ამინდი გაუარესდება

საზოგადოება • 1795123059

ამინდი მკვეთრად გაუარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტო 20 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.სინოპტიკოსების ცნობით, 19 ნოემბრიდან 20 ნოემბრის შუაღამემდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით, ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა.მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს მდინარეებსა და მათი შენაკადების ქვემო წელში – წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში – მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ დასახლებებში ცალკეული ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს (საფრთხის დონე – საშუალო).

თოვლი

საზოგადოება • 1795110942

საქართველოში ამინდი შეიცვლება - უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოში უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. ქვეყნის ცალკეულ რეგიონებში იწვიმებს, ზოგან კი ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი. მომდევნო დღეებში ტემპერატურა ეტაპობრივად დაიკლებს და ამინდი საგრძნობლად გაგრილდება.20 ნოემბერი – ქვეყნის მასშტაბით შედარებით თბილი, თუმცა უმეტესად ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში დღისით ტემპერატურა დაახლოებით +18 გრადუსამდე მოიმატებს.21-22 ნოემბერი – ზოგიერთ რეგიონში კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. მაღალმთიან რაიონებში ტემპერატურა დაიკლებს, ხოლო ცალკეულ მონაკვეთებზე ნალექი შესაძლოა თოვლის სახით მოვიდეს.23-24 ნოემბერი – ქვეყნის უმეტეს ნაწილში შედარებით გამოიდარებს, თუმცა ტემპერატურა კლებას განაგრძობს. ღამით და დილით განსაკუთრებით გრილი ამინდი იქნება.სინოპტიკოსების პროგნოზით, ნოემბრის ბოლო კვირაში ზამთრის მოახლოება უფრო მეტად იგრძნობა. მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია ყინვა და თოვლი, დაბლობ რაიონებში კი ტემპერატურის კლება.

წვიმიანი ამინდი

საზოგადოება • 1795064901

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

 19 ნოემბერს ქუთაისში წვიმა იქნება, დღისით +18 და ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.ბათუმშიც ნალექია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.წვიმაა ფოთში. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ნალექიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.სოხუმშიც წვიმს, +16 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაშიც იწვიმებს დღეა, დღისით +7 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ლენტეხშიც წვიმს, დღისით +8 , ღამით +2 გრადუსი იქნება.ამბროლაურშიც წვიმას ელოდებიან. ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა, დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.ახალციხეში ნალექია მოსალოდნელი, დღისით +14 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.ახალქალაქშიც წვიმაა, დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +3 იქნება.ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +15 იქნება დღისით, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.მცირე წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება.ნალექს ელოდებიან გორში, დღისით +17 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.ცხინვალშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურში წვიმაა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება.ომალოშიც ნალექიანი დღეა. დღისით +6 ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში მზიანი ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.თელავშიც მზიანი დღეა. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.უნალექო დღეა გურჯაანში, დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც მზიანი დღე იქნება, დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.რუსთავში უნალექო ამინდია. დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისშიც უნალექო დღეა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.

წვიმა ქარი

საზოგადოება • 1795028627

მოსალოდნელია წვიმა, ქარი და ტემპერატურის ცვლილება - როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში

საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდის ცვალებადობაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის ცალკეულ რეგიონებში ნალექი, ძლიერი ქარი და მაღალმთიან რაიონებში თოვლია მოსალოდნელი. ტემპერატურა კი რეგიონების მიხედვით განსხვავებული იქნება.გარემოს ეროვნული სააგენტოსა და მეტეოროლოგიური პროგნოზების მიხედვით, 19 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით თბილი ამინდია მოსალოდნელი, დასავლეთ საქართველოში კი ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება.თბილისი და აღმოსავლეთ საქართველომომდევნო დღეებში ტემპერატურა +14-დან +17 გრადუსამდე იქნება, პერიოდულად კი მოსალოდნელია წვიმა და ქარი.კახეთისა და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა რაიონებში უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი.დასავლეთ საქართველოდასავლეთ საქართველოში 19 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით პერიოდულად იწვიმებს. ნალექი მოსალოდნელია როგორც იმერეთში, ისე სამეგრელოსა და გურიაში.შავი ზღვის სანაპირო ზოლში ამინდი პერიოდულად გაუარესდება. ჰაერის ტემპერატურა შედარებით მაღალი დარჩება, თუმცა ნალექი და ქარი ამინდს უფრო გრილს გახდის.მაღალმთიანი რეგიონებიმაღალმთიან რაიონებში, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს მთიან ზონაში, წვიმასთან ერთად თოვლიც არის მოსალოდნელი. ტემპერატურა დაბალი იქნება, ამიტომ მძღოლებს გზებზე გადაადგილებისას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

