შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1790931574

შალვა პაპუაშვილი ბერა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე: არავინ არის ვალდებული აიტანოს მის მიმართ ცილისწამება

არავინ არის ვალდებული აიტანოს მის მიმართ ცილისწამება - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბერა ივანიშვილის მიერ მის მიმართ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანიის წინააღმდეგ სასამართლო დავის დაანონსების საკითხთან დაკავშირებით.პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ცილისმწამებლებისა და სიძულვილის ენის ავტორების წინააღმდეგ მნიშვნელოვანია სამართლებრივი ინსტრუმენტების არსებობა.„ჩვენ წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, გვარწმუნებდნენ სხვადასხვა დონორები, რომ ტყუილი და სიძულვილის ენა გამოხატვის თავისუფლებაა, რაც არის აცდენა თავად ევროპული წარმოდგენებისგან გამოხატვის თავისუფლების შესახებ. ცილისწამება და სიძულვილი არ არის გამოხატვის თავისუფლების ნაწილი, ამიტომ ვინც ცილს სწამებს, ვინც სიძულვილის ენას იყენებს, მნიშვნელოვანია, რომ ყველას მიმართ სამართლებრივი ინსტრუმენტები არსებობდეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.„ქართული ოცნების” დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ვაჟი ბერა ივანიშვილი სამართლებრივ დავას იწყებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა, სადაც აღნიშნა, რომ კონკრეტული მედიასაშუალებებისა და პირების წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს გეგმავს.

გიორგი სოსიაშვილი  პრეზიდენტს

პოლიტიკა • 1790914618

,,როცა ადამიანს ცილს სწამებ და ასეთ სიბინძურეში ბრალს დებ, ბუნებრივია, ვალდებული ხარ, რომ კანონის წინაშე აგო პასუხი" - გიორგი სოსიაშვილი ბერა ივანიშვილის სარჩელის შესახებ

 ბერა ივანიშვილი სამართლებრივ დავას იწყებს. "ქართული ოცნების" დამფუძნებლის შვილი აცხადებს, რომ აღარ აპირებს უპასუხოდ დატოვოს მის წინააღმდეგ აგორებული კამპანია და დეზინფორმაცია, რომელსაც სხვადასხვა მედიით თუ სოციალური ქსელებით ავრცელებენ.ბერა ივანიშვილს სასამართლოში სარჩელი შეაქვს კონკრეტული მედიასაშუალებებისა და პირების წინააღმდეგ, მის უფლებებს კი დავით ასათიანი დაიცავს.ბერა ივანიშვილის გადაწყვეტილებას მიესალმებიან "ქართულ ოცნებაში." სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ გარკვეული მედიასაშუალებებისა და პოლიტიკოსების კოორდინირებული, ცილისმწამებლური კამპანიის მიზანი -"ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დისკრედიტაციაა და ცილისწამებას პასუხი სამართლებრივად უნდა გაეცეს."გადახედეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების მიერ გაკეთებულ საქველმოქმედო პროექტებს და მიხვდებით, რომ ეს არის დაგეგმილი პროვოკაცია, დაგეგმილი ცილისმწამებლური კამპანია, რომ ჩირქი მოსცხონ ამ ყველაფერს, მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ. მათ მოუწევთ კანონის წინაშე პასუხისგება, ვინაიდან, როცა ადამიანს ცილსსწამებ და ასეთ სიბინძურეში ბრალს დებ, ბუნებრივია, ვალდებული ხარ, რომ კანონის წინაშე აგო პასუხი," - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა.

 გიორგი კახიანი

პოლიტიკა • 1790849079

გიორგი კახიანი ბერა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ სამართლებრივ დავაზე: სიჩუმე ასეთ დროს ახალისებს მსგავსი კამპანიების შემდგომ მცდელობებს

სიჩუმე ასეთ დროს ახალისებს მსგავსი კამპანიების შემდგომ მცდელობებს - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა ბერა ივანიშვილის მიერ ცილისწამებლური კამპანიის წინააღმდეგ დაანონსებულ სამართლებრივ დავაზე საუბრისას.მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების უმრავლესობას არ სჯერა ბერა ივანიშვილის წინააღმდეგ წარმოებული ცილისწამებლური კამპანიისა, სამართლებრივი დავის დაწყება სწორია.„აქ მხოლოდ ბერა ივანიშვილზე არ არის საუბარი. აქ საუბარია იმაზე, რომ ეს მავნებელი ძალები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის სახელს რამენაირად ჩრდილი მიაყენონ. ყოველი ასეთი მცდელობა იყო უსუსური მცდელობა, საზოგადოებას შეუძლია ტყუილ-მართალის გარჩევა და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ის დამსახურება, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ჩვენი ქვეყნის წინაშე აქვს“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.„ქართული ოცნების” დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ვაჟი, ბერა ივანიშვილი სამართლებრივ დავას იწყებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომელშიც აღნიშნა, რომ კონკრეტული მედიასაშუალებებისა და პირების წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს გეგმავს.

