თავდაცვის სამინისტროში 27 მილიარდი დოლარის დეფიციტის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews ავრცელებს.„დღეს, კოორდინირებული ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ ვიპოვეთ გზები 2026 წლისთვის უკრაინის ბიუჯეტისა და თავდაცვის საჭიროებების დასაფარად. ჩვენ ასევე ხელახლა დავადასტურეთ ის ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია მათი დროული გამოყოფის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია კომისიის ბუნდოვნად ფორმულირებულ განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხუთშაბათს გაავრცელა.ამით აღმასრულებელმა ორგანომ დახურა დებატები, რომლებიც აგვისტოს ბოლოს დაიწყო, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოკავშირეებს 27-მილიარდიანი დეფიციტის შევსებისკენ მოუწოდა და გააფრთხილა ისინი, რომ იარაღის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიწოდება საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა.მას შემდეგ ევროკომისია უკრაინის მთავრობასთან ტექნიკურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ფინანსური დეფიციტის ზუსტი მასშტაბის დასადგენად.თავიდანვე, ევროკავშირის ოფიციალური პირები ერიდებოდნენ 27 მილიარდი დოლარის ოდენობის ციფრის დადასტურებას, რადგან მას მოულოდნელად და დაუსაბუთებლად მიიჩნევდნენ.ამის სანაცვლოდ, მათ ყურადღება გადაიტანეს 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხზე, რომელიც ბლოკის დახმარების მთავარ ხაზს წარმოადგენს. ის ითვალისწინებს 45 მილიარდ ევროს 2026 წლისთვის, ხოლო კიდევ 45 მილიარდ ევროს - 2027 წლისთვის.ვიდრე ტექნიკური მოლაპარაკებები გაჭიანურდა, ბრიუსელმა გაზარდა ზეწოლა კიევზე, რათა დაეჩქარებინა ის რეფორმები, რომლებიც აუცილებელია მხარდამჭერი სესხისა და წინა დახმარების პაკეტის გასახსნელად. ევროკომისია უკმაყოფილოა საკანონმდებლო პროცესის ნელი ტემპით.

ტრამპი

მსოფლიო • 1790695740

The Atlantic: ტრამპმა შესაძლოა რუსეთს სანქციების ნაწილი უკრაინაში ომის დასრულებამდე მოუხსნას

