ანუკი

საზოგადოება 1778170883

„ყველა მეკითხება...“ - ანუკი არეშიძის კანის მოვლის საიდუმლო

ანუკი არეშიძე გამომწერებს საკუთარი თავის მოვლის რუტინას უზიარებს, მისის თქმით, ის ყოველთვის ერიდება მზეს და პროდუქტის შემდგენლობას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს.„ყველა მეკითხება, რატომ გამოიყურება ჩემი კანი ასე კარგად. მე ყოველთვის ვერიდები მზეს და ყურადღებით ვამოწმებ ყველა ინგრედიენტს, რომელსაც ვიყენებ. ჩემი ტონალური კრემი ჩემი სილამაზის აუცილებელი ნაწილია, სახლიდან არასდროს გავდივარ მის გარეშე. შესანიშნავი დაფარვა, კანის მოვლის ფორმულა და პროდუქტი, რომელსაც ვენდობი აქტიური აკნეს დღეებშიც კი", - წერს ანუკი.

ბიბი

ტაბლოიდი 1777901400

„ჩემი სულის მეგობარი...“ - ანუკი არეშიძის და კახა კალაძის შვილი იუბილარია

თბილისის მერის კახა კალაძის და დიზაინერის ანუკი არეშიძის შვილი, ბიბი (კახაბერ) კალაძე იუბილარია. იგი 14 წლის გახდა და დედამ სოციალურ ქსელში ემოციური სიტყვებით მიულოცა:„ბიბი 14. ჩემი ზრდილობიანი და ტკბილი ბიჭი. ჩემი საუკეთესო მეგობარი, ჩემი სულის მეგობარი“, - წერს ანუკი არეშიძე.ცნობისთვის, ანუკი არეშიძეს და კახა კალაძეს 4 შვილი ჰყავთ.

მაკა კვიციანი

ტაბლოიდი 1777313674

მაკა კვიციანი მეოთხე შვილის დედა გახდა -  რა დაარქვეს ახალშობილს

დიზაინერი მაკა კვიციანი მეოთხე შვილის დედა გახდა. ამის შესახებ ცნობილი დიზაინერ ანუკი არეშიძის ღონისძიებიდან გახდა.მას და მის მეუღლეს, შოთა ბერეკაშვილს, გოგონა შეეძინათ, რომელსაც ოლივია დაარქვეს. მაკა კვიციანმა სასიხარულო სიახლე და ახალშობილის პირველი ფოტოები სოციალურ ქსელში გამომწერებს თავად გაუზიარა.აღსანიშნავია, რომ წყვილს ოლივიას გარდა სამი ვაჟი ჰყავს.

კაალაძე

ტაბლოიდი 1773495350

ფოტო: „ჩემი სიყვარული“ – ანუკი არეშიძე მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს

ანუკი არეშიძე თავის მეუღლესთან კახა კალაძესთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს.„ჩემი სიყვარული“, – წერს დიზაინერი თავის მეორე ნახევართან ერთად გადაღებულ კადრებზე.საზოგადოებამ მათი მისამართით გულთბილი შეფასებები არ დაიშურა. „ულამაზესი და უსიმპათიურესი. ჩემი საუკეთესო წყვილი…მიყვარხართ ძალიან“.           View this post on Instagram                       A post shared by Kakha Kaladze (@kakhakaladze)

ანუკი არეშიძე

საზოგადოება 1772621398

ანუკი არეშიძე მიმართვას ავრცელებს

დღეს მსოფლიო ყურადღებით ადევნებს თვალს ირანში განვითარებულ მოვლენებს. შექმნილი ვითარების გამო ახლო აღმოსავლეთის საჰაერო სივრცის ნაწილი დროებით ჩაიკეტა, რის შედეგადაც არაერთი რეისი გადაიდო ან გაუქმდა.შექმნილმა მდგომარეობამ პრობლემები შეუქმნა უცხოეთში მყოფ ქართველებსაც, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ. მათ შორის აღმოჩნდა თბილისის მერი, კახა კალაძე, რომელიც მეუღლესთან, შვილთან და მეგობრებთან ერთად დუბაიში ისვენებდა.მომხდართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა მისმა მეუღლემ, ანუკი არეშიძე-მ:„ჩემო ლამაზო მეგობრებო, მთელი გულით მადლობას გიხდით ყველას, ვინც მოგვიკითხა. თქვენი შეტყობინებები, ზარები და მზრუნველობა ჩემთვის ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. ყველას გისურვებთ მშვიდობას და უსაფრთხოებას“, — წერს ანუკი არეშიძე.საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შესაბამისი უწყებების მიერ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კახა კალაძე

