ევროკომისია

მსოფლიო 1782822128

POLITICO: პარიზი და ბერლინი ცდილობენ, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა როგორღაც დიდებულად აქციონ

საფრანგეთი და გერმანია თანხმდებიან, რომ ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური საჭიროებს გადაუდებელ რეფორმას, თუმცა ვერ თანხმდებიან, როგორ უნდა მოხდეს ეს, რამდენადაც, აშშ და ჩინეთი სულ უფრო ხშირად იყენებენ მათ ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს მათი ინტერესების წინ წასაწევად, დაწყებული ვაჭრობიდან და სამრეწველო პოლიტიკიდან, ტექნოლოგიებამდე, – ამის შესახებ ნათქვამია „პოლიტიკოს“ სტატიაში.​როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირის პოლიტიკის ფორმირების სტრუქტურა ფრაგმენტირებულია – ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური კურირებს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, ევროკომისია კი აკონტროლებს მრავალ პოლიტიკურ ინსტრუმენტსა და ფინანსურ რესურსებს, რომელიც აუცილებელია საზღვარგარეთ ევროკავშირის გავლენის გასავრცელებლად.„მსოფლიო ასპარეზზე უფრო თავდაჯერებული რომ იყოს, ევროკავშირმა მკაფიოდ უნდა განსაზღვროს მისი ინსტიტუტების როლები, რადგან თუ არ იცი, ვინ რაზეა პასუხისმგებელი, არ უნდა ელოდო შეუპოვრობას“, – ციტირებს „პოლიტიკო“ ჯოზეფ ბორელს, კაია კალასის წინამორბედს.„პოლიტიკოს“ ცნობით, საფრანგეთის პოზიცია ასეთია: პარიზს სურს, მნიშვნელოვნად გააძლიეროს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილება, (რომელსაც ამჟამად კაია კალასი იკავებს), მისთვის  სხვა კომისრებთან მიმართებაში, როგორიცაა საგარეო საქმეები, ვაჭრობა, განვითარება მკაფიო იერარქიული უფლებამოსილების მინიჭებით.„საფრანგეთი საგარეო ქმედებათა სამსახურის გაძლიერების მომხრეა და მინისტრის პოზიცია არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც ამბასადორიალზე მისი შესუსტების წინააღმდეგ გამოვიდა“, – აცხადებს „პოლიტიკოსთან“ ფრანგი მაღალჩინოსანი.ამასთან, გასულ კვირას, საფრანგეთმა განაცხადა, რომ  კიდევ ერთი გავლენიანი პოლიტიკოსი დევიდ კვაში დაიკავებს საგარეო ქმედებათა სამსახურში, თავდაცვის საკითხებში გენერალური მდივნის მოადგილის თანამდებობას. რომელიც მანამდე საფრანგეთის ელჩი იყო ნატო-ში. ამასთან,  საფრანგეთს სურს ამ რეფორმების დასრულება 2027 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე.გამოცემის ინფორმაციით, გერმანიის პოზიცია შემდეგია: ის ნაკლებად ერთიანია, კოალიციური მთავრობის გამო, თუმცა ზოგიერთი მაღალჩინოსანი საფრანგეთის საწინააღმდეგო მიდგომას ემხრობა –  უფლებამოსილების შესუსტებას და კონტროლის უფრო მეტად ევროკომისიისთვის გადაცემას.„ბერლინს საგარეო პოლიტიკის ერთიანი ხედვა  არ აქვს“, – ამბობს პარლამენტარი ჰანა ნიუმანი, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრია.გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ „საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე პასუხისმგებლობა ბრიუსელში მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული, საგარეო ქმედებათა სამსახური მჭიდროდ უნდა თანამშრომლობდეს ევროკომისიასთან“. მან ასევე ხაზი გაუსვა საგარეო პოლიტიკის საკითხებზე  გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების საჭიროებას, არა ერთხმად, არამედ წევრი ქვეყნების კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპით, თუმცა როგორც თავად აღიარებს, ამ ინიციატივას, წევრი ქვეყნების ნახევრისგანაც კი არ მოჰყოლია მხარდაჭერა.„ძირითადი კონფლიქტი – ამჟამად არსებობს სტრუქტურული განხეთქილება, საგარეო ქმედებათა სამსახური საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკითაა დაკავებული,  იმ დროს როდესაც ევროკომისია აკონტროლებს ფაქტობრივად ფინანსურ რესურსებსა და პოლიტიკურ ინსტრუმენტებს. რეფორმის სამი შესაძლო მოდელი. სტატიის მიხედვით, საფრანგეთის ანალიტიკურ დოკუმენტში, რომელიც ჯერ შემუშავების ეტაპზეა, საუბარია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის არქიტექტურის სამ შესაძლო სტრუქტურულ მოდელზე.  1. ევროკომისიისთვის უფლებამოსილების გაფართოება. ეს მიდგომა საგარეო პოლიტიკის მეტი კონტროლისა და ინსტრუმენტების კომისიის ხელში გადაცემას გულისხმობს. 2. საგარეო ქმედებათა სამსახურის დაახლოება ევროპულ საბჭოსთან. 3. ერთდროულად ორივე ინსტიტუტის გაძლიერება. (ამ მოდელს ყველაზე მეტად ემხრობა საფრანგეთი). მოდელი კაია კალასს ანიჭებს მნიშვნელოვან უფლებამოსილებას ევროკომისიაში. ის გახდება  ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი და იერარქიული უპირატესობა ექნება სხვა კომისრებსა და გენერალურ-დირექტორატებზე ისეთ სფეროებში როგორიცაა საგარეო საქმეები, ვაჭრობა და განვითარება. თუმცა, კაია კალასსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის არსებული რთული ურთიერთობების ფონზე, ეს შესაძლოა მარტივი არ აღმოჩნდეს. თუ უფრო განვავრცობთ, საფრანგეთს ევროკომისიაში მკაფიო იერარქიული სტრუქტურის ჩამოყალიბება სურს, რომ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ვიცე-პრეზიდენტს  რეალური წონა ჰქონდეს ევროკომისიაში. განიხილება ვერსია, რომ საგარეო ქმედებათა სამსახური გახდეს ევროკომისიის ერთ-ერთი გენერალური-დირექტორატი, რომელიც არ იქნება მართული ევროკომისიის პრეზიდენტის (ურსულა ფონ დერ ლაიენის) მიერ, არამედ დაექვემდებარება უმაღლეს წარმომადგენელს (კაია კალასს ), რომელსაც გაუძღვება ორმაგი როლით – როგორც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და ევროკავშირის საბჭოს წევრი“, – ნათქვამია „პოლიტიკოს“ სტატიაში.„პოლიტიკოს“ ცნობით, ამჟამად, ევროკავშირის  მთავარ დიპლომატს, რომელიც ერთდროულად, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტიცაა და ევროკავშირის საბჭოში საგარეო და თავდაცვის მინისტერიალებს ხელმძღვანელობს, პრაქტიკაში სხვა კომისრებზე რეალური ძალაუფლება არ გააჩნია. ამიტომ, საფრანგეთს სურს, იერარქიის სათავეში იყოს უმაღლესი წარმომადგენელი. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები პოტენციური რეფორმების შესახებ საკითხის განხილვას სექტემბრიდან დაიწყებენ.

