აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი

საზოგადოება • 1791568001

საქართველო უკვე მე-11 წელია ტრეფიკინგთან ბრძოლაში პირველ კალათაშია - სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი წლიური ანგარიში

ტრეფიკინგის აღმოფხვრა, ეფექტური სამართალდამცავი ღონისძიებები, უწყებათაშორისი კოორდინაცია, მსხვერპლთა დაცვა და ზრუნვა - საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელიც ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს. უსწრებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. პირველ კატეგორიაში საქართველოს გვერდით ვერ მოხვდა ევროკავშირის წევრი 13 ქვეყანა. მსოფლიოს 184-ი სახელმწიფოდან, წელს შეფასების უმაღლეს კატეგორიაში ადგილი, საქართველოსთან ერთად მხოლოდ 33-მა ქვეყანამ დაიკავა.ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია, რომ საქართველო სრულად აკმაყოფილებს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სტანდარტებს. დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით განაგრძობს მტკიცე და თანმიმდევრულ ღონისძიებებს, რაც ქვეყნის უმაღლეს შეფასებას განაპირობებს. პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებში აცხადებენ, რომ მართლსაწინააღმდეგო საქმიანობის წინააღმდეგ ეფექტიანი მუშაობა, ასევე ტრანსნაციონალურ და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, სახელმწიფოს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით საქართველო უკვე მე-11 წელია ეგრეთწოდებულ პირველ კალათაში რჩება. დადებით შეფასებებს შორისაა მსხვერპლთა დახმარების სერვისების დაფინანსების ზრდა და თავშესაფრების შესაძლებლობების გაფართოებაც. საქართველოს აღიარების დადასტურებას დღეს ვერც ოპოზიცია გაექცასახელმწიფო დეპარტამენტი განსაკუთრებულ აქცენტს მართლმსაჯულების კუთხით მიღწეულ პროგრესზე აკეთებს. ტრეფიკინგის აღმოფხვრის დადგენილ სტანდარტებზე საუბრობენ სახელისუფლებო გუნდში. პარლამენტის თავმჯდომარე დადებითი ანგარიშის ფონზე, ბრიუსელს არასამართლიანი დამოკიდებულებისკენ მიუთითებს. პრემიერ-მინისტრი კი ამბობს, რომ მთავრობა დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით მუშაობას განაგრძობს.ყოველწლიურ ანგარიშს ტრადიციულად ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებული რეკომენდაციებიც ახლავს, რომელიც ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად.

მარტა კოსი

მსოფლიო • 1791557460

მარტა კოსი: თურქეთი სულ უფრო შორდება ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს, რაც LGBTQ+ საზოგადოებაზე ბოლოდროინდელი ზეწოლითა და მედიის თავისუფლების შეზღუდვით არის განპირობებული

თურქეთი სულ უფრო შორდება ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს, რაც LGBTQ+ საზოგადოებაზე ბოლოდროინდელი ზეწოლითა და მედიის თავისუფლების შეზღუდვით არის განპირობებული - განაცხადა პარასკევს ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა.თურქეთი 1999 წლიდან ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატია, თუმცა გაწევრიანების პროცესი დიდი ხანია შეჩერებულია.გასულ კვირას თურქეთის სასამართლომ დამოუკიდებელი გამოცემა T24-ის ვებგვერდისა და სოციალური ქსელების ანგარიშების დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო. ხელისუფლების განცხადებით, გამოცემამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოაქვეყნა 118 მასალა, რომლებიც „LGBT პროპაგანდად“ შეფასდა.მარტა კოსმა აღნიშნა, რომ ევროპაში შექმნილი „ახალი რეალობის“ ფონზე ევროკავშირი დაინტერესებულია თურქეთთან მჭიდრო და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობით, თუმცა დემოკრატიულ სტანდარტებთან დაკავშირებული წუხილები კვლავ ძალაში რჩება.„ბოლო მოვლენები, რომლებიც ეხება მედიის თავისუფლებას, LGBTQI+ პირთა უფლებებსა და ადგილობრივ დემოკრატიას, კიდევ უფრო აშორებს თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს“, - განაცხადა კოსმა.ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიური ანგარიში, რომელიც 28 ოქტომბერს გამოქვეყნდება, მკაფიოდ ასახავს „ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას ამ სფეროებში“ - აღნიშნა კოსმა და დასძინა, რომ იგი „არ მოერიდება ფაქტების საჯაროდ და პირდაპირ თქმას“.