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა აღმოსავლეთ ევროპაში, ჯონ კოულმა თეთრი სახლის ლიდერს ახალი დიპლომატიური ინიციატივით მიმართა. გეგმა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არსებული ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლას ითვალისწინებს - კერძოდ, რუსეთისთვის სანქციების ნაწილობრივ მოხსნას კრემლის პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ. ამის შესახებ გამოცემა The Atlantic-ის ჟურნალისტი, საიმონ შუსტერი იტყობინება.ავტორის ინფორმაციით, ინიციატივა ჯერ ადრეულ ეტაპზეა, თუმცა მან შესაძლოა ტრამპს კრემლთან კომუნიკაციის დამყარების ახალი არხი გაუხსნას. ეს მიმართულება უკრაინის ომის მიღმა არსებულ საკითხებს ეხება, რომლის შეჩერებასაც ვაშინგტონი ამ ეტაპზე ვერ ახერხებს. გარდა ამისა, სტრატეგიამ შესაძლოა ხელი შეუწყოს აშშ-ისთვის ხელსაყრელი კონტრაქტების დადებას რუსული ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე, ხოლო პოლიტპატიმრების გათავისუფლებამ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიის მიღების არგუმენტები გაუძლიეროს.შუსტერი აღნიშნავს, რომ ამ მიდგომამ შესაძლოა უკრაინელების გარდა ევროპელებისა და ამერიკელების ნაწილის უკმაყოფილებაც გამოიწვიოს, რადგან მსგავსი გარიგება რუსეთს საშუალებას მისცემს, მეტი ფინანსური რესურსი მიმართოს უკრაინაში ტერორისკენ.აღნიშნული სტრატეგია კოულმა მანამდე ბელარუსში გამოსცადა, სადაც ასობით პოლიტპატიმრის გათავისუფლებას მიაღწია, სანაცვლოდ კი აშშ-მა ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმს სანქციები შეუმსუბუქა. ახლა კოულმა, ტრამპის თანხმობით, იგივე მიდგომის გამოყენება ვლადიმირ პუტინთანაც გადაწყვიტა. კოულის აზრით, ეს ვარიანტი სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესსაც წაადგება.„ეს ყველაფერი მშვიდობის დამყარებას უწყობს ხელს. რაც მეტია ურთიერთქმედება და კომპრომისი - იქნება ეს ეკონომიკურ სფეროში, პატიმრების საკითხში თუ სხვაგან - ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ მშვიდობამდე. ეს თავისებური მისიაა“, - განუცხადა კოულმა შუსტერს.უკრაინული მხარე შექმნილ სიტუაციას სრულიად განსხვავებულად აფასებს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შუსტერთან საუბარში აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ომის დასრულებამდე რუსეთისთვის სანქციების მოხსნის ნებისმიერი მცდელობა დაბლოკოს, თუმცა იქვე აღიარა, რომ ეს მარტივი არ იქნება.უკრაინელი მომლაპარაკებლებისთვის ცნობილია ტრამპის გეგმების შესახებ, გამოიყენოს სამშვიდობო პროცესი ბიზნესგარიგებების წასახალისებლად. თუმცა, წყაროების ცნობით, ტრამპის წარმომადგენლები ამ ეტაპზე ვერ ხედავენ რუსეთთან ბიზნესის კეთების შესაძლებლობას უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტამდე მაინც. კოულის გეგმა კი სწორედ ამ დაბრკოლების გვერდის ავლის გზად მოიაზრება.ავტორის ცნობით, კოულს ეს იდეა რუს დისიდენტ დმიტრი მურატოვთან შეხვედრისას გაუჩნდა, რომელმაც მიხეილ გორბაჩოვისა და რონალდ რეიგანის თანამშრომლობის პრეცედენტი გაიხსენა. იმ პერიოდში ვაშინგტონი მოსკოვს პატიმართა სიებს გადასცემდა, რასაც საბჭოთა მხარე ეთანხმებოდა, ამან კი ქვეყნებს შორის დაძაბულობა შეამცირა.ამჟამად აშშ კვლავ კონცენტრირებულია ომის დასრულების მცდელობაზე. ამ თვეში აბუ-დაბიში დაგეგმილია სამმხრივი შეხვედრა ენერგეტიკულ სექტორში ცეცხლის შეწყვეტის განსახილველად, ასევე არსებობს ეგვიპტის ინიციატივა შავ ზღვაში სატვირთო გემებზე თავდასხმების შეჩერებაზე. თუმცა, კიევში ამ შეხვედრების ეფექტიანობის გაზაფხულამდე არავის სჯერა.ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ შუსტერთან საუბარში აღნიშნა, რომ სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ პატიმრების ვაჭრობა რეჟიმებს მხოლოდ წაახალისებს, რომ უფრო მეტი ადამიანი დააკავონ.„ადამიანებით ვაჭრობა მათ არაფერი უჯდებათ. მათ ყოველთვის შეუძლიათ მეტი ადამიანის დაპატიმრება, მაშინ როდესაც დასავლეთი სანქციების გაუქმებითა და გარიგებებით ამ რეჟიმებზე გავლენას კარგავს“, - ხაზგასმით აღნიშნა ტიხანოვსკაიამ.

კიევი

მსოფლიო • 1790611171

უკრაინული მედია: რუსებმა კიევის ცენტრში მდებარე კლინიკა „დობრობუტზე“ იერიში მიიტანეს

რუსმა ოკუპანტებმა დარტყმა მიაყენეს კიევის ცენტრში მდებარე სამედიცინო დაწესებულების შენობას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Telegram-ში განაცხადა.„სამშველო სამსახურები აგრძელებენ მუშაობას კიევში, მეცნიერებათა აკადემიის შენობაზე პირდაპირი დარტყმის ადგილზე. სამწუხაროდ, ამ დროისთვის ცნობილია ერთი დაღუპულის და ექვსი დაშავებულის შესახებ, რომელთა შორის სამი ბავშვია. დღეს, დღისით, რუსებმა ასევე დაარტყეს დედაქალაქის ცენტრში მდებარე სამედიცინო დაწესებულების შენობას“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.ზელენსკის თქმით, მაშველები ხანძრის ოპერატიულად ლიკვიდაციას ცდილობენ.როგორც კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, შევჩენკოს რაიონში იერიში მიიტანეს 7-სართულიან ადმინისტრაციულ შენობაზე, მე-4 სართულის დონეზე.„რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტის ცნობით, დარტყმა იმ შენობას მოხვდა, სადაც კლინიკა „დობრობუტი“ მდებარეობს.

