„ყველაზე მომაკვდინებელი“ კიბოს ვაქცინა შექმნეს

საზოგადოება • 1790790199

5 ინფექცია, რომელიც ყოველწლიურად კიბოს 2 მილიონზე მეტ ახალ შემთხვევას იწვევს - ახალი კვლევა

როცა კიბოს რისკების შემცირებაზე ვფიქრობთ, პირველ რიგში თამბაქო, ალკოჰოლი და ფიზიკური უმოქმედობა გვახსენდება. თუმცა, ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალ The Lancet Oncology-ში გამოქვეყნებული ახალი გლობალური კვლევის თანახმად, 2024 წელს მსოფლიოში დასმული კიბოს დიაგნოზების 12% (2,3 მილიონი ახალი შემთხვევა) სწორედ ინფექციებთან იყო დაკავშირებული! ახალი კვლევის მიხედვით, არსებობს ხუთი ინფექცია, რომელიც ყოველწლიურად კიბოს 2 მილიონზე მეტ ახალ შემთხვევას იწვევს. ამის შესახებ მიხეილ ჭაბუკაშვილი წერს. „ამ შემთხვევების აბსოლუტურ უმრავლესობაზე პასუხისმგებელია ხუთი მთავარი პათოგენი:მთავარი დამნაშავეებიHelicobacter pylori (4% / 760 000 შემთხვევა): კუჭის ბაქტერია, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის ნახევარს აქვს. უმეტესობას სიმპტომები არ აღენიშნება, თუმცა გარკვეულ შტამებს კუჭის წყლულისა და კუჭის კიბოს გამოწვევა შეუძლიათ.ადამიანის პაპილომავირუსი - HPV (4% / 750 000 შემთხვევა): საშვილოსნოს ყელის და სხვა ტიპის კიბოების ძირითადი გამომწვევი.B ჰეპატიტის ვირუსი - HBV (2%): ღვიძლის კიბოს ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორი.ეპშტაინ-ბარის ვირუსი - EBV (1%): სიაში ახლახან დამატებული ვირუსი, რომელიც ცხოვრების მანძილზე ადამიანთა 95%-ს ხვდება.C ჰეპატიტის ვირუსი - HCV (

ბაგა-ბაღი

საზოგადოება • 1790331249

სურსათის სააგენტო ბაღებში ნოროვირუსის შემთხვევებს იკვლევს - 129 ნიმუშის პასუხი ცნობილია

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს:„საბავშვო ბაღებიდან აღებული ცხოველური და არაცხოველური სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდასურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებში მონიტორინგს განაგრძობს.ლაბორატორიული კვლევის მიზნით, საბავშვო ბაღებიდან აღებულია ცხოველური და არაცხოველური წარმოშობის სურსათის ნიმუშები, კერძოდ: ხილ-ბოსტნეული, რძის ნაწარმი (ყველი, რძის ფხვნილი, ულტრაპასტერიზებული სასმელი რძე, ნაღების კარაქი, არაჟანი), ხორცი და ხორცპროდუქტები (საქონლის ხორცი, ქათმის ხორცი), ასევე მარცვლეული.ლაბორატორიული შემოწმება ხორციელდება ისეთ მაჩვენებლებზე, როგორებიცაა: მძიმე მეტალები, ნიტრატები, მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები და პათოგენები (აერობული მიკროორგანიზმები, კოლიფორმები, სალმონელა, შიგელა, კოაგულაზა-დადებითი სტაფილოკოკი).ამ დროისთვის გამოკვლეულია საბავშვო ბაღებიდან აღებული ცხოველური და არაცხოველური სურსათის 129 ნიმუში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ყველა გამოკვლეული ნიმუში სრულად აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებსა და უვნებლობის ნორმებს - დარღვევა არცერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა.თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტის შემთხვევებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კომპლექსური მოკვლევა მყისიერად დაიწყო.სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა შეამოწმეს 70-მდე ობიექტი (საჯარო ბაგა-ბაღები, ხორცის საწარმო, რძის პროდუქტების საწყობი). ლაბორატორიული კვლევისთვის ჯამში აღებულია სხვადასხვა დასახელების სურსათისა და სასმელი წყლის 694 ნიმუში, რომელთა კვლევის შედეგებიც ეტაპობრივად გახდება ცნობილი“,- ნათქვამია განცხადებაში. 