საზოგადოება 1772597184

„ჩამოვფრინდით სტამბოლში და დღეს ღამე ვიქნებით თბილისში. ვისაც სურვილი გაქვთ დუბაიდან და აბუ-დაბიდან დაბრუნების, საქართველოს მთავრობამ დააორგანიზა სპეციალური რეისები“ - კახა კალაძე

 დედაქალაქის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას აქვეყნებს. კახა კალაძე აცხადებს, რომ ოჯახთან ერთად სტამბოლის აეროპორტში იმყოფება და თბილისში ბრუნდება.ამასთან, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ მოქალაქეებისთვის ჩარტერები დააორგანიზა."გადავწყვიტე ვიდეო ჩამეწერა, რადგან უამრავი ადამიანი რეკავს, უამრავი ადამიანი კითხულობს თუ როგორ ვართ, სად ვართ, როდის ვბრუნდებით თბილისში. სტამბოლის აეროპორტში ვართ ახლა მე, ჩემი მეუღლე და ჩვენი პატარა და თბილისში ვბრუნდებით. იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება მართლაც, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. ვიცი, რომ ჩვენი ქვეყნის ბევრი მოქალაქე დუბაიში, აბუ-დაბიში იმყოფებოდა. საქართველოს მთავრობამ დააორგანიზა ჩარტერები იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ საკუთარ ქვეყანაში. პრემიერ-მინისტრს ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული გადაწყვეტილება. ვისაც სურვილი გაქვთ დაბრუნების, აუცილებლად უნდა მიმართოთ საქართველოს საელჩოს და გამოიყენეთ აღნიშნული შესაძლებლობა. ომანიდან არის ფრენები. ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვები იყო, უამრავი ზარი იყო ანუკასთან[ანუკი არეშიძე] თუ როგორ შეიძლება ომანში მოხვედრა მანქანით, ყოველგვარი პრობლემების გარეშე. გზა არის აბსოლუტურად უსაფრთხო.ჩამოვფრინდით სტამბოლში და დღეს ღამე ვიქნებით თბილისში. ვისაც სურვილი გაქვთ დუბაიდან და აბუ-დაბიდან დაბრუნების, საქართველოს მთავრობამ დააორგანიზა სპეციალური რეისები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რაც ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია. მშვიდობა მინდა ვუსურვო მსოფლიოს, მშვიდობა ჩვენს ქვეყანას. მგონი, ყველა ვხვდებით რომ ამაზე ძვირფასი არაფერია. გარდა ამისა, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დედებს მივულოცო დღევანდელი დღე. მინდა ყველას ჯანმრთელობა გისურვოთ, იყავით ბედნიერები, გახარებულები. მე უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ დედაჩემი ჩემს გვერდით არის და დედასაც ვულოცავ, ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო. ყველა დედას, ყველა ქალს გილოცავთ დღევანდელ დღეს, იყავით ბედნიერები, დღეგრძელები, სიხარული და ბედნიერება არ მოგაკლოთ ღმერთმა," - აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

ტაბლოიდი 1772173380

„18 წელია რაც ერთად აღვნიშნავთ მის იუბილეს, უფლის ძალიან მადლიერი ვარ რომ კარგი ადამიანი მარგუნა ცხოვრების მთავარ მეგზურად“ – ანუკი არეშიძის მილოცვა კახა კალაძეს

თბილისის მერი კახა კალაძე იუბილარია. აღნიშნულთან დაკავშირებით, მისი მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და კახას დაბადების დღეს ულოცავს.„დღეს ამ საოცარი ადამიანის დაბადების დღეა. უკვე 18 წელია რაც ერთად აღვნიშნავთ მის იუბილეს. უფლის ძალიან მადლიერი ვარ რომ ასეთი კეთილშობილი, ერთგული, ყურადღებიანი და იშვიათად კარგი ადამიანი მარგუნა ცხოვრების მთავარ მეგზურად, გილოცავ, მიყვარხარ“, – წერს ანუკი არეშიძე. 

კალაძე

ტაბლოიდი 1771176294

„ის უფრო და უფრო ახალგაზრდა ხდება“ – როგორ მიულოცა კახა კალაძემ ანუკი არეშიძეს სიყვარულის დღე

კახა კალაძემ მეუღლეს სიყვარულის დღეს წითელი ვარდების თაიგული მიართვა. ფოტოებს ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში გვიზიარებს.„ის უფრო და უფრო ახალგაზრდა ხდება“ – აღნიშნავს დიზაინერი და კადრებს აქვეყნებს.

