„სიტყვები უძლურია ასეთი ტრაგედიის დროს“ - „ბრიტანული აკადემია” სამძიმრის წერილს ავრცელებს

გარდახ

ბრიტანული აკადემიის გუნდი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მათი კოლეგის, მათემატიკის პედაგოგის, ეკა მხატვრიშვილის ოჯახში დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიის გამო.

„ბრიტანული აკადემიის გუნდი ღრმა მწუხარებით იუწყება, ჩვენი კოლეგის, მათემატიკის პედაგოგის, ეკა მხატვრიშვილი ოჯახში დატრიალებული უდიდესი ტრაგედიის შესახებ.

ეკა მასწავლებელს გარდაეცვალა შვილი, დავით ნარიმანიძე.

ვუსამძიმრებთ მას და მის ოჯახს. ნათელში იყოს დათუნას სპეტაკი სული. სიტყვები უძლურია ასეთი ტრაგედიის დროს"- ნათქვამია სამძიმრის წერილში. 

ცნობისთვის, 17 წლის ბიჭი თანატოლმა ცივი იარაღით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შემთხვევა ლოტკინის დასახლებაში მოხდა. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.