დავით ქართველიშვილი

პოლიტიკა • 1790846188

დავით ქართველიშვილი: პირველ ოქტომბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა, თუმცა ჯერ კიდევ არ არის დამარცხებული ის ძალა, რომელმაც „ნაცსექტა“ 9 წლის განმავლობაში მმართველ ძალად აქცია

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის 14 წლისთავს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამ გამარჯვებისა, ჯერ კიდევ არ არიან დამარცხებულნი ის ძალები (რადიკალური ოპოზიცია და მისი გარე პატრონები), რომლებიც ქვეყნის არევას სხვადასხვა გზითა და მეთოდით კვლავ ცდილობენ.„14 წელი გავიდა ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლიდან. 2012 წლის 1 ოქტომბერს მან არჩევნებში დაამარცხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ საბოლოოდ ვერ დაამარცხა ის ძალები, რომლებმაც მოავლინეს ქვეყანაში „ნაცსექტა“ და 9 წლის განმავლობაში მმართველ ძალად აქციეს.ამ ძალებმა 2014 წლის 24 ივლისს, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ქვეყნის დატოვებისა და უკრაინაში გაქცევის შემდეგ, კიევში „საქართველოს გათავისუფლების შტაბი“ ჩამოაყალიბეს და ხელისუფლებაში დაბრუნების მრავალსაფეხურიანი მექანიზმი შეიმუშავეს:კოაბიტაციის გზით, არჩევნების გზით, კოალიციური მმართველობის გზით, წარუმატებლობის შემთხვევაში - ალტერნატიული პარლამენტის გზით, ტექნიკური გარდამავალი მთავრობის გზით, მაიდანის გზით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობების გზით, „საბოტაჟნიკების“ უზარმაზარი ქსელის მეშვეობით (რომლებიც ხელისუფლების ყველა შტოში იყვნენ დაკონსერვირებული), ქვეყნის სრულ ქაოსში ჩაძირვის გზით, მოქმედი ხელისუფლების წევრების მოსყიდვისა და გახრწნის გზით, მმართველი პარტიის რიგებში ღალატის წახალისების გზით, ქვეყნის დამანგრეველ და სისხლიან ომში ჩათრევის გზით, საზოგადოების მაქსიმალური პოლარიზაციის გზით - სრულმასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივების მიზნით, საერთაშორისო გლობალისტური და ლიბერალური ძალების მხრიდან უპრეცედენტო მხარდაჭერისა და ლობიზმის გზით და, საბოლოოდ - კულუარული „ტროას ცხენის“ დეკონსერვაციისა თუ თავის დროზე პარლამენტში, მთავრობაში, მედიასა და სხვა სფეროებში ჩანერგილი „ნაცსექტის“ უზარმაზარი არმიის რეანიმაციის გზით - ანუ ხავერდოვანი გადატრიალების მიღწევის გზით.მაგრამ ესეც კი არ არის იმ დღემდე მიმდინარე ბრძოლის ელემენტების სრული ჩამონათვალი, რომლის წინაშეც, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდა: 15 წლის განმავლობაში - იმ დროიდან, როდესაც შეიქმნა დღეს მმართველი პარტია, და 14 წლის განმავლობაში - ისტორიული გამარჯვებიდან, რომელიც დღემდე ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ბოლომდე მიღწეული არ არის.მიუხედავად ამ დაპირისპირებაში „ქართული ოცნებისა“ და „ნაცსექტის“ მხრიდან გაღებული ორმხრივი დანაკარგებისა, ამ ჯერ კიდევ დაუსრულებელ ბრძოლაში ქვეყნის ძალა მისი საზოგადოების უმრავლესობაშია, მისი ისტორიული მეხსიერების ურყეობაში, ღვთისმშობლის წილხვედრობისადმი ერთგულებაში, დედაეკლესიისადმი, ტრადიციებისადმი, ისტორიული ღირებულებებისადმი პატივისცემასა და საკუთარ რიგებში იმ ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანების დიდი რაოდენობის შენარჩუნებაში, რომლებიც სახარებისეულ სიბრძნეს, სიყვარულს, პატიოსნებასა და მადლიერების გრძნობას ეყრდნობიან. ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან ბევრნი ვართ იმისთვის, რომ ცალ-ცალკე თუ ბითუმად გაგვხრწნან, გადაგვიბირონ ან მოგვისყიდონ.მთელი ამ უმძიმესი ბრძოლის პერიოდში, რომელიც ისტორიული გამარჯვების შემდეგ დაიწყო, მის მთავარ ფიგურანტს, ბიძინა ივანიშვილს, არც ერთხელ არ მოუცია საბაბი იმისთვის, რომ ეჭვი შეგვეტანა მის თავდადებაში ან იმ პრინციპებისადმი ერთგულებაში, რომელთა გამოც შედგა სწორედ 2012 წლის 1 ოქტომბერი - წმინდა ბიძინას, შალვასა და ელიზბარის ხსენების დღე.ასე, რომ არანაირი სასოწარკვეთილება და ერის მოწინააღმდეგეთა წისქვილის ამუშავებაში მონაწილეობა! იფილტრება „ღვინო“, ნალექს გადაეცემა ტაქტიკური გადაცდომები, რათა სტრატეგიულად გამარჯვებულები გამოვიდეთ და მივირთვათ ღვთაებრივად გაწმენდილი სითხე იბერიის გარდაუვალი გაბრწყინების მოლოდინში“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა • 1790845822