ანუკი არეშიძე

ტაბლოიდი 1767622140

ანუკი არეშიძე ემოციურ წერილს აქვეყნებს

დიზაინერი, ანუკი არეშიძე, ემოციურ წერილს აქვეყნებს: ,,მადლობა, 2025!ეს იყო დაუღალავი შრომის, ზრდისა და საკუთარი თავის რწმენის წელი.მთელი ყურადღება ჩემს სილამაზის ბრენდზე მქონდა მიპყრობილი – ბაზარზე გამოვუშვით 3 პროდუქტი, შევქმენით 20 ახალი ფორმულა და ახლა აქტიურად ვემზადებით გაზაფხული/ზაფხულის სეზონისთვის 3 ახალი პროდუქტის წარსადგენად.გავიარეთ ცხრა დაძაბული თვე საოცარ გუნდთან ერთად – რთული, მომთხოვნი, მაგრამ მართლაც მშვენიერი პერიოდი. ხუთი წელი ვმუშაობდით ფორმულებზე, დეტალებსა და ხარისხზე... და როცა ვხედავ თქვენს სიყვარულს ჩვენი პროდუქტების მიმართ, ვხვდები, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად ღირდა.ვიმოგზაურე, ბევრი რამ ვისწავლე, ვიშრომე ისე, როგორც არასდროს და მადლიერი ვარ ღმერთის თითოეული ამ გამოცდილებისთვის. გულწრფელად მჯერა: ერთ დღეს ეს თავდაუზოგავი შრომა აუცილებლად გამოიღებს შედეგს.მადლობა ჩემს არაჩვეულებრივ გუნდს შრომისთვის, რწმენისთვის და იმისთვის, რომ ამ საქმეში მთელ გულს დებთ!!! თქვენ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ ყველაფრის მიღწევა.მადლობა, რომ ხართ ამ გზის ნაწილი! მადლობა ყველას, ვინც მენდობით – ჩემს ერთგულ მომხმარებლებს, რომლებსაც სჯერათ ჩემი ბრენდის და უყვართ ის. მართლაც უზომოდ მადლიერი ვარ ყველაფრისთვის.მუდამ თქვენი და მუდამ მადლიერი, ანუკი". 

ანუკი

ტაბლოიდი 1767517318

„ბედნიერ 2026 წელს გისურვებთ…“ – კადრები ანუკი არეშიძის ფოტოსესიიდან

ანუკი არეშიძე ულამაზეს, ოქროსფერ კაბაში პოზირებს და საზოგადოებას ახალ წელს ულოცავს. დიზაინერი როგორც ყოველთვის შეუდარებელ ფორმაშია.„გილოცავთ 2026 წელს, ჩემო ანგელოზებო…ყველას გისურვებთ, ჯანმრთელობას და უამრავ სასწაულებს. ყველა თქვენი ოცნება აგიხდეთ. ბედნიერ 2026 წელს გისურვებთ“, – წერს ანუკი.           View this post on Instagram                       A post shared by ANOUKI ARESHIDZE (@anoukigold)

კალაძე

საზოგადოება 1767109194

თბილისის მერმა მეუღლესთან ერთად ბერი ანდრიას სახელობის ფონდის შვილობილებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა

“ყველაზე დიდი სიხარული და საჩუქარი, რაც შეიძლება ახალმა წელმა მოგვიტანოს, თითოეული თქვენგანის კარგად ყოფნაა. გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერ ბავშვობას,”- ამ სიტყვებით მიულოცა თბილისის მერმა კახა კალაძემ ბერი ანდრიას სახელობის ფონდის შვილობილებს დამდეგი ახალი წელი.დედაქალაქის მერმა მეუღლესთან, ანუკი არეშიძესთან ერთად, ფონდის ინფრასტრუქტურა, ასევე, ბავშვთა რეაბილიტაციისთვის ადაპტირებული სივრცეები დაათვალიერა და პატარებს საახალწლო საჩუქრები გადასცა. სტუმრებს მასპინძლობა ფონდის დამაარსებელმა დედა თინათინმა გაუწია.კახა კალაძემ ბერი ანდრიას ფონდს მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა, თავად ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კი ანუკი არეშიძე ფონდის „კეთილი ნების“ ელჩად აირჩიეს. ბერი ანდრიას სახელობის ფონდი ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს მკურნალობასა და რეაბილიტაციაში უანგაროდ ეხმარება. ამჟამად საქველმოქმედო ორგანიზაცია 42 ბავშვზე ზრუნავს. მათ შორის არიან პატარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

ანუკი არეშიძე

ტაბლოიდი 1766855131

ანუკი არეშიძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

ანუკი არეშიძე ახალ კადრებს გვიზიარებს. ანუკი პატარა ვაჟთან ნიკოლასთან და მეუღლესთან ერთადაა. ოჯახურ ფოტოებს დიზაინერი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.„ბედნიერი დღეები“ – უწერენ ანუკის.