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი

მსოფლიო • 1790493729

მინდა, რომ ზელენსკიმ შეთანხმება დადოს პუტინთან, და მინდა, რომ პუტინიც მოელაპარაკოს მას - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მოგვარების შესახებ შეთანხმება მალე დაიდება.მან აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან, ვლადიმირ ზელენსკისთან ბოლო შეხვედრისას განიხილა „მრავალი სხვადასხვა თემა, და ბევრ მათგანზე ჩვენ ძალიან მყარი თანხმობა გვაქვს“.„მაგრამ იცით, რა მინდა მისგან? რომ მან შეთანხმებას მიაღწიოს. მინდა, რომ მან შეთანხმება დადოს პუტინთან, და მინდა, რომ პუტინიც მოელაპარაკოს მას. გასულ თვეს უკრაინასა და რუსეთს შორის ომში 25 000 ადამიანი დაიღუპა. ივლისში - 32 000 ადამიანი. ესენი უმეტესად ჯარისკაცები არიან. 97% - ჯარისკაცია. მაგრამ მიუხედავად იმისა, ჯარისკაცები არიან თუ მშვიდობიანი მოქალაქეები, წარმოიდგინეთ: 32 000. ორი თვის წინ კი - 33 000 ადამიანი“, - განაცხადა ტრამპმა.ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ზელენსკისაც და პუტინსაც „მოგვარება სურთ“.„ოდესმე, ვიმედოვნებთ, უახლოეს მომავალში, შესაძლოა მკაცრი ზამთრის დადგომამდეც კი, ისინი შეთანხმებას დადებენ“, - დასძინა ტრამპმა.

ტრამპი

მსოფლიო • 1790492316

ტრამპი: მინდა, რომ ზელენსკიმ შეთანხმება დადოს პუტინთან, და მინდა, რომ პუტინიც მოელაპარაკოს მას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მოგვარების შესახებ შეთანხმება მალე დაიდება.მან აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან, ვლადიმირ ზელენსკისთან ბოლო შეხვედრისას განიხილა „მრავალი სხვადასხვა თემა, და ბევრ მათგანზე ჩვენ ძალიან მყარი თანხმობა გვაქვს“.„მაგრამ იცით, რა მინდა მისგან? რომ მან შეთანხმებას მიაღწიოს. მინდა, რომ მან შეთანხმება დადოს პუტინთან, და მინდა, რომ პუტინიც მოელაპარაკოს მას. გასულ თვეს უკრაინასა და რუსეთს შორის ომში 25 000 ადამიანი დაიღუპა. ივლისში - 32 000 ადამიანი. ესენი უმეტესად ჯარისკაცები არიან. 97% - ჯარისკაცია. მაგრამ მიუხედავად იმისა, ჯარისკაცები არიან თუ მშვიდობიანი მოქალაქეები, წარმოიდგინეთ: 32 000. ორი თვის წინ კი - 33 000 ადამიანი“, - განაცხადა ტრამპმა.ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ზელენსკისაც და პუტინსაც „მოგვარება სურთ“.„ოდესმე, ვიმედოვნებთ, უახლოეს მომავალში, შესაძლოა მკაცრი ზამთრის დადგომამდეც კი, ისინი შეთანხმებას დადებენ“, - დასძინა ტრამპმა.   

