საქალაქო სასამართლო

სამართალი • 1793706768

სანდრო სეხნიაშვილი 3 000 ლარით დაჯარიმდა - სასამართლომ ის საკრებულოსთან მომხდარ ინციდენტზე სამართალდამრღვევად ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 000 ლარით დააჯარიმა სანდრო სეხნიაშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის თბილისის საკრებულოს მიმდებარედ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელი შინაარსის სიმღერას მღეროდა. სეხნიაშვილი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო.შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, მარიამ კერესელიძე აღნიშნავს, რომ ყველა სამეთვალყურეო ჩანაწერი ადასტურებდა სანდრო სეხნიაშვილის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენას:"დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სანდრო სეხნიაშვილის მიმართ, ჩვენიმხრიდან ამ შემთხვევაში წარმოდგენილი იქნა მტკიცებულებები, როგორც მოწმის ჩვენებები, ახსნა-განმარტებები, ასევე ვიდეო მტკიცებულებები, რომლებიც იყო როგორც ადგილზე გადაღებული. ასევე სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, რომლებიც უტყუარად ადასტურებდა სანდრო სეხნიაშვილის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენას." - აცხადებს მარიამ კერესელიძე.

ბანკი

სამართალი • 1792736832

სებ-მა 6 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ჯამში 393 000 ლარით დააჯარიმა

 სებ-მა 6 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ჯამში 393 000 ლარით დააჯარიმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გავრცელდა.ვალუტის გადამცვლელ პუნქტს შპს „პაგაა“-ს (ს/ნ 402095987) დაეკისრა ფულადი ჯარიმა ჯამში 22,000 (ოცდაორი ათასი) ლარის ოდენობით.ვალუტის გადამცვლელ პუნქტს შპს „მონეტო ჩეინჯს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406314885) დაეკისრა ჯარიმა ჯამში 98,000 (ოთხმოცდათვრამეტი ათასი) ლარის ოდენობით.ვალუტის გადამცვლელ პუნქტს შპს „მონეტა“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 439417819) დაეკისრა ფულადი ჯარიმა ჯამში 168,000 (ას სამოცდარვა ათასი) ლარის ოდენობით.ვალუტის გადამცვლელ პუნქტს შპს „თეთრს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 426115054) დაეკისრა ფულადი ჯარიმა ჯამში 49 000 (ორმოცდაცხრა ათასი) ლარის ოდენობით.ვალუტის გადამცვლელ პუნქტს ი.მ. „ტარიელ ლობჟანიძეს“ (ს/ნ 01011047574) დაეკისრა ფულადი ჯარიმა ჯამში 35,000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.ვალუტის გადამცვლელ პუნქტს ინდივიდუალურ მეწარმეს „მამუკა მარიამიძე“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 01012026445) დაეკისრა ფულადი ჯარიმა ჯამში 21,000 (ოცდა ერთი ათასი) ლარის ოდენობით.ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შპს „პაგაა“-ს (ს/ნ 402095987) მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრება | ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 05 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის 11 (თერთმეტი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ 22,000 (ოცდაორი ათასი) ლარი.ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შპს „მონეტო ჩეინჯი“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406314885) მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრებაშემოწმების შედეგად გამოვლინდა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კლიენტის და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 14 (თოთხმეტი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ითვალისწინებს დაჯარიმებას 7,000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე, სულ 98,000 (ოთხმოცდათვრამეტი ათასი) ლარი.ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შპს „მონეტა“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 439417819) მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრებაშემოწმების შედეგად გამოვლინდა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კლიენტის და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 24 (ოცდაოთხი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ითვალისწინებს დაჯარიმებას 7,000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე, სულ 168,000 (ას სამოცდარვა ათასი) ლარი.ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შპს „თეთრი“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 426115054) მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრებაშემოწმების შედეგად გამოვლინდა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კლიენტის და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 7 (შვიდი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ითვალისწინებს დაჯარიმებას 7,000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე, სულ 49,000 (ორმოცდაცხრა ათასი) ლარი.ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ი.მ. „ტარიელ ლობჟანიძის“ (ს/ნ 01011047574) მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრებაშემოწმების შედეგად გამოვლინდა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კლიენტის და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 5 (ხუთი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე–3 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ითვალისწინებს დაჯარიმებას 7,000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე, სულ 35,000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი.ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ინდივიდუალური მეწარმის „მამუკა მარიამიძის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 01012026445) მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრება |შემოწმების შედეგად გამოვლინდა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კლიენტის და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 3 (სამი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ითვალისწინებს დაჯარიმებას 7,000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე, სულ 21,000 (ოცდაერთი ათასი) ლარი.

სემეკმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დააჯარიმა

საზოგადოება • 1792058965

სემეკმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ქ. რუსთავის წყალმომარაგების სისტემების კანონმდებლობით გათვალისწინებულ ტექნიკურ და უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 75 ათასი ლარით დააჯარიმა.კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ დაევალა 2027 წლის პირველ ივლისამდე უზრუნველყოს სახელმწიფო, მუნიციპალურ და კერძო სამსახურებთან შეთანხმებით, ქ. რუსთავის წყალმომარაგების სისტემის სათავე ნაგებობებსა და  სატუმბ სადგურებზე წყალმომარაგების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო საშუალებების, ასევე კომპანიის კუთვნილი ელექტრომეურნეობის მდგომარეობის ტექნიკურ რეგლამენტებთან/სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.გარდა ამისა, არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა, კომპანიამ,  ყველა საჭირო სახელმწიფო, მუნიციპალურ და კერძო სამსახურებთან შეთანხმებით, უნდა უზრუნველყოს მდინარე მტკვარზე არსებული აკვედუკი 5-ის საქართველოში მოქმედ ტექნიკურ სტანდარტებთან, სამშენებლო ნორმებთან და წესებთან შესაბამისობაში მოყვანა.შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ დაევალა სამუშაოების დასრულების შემდგომ სემეკში წარადგინოს აკრედიტებული ორგანოს მიერ მომზადებული, საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებთან  წყალმომარაგების სისტემის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ბანკი

მსოფლიო • 1791959057

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა Bank of America ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის წესების დარღვევისთვის 1,2 მილიარდი დოლარით დააჯარიმა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა Bank of America ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის წესების დარღვევისთვის 1,2 მილიარდი დოლარით დააჯარიმა.აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, ბანკმა ვერ გამოავლინა ფულის გათეთრების შესაძლო შემთხვევები და სხვა უკანონო საქმიანობა, რის გამოც ხელისუფლებას საეჭვო ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა. კერძოდ, სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, ბანკმა ხელისუფლებას ხუთი მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საეჭვო ოპერაციების შესახებ არ შეატყობინა. მათგან ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის ტრანზაქციები ეროვნული უსაფრთხოებისა და უკანონო ფინანსური საქმიანობის კუთხით რისკებს შეიცავდა.Bank of America-ში აცხადებენ, რომ მარეგულირებლების მიერ გამოვლენილი პრობლემების აღმოსაფხვრელად მუშაობენ.„ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს და მზად არის, სრულად შეასრულოს მარეგულირებლების მიერ წამოჭრილი საკითხების მოსაგვარებლად საჭირო მოთხოვნები“, – განაცხადეს ბანკში.აშშ-ის სახაზინო მდივნის, სკოტ ბესენტის განცხადებით, ეს დეპარტამენტის ისტორიაში დაწესებული სიდიდით მესამე ჯარიმაა.„როდესაც ასეთი მასშტაბის ბანკი ვერ ასრულებს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისა და სანქციების დაცვის ვალდებულებებს, შედეგები მის ფარგლებს სცდება და მთელ აშშ-ის ფინანსურ სისტემას უკანონო ფინანსური საქმიანობის მნიშვნელოვან რისკებს უქმნის“, – განაცხადა ბესენტმა.