ამირან გულუაშვილი

სამართალი • 1791554205

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროკურატურის მიერ სექსუალური ექსპლუატაციის შემთხვევებზე სისხლის სამართლებრივი დევნის ეფექტიან განხორციელებას - ამირან გულუაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე

"საქართველო ერთადერთია რეგიონში და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომელიც ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს" - ასე აფასებს იუსტიციის სამინისტრო სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნას საქართველოს შედეგებზე.შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ანგარიშის თანახმად, საქართველოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით კვლავ უმაღლესი შეფასება აქვს და უკვე მე-11 წელია, ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში."განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროკურატურის მიერ სექსუალური ექსპლუატაციის შემთხვევებზე სისხლის სამართლებრივი დევნის ეფექტიან განხორციელებას, დამნაშავე პირთა მიმართ მკაცრი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებასა და ტრეფიკინგის დაზარალებულის სისხლის სამართლებრივი წესით რესტიტუციას. დადებითად შეფასდა ტრეფიკინგის სისხლის სამართლის საქმეებზე საერთაშორისო თანამშრომლობის გამოცდილება, ასევე პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სავალდებულო წესით ჩართულობა და პროკურორთა კვალიფიკაციის უწყვეტი ამაღლების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები", - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

თამარ იაკობიძე

სამართალი • 1791554095

პროკურორი: მნიშვნელოვანი გარემოებაა - გიორგი გახარიას, როგორც შს მინისტრს, ჰქონდა თუ არა უფლება მიეღო ერთპიროვნულად გადაწყვეტილება და აღემართა საგუშაგო საოკუპაციო ხაზთან, რაც გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურებულა

გიორგი გახარიას საქმეზე, რომელიც 2019 წელს სოფელ ჩორჩანაში დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვას ეხება, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი გაიმართა. დღეს, დაცვის მხარის წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს.გიორგი გახარიას სასამართლო პროცესს, პარტიის "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა გამოეხმაურა:"დღეს დაიწყო დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა სასამართლო სხდომაზე. სიმბოლურად დავიწყეთ დოკუმენტური მტკიცებულებებით, 2019 წლის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პირდაპირ წერდა თავის ანგარიში, რომელიც 2020 წელს მიღებული აქვს პარლამენტის ყველა კომიტეტს, დადებითი დასკვნა აქვს ამასთან დაკავშირებით გაცემული და წერია, რომ 2019 წლის იანვრიდან მოყოლებული, ევროკავშირი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად აფიქსირებდა მონიშვნებს ჩორჩანის ტყეში,"- აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა.საქმის პროკურორის, თამარ იაკობიძის განცხადებით, მთავარი სამართლებრივი საკითხი არის ის, ჰქონდა თუ არა გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების უფლება - აღემართა საგუშაგო საოკუპაციო ხაზთან. მისივე თქმით, ეს დღეს წარდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურებულა:"გიორგი გახარიას ბრალდება ედავება - 2019 წელს მას, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს, არ ჰქონდა უფლება, მიეღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით, ვინაიდან სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენდა იმ ინსტიტუტს და უწყებას, რომელიც განსაზღვრავდა საოკუპაციო ხაზთან უსაფრთხოების პოლიტიკას. აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება - სწორედ ეს ფაქტობრივი გარემოება.თორემ, საოკუპაციო ხაზი რომ არის, ის, რომ გარკვეული ქმედებები ხორციელდება, ამასთან დაკავშირებით ბრალდების მხარეს გარკვეული მტკიცებულებები ლოგიკურია, სასამართლოში წარდგენილი აქვს. მათ შორის გარკვეული დოკუმენტები გამოკვლეული იქნა საიდუმლო ფორმატით და შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას, ამიტომ მიჭირს ამ თემებზე საჯაროდ საუბარი. აქ მნიშვნელოვანი გარემოება არის ის გიორგი გახარიას, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს, ჰქონდა თუ არა უფლება მიეღო გადაწყვეტილება ერთპიროვნულად და აღემართა საგუშაგო საოკუპაციო ხაზთან. ეს დღეს გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურებულა,"- აცხადებს პროკურორი თამარ იაკობიძე.გიორგი გახარიას ჩორჩანას ეპიზოდზე ბრალდება წარდგენილი აქვს 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალექსანდრე დარახველიძე

პოლიტიკა • 1791543742

ალექსანდრე დარახველიძე: საქართველო უკვე მე-11 წელია პირველ კალათაში იკავებს ადგილს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით

