1794471413
საკონსტიტუციო სასამართლოში განახლდა სხდომა, რომელზეც 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება
საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება, სხდომა განახლდა. დღევანდელი სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. დღეს რიგით მეთერთმეტე სხდომაა.
"ქართული ოცნების" სარჩელის არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლომ 21 ოქტომბერს დაიწყო. საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, კონსტიტუციური წყობილების ხელყოფის მცდელობა, სისტემური დანაშაულები, საბოტაჟი და მოქმედება ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ - მმართველი პარტიის განცხადებით, სარჩელში ყველა ბრალდება დასაბუთებული და სამართლებრივად გამართულია.