საქალაქო სასამართლო

სამართალი • 1791804886

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე იოსებ გოგინაშვილი სიძულვილის ენის გამოყენებისა და ლევან სანიკიძის შეურაცხყოფისთვის 1 500 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სიძულვილის ენის გამოყენებისთვის ფეისბუქ მომხმარებელი 1 500 ლარით დააჯარიმა. იოსებ გოგინაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლევან სანიკიძეს.დღესვე ქვეყნის მასშტაბით რაიონული და საქალაქო სასამართლოები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შედგენილ ოქმებს განიხილავენ.კასპის სასამართლომ ორი საქმე განიხილა, ერთზე მოქალაქეს სიტყვიერი გაფრთხილება გამოეცხადა, მეორე საქმეზე კი მოქალაქე 3 000 ლარით დაჯარიმდა.

სემეკი

საზოგადოება • 1791453258

სემეკმა „ენერგო პრო ჯორჯია“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „ენერგო პრო ჯორჯია“ სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დააჯარიმა.სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით გაუარესდა ერთ მომხმარებელზე ელექტროენერგიით მომარაგების წყვეტის საშუალო სიხშირის  (SAIFI) მაჩვენებლები.კომისიის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის 2025 წლის მაჩვენებლების გაუარესება 2024 წლის მაჩვენებლებთან შედარებით მიჩნეულ იქნა სემეკის მიერ დამტკიცებული ნორმატიული აქტისა და სალიცენზიო პირობების დარღვევად, რის გამოც, კომპანიას ფულადი ჯარიმა დაეკისრა.

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამართალი • 1791261457

გიორგი გველესიანის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის სასამართლომ გიორგი ხუციშვილი 1 500 ლარით დააჯარიმა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 500 ლარით დააჯარიმა გიორგი ხუციშვილი, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გიორგი გველესიანს.ასევე, 1 500 ლარით დაჯარიმდა გიორგი ჯოჯიშვილი, რომელმაც სიძულვილის ენა გიორგი მასხულიას მისამართით გამოიყენა. ანალოგიური ჯარიმის გადახდა მოუწევს გიორგი ჯიბლაძეს, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა ლალი მოროშკინას მიაყენა.შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის, სალომე ქირიას განცხადებით, თითოეულ ბრალდებულთან დაკავშირებით სასამართლომ დაადასტურა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტები."თბილისის საქალაქომ განიხილა რამდენიმე სამართალდარღვევის ოქმი. თითოეულ შემთხვევაში ოქმი შედგენილი იყო 176-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. ამ პიროვნებებს ვედავებოდით სოციალურ ქსელში წვრილმანი ხულიგნობის შემადგენლობას. სასამართლომ დაადასტურა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტები.ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების პროცესში, რა თქმა უნდა, შეკრებილი მტკიცებულებებით დასტურდება ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტი, თითოეულ შემთხვევაში ფასდება, იყო თუ არა ქმედება გამოხატვის თავისუფლების უფლებით დაცულ სფეროში განსახილველი ქმედება", - განაცხადა სალომე ქირიამ.

ჩაქუჩი

სამართალი • 1790854083

გივი ამილახვარი, რომელმაც სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა დავით ნარმანიას ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ 1 500 ლარით დააჯარიმა

გივი ამილახვარი, რომელმაც სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა დავით ნარმანიას, ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ 1 500 ლარით დააჯარიმა. უფლებადამცველის თქმით, ის ადასტურებს რომ პოსტი გვერდიდანაა გაზიარებული, თუმცა არ აღიარებს, რომ ეს ფაქტი თვითონ ჩაიდინა.