სს

საზოგადოება • 1795026517

როდემდე გაგრძელდება მზიანი ამინდები საქართველოში

საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდი რეგიონების მიხედვით განსხვავებული იქნება. დასავლეთ საქართველოში პერიოდული წვიმაა მოსალოდნელი, აღმოსავლეთ ნაწილში კი შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.როგორც მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავა აცხადებს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურის მნიშვნელოვანი ცვლილება 22 ნოემბრის ჩათვლით მოსალოდნელი არ არის.რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 19 ნოემბერს, თბილისში მზიანი ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა კი +19 გრადუსს მიაღწევს.კახეთში მომდევნო დღეების განმავლობაში უმეტესად უნალექო ამინდს და +15-დან +17 გრადუსამდე ტემპერატურას პროგნოზირებენ.სინოპტიკოსების ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზონაში თოვაა მოსალოდნელი.ამინდის ცვლილებას შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი ცივი და ნოტიო ჰაერის მასები განაპირობებს, რაც ჰაერის მაქსიმალურ ტემპერატურაზეც აისახება.

წვიმიანი ამინდი

საზოგადოება • 1794986580

საქართველოში ამინდი შეიცვლება – უახლოეს დღეებში ტემპერატურა დაიკლებს, ზოგან წვიმაა მოსალოდნელი

საქართველოში უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე 18 ნოემბრიდან ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა ნალექი ცალკეულ რეგიონებში კვლავ იქნება.18 ნოემბერი – ოთხშაბათიდასავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს, მაღალმთიან რაიონებში კი შესაძლებელია თოვლი. აღმოსავლეთ საქართველოში ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება, ზოგან მოსალოდნელია მცირე ნალექი და ნისლი. ტემპერატურა დასავლეთის დაბლობში +14, +19 გრადუსამდე, აღმოსავლეთში კი +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს.19 ნოემბერი – ხუთშაბათინალექის ალბათობა გაიზრდება. დასავლეთ საქართველოში ღამით ზოგან, დღისით კი უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. მაღალმთიან ზონებში შესაძლოა მოთოვოს. აღმოსავლეთ საქართველოში დღისით ზოგან წვიმა იქნება შესაძლებელი.

ზამთარი

საზოგადოება • 1794976131

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

 18 ნოემბერს ქუთაისში მცირე ნალექი იქნება, დღისით +21 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე წვიმაა მოსალოდნელი ოზურგეთში. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.უნალექო დღეა ფოთში. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში მზიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.სოხუმში მცინარე ნალექია მოსალოდნელი, +18 გრადუსი იქნება დღისით, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაშიც წვიმიანი დღეა, დღისით +9 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ლენტეხშიც ნალექიანი დღეა, დღისით +9, ღამით -3 გრადუსი იქნება.ამბროლაურშიც წვიმას ელოდებიან. ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.ჭიათურაშიც ნალექია მოსალოდნელი, დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.ახალციხეში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.ახალქალაქში უნალექო დღეა, დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +3 იქნება.ბორჯომშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, +15 იქნება დღისით, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება.მზიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +19 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.ცხინვალშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება.ომალოშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +6, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში მზიანი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.თელავშიც მზიან და უნალექო დღეს პროგნოზირებენ. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.გურჯაანშიც უნალექო დღეს ელოდებიან. დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.რუსთავში მზიანი და უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისშიც მზიანი და უნალექო დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.