შსს-ს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველო უკვე 11 წელია ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით უმაღლეს, პირველ კალათას ინარჩუნებს, რაც ქვეყანაში არსებულ ეფექტურ პრევენციულ, საგამოძიებო და მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებზე მიუთითებს.განცხადებაში ხაზგასმულია შინაგან საქმეთა სამინისტროს, კრიმინალური პოლიციისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის წარმატებული საქმიანობა, ასევე მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ეფექტური მუშაობა.უწყება პირობას დებს, რომ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლას მომავალშიც წარმატებით გააგრძელებს და ქვეყანა პირველ პოზიციას შეინარჩუნებს."ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველო უკვე მე-11 წელია პირველ კალათაში იკავებს ადგილს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რაც გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში არსებობს ყველა ის მექანიზმი და ეფექტური საშუალება, რათა ვებრძოლოთ ტრეფიკინგის და ნებისმიერი მსგავსი ფაქტი დროულად იქნას გამოვლენილი და აღკვეთილი.ანგარიშის თანახმად, დეტალურად არის შეფასებული, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ეფექტური საქმიანობა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, ასევე უწყებათაშორისი თანამშრომლობა.უნდა აღინიშნოს, რომ ანგარიშში დადებითად არის შეფასებული, მათ შორის პრევენციული ღონისძიებები, რასაც კონკრეტული რისკ-ჯგუფების მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი ატარებს, ასევე საუბარია მსხვერპლთა დაცვის მიმართულებით და ეფექტურად არის შეფასებული მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის საქმიანობა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებს.უნდა აღინიშნოს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და მისი სხვადასხვა დანაყოფები მომავალშიც ეფექტურად გააგრძელებენ ბრძოლას ტრეფიკინგის წინააღმდეგ და დარწმუნებულნი ვართ, რომ მომავალშიც ქვეყანა შეინარჩუნებს უმაღლეს შეფასებას და ადგილს პირველ კალათაში,"- აცხადებს ალექსანდრე დარახველიძე. 

კახა კალაძე

პოლიტიკა • 1791537598

კახა კალაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე: საქართველო მოწინავე ქვეყანაა ყველა მიმართულებით

თბილისის მერმა კახა კალაძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიში შეაფასა, რომლის თანახმადაც, საქართველო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით კვლავ უმაღლეს შეფასებას ინარჩუნებს.როგორც კახა კალაძემ განაცხადა, მიღწეული შედეგი მისასალმებელია და ამ მიმართულებით სახელმწიფო უწყებები აქტიურად მუშაობენ.ამასთან, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ქვეყანას წამყვანი პოზიციები სხვადასხვა სფეროში აქვს."რა თქმა უნდა, აღნიშნული მაჩვენებელი მისასალმებელია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ტრეფიკინგთან ბრძოლაში ჩვენი შესაბამისი უწყებების, სამსახურების საშუალებით, თუმცა ზოგადად თუ შევხედავთ გამოქვეყნებულ სტატისტიკებს სხვადასხვა მიმართულებით, საქართველო არის მოწინავე ქვეყანა ყველა მიმართულებით, არა მხოლოდ ტრეფიკინგთან ბრძოლაში, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით", - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ქვეყნის პროგრესის აღიარება მნიშვნელოვანია როგორც დემოკრატიის განმტკიცებისთვის, ისე საერთო განვითარებისთვის."თქვენ თუ შეხედავთ ობიექტურ შეფასებებს კონკრეტული ორგანიზაციების მხრიდან, ჩატარებულ კვლევებს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა არის ერთ-ერთი მოწინავე, დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რაც, რა თქმა უნდა, ქვეყანაზეც აისახება, აისახება დემოკრატიაზე, ქვეყნის განვითარებაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როდესაც ხდება ამ ყველაფრის აღიარება", - აღნიშნა თბილისის მერმა.

ნიკოლოზ სამხარაძე

პოლიტიკა • 1791531993

ნიკოლოზ სამხარაძე: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მოწინავე ქვეყნების კალათაში ყოფნა ნიშნავს, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა და კარგი მმართველობაა

საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მოწინავე ქვეყნების კალათაში რომ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში კანონის უზენაესობა და კარგი მმართველობაა, ეს მხოლოდ ამ ინდიკატორით არ დასტურდება, უამრავი სხვა ინდიკატორი და კვლევაა, რომელიც ამას ადასტურებს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა დაასკვნას, რომ ნებისმიერი ობიექტური კვლევა, რომელიც დაფუძნებულია ფაქტებზე, აჩვენებს, რომ საქართველოს აქვს საკმაოდ კარგი პროგრესი ნებისმიერი მიმართულებით, რომელიც ეხება დემოკრატიას, ადამიანის უფლებათა დაცვას, კარგ მმართველობას, ეკონომიკურ წინსვლას, განვითარებას და ა.შ.„სადაც მიკერძოებაა და პოლიტიკური ინტერესია, საქმე გვაქვს სრულიად სხვაგვარად, ტყუილებით გაჯერებულ დოკუმენტთან. ამიტომ, ჩვენ ყურადღება სწორედ ასეთ დოკუმენტებს და ასეთ კვლევებს უნდა მივაქციოთ და ევროპარლამენტის რეზოლუცია უნდა დავაიგნოროთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თაობაზე  ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ანგარიშის თანახმად, საქართველოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით კვლავ უმაღლესი შეფასება აქვს და უკვე მე-11 წელია, ინარჩუნებს ადგილს ე.წ. პირველ კალათაში.

ბჰ

პოლიტიკა • 1791520524

ბექა ძამაშვილი ტრეფიკინგის შესახებ ანგარიშზე: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნახევარმა ვერ შეძლო ამ სტანდარტის დაკმაყოფილება და საქართველო მეთერთმეტე წელია თანმიმდევრულად აჩვენებს მაღალ შედეგს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ უმაღლესი შეფასება მიიღო ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც ადასტურებს, რომ ტრეფიკინგთან ბრძოლა უმაღლესი სტანდარტებით ხორციელდება", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, უმაღლესი შეფასება შეეხება როგორც დანაშაულის პრევენციას, ისე მის პროაქტიურ გამოვლენას, დამნაშავეთა დასჯას, ასევე, მსხვერპლთა დახმარებასა და მათ მხარდაჭერას."ეს კოორდინირებული სამუშაო ხორციელდება უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს და, საბოლოო ჯამში, ყველა სახელმწიფო უწყების ეფექტიანი მუშაობის შედეგია.  ეს შედეგი განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ ფონზე, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნახევარმა ვერ შეძლო ამ სტანდარტის დაკმაყოფილება და საქართველო, უკვე მეთერთმეტე წელია, თანმიმდევრულად აჩვენებს მაღალ შედეგს, რაც ადასტურებს იმას, რომ ეს ღონისძიებები არის სისტემური ხასიათის და  კარგად გააზრებული. ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია, განხორციელდეს ეფექტიანი ბრძოლა ტრანსნაციონალურ და ორგანიზებულ დანაშაულთან, ასევე, ჩვენ გვაქვს აქტიური თანამშრომლობა ყველა პარტნიორ სახელმწიფოსთან", - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

ჯჯ

პოლიტიკა • 1791520210

ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით საქართველო წელსაც უმაღლეს შეფასებას იღებს

 გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 26-ე ყოველწლიური ანგარიში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თაობაზე, რომლის თანახმად ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა და მსოფლიოს მასშტაბით 184- ქვეყანას შორის უკვე მე-11 წელია ინარჩუნებს ადგილს ე.წ. პირველ კალათაში. წელს შეფასების უმაღლეს შკალაში მხოლოდ 33-მა ქვეყანამ დაიკავა ადგილი.საქართველო ერთადერთია რეგიონის მასშტაბით და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს. აღსანიშნავია, რომ უშუალოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან უმაღლეს პირველ კალათაში ვერ მოხვდა 13 ქვეყანა.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველომ განაგრძო მნიშვნელოვანი და მდგრადი ძალისხმევა დანაშაულის წინააღმდეგ, რამაც ქვეყნის უმაღლესი შეფასება განაპირობა.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის პროაქტიული გამოვლენისა და გამოძიების, მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების მექანიზმების, მათ შორის, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიმართულებით გადადგმული ეფექტიანი ნაბიჯები.საქართველო მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლას, რომელიც, ასევე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია და ქმნის ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხო და საიმედო გარემოს.საქართველოს მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოწინავე პოზიციის დაკავება და საანგარიშო პერიოდში მიღწეული პროგრესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ეფექტიანი მუშაობის შედეგია.საბჭოს საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში შედის ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების, სახალხო დამცველის აპარატისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გაზი

