რას ჰყვება ოჯახის ახლობელი შემზარავი მკვლელობის შესახებ - ახალი დეტალები
1794467531
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა გელაშვილი, მერის მოადგილე გელა მაღრაძესთან და ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მაკა მანჯავიძესთან ერთად, მაღალმთიან სოფელ ჭიხარულაში მცხოვრებ იურიკ ანტონიანის ოჯახს ესტუმრა.
მუნიციპალიტეტის მერი სოციალურად დაუცველი ოჯახის მდგომარეობას გაეცნო. ოჯახის საჭიროებების გათვალისწინებით, მათ ბუნებრივი აირის გამათბობელი გადაეცათ.
შეხვედრისას მამუკა გელაშვილმა იურიკ ანტონიანის ოჯახს მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მერია შესაბამისი სოციალური პროგრამების ფარგლებში მათ დახმარებას მომავალშიც გააგრძელებს.