ნკ

საზოგადოება • 1794943808

ყინვა და თოვლი – როგორი ზამთარი გველის საქართველოში

საქართველოში ზამთრის მოახლოებასთან ერთად მთავარი კითხვაა, რამდენად ცივი სეზონი გველოდება, გაძლიერდება თუ არა ყინვა და რომელ რეგიონებშია მოსალოდნელი თოვლი.მეტეოროლოგიური პროგნოზების მიხედვით, ზამთრის ამინდი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებული იქნება.აღმოსავლეთ საქართველოში ზამთარი შედარებით მშრალი და ცივი პერიოდებით ხასიათდება, დასავლეთ საქართველოში კი ნალექიანი ამინდი უფრო ხშირია. განსაკუთრებით დაბალი ტემპერატურა და თოვლია მოსალოდნელი მაღალმთიან რეგიონებში.რას აჩვენებს გრძელვადიანი პროგნოზი?ECMWF-ის სეზონური მოდელის მონაცემებით, თბილისში დეკემბერ-თებერვლის პერიოდში საშუალო მრავალწლიან მაჩვენებელზე დაახლოებით 2 გრადუსით მაღალი ტემპერატურის ტენდენცია იკვეთება.დეკემბერსა და თებერვალში ნალექების რაოდენობაც შესაძლოა ნორმაზე მეტი იყოს. ცივი ჰაერის მასების შემოჭრამ შესაძლოა ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა და თოვლი გამოიწვიოს, განსაკუთრებით მთიან და მაღალმთიან რაიონებში.

შემოდგომა

საზოგადოება • 1794889489

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

 17 ნოემბერს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +17 და ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.უნალექო დღეა ფოთში. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში მზიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.სოხუმშიც უნალექო დღეა, +11 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაშიც მზიანი დღეა, დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ლენტეხშიც მზიანი დღეა, დღისით +9, ღამით -3 გრადუსი იქნება.ამბროლაურშიც მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 5 გრადუსი დაფიქსირდება.ჭიათურაშიც უნალექო დღეა, დღისით +14 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.ახალციხეში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +11 გრადუსი, ღამით კი 0 გრადუსი იქნება.ახალქალაქში უნალექო დღეა, დღისით +12 გრადუსი, ღამით კი 1 იქნება.ბორჯომშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, +11 იქნება დღისით, ღამით კი 2 გრადუსი დაფიქსირდება.უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება.მზიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +11 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.ცხინვალშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება.ომალოში მოსალოდნელია თოვლი. დღისით-1, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +9 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.თელავშიც მცირე ნალექს პროგნოზირებენ. დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი.გურჯაანშიც წვიმას ელოდებიან. დღისით +9 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.რუსთავში მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით. დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისშიც წვიმიანი დღეა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.

თოვლი

საზოგადოება • 1794855802

ტემპერატურის კლება, წვიმა და თოვლი - როგორი ამინდი იქნება საქართველოში ნოემბრის ბოლომდე