ჩაქუჩი

სამართალი • 1790168069

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება - მცხეთის სასამართლომ მოქალაქე 1500 ლარით დააჯარიმა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. მცხეთის სასამართლომ 1500 ლარით დააჯარიმა ნათია მინდიკაური, რომელიც საჯარო სივრცეში იყენებდა სიძულვილის ენის შემცველ ფრაზებს და გამონათქვამებს.თბილისის საქალაქო სასამართლომ კი განიხილა ლაშა ჯანიბეგაშვილის საქმე, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ირმა კაპანაძეს.ზაურ ხატიაშვილმა კი სიძულვილის ენა გამოიყენა პეტრე კოლხი- კვარაცხელიას წინააღმდეგ. პროცესები დისტანციურად გაიმართა ქუთაისსა და წყალტუბოში

ჯარიმა

სამართალი • 1789730416

სიძულვილის ენის გამოყენებისთვის ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე 1500 ლარით დააჯარიმა

სიძულვილის ენის გამოყენებისთვის ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე გიორგი უკლება 1500 ლარით დააჯარიმა.მან შეურაცხყოფა სახელმწიფო თანამდებობის წარმომადგენელს მიაყენა.

სეს

საზოგადოება • 1789639962

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლაგოდეხში ვეტერინარული აფთიაქი დააჯარიმა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლაგოდეხში ვეტერინარული აფთიაქი დააჯარიმა.კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე ე. გ.-ის (მისამართი: ლაგოდეხი, სოფელი კაბალი) კუთვნილი ვეტერინარული აფთიაქი შეამოწმეს და გამოვლენილი დარღვევბისთვის დააჯარიმეს. ინსპექტირების შედეგად ობიექტზე აღმოჩნდა ვადაგასული პრეპარატები, ამავდროულად, დარღვეული იყო ეტიკეტირების წესიც.სურსათის ეროვნული სააგენტო, მომხმარებლის ინტერსების დაცვის მიზნით, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებს აქტიურად ამოწმებს და ასევე მოუწოდებს მომხმარებელს ჩართულობისკენ, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში დატოვონ შეტყობინება ცხელ ხაზზე - 15 01

თამარ ჩერგოლეიშვილი

სამართალი • 1789393692

ქუთაისის სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა მარინა ქუთათელაძე, რომელმაც თამარ ჩერგოლეიშვილს შეურაცხყოფა მიაყენა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. დღეს ქუთაისის სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა მარინა ქუთათელაძე, რომელმაც თამარ ჩერგოლეიშვილს შეურაცხყოფა მიაყენა.თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა კობა ბაკურაშვილის საქმე, რომელიც საჯარო სივრცეში იყენებდა შეურაცხმყოფელ სიტყვებს. სასამართლომ, ასევე, იმსჯელა ზურაბ ხიდაშელის საქმეზე. მან შეურაცხყოფა მიაყენა დავით რატიანს."სამართალდარღვევაზე რეაგირების მიზნით, მოგეხსენებათ, რომ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარებთან და შეურაცხმყოფელი კონტექსტის პოსტებთან დაკავშირებით, ხდება რეაგირება უშუალოდ ამ სამმართველოს მიერ. ადმინისტრაციული წარმოებების ფარგლებში, იდენტიფიცირდება სავარაუდო დამრღვევი პიროვნება, რასთან დაკავშირებითაც დგება იდენტიფიკაციის ოქმი, სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში ხდება ამ ინფორმაციის დამუშავება, რითაც დგინდება უშუალოდ სავარაუდო დამრღვევი პიროვნება.რაც შეეხება მტკიცებულებებს, სასამართლოში წარმოადგენენ, როგორც წერილობითი სახით, აგრეთვე ვიდეომტკიცებულებას, რა თქმა უნდა, თავად პოსტს ან კომენტარს.მნიშვნელოვანია გაიაზროს თავად პიროვნებამ და, რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიციაც ამგვარია ხოლმე, თავად კონტექსტი და აღქმა, თუ რამდენად შეესაბამება ეს უბრალოდ მისი აზრის გამოხატვას და აზრის დაფიქსირებას იმგვარად, რომ, მაგალითად, სხვა პიროვნებას არ მიაყენოს შეურაცხყოფა," - განაცხადა შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორმა, სალომე ქირიამ.

✕