კიევში ცხრასართულიან შენობას დრონი შეეჯახა

მსოფლიო • 1794473626

კიევში ცხრასართულიან შენობას დრონი შეეჯახა - დაიღუპა ერთი და დაშავდა ექვსი ადამიანი

12 ნოემბრის დილას რუსული დრონი კიევის სოლომიანსკის რაიონში ცხრასართულიან საცხოვრებელ შენობას დაეჯახა. იერიშის შედეგად 44 წლის ქალი დაიღუპა და ექვსი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.დრონის შეჯახების შედეგად, ცხრასართულიანი შენობის მესამედან მეექვსე სართულებამდე ხანძარი გაჩნდა.„წინასწარი მონაცემებით, მე-5 სართულის დონეზე ფიქსირდება ნაწილობრივი ნგრევა. ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ“, - განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ. 

ბორჯომი

რეგიონი • 1794468072

ბორჯომის მერია სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერას აგრძელებს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა გელაშვილი, მერის მოადგილე გელა მაღრაძესთან და ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მაკა მანჯავიძესთან ერთად, მაღალმთიან სოფელ ჭიხარულაში მცხოვრებ იურიკ ანტონიანის ოჯახს ესტუმრა.მუნიციპალიტეტის მერი სოციალურად დაუცველი ოჯახის მდგომარეობას გაეცნო. ოჯახის საჭიროებების გათვალისწინებით, მათ ბუნებრივი აირის გამათბობელი გადაეცათ.შეხვედრისას მამუკა გელაშვილმა იურიკ ანტონიანის ოჯახს მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მერია შესაბამისი სოციალური პროგრამების ფარგლებში მათ დახმარებას მომავალშიც გააგრძელებს.

აშშ ნანგრევები

მსოფლიო • 1794435821

ნიუ-იორკში, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა - ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილები

აშშ-ში, ნიუ-იორკის ბრუკლინის რაიონ ფლატბუშში, სამსართულიანი საცხოვრებელი შენობის ნაწილი ჩამოინგრა.შემთხვევა 11 ნოემბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:00 საათზე, ბედფორდის გამზირზე, ნომერ 2625-ში მოხდა.ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნგრევის შედეგად რამდენიმე ადამიანი ნანგრევებში მოყვა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ მეხანძრე-მაშველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ეძებენ მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს. Associated Press-ის ცნობით, მაშველებმა სულ მცირე ერთი ადამიანი ნანგრევებიდან გამოიყვანეს და საკაცით გადაიყვანეს.შემთხვევა იმ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. ნგრევის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. დაშავებულთა საბოლოო რაოდენობა ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის.