მსოფლიო • 1791478920

Euronews: მკაცრი ზამთრის პირობებში, ევროკავშირს გაზის 15%-მდე დეფიციტი ემუქრება

ევროპა შესაძლოა ზამთარში ბუნებრივი აირის მოთხოვნის 12%-15%-იან დეფიციტს წააწყდეს, თუ კონტინენტს ძლიერი სიცივე დაატყდება თავს, ნათქვამია ევროკავშირის გაზის გადამცემი სისტემების ოპერატორების მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews ავრცელებს.გაფრთხილება იმ ფონზე ვრცელდება, როდესაც ევროკავშირი ზამთრის სეზონს გაზის საცავების მხოლოდ 72%-იანი შევსებით ხვდება. 2025 წლის 1-ლი ოქტომბრის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11 პროცენტული პუნქტით დაბალია, როდესაც საცავები 83%-ით იყო შევსებული. ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ გაზის მარაგების შევსების სეზონი წელს „გამოწვევებით სავსე“ აღმოჩნდა.ევროპის გაზის გადამცემი სისტემების ოპერატორთა ქსელის (ENTSOG) ზამთრის მიწოდების პროგნოზი ორ სცენარს განიხილავს, რომლებიც რუსეთის მილსადენებით გაზის სრულ არარსებობას ეფუძნება. ევროკავშირმა რუსულ გაზზე დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეამცირა, თუმცა გამონაკლისები კვლავ რჩება ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა უნგრეთი და სლოვაკეთი.ანგარიშში აღნიშნულია, რომ კონტინენტურ ევროპაში გაზის მიწოდების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არხის შეფერხება, ალჟირიდან მილსადენებით იმპორტის სრულ შეწყვეტასთან ერთად, ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.ბრიუსელმა წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, მაქსიმალურად გაზარდონ გაზის საცავების შევსება ზამთრის დასაწყისში და შეინარჩუნონ მჭიდრო თანამშრომლობა, რათა საჭიროების შემთხვევაში მოთხოვნის შემცირების ტვირთი თანაბრად გადანაწილდეს.ანგარიში ასევე ხაზს უსვამს ევროპის მზარდ დამოკიდებულებას თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) გლობალურ ბაზარზე. ევროკავშირის უმსხვილესი LNG-მომწოდებელი ამჟამად აშშ არის, რომელმაც რუსეთის მიერ ადრე დაკავებული წილის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩაანაცვლა.ENTSOG-ის შეფასებით, ზამთრის ჩვეულებრივ პირობებშიც კი LNG-ის მიწოდების შემცირებამ შესაძლოა ევროპაში გაზის საცავების დონე 2027 წლის მარტისთვის მხოლოდ 13%-მდე დაიყვანოს, რაც ენერგოინტენსიურ საწარმოებს წარმოების შემცირებას აიძულებს.დამატებით რისკად სახელდება ჰორმუზის სრუტეში არსებული სატრანსპორტო შეზღუდვები. ეს სტრატეგიული მარშრუტი გლობალური LNG-ვაჭრობის დაახლოებით 20%-ს აკონტროლებს. ანგარიშის მიხედვით, 28 თებერვალს დაწყებული აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო მოქმედებების შემდეგ ირანის წინააღმდეგ, სრუტეში შექმნილმა პრობლემებმა კატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების LNG-ის ექსპორტი მნიშვნელოვნად შეაფერხა.მიუხედავად იმისა, რომ ევროპის პირდაპირი დამოკიდებულება კატარულ გაზზე შედარებით დაბალია და დაახლოებით 8%-ს შეადგენს, ყველაზე მეტად კი იტალიაა დამოკიდებული, გლობალური მიწოდების შემცირებამ ევროპასა და აზიას შორის LNG-ისთვის კონკურენცია გაამწვავა. შედეგად გაიზარდა ფასების მერყეობა და ევროპის ენერგეტიკული ბაზარი დამატებითი ზეწოლის ქვეშ მოექცა.

მაკა ბოჭორიშვილი

პოლიტიკა • 1791433046

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ნამდვილად არ არის ერთგვაროვანი განწყობები იმ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რასაც ევროკავშირის ბიუროკრატია აწარმოებს დღეს საქართველოსთან მიმართებაში

