სს

სამართალი • 1793304935

„საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ...“ - რას წერს ხუდადოვზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა, ეკა მხატვრიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.„საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, დღეს იყო სასამართლო პროცესი. ჩემი სიყვარულში გაზრდილი ანგელოზი შვილი მომიკლა „ჭაობში“ გაზრდილმა მკვლელმა. პროცესები მიმდინარეობს. საქმიდან გამომდინარე, მკვლელს, როგორც არასრულწლოვანს, უნდა ესწრებოდეს ოჯახის წევრი, მაგრამ მისი მხრიდან არ არის წარმომადგენელი. ეს ხდება იმიტომ რომ უფრთხილდებიან თავიანთ რეპუტაციას. არადა თამაშობენ ორმაგ თამაშს, თავიანთ საამაყო მკვლელს აუყვანეს ადვოკატი და არ აკადრეს სახაზინო ადვოკატი. რაც არ უნდა მოიმოქმედოთ პაატაშვილებო, სიხუაშვილებო და ბერუაშვილებო, თქვენ ჩემი დათოს ცოდვა მოგეკითხებათ ყოველთვის“, - წერს ეკა მხატვრიშვილი.

სს

საზოგადოება • 1791235094

„მე როგორც დედას კითხვა მაქვს...“ - რას წერს ხუდადოვზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა, ეკა მხატვრიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.გარდაცვლილი არასრულწლოვნის დედა წერს, რომ დღეს მის შვილს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა უნდა ჩაებარებინა და ბრალდებულის ოჯახს მიმართავს.როგორც ეკა მხატვრიშვილი აღნიშნავს, მისი ერთადერთი იმედი ახლა სამართლიანობის აღდგენაა.„დღეს ჩემი შვილის დავით ნარიმანიძის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო, დღე, რომელიც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და დიდი იმედით ელოდა. მაგრამ დღეს ეს ჩემთვის სიხარულის დღე აღარ არის…მკვლელმა ეს მნიშვნელოვანი დღე ტრაგედიად აქცია. მე როგორც დედას [დედასთან] კითხვა მაქვს რატომ? რატომ გაზარდა მკვლელი შვილი?ჩემი შვილის სიცოცხლე ვერაფერი დამიბრუნებს, მაგრამ სამართლიანობის აღდგენაჩემი ერთადერთი იმედია.ჩემო სუნთქვა დათო დე დედა არასოდეს დაგივიწყებს. შენ ცხოვრების ყველაგამოცდა კაცურად ჩააბარე “, – წერს ეკა მხატვრიშვილი.

დავით ნარიმანიძის დედა

საზოგადოება • 1791207359

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ - მოკლული დავით ნარიმანიძის დედა

ლოტკინის დასახლებაში 10 სექტემბერს გამთენიისას მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.„დღეს ჩემი შვილის დავით ნარიმანიძის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო, დღე, რომელიც მისთვის ძალიან  მნიშვნელოვანი იყო და დიდი იმედით ელოდა. მაგრამ  დღეს ეს ჩემთვის სიხარულის დღე აღარ არის... მკვლელმა დათო პაატაშვილმა ეს მნიშვნელოვანი დღე ტრაგედიად აქცია. დათო პაატაშვილი სოფო ბერუაშვილის შვილია.მე როგორც დედას მასთან კითხვა მაქვს, რატომ? რატომ გაზარდა მკვლელი შვილი? ჩემი შვილის სიცოცხლე ვერაფერი დამიბრუნებს, მაგრამ სამართლიანობის აღდგენა ჩემი ერთადერთი იმედია. ჩემო სუნთქვა, დათო, დე. დედა არასდროს დაგივიწყებს. შენ ცხოვრების ყველა გამოცდა კაცურად ჩააბარე“, - წერს ეკა მხატვრიშვილი.დავით ნარიმანიძე 17 წლის ასაკში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით მოკლეს თბილისში, ლოტკინის დასახლებაში. ის თბილისის 23-ე საჯარო სკოლაში სწავლობდა.

ეკა მხატვრიშვილი

საზოგადოება • 1790317932

„დე, ესეც ჩუმად გადაგიღე ფანჯრიდან, თვალი მომკარი და მითხარი...“ - ხუდადოვზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა ვიდეოს აქვეყნებს

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე მოკლული დავით ნარიმანიძის დედა ეკა მხატვრიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს და კადრებს აქვეყნებს.„დე, ესეც ჩუმად გადაგიღე ფანჯრიდან, თვალი მომკარი და არსად დადოო, მითხარი. სულ თვალს გადევნებდი, იმ ავბედითი ღამის გარდა, ჩემი შვილი საქართველოს სადღეგრძელოზე დგებოდა ფეხზე და არა არაკაცების ნათქვამ სადღეგრძელოზე. კაცობა არასდროს შეშლია და სახელი დატოვა ადამიანობის“, - წერს ეკა მხატვრიშვილი. 17 წლის დავით ნარიმანიძე 2026 წლის 10 სექტემბრის გამთენიისას, თბილისში, ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქუჩაზე მოკლეს. საზარელი მკვლელობის მიზეზი, სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა. პროკურატურის ცნობით, დაკავებული 17 წლის დ.პ. მრავალფეროვანი კრიმინალური ისტორიის მქონე არასრულწლოვანია და ახლაც გირაოს პირობების ქვეშ იმყოფებოდა.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დავით ნარიმანიძის დედა