ზელენსკი

მსოფლიო • 1790355002

ჰიბრიდული და დრონებით თავდასხმები როგორც მოლდოვის, ისე გერმანიისა და რუმინეთის წინააღმდეგ ხორციელდება - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის არჩევანი ესკალაციის გაგრძელებაა.მისი თქმით, რუსეთი ჰიბრიდულ ომს ევროპის ქვეყნებთან ერთად NATO-ს წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგაც აწარმოებს.„ჰიბრიდული და დრონებით განხორციელებული თავდასხმები როგორც მოლდოვის, რომელიც არც NATO-ს და არც ევროკავშირის წევრი არ არის, ისე გერმანიისა და რუმინეთის წინააღმდეგ ხორციელდება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი

მსოფლიო • 1790328060

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი: ჩრდილოეთ კორეელი ტყვეების სამხრეთ კორეაში გადაყვანის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით, უკრაინამ კონფიდენციალურობის შეთანხმება დაარღვია

ორი ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო ტყვეს სამხრეთ კორეაში გადაყვანის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით, უკრაინამ კონფიდენციალურობის შესახებ შეთანხმება დაარღვია, – ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, ლი ჩჟე მიონმა განაცხადა.სამხრეთ კორეის პრეზიდენტის თქმით, ასეთმა საჯაროდ გამჟღავნებამ, სავარაუდოდ, შეიძლება, მთელი რიგი პრობლემები გამოიწვიოს.ლი ჩჟე მიონის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეელი ტყვეების რეპატრიაცია უკიდურესად მგრძნობიარე საკითხია, რომელიც სერიოზულ გავლენას ახდენს დიპლომატიაზე, ეროვნულ უსაფრთხოებასა და კორეის ნახევარკუნძულზე არსებულ ვითარებაზე.„არ შეიძლება, იყო ასეთი სასტიკი და უპასუხისმგებლო, როდესაც საქმე ეხება ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ადამიანის სიცოცხლე და ეროვნული უსაფრთხოებ. ადამიანებს, რომლებიც საკუთარი წვრილმანი სარგებლის მიზნით საფრთხეს უქმნიან ადამიანის სიცოცხლეს და ეროვნულ უსაფრთხოებას, მკვლელებს ან მოღალატეებს უწოდებენ. არ ვიცი კონკრეტული გარემოებები, რამაც უკრაინული მხარე აიძულა შეთანხმების დარღვევა და ინფორმაციის გავრცელება, მაგრამ ეს ღრმად სამწუხაროა“, – განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა.შეგახსენებთ, რომ 23 სექტემბერს, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ, ცოტა ხნის წინ, სამხრეთ კორეას ორი ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო ტყვე გადასცა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

მსოფლიო • 1790269461

ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის მოქალაქემ პოლონეთში, მონასტერზე თავდასხმის გამო, კანონმდებლობის შესაბამისად, პასუხი სრულად უნდა აგოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის ერთ-ერთ მონასტერში მომხდარ მკვლელობას გამოეხმაურა.მისი თქმით, უკრაინის მოქალაქემ საშინელი დანაშაული ჩაიდინა და მან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.„ჩვენ შოკირებულები ვართ ამ ბოროტებით. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კათოლიკე მღვდელი მოკლეს, ხოლო რამდენიმე ადამიანი დაშავდა“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ მას მომხდარის ყველა გარემოების საფუძვლიანად გარკვევის სჯერა.„ჩვენ ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახს და მის ახლობლებს. ყველა დაზარალებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.ცნობისთვის, 24 სექტემბერს უკრაინელი მამაკაცი პოლონეთის ერთ-ერთ მონასტერში სასულიერო პირებს დანით დაესხა თავს, რის შედეგადაც ერთი მათგანი დაიღუპა. ინციდენტი იაროსლავის ბენედიქტელი მონაზვნების სააბატოში მოხდა.

ფოტო: Facebook

ომი უკრაინაში • 1790234365

რუსეთის იერიშს კიევში 2 ადამიანი ემსხვერპლა

 რუსულმა ძალებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს იერიში. თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა, მათ შორის სამშობიაროს შენობა.მომხდარს ნიუ-იორკიდან გამოეხმაურაუკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორ ქვეყნებს რუსეთზე ტოტალური ზეწოლისკენ მოუწოდა.„დღეს რუსებმა კიევზე ბალისტიკური დარტყმა სწორედ იმ მომენტში განახორციელეს, როდესაც კონგრესმენებთან შეხვედრაზე ლინდსი გრემის კანონპროექტსა და სანქციების გამკაცრების აუცილებლობას განვიხილავდით. რუსეთი ამ ომს ზეწოლის გარეშე არ დაასრულებს“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.

✕