 კანდიდატი ქვეყანა ქაღალდზეა თუ ქაღალდს მიღმა, საქართველო კანდიდატი ქვეყანაა და ჩვენ სერიოზულად უნდა შევხედოთ ევროკავშირის გაფართოებას და აქ მხოლოდ საქართველოს პოზიცია, რა თქმა უნდა, არ იქნება საკმარისი, ხოლო ბრიუსელიდან რა გვესმის, ეს მეორე საკითხია", - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა იმედი LIVE"-ის ეთერში ისაუბრა.როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის ბიუროკრატიის პოლიტიკის შესახებ ერთგვაროვანი განწყობა არ არსებობს. მისი თქმით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგის გაგრძელება ორივე მხარის ინტერესშია."ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ნამდვილად არ არის ერთგვაროვანი განწყობები იმ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რასაც ევროკავშირის ბიუროკრატია აწარმოებს დღეს საქართველოსთან მიმართებაში. ერთი რამ ფაქტია, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2024 წელს შეჩერდა დიალოგი საქართველოსთან. შემდეგ სცადეს, რომ ეს ყველაფერი საქართველოსთვის გადმოებრალებინათ, თითქოს საქართველომ შეწყვიტა ევროკავშირთან ევროინტეგრაციის პროცესი და ევროკავშირთან ურთიერთობები, რაც არის სიცრუე და ეს ყოველ ჯერზე მტკიცდება. საქართველოს არასდროს უთქვამს არც ერთ ღონისძიებაში ან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი, სადაც მას მოწვევა ჰქონდა. პირიქით, ჩვენ ვხედავთ, რომ სწორედ ეს საკითხები გამოიყენება საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს პოზიციონირების წინააღმდეგ. ეს, ერთგვარად, ღიმილისმომგვრელია ერთის მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ იმაზეც მეტყველებს, რამდენად უსუსურია ეს ყველაფერი, ეს პოლიტიკა, როდესაც, მაგალითად, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე აკეთებ შეხვედრას და იმ შეხვედრას არ გინდა, რომ დაესწროს საქართველო; დაკავშირებადობაზე იწვევ შეხვედრას და ამბიცია გაქვს ევროკავშირს, რომ ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებადობაზე ისაუბრო სერიოზულად და ამ შეხვედრაზე არ გყავდეს ის ქვეყანა, რომელიც გაკავშირებს ამ რეგიონებთან და მთავარი დამაკავშირებელი ქვეყანაა. ღიმილის მომგვრელია ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ ერთადერთ რაღაცას უსვამს ხაზს - რამდენად არასერიოზულია ის პოლიტიკა თუ ის ნაბიჯები, რასაც დგამს ამ შემთხვევაში მოქმედი ევროკომისიის კონკრეტული სამსახურები. რაც სამწუხაროა, ეს არანაირად არ გვახარებს და ნიშნის მოგებით არ ვსაუბრობთ ამაზე. პირიქით, ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება და ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ. დაკავშირებადობაზე როდესაც არის საუბარი, ეს საერთო ევროპულ უსაფრთხოებას სჭირდება, საერთო ევროპულ მომავალს სჭირდება. ამის ნაწილი არის საქართველო და, რა თქმა უნდა, თუკი საქართველოსთან დიალოგი არ ექნება ევროკავშირს, ამ ყველაფერში წაგებული ევროკავშირიც იქნება, ევროპაც იქნება და, შესაბამისად, ამაზე უნდა მოხდეს ფიქრი და გადახედვა იმ მიდგომების, რაც არის საქართველოსთან მიმართებაში", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები არ ემხრობიან საქართველოსთან შეწყვეტილ დიალოგსა და გაბუტვის პოლიტიკას."მე არ გავუსწრებ მოვლენებს წინ, არც საგარეო საქმეთა მინისტრების მოსაზრებებზე გავაკეთებ რაიმე სპეკულაციას. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ მე ჩემს კოლეგა მინისტრებთან მაქვს კომუნიკაცია, რიგი წევრი ქვეყნების მინისტრებთან საკმაოდ ახლო და ხშირი კომუნიკაცია და ვიცი მათი პოზიციები, რომ ისინი ნამდვილად არ არიან მომხრე ამ შეწყვეტილი დიალოგის და ერთგვარი გაბუტული პოლიტიკის საქართველოსთან მიმართებაში, იმიტომ, რომ კარგად აცნობიერებენ, რომ არანაირი მოგება ამას ევროპისთვის და ევროკავშირისთვის ამ ეტაპზე არ მოაქვს, თუმცა რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, რთულია ახლა ჩემთვის ამის თქმა. დაველოდოთ, არც ისე შორს არის საბჭოს შეხვედრა და ევროკომისიის ანგარიში ასევე კარგად მიგვანიშნებს, თუ რა გზას დაადგება წელს ევროკომისია, ევროკავშირის ის ინსტიტუტი, რომელსაც ავალია გაფართოება. შარშან ჩვენ ვნახეთ, რომ ის მიმართულებები, რა მიმართულებითაც საქართველოს ჰქონდა თვალსაჩინო პროგრესი, ისეთი პროგრესი, რომელზედაც უბრალოდ შეუძლებელია, რომ კარგი არ გეთქვა, მარტივად იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ საერთოდ არ შეეფასებინათ. წელს ვნახოთ, ჩვენ წარდგენილი გვაქვს შესაბამისი მასალები. ჩვენ ყველა ინფორმაცია მივაწოდეთ ევროკომისიას, რაც სჭირდება ანგარიშის მომზადებას. თუმცა ერთი რამ უნდა ითქვას, შეწყვეტილი დიალოგის ფარგლებში ევროკავშირს მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, მინუსი აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ მოამზადოს სრულყოფილი ანგარიში. ვნახოთ, როგორი იქნება ანგარიში, დასკვნები. ესეც ერთგვარი ინდიკაცია იქნება ჩვენთვის, თუ რას აპირებს ევროკავშირი - იყოს თუ არა სამართლიანი საქართველოსთან ურთიერთობებში", - აღნიშნა მინისტრმა.მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის როლი და მისი საქმიანობის შესაბამისობა წევრი ქვეყნების პოზიციებთან დღეს უფრო ფართო დებატის ნაწილია."ეს დიდი დებატის ნაწილია დღეს ბრიუსელში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში, თუ რამდენად მოქმედებს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური წესებით, ანუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დაკვეთის შესაბამისად. ძალიან ბევრი საუბრობს იმაზე, რომ დღეს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ხშირად სცდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოზიციებს, ხშირად არ გამოხატავს იმას, რაც, საჭიროდ მიაჩნიათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ გაჟღერებულ იქნას ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურიდან. ძალიან ხშირად კეთდება მინიშნებები იმაზე, რომ ეს არის სამსახური, რომელიც ემსახურება ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და იქ უნდა იყოს 27 წევრი ქვეყნის პოზიცია გათვალისწინებული. ეს მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში არ არის ასე. ეს დიდი დებატია. ეს მსჯელობა მიმდინარეობს ახლაც და ზოგადად ლეგიტიმურია. რა თქმა უნდა, ინსტიტუტები არსებობენ, შეიქმნენ და გარკვეული წესებით უნდა მოქმედებდნენ, ამ წესებზე შეთანხმება არსებობს. ეს ჩვენი საქმე ამ შემთხვევაში არ არის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ევროკავშირის შიდა საქმეა, თუმცა ფაქტია, რომ ეს საკითხები დგას დღის წესრიგში", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა ევროპარლამენტზე და საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციებზე."ჩვენ არაერთი უსაფუძვლო რეზოლუცია ვიხილეთ, რომელშიც უბრალოდ რეალობას აცდენილი დებულებებია ჩადებული. მცდელობები არის ისევ და ისევ, რომ ევროპარლამენტი იყოს გამოყენებული ამ საქმისთვის. თქვენ ნახეთ დებატების მიმდინარეობაც, ერთი და იგივე ხალხი, ერთი და იგივე განცხადებებით, ერთი და იგივე საკითხებით. შეიძლება აღარც მოუსმინო უკვე, იცი, ვინ რას იტყვის დაახლოებით, ვის რა წუხილი აქვს, ზოგს სააკაშვილი ადარდებს, ზოგს რა ადარდებს, მაგრამ ფაქტია, რომ ხდება ამ ინსტიტუტის ამგვარად გამოყენება. თუმცა დაველოდოთ. მე მგონია, საგარეო საქმეთა მინისტრები ეცდებიან, რომ უფრო რეალურ სურათს შეხედონ და ევროკავშირის რეალური საჭიროებები დაინახონ, იმიტომ, რომ აქ არ ვსაუბრობთ ჩვენ მხოლოდ საქართველოს საჭიროებებზე, აქ საერთო ევროპულ ინტერესებზეც უნდა იყოს საუბარი", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის გაფართოების პროცესის გაგრძელებისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური ნება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება."ბევრი რამ შეიძლება მოიფიქრო ამ ქვეყნების გაწევრიანების პროცესის გასაგრძელებლად, თუ შესამოკლებლად, ალბათ უფრო გასაგრძელებლად. ჩვენ ვიცით, რამდენი წელია, რაც საუბარია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რა სიგრძის არის ეს გზა, რა პოლიტიკური კომპრომისების გაკეთება მოუწია ბევრ მათგანს იმისათვის, რომ პროგრესი ენახათ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია იმედგაცრუება ან პოზიციები, რომელიც გაუჟღერებიათ ამ ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლებს, იმიტომ რომ არ არის მარტივი, სერიოზული პოლიტიკური კომპრომისები გააკეთო იმისათვის, რომ პატარა ნაბიჯები გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე; და შემდგომ კიდევ რაღაც გზამკვლევზე ვსაუბრობთ, რომ როგორღაც ახალი, გზამკვლევი შევთავაზოთ ამ ქვეყნებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას მიაღწიონ. მაშინ, როდესაც არსებობს გაწევრიანების მოლაპარაკებები, როდესაც არსებობს ეს პროცესი, ცხადია, დაიხუროს უნდა თავები და შეთანხმდნენ რაღაც წესებზე, ეს ყველაფერი არის პროცესი, მთავარი არის გაფართოების პოლიტიკური ნება. ჩვენ უნდა ვნახოთ, რამდენად სერიოზულია ევროკავშირი ასევე გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებით. გზამკვლევი გზამკვლევია, ამას სჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილებები და მე იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი არ არის შეჩერებული და გაგრძელდება, თუმცა საკმაოდ გრძელია, რასაც ვუყურებთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან მიმართებაში ყოველ შემთხვევაში. ახლა უკრაინა და მოლდოვა - რა სიგრძის იქნება ეს პროცესი, ეს კიდევ ცალკე საკითხია. აქ პოლიტიკური მოცემულობაა, უსაფრთხოების გარემო, კიდევ ბევრი კომპონენტია, რაც არ არის მარტივი საკითხი", - აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ალის ვაიდელი