ლევან მაჭავარიანი ბერა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ სამართლებრივ დავაზე: აბსოლუტურად ლოგიკური გამოხმაურება იყო ბერას მხრიდან

აბსოლუტურად ლოგიკური გამოხმაურება იყო ბერას მხრიდან, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ბერა ივანიშვილის მიერ ცილისწამებლური კამპანიის წინააღმდეგ დაანონსებულ სამართლებრივ დავაზე საუბრისას.მისი თქმით, აგენტურა და მათი ტელევიზიები ფაქტებისა დ ამტკიცებულებების გარეშე ადამიანებისთვის ბრალდებების წაყენებას მიეჩვივნენ.„აგენტურა, მათი ტელევიზიები ძალიან მიეჩვივნენ, როდესაც კონკრეტულ ადამიანს რაღაცას აბრალებენ ყოველგვარი ფაქტის და მტკიცებულების გარეშე და შემდეგ ამ ადამიანმა უნდა იმართლოს თავი. არადა პირიქით არის, როდესაც შენ ადამიანზე რაღაცას ამბობ მტკიცების ტვირთიც შენს მხარეს უნდა იყოს. ყველა უნდა მიეჩვიოს ამას. ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რაც უნდა ის ილაპარაკოს, თუმცა როდესაც ბრალდებაზეა საქმე, მითუმეტეს მძიმე ბრალდებაზე, რა თქმა უნდა, მითუმეტეს როდესაც მედიაა ამ ყველაფერში ჩართული, მათ უნდა ჰქონდეთ კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები, რითიც ამ ყველაფერს დაადასტურებენ. ეს აბსოლუტურად ლოგიკური გამოხმაურება იყო ბერას მხრიდან“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.„ქართული ოცნების” დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ვაჟი, ბერა ივანიშვილი სამართლებრივ დავას იწყებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომელშიც აღნიშნა, რომ კონკრეტული მედიასაშუალებებისა და პირების წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს გეგმავს.

არჩილ გორდულაძე

პოლიტიკა • 1790841668

არჩილ გორდულაძე ბერა ივანიშვილის სარჩელზე: გვაქვს მოლოდინი, რომ არა თუ ეს ადამიანები, არამედ მათ უკან მდგომი ადამიანები, გააგრძელებენ თავდასხმას ოჯახის მიმართ, რათა მათი მიზანი შესრულდეს, მაგრამ როგორც წარსულში არ გამოსვლიათ, არც მომავალში არ გამოუვათ

გვაქვს მოლოდინი, რომ არა თუ ეს ადამიანები, არამედ მათ უკან მდგომი ადამიანები, გააგრძელებენ თავდასხმას ოჯახის მიმართ, რათა მათი მიზანი შესრულდეს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ბერა ივანიშვილის მიერ სამართლებრივი დავის დაწყების შესახებ საკითხის შეფასებისას.„გვაქვს მოლოდინი, რომ არა თუ ეს ადამიანები, რომლებიც ამ კამპანიურ თავდასხმებსა და ცილისწამებებს ავრცელებენ, არამედ მათ უკან მდგომი ადამიანები, გააგრძელებენ თავდასხმას ოჯახის მიმართ, რადგან ისევ და ისევ მათი მიზანი შესრულდეს, მაგრამ როგორც წარსულში არ გამოსვლიათ, არც მომავალში არ გამოუვათ“, - აღნიშნა გორდულაძემ.„ქართული ოცნების” დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ვაჟი, ბერა ივანიშვილი სამართლებრივ დავას იწყებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომელშიც აღნიშნა, რომ კონკრეტული მედიასაშუალებებისა და პირების წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს გეგმავს.

