1795031609
როდემდე გაგრძელდება მზიანი ამინდები საქართველოში
საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდი რეგიონების მიხედვით განსხვავებული იქნება. დასავლეთ საქართველოში პერიოდული წვიმაა მოსალოდნელი, აღმოსავლეთ ნაწილში კი შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
როგორც მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავა აცხადებს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურის მნიშვნელოვანი ცვლილება 22 ნოემბრის ჩათვლით მოსალოდნელი არ არის.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 19 ნოემბერს, თბილისში მზიანი ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა კი +19 გრადუსს მიაღწევს.
კახეთში მომდევნო დღეების განმავლობაში უმეტესად უნალექო ამინდს და +15-დან +17 გრადუსამდე ტემპერატურას პროგნოზირებენ.
სინოპტიკოსების ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზონაში თოვაა მოსალოდნელი.
ამინდის ცვლილებას შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი ცივი და ნოტიო ჰაერის მასები განაპირობებს, რაც ჰაერის მაქსიმალურ ტემპერატურაზეც აისახება.