ფული პენსია

საზოგადოება • 1794426456

217 ათასზე მეტ ადამიანს ხელფასი გაეზრდება - ცნობილია, რომელ სამსახურებში მოიმატებს ანაზღაურება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2027 წლის ნაერთ ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები გაზრდილია 1 მილიარდ ლარზე მეტით და ჯამურად, 11 მილიარდ 210 მილიონ ლარს შეადგენს.მინისტრი განმარტავს, რომელ პროგრამებს უკავშირდება ზრდა.„მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯი გაზრდილია 685 მილიონი ლარით და 5 მილიარდ 700 მილიონ ლარს შეადგენს. ზრდა გამოწვეულია კანონმდებლობის შესაბამისად პენსიების ინდექსაციით. კერძოდ, მოქმედი ინდექსაციის ფორმულის შესაბამისად, 70 წლის და მეტი ასაკის, ჯამში 500 ათასზე მეტი პენსიონერის პენსია იზრდება 60 ლარის ოდენობით და განისაზღვრება 555 ლარის ოდენობით;ასევე, ამავე კატეგორიის 50 ათასზე მეტი პირისთვის მაღალმთიან დასახლებებში გათვალისწინებულია 20%-იანი დანამატი;70 წლამდე მყოფი 440 ათასი ბენეფიციარისთვის, პენსია იზრდება 45 ლარით და 415 ლარს შეადგენს. მაღალმთიან დასახლებებში 36 ათასი ბენეფიციარისთვის გათვალისწინებულია 20%-იანი დანამატი;ინდექსაციის და პენსიების ზრდის შესაბამისად, იზრდება 130 ათასზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური პაკეტი, რისთვისაც დამატებით გამოყოფილია 81 მილიონი ლარი და ჯამურად, 640 მილიონ ლარს შეადგენს;ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება გაზრდილია 244 მილიონი ლარით და 2 მილიარდ 445 მილიონ ლარს აჭარბებს. მათ შორის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება, რომელიც ყოველწლიურად 790 ათასზე მეტ ბენეფიციარს ემსახურება, შეადგენს 1 მილიარდ 634 მილიონ ლარს. გამოყოფილი თანხის ფარგლებში, სხვა საჭიროებებთან ერთად, გათვალისწინებულია სასწრაფო დახმარების პერსონალისა და სოფლის ექიმები/ექთნების ხელფასების ზრდა;სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამა გაზრდილია 34 მილიონ ლარზე მეტით და 159 მილიონ ლარს შეადგენს;მაღალმთიან დასახლებებში განსაზღვრული დანამატებისთვის გამოყოფილია 147 მილიონ ლარზე მეტი. სხვადასხვა დანამატებით, ჯამში, სარგებლობს 175 ათასზე მეტი ბენეფიციარი;დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებაზე გამოყოფილი თანხები მომდევნო წელს იზრდება 60 მლნ ლარით. 2027 წელს 850 ათასი ბენეფიციარისთვის ბიუჯეტიდან განხორციელებული კონტრიბუცია იქნება 600 მლნ ლარი,“ - აღნიშნა ხუციშვილმა.გარდა ამისა, მინისტრმა საჯარო სექტორში ხელფასების ზრდაზე ისაუბრა.„2027 წელს საბაზო თანამდებობრივი სარგო 8.4%-ით იზრდება, მათ შორის:თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში დასაქმებული 75 ათასზე მეტი ადამიანის ხელფასების ზრდაზე მიიმართება 300 მილიონ ლარზე მეტი;საჯარო სკოლების 60 ათასამდე მასწავლებლის ხელფასების ზრდაზე - 150 მილიონ ლარზე მეტი;საბავშვო ბაღების 40 ათასზე მეტი პერსონალის ხელფასების ზრდაზე - 60 მილიონი ლარი;კულტურისა და სპორტის სფეროში დასაქმებული 35 ათასამდე ადამიანის ხელფასების ზრდაზე - 40 მილიონ ლარზე მეტი;სასწრაფო დახმარების პერსონალის, სოფლის ექიმებისა და ექთნების, ჯამში, 7 ათასზე მეტი ადამიანის ხელფასების ზრდაზე მიიმართება 15 მილიონ ლარზე მეტი;დანარჩენ სახელმწიფო უწყებებსა და მუნიციპალურ სერვისებში დასაქმებულ პირთა ხელფასების ზრდაზე, ჯამურად, მიიმართება 250 მილიონ ლარამდე,“ - აღნიშნა მინისტრმა.