დავით ასათიანი

სამართალი • 1790840605

ბერა ივანიშვილის ადვოკატი დავით ასათიანი: ბერას გადაწყვეტილებაა, რომ მის მიმართ ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათის ზღვარგადასულ ცილისწამებას სამართლებრივად უპასუხოს. ჩვენი სარჩელის ადრესატები იქნებიან რამდენიმე მედიასაშუალება, კონკრეტული პირები, რომლებიც ავრცელებენ ამ ცილისწამებას

ბერას გადაწყვეტილებაა, რომ მის მიმართ ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათის ზღვარგადასულ ცილისწამებას სამართლებრივად უპასუხოს, - განუცხადა „ქრონიკას“ ბერა ივანიშვილის ადვოკატმა დავით ასათიანმა.მან განმარტა, თუ ვინ იქნებიან სარჩელის ადრესატები.„ჩვენი სარჩელის ადრესატები იქნებიან რამდენიმე მედიასაშუალება, კონკრეტული პირები, ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ამ ცილისწამებას და მტკიცებით ფორმაში ფაქტებს, რომლებსაც რეალურად არანაირი საფუძველი არ გააჩნია და არის ყალბი და მტკნარი სიცრუე.ამ ეტაპზე ჩვენ მომზადების ეტაპზე გვაქვს სამართლებრივი დოკუმენტები, მონიტორინგს ვუკეთებთ ყველა განცხადებას, რომელიც მასთან დაკავშირებით არის ცილისმწამებლური და ბოლო პერიოდში გაკეთებულია მედიასაშუალებებში თუ სხვადასხვა პირის მხრიდან. როდესაც დავასრულებთ აღნიშნულს, ჩვენ აუცილებლად წარვდგებით სასამართლოს წინაშე და დარწმუნებული ვარ, ბერა დაამტკიცებს, რომ ყოველივე ეს - მისი დაკავშირება გარკვეულ კრიმინალურ საქმიანობასთან, პირდაპირ რომ ვთქვათ, ადამიანისთვის დანაშაულის დაბრალება, არის სიცრუე, სიყალბე და ცილისწამება“, - განაცხადა ბერა ივანიშვილის ადვოკატმა.ბერა ივანიშვილმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სიცრუისა და სიბინძურის ნიაღვარი უპასუხოდ დატოვება, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აღნიშნულ პროცესს მართავენ, ერთგვარ წამახალისებელ ფაქტორად იქცა და სწორედ ამის გამო გადაწყვიტა შესაბამისი ზომებისთვის მიემართა. „მინდა, ჩემ წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ თავდასხმებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს და სასამართლოს მიერ ცილისწამების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ამ ყველაფრის განმახორციელებელმა პირებმა კანონის შესაბამისად აგონ პასუხი", - აცხადებს ბერა ივანიშვილი.

