„საშიში სიტუაციაა... იყავით ფრთხილად!“ - მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს
1758310875
ამერიკელმა ექიმებმა კოვიდ-19-ის ყველაზე ხანგრძლივი შემთხვევა აღწერეს, რომელიც პაციენტის სიცოცხლის ბოლომდე, 776 დღე, გაგრძელდა. კაცს აივ ინფექცია ჰქონდა. მეცნიერების ვარაუდით, სწორედ მისმა სუსტმა იმუნურმა სისტემამ განაპირობა კორონავირუსის ამდენხანს შენარჩუნება.
ბოსტონის უნივერსიტეტის მედიცინის ექსპერტები აცხადებენ, რომ 41 წლის კაცი ავად 2020 წლის მაისის შუა რიცხვებში გახდა. მას კოვიდით ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის შემდეგ ხველა, თავის ტკივილი და დაღლილობა აღენიშნებოდა. მიუხედავად ამისა, პაციენტმა კორონავირუსის ოფიციალური დიაგნოზი სექტემბერში მიიღო მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კაცს აივ ინფექციის/შიდსის დიაგნოზი 2002 წელს დაუსვეს. მას დანიშნული მკურნალობა სათანადოდ არ გაუვლია. ექიმები მიიჩნევენ, რომ კოვიდის განვითარებას ყველაზე მეტად ამან შეუწყო ხელი.
თვეების განმავლობაში კაცის ორგანიზმში ვირუსმა უამრავი მუტაცია განიცადა; მათ შორის იყო ისეთი ცვლილებებიც, რომლებიც მოგვიანებით ომიკრონის მსგავს გავრცელებულ ვარიანტებში შეუნიშნავთ. აღსანიშნავია, რომ ეს შტამები მისგან არავის გადასდებია — სავარაუდოდ, იმიტომ, რომ ეს ვირუსები კაცის იმუნურ სისტემასთან უკვე კარგად იყო ადაპტირებული.
საინტერესოა, რომ PCR ტესტის პასუხები ყოველ ჯერზე დადებითი იყო, მათ შორის პაციენტის სიკვდილამდე ორი დღით ადრეც კი. უნდა აღინიშნოს, რომ კაცი კორონავირუსით არ მომკვდარა.
უკიდურესად გახანგრძლივებული კორონავირუსის შემთხვევაში მთავარ გამომწვევ მიზეზებად უმეტესად ჯანმრთელობის სხვა პრობლემები და შესუსტებული იმუნიტეტი სახელდება.