ტუკი/დენირო

მსოფლიო • 1794416998

რობერტ დე ნიროს ორი შვილის დედა, მსახიობი და მოდელი, 74 წლის ტუკი სმიტი გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი და მოდელი ტუკი სმიტი, რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავ რობერტ დე ნიროს ყოფილი პარტნიორი და მისი ტყუპი შვილების დედა იყო, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია შვილებმა, აირინმა და ჯულიან დე ნიროებმა, 9 ნოემბერს გაავრცელეს. მათი განცხადებით, ტუკი სმიტი 4 ნოემბერს, ნიუ-იორკის ერთ-ერთ საავადმყოფოში, გაფანტულ სკლეროზთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.„დედამ დატოვა განსაკუთრებული ოჯახური მემკვიდრეობა, რომელმაც ამერიკული მოდა და კულტურა ჩამოაყალიბა. მისმა სილამაზემ, ელეგანტურობამ და გამორჩეულმა ხიბლმა შავკანიან მოდელებსა და დიზაინერებს გზა გაუხსნა. ტუკი ბუნების ნამდვილი ძალა იყო. მან წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენს გულებსა და ყველა იმ ადამიანის ცხოვრებაში, ვისაც მისი გაცნობის ბედნიერება ჰქონდა“, — ნათქვამია შვილების განცხადებაში.ტუკი სმიტი, რომლის ნამდვილი სახელი დორის სმიტი იყო, 1952 წლის 25 სექტემბერს ფილადელფიაში დაიბადა. სამოდელო კარიერა 1972 წელს, ნიუ-იორკის მოდის ტექნოლოგიების ინსტიტუტში სწავლის პერიოდში დაიწყო. წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ცნობილ დიზაინერებთან, მათ შორის ჰუბერ დე ჟივანშისთან, ტიერი მიუგლერთან, ისეი მიაკესა და პატრიკ კელისთან.მისი ფოტოები ისეთ ცნობილ გამოცემებში იბეჭდებოდა, როგორებიცაა Vogue, Ebony, Cosmopolitan, Redbook და Seventeen. 1978 წელს უნივერმაღების ქსელმა Bloomingdale’s-მა ის წლის მოდელად დაასახელა.ტუკი სმიტი ცნობილი მოდის დიზაინერის, უილი სმიტის და იყო და ძმის შემოქმედებასაც უწევდა პოპულარიზაციას. უილი სმიტი 1987 წელს, 39 წლის ასაკში, შიდსთან დაკავშირებული გართულებებით გარდაიცვალა.1980-იანი წლების ბოლოს ტუკიმ სამსახიობო კარიერა დაიწყო. მონაწილეობდა პოპულარულ სერიალში „Miami Vice“, თუმცა ფართო მაყურებელმა განსაკუთრებით დაამახსოვრა თავი სატელევიზიო კომედიურ სერიალში „227“, სადაც ევა როულის როლს ასრულებდა. მოგვიანებით ითამაშა ფილმებში, მათ შორის „Talkin’ Dirty After Dark“, „I Like It Like That“, „Joe’s Apartment“ და „The Preacher’s Wife“.სმიტს ასევე ჰქონდა საკუთარი კვების ბიზნესი და ნიუ-იორკში რესტორანიც გახსნა, რომელიც 1996 წელს დაიხურა.რობერტ დე ნირო და ტუკი სმიტი ერთმანეთს 1988 წელს შეხვდნენ და დაახლოებით რვა წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ. 1995 წელს მათ ტყუპი შვილები — აირინი და ჯულიანი — სუროგატი დედის დახმარებით შეეძინათ. წყვილი 1996 წელს დაშორდა.ტუკი სმიტის გარდაცვალების შემდეგ შვილებმა დედას სოციალურ ქსელებშიც მიუძღვნეს ემოციური გამოსამშვიდობებელი პოსტები. აირინმა დედასთან ერთად გადაღებული ძველი ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: „ყოველთვის მეყვარები, დედა“.

შვიდეულის მინისტრები

მსოფლიო • 1794415560

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ გააძლიერებენ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების მიწოდებას