ბერა ივანიშვილი

საზოგადოება • 1790777510

ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მის შესახებ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ბრალდებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საკითხზე სამართლებრივ რეაგირებას გეგმავს.„მოგესალმებით,საზოგადოება უკვე წლებია თვალს ადევნებს კონკრეტული ძალების მხრიდან მადისკრედიტებელ და ცილისმწამებლურ კამპანიას ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ, პერიოდულად მაბრალებენ ათასგვარ სიბინძურეს, თუმცა, ბოლო პერიოდში, მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებით გახშირდა. მთელი ამ დროის განმავლობაში, მიმაჩნდა, რომ ასეთ აბსურდზე დროის დახარჯვა და რაიმე სერიოზული პასუხის გაცემა არ ღირდა, თუმცა, სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში მიმდინარე გამუდმებული უსაფუძვლო თავდასხმები, რომლებიც კარგად დაგეგმილი, კოორდინირებული კამპანიის ნაწილია, ჩემი მხრიდან რეაგირების გარეშე ვეღარ დარჩება. დავრწმუნდი, რომ სიცრუისა და სიბინძურის ნიაღვრის უპასუხოდ დატოვება, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აღნიშნულ პროცესს მართავენ, ერთგვარ წამახალისებელ ფაქტორად იქცა.სწორედ ამიტომ მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივმართე ძალიან მაღალი კომპეტენციის მქონე ადვოკატს, საკუთარი საქმის ნამდვილ პროფესიონალს, დავით ასათიანს, რომლის დახმარებითაც, ჩემ მიმართ გაჟღერებულ თითოეულ ბინძურ ცილისმწამებლურ ბრალდებასთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოვითხოვ.მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლო პერიოდში კონკრეტული მედიასაშუალებები და ასევე კონკრეტული პირები აქტიურად ტირაჟირებენ, თითქოს ე.წ. “ქოლცენტრებს” ვმფარველობ, რიგ ადამიანებს ჩემი მითითებებით აპატიმრებენ, შევდივარ უკანონო გარიგებებში და ა.შ. მსგავს საკითხებზე მხოლოდ კითხვის დასმაც კი საკმარისია, რომ ცილისწამების მცდელობის აშკარა ნიშნები გამოიკვეთოს, თუმცა, ზემოთ აღნიშნული სუბიექტები უფრო შორს მიდიან და ინფორმაციას ჩემი ვითომდა დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ მტკიცებით ფორმაში ავრცელებენ ისე, რომ ამ აბსურდის დასადასტურებლად ერთი ფაქტიც არავის წარმოუდგენია.ამის ნაცვლად, მყვირალა სათაურებითა და დამაინტრიგებელი ტექსტებით გაჯერებულ სიუჟეტებში, დამაჯერებლობის ელფერის შესაქმნელად იყენებენ ე.წ. ინკოგნიტო რესპონდენტებს, ბნელ ოთახში ზურგით მსხდომ გაურკვეველი ვინაობის ადამიანებს, რომლებსაც არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ გააჩნიათ და გაუგებარ ხმოვან მესიჯებს, რომელთა შინაარსის ავთენტურობის დადგენა შეუძლებელია.მიმაჩნია, რომ ამ პირობებში სასამართლოსთვის მიმართვა არა ვინმეს წინააღმდეგ შურისძიება, არამედ ჩემი ღირსებისა და უფლებების დაცვის გზაა. მინდა, ჩემ წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ თავდასხმებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს და სასამართლოს მიერ ცილისწამების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ამ ყველაფრის განმახორციელებელმა პირებმა კანონის შესაბამისად აგონ პასუხი.მე მხოლოდ სამართლიანობას და სიმართლის დადგენას ვითხოვ, მათ შორის იმისთვის, რომ მომავალში არც მე და არც სხვას აღარ მოუწიოს მსგავსი უსამართლობის ატანა“, - წერს ბერა ივანიშვილი.      