ივანე ჩხაიძე

საზოგადოება • 1790259120

ივანე ჩხაიძე მშობლებს რეკომენდაციით მიმართავს

ჩვენთან 21 ბავშვი მკურნალობდა ნოროვირუსული გასტროენტერიტით - მშობლები ფიქრობენ, ხომ არ აქვს ამ ვირუსს მოგვიანებითი გართულებები ან ხომ არ იქნება დაკავშირებული სპეციფიკურ მონიტორინგთან. ამაზე პასუხი არის - არა! მკურნალობა ისე მიმდინარეობდა, როგორც ამ ტიპის ვირუსს სჭირდებოდა, საპანიკო და საგანგაშო არაფერი გვქონდა“, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.მისივე თქმით, ნოროვირუსის მქონე არცერთი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გართულებულა.„ჩვენთან 21 ბავშვი მკურნალობდა ნოროვირუსული გასტროენტერიტით. საშუალო სიმძიმის მიმდინარეობა ჰქონდათ, მათგან ნაწილი გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტიდან გაეწერა, ნაწილი - სტაციონარულ განყოფილებაში მკურნალობდა. არცერთ მათგანთან არ გართულებულა ჯანმრთელობის მდგომარეობა. ნოროვირუსული ერთ-ერთი ყველაზე იოლად გადაცემად ვირუსს ეკუთვნის: ღებინება, ფაღარათი, მუცლის ტკივილი, ტემპერატურის მატება. როდესაც ასეთი ვირუსული დიარეა გვაქვს, იმის თქმა, არის თუ არა ეს კონკრეტული ვირუსით გამოწვეული, რთულია. არცერთ კლინიკას არ აქვს ვალდებულება გამოიკვლიოს, რომელი ვირუსი დგას მის უკან. ექიმმა მხოლოდ უნდა განსაზღვროს, დიარეა ვირუსულია თუ ბაქტერიული. ეს არის მკურნალობის განმსაზღვრელი. ამ შემთხვევაში, მკაფიოდ იყო ნაჩვენები ვირუსული დიარეა.იმ სიტუაციის გათვალისწინებით, რაც ქვეყანაში იყო, ბავშვებთან მიმართებაში განისაზღვრა, რა ტიპის ვირუსი იყო და პასუხიც მივიღეთ. მშობლები ფიქრობენ, ხომ არ აქვს ამ ვირუსს მოგვიანებითი გართულებები ან ხომ არ იქნება დაკავშირებული სპეციფიკურ მონიტორინგთან. ამაზე პასუხი არის - არა! მკურნალობა ისე მიმდინარეობდა, როგორც ამ ტიპის ვირუსს სჭირდებოდა, საპანიკო და საგანგაშო არაფერი გვქონდა. ამჟამად მხოლოდ 1 ბავშვი დარჩა, ვინც მკურნალობს და ხვალ გაეწერება“, - აღნიშნა ჩხაიძემ.

გაიოზ ჩარკვიანი

საზოგადოება • 1790258417

კორონავირუსის დროს გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა: უახლოეს ხანებში მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება

გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე კოვიდპანდემიის დროს ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე მის მამას, გაიოზ ჩარკვიანს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს თავმჯდომარე თამარ ბეჟუაშვილი.შეხვედრაზე გაიოზ ჩარკვიანს კიდევ ერთხელ მიაწოდეს ინფორმაცია საქმის დეტალების, გამოძიების მიმდინარეობის და ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შესახებ. შეთანხმდნენ, რომ სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭო გააგრძელებს აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის შესწავლას, რაშიც ჩართული იქნება გაიოზ ჩარკვიანი.„რაღაზე უნდა დავსხდეთ და რაღაზე ვიშიმშილოთ, ბრალდებულებს ხომ შევუწყობთ ხელს ამით, რომ მე თვითონ დავიზიანო ჩემი ჯანმრთელობა და ყველაფერი?! მივაღწიეთ ამ შედეგს, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი პროკურატურისა და ადვოკატების მეშვეობით. ინტენსიურად იქნება მუშაობა. უახლოეს ხანებში მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება“, - აღნიშნა გაიოზ ჩარკვიანმა მედიასთან.

ვახო ჩარკვიანი

საზოგადოება • 1790250421

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე კოვიდპანდემიის დროს ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე, გაიოზ ჩარკვიანს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს თავმჯდომარე თამარ ბეჟუაშვილი. შეხვედრაზე გაიოზ ჩარკვიანს კიდევ ერთხელ მიეწოდა ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის დეტალების, გამოძიების მიმდინარეობის და ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შესახებ. ასევე გაიოზ ჩარკვიანმა მისთვის საინტერესო ყველა კითხვაზე მიიღო პასუხი.ასევე, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭო გააგრძელებს სისხლის სამართლის საქმის შესწავლას, რაშიც ჩართული იქნება გაიოზ ჩარკვიანი და შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას.საზოგადოების კიდევ ერთხელ ინფორმირების მიზნით ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე- საბურთალოს მთავარ სამმართველოში ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 2021 წლის 8 ოქტომბერს, ვახტანგ ჩარკვიანის მამის - გაიოზ ჩარკვიანის განცხადების საფუძველზე დაიწყო და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში საქართველოს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა განახორციელა 3 პირის მიმართ.გამოძიების პროცესში, როგორც მისი უფლებამონაცვლე, უშუალოდ არის ჩართული გაიოზ ჩარკვიანი, რომელსაც სისტემატურად აქვს ინფორმაცია გამოძიების მსვლელობის შესახებ.საქმეზე ჩატარდა ასობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის დაინიშნა და ჩატარდა სამედიცინო, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა სახის ექსპერტიზები, გამოიკითხა ათობით მოწმე, მათ შორის შესაბამისი დარგის სპეციალისტები და სხვა.ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 11 აგვისტოს, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დიაგნოზით, ვახტანგ ჩარკვიანი მოთავსდა შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ (ე.წ. „რესპუბლიკური“), სადაც 2021 წლის 12 აგვისტოდან 17 აგვისტომდე პერიოდში, მკურნალობას გადიოდა თერაპიულ განყოფილებაში, ხოლო 17 აგვისტოს გადაყვანილი იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში.გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შპს „ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების უფროსმა - ქეთევან ცერცვაძემ და ამავე განყოფილების ექიმმა - ქეთევან ლობჟანიძემ არაჯეროვნად შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობა და დაარღვიეს ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის კლინიკური მართვის წესი, რამაც ვახტანგ ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია. კერძოდ, 2021 წლის 14 აგვისტოს ისე დაიწყეს პაციენტის ანტიბიოტიკოთერაპია, ხოლო შემდგომ შეცვალეს, რომ არ განუხორციელებიათ ბაქტერიოლოგიური კვლევა, რაც სავალდებულო იყო შესაბამისი გაიდლაინის მიხედვით.

პროკურატურა

საზოგადოება • 1790249692

გენერალური პროკურორი კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ბიჭის მამას ხვდება

საქართველოს პროკურატურაში, გენერალური პროკურორ გიორგი გვარაკიძესა და კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას, გაიოზ ჩარკვიანის შეხვედრა მიმდინარეობს.პროკურატურაში გაიოზ ჩარკვიანთან შეხვედრა გუშინაც შედგა. როგორც ოჯახის ადვოკატმა განაცხადა, ჩარკვიანს უწყებაში გუშინ პროკურატურის წარმომადგენელი შეხვდა.გაიოზ ჩარკვიანი თავისი შვილის გარდაცვალების საქმეში ექიმების პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვს. ამ მოთხოვნის შესრულებისთვის, მან პროკურატურასთან რამდენიმე დღის წინ შიმშილობაც დაიწყო.ცნობისთვის, კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა პროკურატურასთან განცხადება დილითაც გააკეთა და განაცხადა, რომ ის სამართლიანობის აღდგენას ითხოვს. 