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები პარიზში 9-10 ნოემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.განცხადებაში მინისტრები, ასევე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უკრაინისადმი ურყევ მხარდაჭერას ადასტურებენ.ამასთან, მინისტრებმა მხარი დაუჭირეს აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე სამშვიდობო მცდელობებს და ყოვლისმომცველი, ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ გააგრძელებენ უკრაინის ფინანსურ და მატერიალურ მხარდაჭერას, რათა ზამთარში უზრუნველყოფილ იქნეს ქვეყნის საჭიროებები.ამასთან, პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დაგმეს შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმები, რაც სასურსათო უსაფრთხოებას ემუქრება.დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ G7 აპირებს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების მიწოდების გაძლიერებას.მინისტრებმა ასევე დაგმეს ჩრდილოეთ კორეისა და ირანის სამხედრო დახმარება რუსეთისთვის, ამასთან, ჩინეთის მიერ იარაღის, სამხედრო მომზადებისა და ორმხრივი დანიშნულების კომპონენტების მიწოდება.„დავგმეთ ჩრდილოეთ კორეისა და ირანის მიერ რუსეთისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება, ჩინეთის მიერ იარაღის, სამხედრო წვრთნისა და ორმაგი დანიშნულების კომპონენტების მიწოდება, რაც რუსეთს ომის გაგრძელების საშუალებას აძლევს“, – ნათქვამია განცხადებაში.რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთს, მინისტრების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარს უჭერენ კონფლიქტის დასრულებას და დიპლომატიურ ძალისხმევას. ამასთან, მინისტრებმა მკაცრად დაგმეს ირანის იერშები მეზობლებზე და ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო გემებზე თავდასხმები, ასევე სრუტეში გავლაზე ნებისმიერი მოსაკრებლის დაწესება.

პოლიციის სირენა

სამართალი • 1794410991

თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს - შსს კადრებს ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას და კადრებს შსს ავრცელებს.„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, თბილისში, მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდებს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის დროს ბრალდებულები უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, რაც გამოიხატებოდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში.კონფლიქტის დროს ერთ-ერთმა პირმა დაპირისპირებაში მონაწილე ახალგაზრდას ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში სამი ჭრილობა მიაყენა.დაშავებულს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.სამართალდამცველები მომხდარ ფაქტთან დაკავშირებული მტკიცებულებების მოპოვებისა და დანაშაულში მონაწილე პირების იდენტიფიცირების მიზნით მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ატარებდნენ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებსა და საგამოძიებო მოქმედებებს.ჩატარებული ღონისძიებების შედეგად პოლიციამ ცხელ კვალზე 7 პირი ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომხდარ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ქარიშხალი პორტუგალიაში

მსოფლიო • 1794409493

ქარიშხალ „ჩარლზის“ გამო პორტუგალიაში 200-ზე მეტ ავიარეისი გაუქმდა

ქარიშხალ „ჩარლზის“ გამო პორტუგალიაში 200-ზე მეტ ავიარეისი გააუქმეს, სკოლებში კი სასწავლო პროცესი შეჩერდა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.მედიის ცნობით, ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის გამო პორტუგალიაში დროებით დაიხურა ასობით სუპერმარკეტი და ბიზნესობიექტი.როგორც „როიტერი“ წერს, იმ ფონზე, როდესაც 2026 წლის იანვარსა და თებერვალში შტორმების სერიაზე არასაკმარისი რეაგირების გამო პორტუგალიის ხელისუფლება კრიტიკის ობიექტი გახდა, ამჯერად მათ პრევენციული ზომები დროულად მიიღეს.ხელისუფლებამ საგანგებო სიტუაციების ყველა სამსახური და არმიის ქვედანაყოფი მზადყოფნაში მოიყვანა, შეაჩერეა სასწავლო პროცესი, დახურა არასაჭირო საზოგადოებრივი სერვისები და ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.პორტუგალიის მეტეოროლოგიურ სამსახურ IPMA-ს განცხადებით, შტორმი განსაკუთრებით ძლიერი პორტუგალიის სამხრეთ ნაწილშია.მედიის ცნობით, ქარიშხალმა „ჩარლზმა“ უკვე გადაუარა ესპანეთის მადეირას არქიპელაგს, რამაც წყალდიდობა და ხეების წაქცევა გამოიწვია. სასწრაფო დახმარების სამსახურებმა გადაარჩინეს მამაკაცი, რომელიც ავტოფარეხიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა.