განცხადება

განათლება • 1790762084

საჯარო სკოლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საჯარო სკოლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.„გვსურს, გამოვეხმაუროთ საჯარო სკოლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას და საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია აღნიშნული საკითხის შესახებ.სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების მიზანი მხოლოდ და მხოლოდ მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემოს შექმნაა. რაც შეეხება ზოგიერთი სკოლის სასწავლო პროცესის ალტერნატიულ სივრცეში გადატანას, აღნიშნული წარმოადგენს დროებით აუცილებლობას, რათა საბოლოოდ მოსწავლეები დაუბრუნდნენ თავიანთ სკოლებს და გაუმჯობესებულ, უსაფრთხო და შესაბამის გარემოში გააგრძელონ სწავლა.სოციალურ ქსელებში ასევე ვრცელდება ინფორმაცია სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით, რაც არის სრული სიცრუე და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ დეტალურად განვმარტავთ აღნიშნულ პროცესს - სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლებისა და განვითარების მიზნით, საქართველოს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მიმდინარე წელს განსაზღვრა იმ საჯარო სკოლების ჩამონათვალი, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებაა საჭირო.აღნიშნული ჩამონათვალი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეგზავნა, რათა შესაბამისი საექსპერტო შეფასებებისა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნების საფუძველზე, თითოეულ სკოლასთან მიმართებით განესაზღვრათ საჭირო სამუშაოების სპეციფიკა და მასშტაბი - განხორციელდება სკოლის სრული რეაბილიტაცია თუ, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭირო გახდება იმავე ტერიტორიაზე ახალი სკოლის  მშენებლობა.აქვე გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია თუ რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული სკოლის შენობას, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნით, IV კატეგორია ენიჭება.მთავრობის დადგენილების თანახმად, IV კატეგორია ნიშნავს, რომ შენობის 30-50% დაზიანებულია, მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია და გარეგანი ზემოქმედების შემთხვევაში არსებობს ცალკეული კონსტრუქციების მყისიერი ჩამოშლის რისკი.შესაბამისად, როგორც კი კონკრეტული სკოლის შემთხვევაში IV კატეგორია განისაზღვრება, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო დაუყოვნებლივ იღებს პრევენციულ გადაწყვეტილებას, რომ სასწავლო პროცესი დროებით, დაახლოებით ერთი კვირით, გადავიდეს დისტანციურ რეჟიმზე.მნიშვნელოვანია, რომ IV კატეგორიის მინიჭება ავტომატურად არ ნიშნავს სკოლის ახალი შენობის მშენებლობის აუცილებლობას. თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად ფასდება დამატებითი ექსპერტული შეფასებისა და შესაბამისი უწყებების ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე. კერძოდ, თითოეული შემთხვევის ინდივიდუალური შესწავლის მიზნით, იმართება უწყებათაშორისი კომისია, სადაც თითოეული უწყება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აფასებს სკოლის შენობის მდგომარეობას და მსჯელობს ორ უმთავრეს საკითხზე:• შესაძლებელია თუ არა სასწავლო პროცესის იმავე შენობაში გაგრძელება და რა ტიპის სამუშაოებია ამისთვის აუცილებლად ჩასატარებელი, ასევე, რა ვადით შეიძლება შენობაში სწავლა-სწავლების პროცესის გაგრძელება.•  თუ ადგილზე სასწავლო პროცესის გაგრძელება შეუძლებელია, როგორ უნდა მოიძებნოს მყისიერად შესაბამისი ალტერნატიული სასწავლო სივრცე და პარალელურად დაიწყოს აქტიური მუშაობა ახალი სკოლის მშენებლობისთვის ფართომასშტაბიანი სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებაზე.კომისიის გადაწყვეტილებები ეყრდნობა ორ უმთავრეს პრინციპს - მოსწავლეთა და პერსონალის უსაფრთხოების დაცვასა და სასწავლო პროცესის უწყვეტობის შენარჩუნებას.სკოლების შენობების რეალური მდგომარეობიდან გამომდინარე, კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება, სხვადასხვა სკოლასთან მიმართებით, განსხვავებული იყოს.კომისიამ შესაძლოა გადაწყვიტოს, რომ ექსპერტების რეკომენდაციის შესაბამისად, სკოლაში განხორციელდეს ყველა აუცილებელი სამუშაო, რათა სასწავლო პროცესი დროებით იმავე შენობაში გაგრძელდეს და ექსპლუატაციის პერიოდში შენობის მდგომარეობაზე გაგრძელდეს მუდმივი დაკვირვება.ასეთ შემთხვევაში, სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია, მუნიციპალური განვითარების ფონდის შესაბამისი კომპეტენციის სპეციალისტების მკაცრი ტექნიკური ზედამხედველობისა და მონიტორინგის ქვეშ შეასრულებს. სამუშაოების მიმდინარეობასა და ხარისხზე უწყვეტ ინდივიდუალურ ექსპერტულ კონტროლს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტები განახორციელებენ.სამუშაოების მიმდინარეობისას უზრუნველყოფილი იქნება მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალის უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა ღონისძიების გატარება. მოსწავლეთა და სკოლის პერსონალის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მანდატურის სამსახური დამატებით პერსონალს გამოყოფს. ამასთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გააგრძელებს შესაბამისი ალტერნატიული ფართის მოძიებას, რათა შესაძლებელი გახდეს სკოლის შენობასთან დაკავშირებით შემდგომი, ფართომასშტაბიანი სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება.რაც შეეხება იმ შემთხვევას, როდესაც სკოლის არსებულ შენობაში სასწავლო პროცესის გაგრძელება დაუშვებელია - კომისია იღებს გადაწყვეტილებას სასწავლო პროცესის ალტერნატიულ სივრცეში გაგრძელებასთან დაკავშირებით. პარალელურად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იწყებს მუშაობას კონკრეტულ გეგმა-გრაფიკზე - როდის დაიწყება სკოლის შენობის სრული რეაბილიტაცია ან ახალი სკოლის მშენებლობა, რამდენ ეტაპად, რა ვადებში განხორციელდება და დასრულდება აღნიშნული პროცესი.კარგად გვესმის, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურა განათლების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სწორედ ამიტომ, დავიწყეთ  სასკოლო ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლების პროცესი, რომლის მიზანია არსებული გამოწვევების სისტემურად და თანმიმდევრულად გადაჭრა  და თითოეული მოსწავლისთვის უსაფრთხო, თანამედროვე და ღირსეული სასწავლო გარემოს შექმნა.მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რომ აღნიშნულ პროცესში გადაწყვეტილებები მიიღება შესაბამისი უწყებების, ექსპერტებისა და ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობით, კონკრეტული გარემოებებისა და პროფესიული შეფასებების საფუძველზე. სამწუხაროდ, ცალკეული პირების მიერ ამ საკითხის პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა აზიანებს არა მხოლოდ მიმდინარე პროცესს, არამედ მოსწავლეებისა და მასწავლებლების ინტერესებს.მოვუწოდებთ კონკრეტულ პირებსა და მედიასაშუალებებს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკითხს და თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან", - აღნიშნულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღსრულება

საზოგადოება • 1790689025

აღსრულების ეროვნული ბიუროს ჩართულობით, ე.მ-ის საქმე მორიგებით დასრულდა

საზოგადოების ინფორმირების მიზნით გაცნობებთ, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს აქტიური ჩართულობით, მოვალე ე.მ.-ის მიმართ მიმდინარე აღსრულების პროცესი მხარეებს შორის მორიგებით დასრულდა.შეთანხმების საფუძველზე, მოვალე და მისი ოჯახის წევრები ნებაყოფლობით დატოვებენ კრედიტორის კუთვნილ უძრავ ქონებას. ამასთან, კრედიტორმა მოვალე მხარეს მისცა 3-თვიანი ვადა, რათა მოახდინოს უძრავი ქონების გამოსყიდვა. თავის მხრივ, მოვალემ განაცხადა, რომ მიმართავს ქალაქ რუსთავის მერიას და წარადგენს საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს, რათა მიიღოს მისთვის გამოყოფილი ბინის ქირის თანხა.აღსანიშნავია, რომ საქმე ბიუროში 2019 წლიდან მიმდინარეობს. გასული წლების განმავლობაში, ოჯახის სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით და კანონით განსაზღვრული საფუძვლებით, გამოსახლების პროცედურა რამდენჯერმე გადაიდო და კრედიტორის თანხმობით შეჩერდა. ამ ხნის განმავლობაში აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ქალაქ რუსთავის მერიის მხრიდან გამოყენებული იყო ყველა სამართლებრივი და სოციალური მექანიზმი, რათა ოჯახი საცხოვრებლის გარეშე არ დარჩენილიყო და საქმე შეთანხმებით, მხარეთა უფლებებისა და სოციალური ინტერესების ბალანსის დაცვით გადაწყვეტილიყო.თემის მაღალი სენსიტიურობიდან გამომდინარე, აღსრულების ეროვნული ბიურო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მედიასაშუალებებს, საკითხის გაშუქებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და ნუ გამოიყენებენ აღნიშნულ თემას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ან ვითარების ხელოვნურად გამწვავების მიზნით.