მსოფლიო • 1791367024

ალის ვაიდელი – უკრაინის ომი, რომელიც რუსეთმა საერთაშორისო სამართლის დარღვევით დაიწყო, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს მოლაპარაკებების გზით, ეს ომი უსაფრთხოების რისკად იქცა ევროპელებისთვის

გთხოვთ, დაჯექით უკრაინელებთან, რუსებთან და ამერიკელებთან ერთად, რათა უკრაინაში საომარი მოქმედებები შეწყდეს, რადგან უკრაინის ომი, რომელიც რუსეთმა საერთაშორისო სამართლის დარღვევით დაიწყო, როგორც ამას ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს მოლაპარაკებების გზით, – ამის შესახებ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ერთ-ერთი ლიდერი, ალის ვაიდელი აცხადებს.მისი თქმით, ეს ომი უსაფრთხოების რისკად იქცა, განსაკუთრებით ევროპელებისთვის და უპირველეს ყოვლისა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისთვის.მისივე განცხადებით, გერმანიის კანცლერი ქვეყნის შიდა პრობლემების გადაფარვას ცდილობს და მათი მოგვარების ნაცვლად უკრაინაში ჩავიდა.ვაიდელმა ასევე აღნიშნა, რომ მერცი კიევს დახმარებას მაშინ ჰპირდება, როდესაც გერმანიაში ფინანსების დეფიციტია და გადასახადები მუდმივად იზრდება, ამასთან, არავინ ამოწმებს, კონკრეტულად რაში იხარჯება უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარება.„ფრიდრიხ მერცმა, როგორც ჩანს, თავი გაბედულად იგრძნო, მატარებელში ჩაჯდა, ენერგეტიკისა და ეკონომიკური საქმეთა მინისტრ კატერინა რაიხესთან ერთად კიევში გაემგზავრა და იქ პრესკონფერენციის გამართვით შიდა პრობლემებისგან ყურადღება გადაიტანა. ასე რომ, გერმანიის კანცლერმა კიევში პრესკონფერენცია გამართა მატარებლიდან ჩამოსვლის შემდეგ და უკრაინის პრეზიდენტს გერმანელი გადასახადის გადამხდელების ფულის დამატებით მილიარდებს დაჰპირდა. უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინისთვის დახმარების ეს პაკეტებიც სულ უფრო მეტად კარგავს გერმანიის საზოგადოების აღიარებას და ჩვენი აზრით, სამართლიანადაც, რადგან ჩვენ უკვე ასი მილიარდი ევრო ჩავდეთ უკრაინაში. სხვაგვარად ვერ ვიტყვით, რადგან ჯერ არ მიგვიღია არც ერთი ანგარიში იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენება ეს მილიარდობით დახმარება. ახლა ის უკრაინას კიდევ უფრო მეტ მილიარდს დაჰპირდა, მაშინ როცა გერმანიაში ყველგან დეფიციტია, გერმანელი გადასახადის გადამხდელები მუდმივად მზარდი გადასახადებითა და მოსაკრებლებით იტვირთებიან, ახალ გადასახადებს იგონებენ და შემწეობები სულ უფრო და უფრო მცირდება – მაგრამ არა მათთვის, ვინც არასდროს გადაუხდია ჩვენს სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში“, – განაცხადა ვაიდელმა.

✕