გრიპი

რჩევები • 1794403560

დაავადებები, რომლებიც შესაძლოა გაჭიანურებულ გაციებაში აგვერიოს - ექიმის რჩევები

ექიმმა იმ ნიშნებზე ისაუბრა, რომელთა უგულებელყოფაც არ ღირს - ხანგრძლივი სისუსტე, ღამის ოფლიანობა, უმიზეზო წონის კლება და გადიდებული ლიმფური კვანძები შესაძლოა სხვადასხვა დაავადებაზე მიუთითებდეს.ადამიანი ზოგჯერ თვეების განმავლობაში ფიქრობს, რომ გაციება ბოლომდე ვერ მოირჩინა, თუმცა ხანგრძლივი შეუძლოდ ყოფნის მიზეზი შესაძლოა გაცილებით სერიოზული დაავადება იყოს. ასეთი სიმპტომების უკან შეიძლება ტუბერკულოზი, ქრონიკული ჰეპატიტი, შაქრიანი დიაბეტი და სხვა პათოლოგიები იმალებოდეს. ექიმის განმარტებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სიმპტომების ხანგრძლივობასა და დამატებითი ნიშნების გაჩენას - ღამის ოფლიანობას, აუხსნელ წონის კლებასა და გადიდებულ ლიმფურ კვანძებს.ყველა ჩამოთვლილი დაავადება ხველითა და სიცხით არ ვლინდება. ზოგჯერ გაციებაში სწორედ სისუსტე, ძილიანობა და შრომისუნარიანობის დაქვეითება ერევათ.მაგალითად, ჰიპოთირეოზის დროს, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი საკმარის ჰორმონებს ვერ გამოიმუშავებს, ადამიანს შეიძლება მუდმივად სციოდეს და მოდუნებულობას გრძნობდეს.რკინადეფიციტურ ანემიას ხშირად თან ახლავს დაღლილობა, კანის სიფერმკრთალე და გულისცემის აჩქარება ისეთი ფიზიკური დატვირთვის დროსაც კი, რომელსაც ადამიანი ადრე ჩვეულებრივად უმკლავდებოდა.მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტიც შესაძლოა სისუსტით გამოვლინდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას ძლიერი წყურვილი ახლავს.ექიმის მიერ დასახელებულ სხვა შესაძლო მიზეზებს შორისაა ქრონიკული ჰეპატიტი, აუტოიმუნური დაავადებები, ინფექციური ენდოკარდიტი - გულის შიდა გარსის ანთება, ასევე ლიმფომები და ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია.განსაკუთრებული ყურადღება ექიმმა ფილტვების ტუბერკულოზს დაუთმო. ამ დაავადების დროს ხველა, მომატებული ტემპერატურა, დაღლილობა და ოფლიანობა შესაძლოა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სუსტად იყოს გამოხატული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც მიუთითებს, რომ ტუბერკულოზის სიმპტომები ზოგჯერ თვეების განმავლობაში გრძელდება, სანამ ადამიანი სამედიცინო დახმარებას მიმართავს.ექიმი სამ ძირითად საგანგაშო ნიშანს გამოყოფს:ხანგრძლივად მომატებული ტემპერატურა. თუ სიცხე გაურკვეველი მიზეზით ორ-სამ კვირაზე მეტხანს გრძელდება, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.ძლიერი ღამის ოფლიანობა და დიეტის გარეშე წონის კლება. განსაკუთრებით საყურადღებოა შემთხვევა, როდესაც ოფლიანობა იმდენად ინტენსიურია, რომ ადამიანს ტანსაცმლის ან თეთრეულის გამოცვლა უწევს.გადიდებული ლიმფური კვანძები ან გაჭიანურებული ხველა. ყურადღებას საჭიროებს გამკვრივებული, მზარდი ან ხანგრძლივად შეუმცირებელი ლიმფური კვანძები, ასევე ხველა, რომელიც სამ კვირაზე მეტხანს გრძელდება.თუ სიმპტომები არ ქრება, ექიმები თერაპევტთან მიმართვას გვირჩევენ. გასინჯვის შემდეგ სპეციალისტი განსაზღვრავს, რომელი ანალიზები და გამოკვლევებია საჭირო.მნიშვნელოვანია, არ დაველოდოთ რამდენიმე საგანგაშო ნიშნის ერთდროულად გამოვლენას - ხანგრძლივი და აუხსნელი შეუძლოდ ყოფნაც საკმარისი მიზეზია სამედიცინო შეფასებისთვის.