საზოგადოება • 1789671985

ხუდადოვზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა მიმართვას ავრცელებს

„უდიდესი მადლობა ყველას ჩემი ტკივილის გაზიარებისთვის, გვერდით დგომისთვის, ღმერთმა სიკეთე მოგცემთ ყველას" - ამის შესახებ მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა ეკა მხატვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.ეკა მხატვრიშვილი განსაკუთრებულ მადლობას მოკლული გიგა ავალიანის და ნიკოლოზ ღუნაშვილის დედებს უხდის.„უდიდესი მადლობა ყველას ჩემი ტკივილის გაზიარებისთვის, გვერდით დგომისთვის, ღმერთმა სიკეთე მოგცემთ ყველას. უდიდესი მადლობა გიგა ავალიანის და ნიკოლოზ ღუნაშვილის დედიკოებს. მათმა სამძიმარმა ძალა მომცა. ეს სურათი არის გადაღებული წინა დღეებში, სულ ასე ხელგადახვეული დავყავდი ჩემ სუნთქვას. მადლობა ყველას, სიკეთით გადამეხადოს ყველასთვის ეს პატივისცემა" - წერს ეკა მხატვრიშვილი.ცნობისთვის, 17 წლის დავით ნარიმანიძე თბილისში, ლოტკინის დასახლებაში 9 სექტემბერს მოკლეს. მკვლელობა გახსნილია - სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი. დაკავებულები არიან ის პირებიც, რომლებიც კონფლიქტში მონაწილეობდნენ.

გარდახ

საზოგადოება • 1789111424

„სიტყვები უძლურია ასეთი ტრაგედიის დროს“ - „ბრიტანული აკადემია” სამძიმრის წერილს ავრცელებს

ბრიტანული აკადემიის გუნდი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მათი კოლეგის, მათემატიკის პედაგოგის, ეკა მხატვრიშვილის ოჯახში დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიის გამო.„ბრიტანული აკადემიის გუნდი ღრმა მწუხარებით იუწყება, ჩვენი კოლეგის, მათემატიკის პედაგოგის, ეკა მხატვრიშვილი ოჯახში დატრიალებული უდიდესი ტრაგედიის შესახებ.ეკა მასწავლებელს გარდაეცვალა შვილი, დავით ნარიმანიძე.ვუსამძიმრებთ მას და მის ოჯახს. ნათელში იყოს დათუნას სპეტაკი სული. სიტყვები უძლურია ასეთი ტრაგედიის დროს"- ნათქვამია სამძიმრის წერილში. ცნობისთვის, 17 წლის ბიჭი თანატოლმა ცივი იარაღით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შემთხვევა ლოტკინის დასახლებაში მოხდა. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

მოკლული 17 წლის ბიჭის დედა

საზოგადოება • 1789109019

„ჩემი ცხოვრება დასრულდა...“ - მოკლული 17 წლის ბიჭის დედა

17 წლის დავით ნარიმანიძე თბილისში, ლოტკინის დასახლებაში 10 სექტემბერს მოკლეს.არსებული ინფორმაციით, თანატოლები დაბადების დღის აღსანიშნავად შეიკრიბნენ, შეკრებილი იყო 10-მდე ახალგაზრდა. არაოფიციალური ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკება სადღეგრძელოს მოჰყვა, რა დროსაც არასრულწლოვანი ფეხზე არ წამოდგა.სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ბრალდებულმა თანატოლს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მკვლელობა გახსნილია. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი.დაკავებულები არიან ის პირებიც, რომლებიც კონფლიქტში მონაწილეობდნენ.„ჩემი ცხოვრება დასრულდა, მაგრამ ყველას დაგასრულებთ", - ამის შესახებ მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა ეკა მხატვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.ეკა მხატვრიშვილი პედაგოგია, ის გლდანში, "ბრიტანულ აკადემიაში" პედაგოგად მუშაობს.სამძიმრის წერილს ავრცელებს "ბრიტანულ აკადემია":"ბრიტანული აკადემიის" გუნდი ღრმა მწუხარებით იუწყება, ჩვენი კოლეგის, მათემატიკის პედაგოგის, ეკა მხატვრიშვილი ოჯახში დატრიალებული უდიდესი ტრაგედიის შესახებ. ეკა მასწავლებელს გარდაეცვალა შვილი, დავით ნარიმანიძე. ვუსამძიმრებთ მას და მის ოჯახს. ნათელში იყოს დათუნას სპეტაკი სული. სიტყვები უძლურია ასეთი ტრაგედიის დროს".

✕