კვლევა

საზოგადოება • 1790206045

რა აჩვენა საბავშვო ბაღების კვების ბლოკებიდან აღებულ ნიმუშებზე ჩატარებულმა კვლევამ - 81 ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შედეგები ცნობილია

"თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას აგრძელებს.ამ ეტაპზე, სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა" - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ცნობითვე, დანარჩენი ნიმუშების კვლევის შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი.გუშინ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 70 ობიექტი შემოწმდა, მათ შორის ქალაქ თბილისის 48 საჯარო ბაგა-ბაღი, ხორცის საწარმო და რძის პროდუქტების საწყობი. უწყების ცნობით, სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, 39 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა:"თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო კომპლექსურ მოკვლევას აგრძელებს.სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები შემოწმებას ახორციელებენ როგორც საბავშვო ბაგა-ბაღების კვების ბლოკებში, ასევე სურსათის მწარმოებელ და მიმწოდებელ ბიზნესოპერატორებთან. ამ დროისთვის შემოწმებულია 70 ობიექტი, მათ შორის ქალაქ თბილისის 48 საჯარო ბაგა-ბაღი, ხორცის საწარმო და რძის პროდუქტების საწყობი. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სხვადასხვა დასახელების სურსათისა და სასმელი წყლის 502 ნიმუში.ამ ეტაპზე, სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, 39 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა. დანარჩენ ნიმუშებში კვლევა გრძელდება. კვლევის შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი".

კახა აბულაძე

საზოგადოება • 1790196663

კახა აბულაძე: თბილისის საჯარო ბაგა-ბაღები ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუტია დედაქალაქში და ხშირად ხდება პოლიტიკური სპეკულაციების საგანი

„თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ყველა საერთაშორისო სტანდარტი დანერგილია. ეს არის ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუტი დედაქალაქში და ხშირად ხდება ხოლმე დარტყმებისა და პოლიტიკური სპეკულაციების საგანი“, - ამის თაობაზე დედაქალაქის მერის მოადგილემ კახა აბულაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რამდენიმე ბაგა-ბაღში ნოროვირუსით გამოწვეული გასტროენტერიტის შემთხვევებთან დაკავშირებით გავრცელებულ არაერთ დეზინფორმაციაზე საუბრისას.მისი თქმით, ამ სფეროში გატარებული რეფორმების ფონზე ძლიერდება ინსტიტუტის წინააღმდეგ ბრძოლაც.„დედაქალაქის მერია დღეს 191 ბაგა-ბაღით ემსახურება 60 000-ზე მეტ აღსაზრდელს და 13 000-მდე თანამშრომელი ყოველდღიურად არის ჩართული სააღმზრდელო პროცესში, მათ შორის მათ შვილებს ემსახურებიან, ვისგანაც ამ ხალხმა უდიდესი შეურაცხყოფა და უდიდესი ბულინგი მიიღო.ეს არის ყველაზე ერთგული არმია, რომელიც ემსახურება მომავალ თაობას. ერთ აღსაზრდელსაც რომ შეექმნას პრობლემა, იმავენაირად იმუშავებს მთელი სისტემა.აუცულებლად მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც მშობლის მიერ საბავშვო ბაღში კონტრიბუცია არ ხდება არცერთ კომპონენტში. არცერთ ქვეყანაში არ არის საჯარო ბაღი აბსოლუტურად უფასო.ყველა საერთაშორისო სტანდარტი დანერგილია თბილისის საჯარო ბაღებში. ეს არის ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუტი დედაქალაქში და ხშირად ხდება ხოლმე დარტყმებისა და პოლიტიკური სპეკულაციების საგანი. ეს არ ხდება მხოლოდ ამ სააღმზრდელო წლის დასაწყისში, ამის ძალიან ბევრი ფაქტი არსებობს. რამდენადაც ძლიერი რეფორმები გატარდა, იმდენად ძლიერია ბრძოლა ამ ინსტიტუტის წინააღმდეგ“, - განაცხადა კახა აბულაძემ.მან ცილისმწამებლურ განცხადებებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ფაქტებს სამართლებრივი რეაგირება აუცილებლად მოჰყვება.„მტკიცებით ფორმაში იმაზე საუბარი, რომ პრობლემები არის საბავშვო ბაღში, ამ ეტაპზე მართებული არ არის, უნდა დაველოდოთ გამოძიებას. ფაქტია, რომ ეს პრობლემა არის საბავშვო ბაღში შესული გარედან და კონკრეტულად, თუ რა არის წყარო, ამას დადგენა სჭირდება.ამ სენსიტიურ ფონზე, როდესაც კრიზისული დღეები გვქონდა ქალაქში, გამოდიან კონკრეტული პირები, სახელსა და გვარს არ ვიტყვი, და ბავშვების საკვებით ინტოქსიკაციას აბრალებენ ბაგა-ბაღის მზარეულს, აღმზრდელს, ტექნიკურ პერსონალს და მათ შორის დირექტორს, ეს არის არასწორი, მით უფრო, რომ მტკიცებულებებზე არ არის დაფუძნებული.შესაბამისად, ჩვენ ყველა ჩვენს თანამშრომელს დავიცავთ.გარდა ამისა, გამოვიდნენ და კონკრეტულ საკვებ პროდუქტზე - ქათმის ხორცზე თქვეს, რომ ამან მოწამლა ბავშვები და ეს პროდუქტი იმ დღეს არცერთ ბაღში საერთოდ არ ყოფილა გაშვებული მენიუში.ასეთ საკითხებზე მტკიცებით ფორმაში საუბარი აუცილებლად დააყენებს სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს. მათ მოუწევთ სამართლებრივად პასუხის გაცემა გავრცელებულ დეზინფორმაციაზე და თანამშრომლების მიმართ შეურაცხყოფის შემცველი განცხადებების გაკეთებაზე“, - აღნიშნა კახა აბულაძემ.ამასთან, მან მადლობა გადაუხადა ბაგა-ბაღების თანამშრომლებს მოთმინებისთვის.„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ბაღის პერსონალს, ამ დღებში ჩვეული სიმშვიდითა და ღირსებით შეხვდნენ ამ საკითხს და არსად საპასუხო კომენტარი არავის გაუკეთებია, მაგრამ მოდის დრო, რომ ყველაფერს პასუხი გაეცეს.მეორე საკითხი უკავშირდება მორალურ პასუხისმგებლობას, რომელსაც საზოგადოება შეაფასებს იმიტომ, რომ ამ ხალხმა, საზოგადოებაში პანიკის დათესვის მიზნით, დაიწყო დეზინფორმაციული კამპანიები, თუმცა ესეც არ გამოუვიდათ - არც ერთ ბაღში აღსაზრდელების გამოცხადების დინამიკა არ დავარდნილა. ყველა საბავშვო ბაღი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს და ის ბაღებიც გაიხსნება უახლოეს დღეებში“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

საბავშვო ბაღი

საზოგადოება • 1790191620

საბავშვო ბაღებში ნოროვირუსი გარედან არის შესული, ველოდებით გამოძიების დასრულებას, რომ კონკრეტული პასუხები მივიღოთ - კახა აბულაძე

ნოროვირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის მხოლოდ ჩვენი საჯარო ბაღების აღსაზრდელები არ ყოფილან, გვაქვს ინფორმაცია, რომ სხვა დაინფიცირებული პაციენტებიც იყვნენ, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, კახა აბულაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.მისი თქმით, ყველა შესაბამისი უწყების კვლევებით დასტურდება, რომ საბავშვო ბაღებში რამდენიმე დღის წინ, ბავშვების ავადობა ნოროვირუსმა გამოიწვია.„ავადობის შემთხვევების გამოვლენისთანავე, ჩვენ საგანგებო რეჟიმში მუშაობა დავიწყეთ ბაღების მართვის სააგენტოსთან ერთად. პროცესში ჩაერთო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, სურსათის ეროვნული სააგენტო და ყველა შესაბამისი უწყება. მინდა, ყველას გადავუხადო მადლობა ოპერატიულობისთვის. ავადობის მიზეზი უკვე დადგენილია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრმა  პირველი განცხადება 20 სექტემბერს გაავრცელა და ბავშვების ავადობა მაღალი ალბათობით დაუკავშირა ნოროვირუსს. უკვე 22 სექტემბერს კი, ნოროვირუსი დადასტურდა. პარალელურად, ამავე დღეს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 80-მდე ნიმუშია შესწავლილი, კვლევები გრძელდება და ეს საკვებთან დაკავშირებული ინტოქსიკაცია არ ყოფილა“, – აღნიშნა კახა აბულაძემ.მისივე განცხადებით, საბავშვო ბაღებში შემოდგომის პერიოდში ვირუსების გავრცელება აქტიურად ხდება ხოლმე. რაც შეეხება კონკრეტულ ვირუსს, ბაღებში გარედან არის შესული.„ფაქტია, რომ ეს ვირუსი საბავშვო ბაღებში გარედან არის შესული. ამ ეტაპზე, საგამოძიებო პროცესები მიმდინარეობს. ჩვენც ველოდებით დასრულებას, რომ გავიგოთ კონკრეტულად საიდან მოხდა დაინფიცირება. ჩვენ კარგად გვესმის მშობლებისაც, რადგან ეს თემა ჩვენთვისაც განსაკუთრებით სენსიტიური იყო, სანამ მიზეზი დადგინდებოდა. ერთმნიშვნელოვნად საქმე გვაქვს ვირუსთან, რაც ჩვენ არ გვიკვირს. როგორც გაზაფხულზე, ასევე სააღმზრდელო წლის დაწყებასთან ერთად, საბავშვო ბაღებში ვირუსული პროცესები აქტიურდება ხოლმე. ამ შემთხვევაშიც, სააღმზრდელო პროცესი ორი დღის განახლებული იყო, როცა ავადობის ფაქტები დაფიქსირდა“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.კახა აბულაძის ინფორმაციით, ნოროვირუსის შემთხვევები არა მხოლოდ საჯარო ბაღების აღსაზრდელებში, არამედ  სხვა ასაკობრივ პაციენტებშიც დაფიქსირდა.„დღეის მდგომარეობით, ბავშვებში გართულება არ  გვქონია და აბსოლუტური უმრავლესობა გაწერილია სახლებში. ჩვენი აღსაზრდელები რამდენიმე დღეში საჯარო ბაღებში დაბრუნდებიან. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დაინფიცირებულ პაციენტებს შორის, მხოლოდ ჩვენი საჯარო ბაღების აღსაზრდელები არ ყოფილან. გვაქვს ინფორმაცია, რომ სხვა დაინფიცირებული პაციენტებიც იყვნენ. ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრ სპეციალისტთან, მათ შორის პრაქტიკოს ექიმთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია და ეს არ არის მხოლოდ საბავშვო ბაღებთან დაკავშირებული პროცესი. მაგალითად, გუშინ პედიატრმა თემურ მიქელაძემაც აღნიშნა, რომ ნოროვირუსის შემთხვევები მოსახლეობის სხვა ჯგუფებშიც ფიქსირდება, თუმცა, ჰოსპიტალიზაცია არ მომხდარა, რადგან ვირუსის სიმპტომატიკიდან გამომდინარე,  სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში სხვადასხვანაირად ვლინდება“,  – განაცხადა კახა აბულაძემ.