პენიტენციური

საზოგადოება • 1790514704

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის მიერ მედიით გავრცელებულ ბრალდებებს და აცხადებს, რომ ცნობები არასათანადო პირობებისა და სამედიცინო მომსახურების შეზღუდვის შესახებ სრულ სიცრუეს წარმოადგენს. უწყების განმარტებით, პატიმრის განცხადებები პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციისკენაა მიმართული და რეალურ მდგომარეობას არ ასახავს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მუსელიანცი გამოირჩევა კონფლიქტური ქცევით ადმინისტრაციისა და სხვა პატიმრების მიმართ, რის გამოც მისი საკნის შეცვლა ხშირად ხდება. კანონმდებლობის შესაბამისად, სხვა საკანში გადაყვანისას მსჯავრდებული დროებით თავსდება ე.წ. კარანტინში, რაც სტანდარტული პროცედურაა და არა მასზე ზეწოლის მექანიზმი."სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის მიერ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს ის პენიტენციურ დაწესებულებაში არასათანადო პირობებში იმყოფება და არ არის უზრუნველყოფილი შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით.სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მსჯავრდებულ მუსელიანცის მიერ გაჟღერებული ბრალდებები არის პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა და პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ რეალურ მდგომარეომარეობას არ ასახავს.აუცილებელია, აღინიშნოს, რომ მუსელიანცი გამოირჩევა კონფლიქტური ქცევით არა მხოლოდ დაწესებულების ადმინისტრაციის, არამედ სხვა მსჯავრდებულების მიმართ, რის გამოც ხშირად უწევს საკნის შეცვლა. დაწესებულების დებულების შესაბამისად კი, როდესაც ხდება მსჯავრდებულის გადაყვანა ერთი საკნიდან მეორეში, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხდება გარკვეული დროით მისი განთავსება ე.წ. კარანტინში. შესაბამისად, მუსელიანცისთვის, რომელმაც უკვე არაერთი საკანი შეიცვალა, საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ საკნიდან გაყვანისას იგი კარანტინში იქნებოდა განთავსებული და მისი განცხადება, თითქოს მოულოდნელად გადაიყვანეს კარანტინში და ეს გაკეთდა მასზე ზეწოლის მოხდენის მიზნით, სრული სიცრუეა.სიცრუეა მისი განცხადებებიც პენიტენციურ დაწესებულებაში ანტისანიტარიასა და კომუნიკაციების მოუწესრიგებლობაზე. შევახსენებთ საზოგადოებას, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვის მიზნით რეგულარულად ხორციელდება დასუფთავება და შესაბამისი სადეზინფექციო ღონისძიებები, რასთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურს ინფორმაცია არაერთხელ გაუვრცელებია და ეს საკითხი პენიტენციური სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.მსჯავრდებული ცრუობს, როდესაც აცხადებს, თითქოს დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურება მიუწვდომელია პატიმართა დიდი რაოდენობის გამო. სინამდვილეში მსჯავრდებულ/ბრალდებულებს აქვთ შესაძლებლობა მიმართონ სამედიცინო პერსონალს, დაწესებულებაშივე მიიღონ შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, ხორციელდება მათი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანა და ნებისმიერი მაღალტექნოლოგიური გამოკვლევისა თუ მკურნალობის უზრუნველყოფა.ასევე, სრული სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებს ხარისხიანი საკვები არ მიეწოდებათ. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ მსჯავრდებულთა კვება ხორციელდება დადგენილი მენიუსა და შესაბამისი კვებითი/სანიტარიული მოთხოვნების დაცვით. კვების ხარისხის კონტროლი კი პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.რაც შეეხება მსჯავრდებულის მიერ გაჟღერებულ ბრალდებას კორესპონდენციის შემოწმების შესახებ, აღვნიშნავთ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში კორესპონდენციის მიღება, გაგზავნა და შემოწმება ხორციელდება უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად, შინაარსის გაცნობის გარეშე. მუსელიანცის განცხადება მისივე წერილის შინაარსს ეწინააღმდეგება, ვინაიდან ცხადზე ცხადია, რომ მას აქვს შესაძლებლობა, დაუბრკოლებლად მიაწვდინოს წერილი მედიასაშუალებებს. შესაბამისად, კონკრეტული შემთხვევის წარმოჩენა დაწესებულების თანამშრომლების მიერ უკანონო „ცენზურის“ დამკვიდრებად, წარმოადგენს საკითხის არასწორ ინტერპრეტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას.სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ მსჯავრდებულთა უფლებების დაცვა, უსაფრთხოებისა და სათანადო პირობების უზრუნველყოფა სამსახურის პრიორიტეტია. შესაბამისად, სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებსა და ყველა დაინტერესებულ პირს, პენიტენციურ სისტემასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებისას დაეყრდნონ გადამოწმებულ და დადასტურებულ ფაქტებს და თავი შეიკავონ ისეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც არ ასახავს რეალობას და საზოგადოებაში მცდარი წარმოდგენების ჩამოყალიბებას ემსახურება", - წერია განცხადებაში.

ტრამპი

მსოფლიო • 1790415782

The Washington Post: თეთრმა სახლმა CNN-ს ტრამპთან ერთად თვითმფრინავში მგზავრობა აუკრძალა

თეთრმა სახლმა CNN-ს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად საპრეზიდენტო თვითმფრინავით ტენესის შტატის ქალაქ ნოქსვილში შაბათს დაგეგმილ ვიზიტზე გამგზავრება აუკრძალა. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.აღნიშნული გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის თეთრი სახლის ტელემაუწყებლების მორიგეობით მუშაობის სისტემას, რომელიც პარასკევს, მცირე პაუზის შემდეგ, დროებით აღდგა, წერს გამოცემა.როგორც The Washington Post-ი იუწყება, CNN-თან ერთად, გასულ კვირას თეთრ სახლში შესვლა MS NOW-სა და POLITICO-საც აეკრძალათ. თუმცა, ხუთშაბათს დილით ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ეს გადაწყვეტილება შეცვალა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები თეთრ სახლში დაუშვა.ტელემაუწყებლების ხუთკაციან მორიგე ჯგუფში, რომელშიც CNN-თან ერთად ABC, CBS, NBC და Fox News შედიან, ტრამპის გაშუქება პარასკევს დილით განახლდა. ჯგუფმა მუშაობა მას შემდეგ შეაჩერა, რაც CNN-ს თეთრ სახლში შესვლა აეკრძალა.პარასკევს მორიგე მაუწყებლის ფუნქციას CBS ასრულებდა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ტრამპის შეხვედრისა და სხვა ღონისძიებების ვიდეომასალა გადაიღო. გამონაკლისი იყო ეროვნული არქივის შენობაში გამართული შუადღის ღონისძიება, რომლის გაშუქებაც CNN-ს ევალებოდა.

✕