სოზარ სუბარი

პოლიტიკა • 1794398638

სოზარ სუბარი: დაკორექტირებულ ბიუჯეტის პროექტში კვლავ არ არის გათვალისწინებული ვეტერანების დახმარების გაზრდის საკითხი, სასურველია ამ საკითხს კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ

ვეტერანების დაფინანსების გაზრდის შესაძლებლობების გზებზე პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის განხილვისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ისაუბრა. მან შესაბამისი წინადადებით ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს, საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე, მიმართა, სადაც 2027 წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტის განხილვა გაიმართა.სოზარ სუბარმა ვეტერანების დამსახურებაზე გააკეთა აქცენტი და განაცხადა, რომ ის თანხა, რომელიც მათთვისაა განკუთვნილი სამარცხვინოა. რაც შეეხება შესაძლებლობებს, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გამორიცხვის მექანიზმი წარმოადგინა. კერძოდ განაცხადა, რომ შესაძლებელია შემუშავდეს გაცხრილვის მეთოდი, რის შემდეგაც თანხები შეიძლება გაეზარდოთ იმ ვეტერანებს, რომლებმაც რეალურად მიიღეს მონაწილეობა საომარ მოქმედებებში და იცავდნენ სამშობლოს.„კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო ვეტერანების დახმარების შესახებ. ვეტერანები არიან ადამიანები, რომლებმაც ყოველ ჯერზე, როცა სამშობლოს დასჭირდა, სასწორზე დადეს ყველაზე ძვირფასი, რაც ადამიანს აქვს - საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ის, რომ ვეტერანის დახმარება მხოლოდ 100 ლარია, უბრალოდ სირცხვილია. დახმარების გაორმაგება - 200 ლარიც - ძალიან ცოტაა, მაგრამ მინიმუმ ტენდენციას მაინც ვაჩვენებდით, ვეტერანები არ არიან დავიწყებული და მათი ღვაწლი გვახსოვს და მათ თავდადებას ვაფასებთ. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ თუნდაც გაორმაგება საკმარისია და ამით რომელიმე ვეტერანი კმაყოფილი დარჩება, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ 200 ლარიც ძალიან ცოტაა.მეორე მხრივ, თუ ლაპარაკია იმაზე, რომ ოფიციალურად აღრიცხული ვეტერანების რაოდენობა ბევრად აღეტება იმ რიცხვს, რამდენი ადამიანიც რეალურად იბრძოდა, შეგვიძლია ამ მიმართულებით ვიმუშაოთ. მაგალითად, დიდ პატივისცემას ვუდასტურებ ყველა რეზერვისტს, რომელიც თუნდაც ერთი საათით გაიწვიეს 2008 წლის ომის დროს. ისინი ვეტერანები არიან, თუმცა საომარ მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღიათ და ჩვენ შეგვიძლია, ეს ადამიანები გამოვრიცხოთ დახმარების მიმღებთა სიიდან. ასევე შეგვიძლია, გამოვრიცხოთ ის ვეტერანები, რომლებიც ომის დროს ზურგის სამსახურში იყვნენ. მათი საქმიანობა არანაკლებ მნიშვნელოვანია, მაგრამ რადგან მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა და ომში უშუალო მონაწილეობას არ იღებდნენ, შეიძლება ისინიც ამოვრიცხოთ დახმარების მიმღებთა სიიდან.ასევე, შეიძლება გაიცხრილონ ის ადამიანებიც, რომლებსაც შევარდნაძის მმართველობის დროს, შეეძლოთ, ორი-სამი ადამიანი წაეყვანათ სასამართლოში მოწმედ  და გაეკეთებინათ საბუთი, თითქოს ვეტერანები იყვნენ, მაშინ როცა ომში ერთი დღეც არ ყოფილან. გასაგებია, რომ ასეთი ადამიანების რაოდენობა შეიძლება ბევრი არ იყოს, მაგრამ გაცხრილვა მაინც საჭიროა.თუ ამ გზით წავალთ, მაშინ იმ ვეტერანების დახმარება, რომლებიც ნამდვილად იბრძოდნენ და სამშობლოს ბრძოლის ველზე ემსახურებოდნენ, შეიძლება კი არ გაორმაგდეს, არამედ გახუთმაგდეს კიდეც,” - განაცხადა სოზარ სუბარმა.თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ფასდაუდებელია ვეტერანების წვლილი, რაც მათ ქვეყნისთვის გაიღეს. ლაშა ხუციშვილის თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება. მანვე აღნიშნა, რომ მუშაობა გრძელდება საგადასახადო შეღავათების დაწესების კუთხითაც და ერთობლივი მუშაობით, შესაძლებელი იქნება, რომ მეტი სარგებელი მიიღონ ვეტერანებმა როგორც ფულადი, ასევე სხვა მიმართულებით.