სურსათი

საზოგადოება • 1790162449

სურსათის სააგენტო ბაღებში ნოროვირუსის შემთხვევებს იკვლევს - 81 ნიმუშის პასუხი ცნობილია

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს: „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას აგრძელებს.ამ ეტაპზე, სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა.დანარჩენი ნიმუშების კვლევის შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი“,- ნათქვამია განცხადებაში. 

ფოტო

მსოფლიო • 1790159584

ჯანდაცვის დეპარტამენტი: ორანჯის ოლქში წვრთნებზე 30 ადამიანის ავადობის მიზეზი არა საკვებით მოწამვლა, არამედ ნოროვირუსი გახდა

აშშ-ში ორანჯის ოლქში გამართულ წვრთნებზე მასობრივი ავადობის მიზეზი ნოროვირუსი გახდა და არა საკვებით მოწამვლა. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის ჯანდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს. კვლევებმა დაადასტურა, რომ სწორედ ნოროვირუსი იყო იმ მასობრივი ავადობის მიზეზი, რომელმაც დაახლოებით 30 ადამიანი დააზარალა ნიუ-იორკის შტატის ორანჯის ოლქში, საგანგებო სიტუაციების სამსახურების მიერ გამართულ წვრთნებზე. აღნიშნული ინფორმაცია ოლქის ჯანდაცვის დეპარტამენტმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც შეისწავლა დაზარალებულთაგან რამდენიმეს მიერ ჩაბარებული საკვლევი ნიმუშები.  სპეციალისტების თქმით, ეს კუჭ-ნაწლავის ინფექცია იწვევს მწვავე გასტროენტერიტს — კუჭისა და ნაწლავების ანთებას. სიმპტომები, როგორც წესი, 12-დან 48 საათამდე პერიოდში ვლინდება. მისი თქმით, ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს დიარეა, ღებინება, მუცლის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, სიცხე, თავის ტკივილი და სხეულის ტკივილი. მხოლოდ ხელის სადეზინფექციო საშუალება ვირუსს ვერ ანადგურებს.  „ნოროვირუსის გავრცელების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური გზა ხელების ხშირი დაბანაა საპნითა და წყლით, სულ მცირე, 20 წამის განმავლობაში“, - აცხადებს ჯეკი ლოულერი, ეპიდემიოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაგეგმვის დირექტორი. მისი თქმით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტუალეტით სარგებლობის, ჭამის, საერთო მოხმარების ზედაპირებთან შეხების, ხელის ჩამორთმევისა და ავადმყოფზე ზრუნვის შემდეგ.  „თუ სიმპტომები აღგენიშნებათ, არ მოამზადოთ და არ შეეხოთ საკვებს და არ იზრუნოთ სხვებზე მანამ, სანამ სიმპტომების გაქრობიდან, სულ მცირე, 48 საათი არ გავა“, - ამბობს ლოულერი. ლოულერმა აღნიშნა, რომ ვირუსს შეუძლია ზედაპირებზე გადარჩენა, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი სათანადოდ გაწმენდა და დეზინფექცია ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით.

 საბავშვო ბაღი

საზოგადოება • 1790136377

ნოროვირუსის ფაქტები და გამკაცრებული სანიტარული რეჟიმი - თბილისის ბაგა-ბაღებში დროებითი პროტოკოლი ამოქმედდა

 თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რისკების მართვის დროებითი პროტოკოლი ამოქმედდა - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.უწყების განმარტებით, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადასვლა ნოროვირუსის ფაქტების გამოვლენას უკავშირდება და ის ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს ეყრდნობა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა საბავშვო ბაღში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, გამკაცრებულია სანიტარულ-ჰიგიენური რეჟიმი და მისი კონტროლი. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განმარტავს, რომ ეს არის დროებითი ღონისძიება, რომლის დასრულებისთანავე ბავშვები ჩვეულ სააღმზრდელო პროცესს დაუბრუნდებიან.

✕