საქართველოში 17 ნოემბრიდან ამინდი შეიცვლება. ნოემბრის მეორე ნახევარში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოსალოდნელია ღრუბლიანობის მატება, პერიოდული ნალექი და ტემპერატურის ცვალებადობა. სინოპტიკური პროგნოზების მიხედვით, თვის ბოლო დეკადის განმავლობაში ზოგიერთ რეგიონში აცივდება, მაღალმთიან ზონებში კი თოვლის ალბათობა გაიზრდება.17 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილში შედარებით გრილი და ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, ტემპერატურა დღისით დაახლოებით 8-10 გრადუსის ფარგლებში იქნება. ღამის საათებში კი ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.18 ნოემბერს ზოგიერთ რეგიონში გამოიდარებს და მზიანი პერიოდებიც იქნება. თბილისში დღისით დაახლოებით 12-14 გრადუსია მოსალოდნელი.19 ნოემბრიდან ნალექის ალბათობა გაიზრდება. განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და მოღრუბლული ამინდი. ნალექი შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებშიც.20-21 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება. მთიან რეგიონებში ტემპერატურა შედარებით დაბალი იქნება.22 ნოემბერს ნალექიანი ამინდი კვლავ მოსალოდნელია ქვეყნის ცალკეულ ტერიტორიებზე.23 ნოემბრიდან ტემპერატურის კლების ტენდენცია გამოიკვეთება. ზოგიერთ რეგიონში წვიმა შენარჩუნდება, მაღალმთიან რაიონებში კი ნალექი შესაძლოა თოვლის სახით მოვიდეს.24-26 ნოემბერს მოსალოდნელია შედარებით გრილი ამინდი. ღამის საათებში მთიან და მაღალმთიან დასახლებებში ტემპერატურა ნულს ქვემოთაც დაეცემა.27-30 ნოემბერინოემბრის ბოლო დღეებში საქართველოში კვლავ ცივი ამინდის შენარჩუნებაა მოსალოდნელი. მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლი, ხოლო დაბლობ რაიონებში - ღრუბლიანობა და პერიოდული წვიმა.აღმოსავლეთ საქართველოში ღამის ტემპერატურა ზოგიერთ ადგილას მინუს ნიშნულსაც მიუახლოვდება. დასავლეთ საქართველოში კი შედარებით რბილი, თუმცა ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი.

წვიმიანი ამინდი

საზოგადოება • 1794827066

საქართველოში ამინდი მკვეთრად შეიცვლება

საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდი არამდგრადი იქნება.17 ნოემბერს ქვეყნის მასშტაბით შედარებით ცივი ამინდი შენარჩუნდება, 18 ნოემბრიდან კი ტემპერატურა მოიმატებს.დასავლეთ საქართველოში ღამით ზოგან წვიმაა მოსალოდნელი, მაღალმთიან რაიონებში კი თოვლი. აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი შესაძლებელია ღამით და დღის მეორე ნახევრიდან. მაღალმთიან ზონებში ტემპერატურა მინუს ნიშნულზე დაეცემა.ოთხშაბათს დასავლეთ საქართველოში ზოგან წვიმაა მოსალოდნელი, მაღალმთიან რაიონებში კი შესაძლოა მოთოვოს. აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება, ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი.დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის ტემპერატურა +14-დან +19 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი +11-დან +16 გრადუსამდე იქნება.19 ნოემბერს - ხუთშაბათს ნალექის ალბათობა გაიზრდება. განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარსა და საღამოს საათებში მოსალოდნელია წვიმა. ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში შედარებით მაღალი დარჩება, თუმცა მთიან და მაღალმთიან რაიონებში კვლავ ცივი ამინდი იქნება.20-22 ნოემბერი - ნალექიანი დღეებიპარასკევიდან კვირის ჩათვლით ქვეყნის ცალკეულ რეგიონებში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება. განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია პერიოდული წვიმა, ხოლო მაღალმთიან ზონებში ნალექი შესაძლოა თოვლის სახით მოვიდეს.

ამინდი თოვლი

საზოგადოება • 1794806249

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში – სად არის მოსალოდნელი წვიმა და თოვლი

16 ნოემბერს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში დღის განმავლობაში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი დღის მეორე ნახევრიდან ზოგან წვიმაა მოსალოდნელი.მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარე 10-15 მეტრი წამში იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში ღამით ზოგან ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი და მისი სიჩქარე 17-22 მეტრს წამში მიაღწევს.ტემპერატურა რეგიონების მიხედვით:დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით +12, +17 გრადუსი იქნება;დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში +10, +15 გრადუსი;მაღალმთიან რეგიონებში +3, +8 გრადუსი;აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსი;აღმოსავლეთ საქართველოს მთაში +6, +11 გრადუსი;მაღალმთიან რაიონებში 0, +5 გრადუსი.როგორი ამინდია მოსალოდნელი თბილისში?დედაქალაქში დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით +14 გრადუსამდე მოიმატებს. დღის ბოლოს მცირე წვიმაა შესაძლებელი. ღამით კი ტემპერატურა +7 გრადუსამდე დაიკლებს.სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო დღეებში საქართველოში ტემპერატურა კიდევ დაიკლებს.

✕