მაშველებმა ზღვაში მოზარდის ცხედარი იპოვეს

შემთხვევა • 1794397810

ბათუმში, ზღვიდან კაცი უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს - ის ადგილზე გარდაიცვალა

ბათუმში მაშველებმა ზღვიდან კაცი უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს, ის ადგილზე გარდაიცვალა.ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.არსებული ინფორმაციით,  შემთხვევის ადგილზე მას პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

ლაშა ხუციშვილი

პოლიტიკა • 1794397295

ლაშა ხუციშილი ომის ვეტერანთა დახმარების შესახებ: ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას, იქიდან გამომდინარე, რომ შევაფასებთ ბიუჯეტის ბოლო წარდგენაზე, რისი შესაძლებლობა იქნება

ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას, იქიდან გამომდინარე, რომ შევაფასებთ ბიუჯეტის ბოლო წარდგენაზე, რისი შესაძლებლობა იქნება - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა„ვადასტურებ ჩემს დიდ პატივისცემას ომის ვეტერანების მიმართ. ნამდვილად ფასდაუდებელია ის წვლილი, რაც მათ საქართველოს ერთიანობისთვის, ერთიანობის შენარჩუნებაში გაიღეს. ამ მიმართულებით ვფიქრობთ, რომ გავაგრძელებთ მუშაობას, იქიდან გამომდინარე, რომ შევაფასებთ უკვე ბოლო წარდგენაზე, რისი შესაძლებლობა იქნება. გეთანხმებით, რომ 100 ლარის ოდენობით თანხა არის ნამდვილად მცირე ოდენობა, თუმცა ობიექტურობისთვის, უნდა აღვნიშნოთ, რომ დამატებით აქ გათვალისწინებულია საგადასახადო შეღავათი, რომლის მოცულობა, დაახლოებით, 600 ლარამდეა საშემოსავლო გადასახადში. თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას. აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული გამოწვევები, თუმცა ვფიქრობ, რომ ერთობლივად შესაძლებელია, გარკვეულწილად მივიდეთ იმ შესაძლებლობამდე, რომ უფრო მეტი სარგებელი მიიღონ ჩვენმა ვეტერანებმა მომდევნო პერიოდში. ეს შეეხება, როგორც ფულადი, ასევე არაფულადი სახით დახმარებას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

✕