ბანკი

საზოგადოება 1782387817

მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მომხმარებლები მოგზაურობისთვის, სახლის განახლებისა და სეზონური შოპინგისთვის ემზადებიან, რაც ხშირად ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევას მოითხოვს. საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდა კი შესაძლებლობას გაძლევთ, სასურველი ნივთი თუ სერვისი დღესვე შეიძინოთ, გადახდა მომდევნო თვიდან დაიწყოთ და ხარჯები 4 თვეზე გაყოთ, ისე, რომ პროდუქტის ჯამური ღირებულება არ გაგიძვირდეთ (ეფექტური 0%).ნაწილ-ნაწილ გადახდით სარგებლობა 2000-მდე პარტნიორ ობიექტშია შესაძლებელი  ტექნიკის, ავეჯის, ტანსაცმლის, მოგზაურობის, ავტომობილის, აქსესუარებისა და სხვა კატეგორიებში, მათ შორის:ტანსაცმელი და ფეხსაცმელი● ზარა● Factory● ბატა● ადიდასი● Benettonსახლი და ინტერიერი● გორგია● დომინო● JYSK● Home● ICR Homeტექნიკა● ალტა● ელიტი● მეგატექნიკა● iTechnics● iSpaceსილამაზე და თავის მოვლა● ლუტეცია● ისი პარი● ვულე ვუ● GPC● ქალთა ბედნიერებაავტო● ამბოლი● ავტობანი● გეზ მოტორსი● ვინტოაქსესუარები● კენარი● თორელი● Time● Swarovski● Franco Fontanaდასვენება და გართობა● ამბასადორი კაჭრეთი● კასტელო მარე● Weyman● Around the World● 8000 მოსავალიპარტნიორი ობიექტების სრული სია იხილეთ ბმულზე.

ტურიზმი

ეკონომიკა 1782111929

ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია: „ამბასადორი თრეველი“ მიმდინარე წლის ტენდენციას აჯამებს

საქართველოში ზაფხულის ტურისტული სეზონი პიკურ ფაზაში შედის. ტურისტული კომპანია „ამბასადორი თრეველის“ დირექტორის, სალომე თოთიბაძის განცხადებით, ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა  მაისიდან ოქტომბრამდე მკვეთრად იზრდება და წლევანდელ სეზონზე ლიდერ პოზიციას კვლავ ისრაელი ინარჩუნებს.კომპანიის მონაცემებით, შემომავალი ტურისტული ნაკადის ყველაზე დიდი წილი -  დაახლოებით 40% სწორედ ისრაელიდანაა. რეიტინგში მეორე ადგილზე ინდოეთია 20%-ით."საქართველოში ტურისტული მოთხოვნა მკვეთრად იზრდება მაისიდან ოქტომბრამდე. ეს პერიოდი ქვეყნისთვის ყველაზე დატვირთულია, როდესაც საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება წლის სხვა თვეებს.  წლევანდელ სეზონზე ყველაზე მეტი სტუმარი კვლავ ისრაელიდან გვყავს, რომლის წილი დაახლოებით არის 40%, ინდოეთიდან - 20%, რუსეთიდან და უკრაინიდან - 10-10%-ია, დარჩენილი 20% სხვადასხვა ბაზრებზე ნაწილდება, როგორიცაა: თურქეთი, ჩინეთი, გალფის და ევროპის ქვეყნები."  -  აღნიშნავს „ამბასადორი თრეველის“ დირექტორი.

ილია თოფურია

სპორტი 1781252279

ისტორიული მნიშვნელობის ბრძოლა - ილია თოფურია ტიტულს თეთრ სახლში დაიცავს

საქართველოს დროით 15 ივნისს, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპორტსმენი და თიბისის ბრენდ ამბასადორი - ილია თოფურია UFC-ის ისტორიულ ღონისძიებაზე იბრძოლებს - ტურნირზე, რომელიც პირველად გაიმართება აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენციის, თეთრი სახლის ტერიტორიაზე.UFC Freedom 250 ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს ეძღვნება და ფართომასშტაბიანი აღნიშვნის ნაწილს შეადგენს.ილია თოფურიას და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირება საქართველოს დროით 15 ივნისს, გამთენიას შედგება და მთავარ ბრძოლაში მსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი ამერიკელთან ტიტულის პირველ დაცვას შეეცდება.მთავარი ბრძოლა არა მხოლოდ საჩემპიონო ქამრის დაცვაა, არამედ სპორტის ისტორიის ნაწილი, რომელსაც მილიონობით ადამიანი მიადევნებს თვალს მთელ მსოფლიოში. თიბისისთვის განსაკუთრებით საამაყოა პარტნიორობა ადამიანთან, რომელიც მიზანდასახულობით, გამბედაობითა და მუდმივი განვითარების სურვილით ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ შეუძლებელი არაფერია.ილიასთვის ეს ბრძოლა ჩვეულებრივი სატიტულო დაცვა არ არის - სპორტული, ისტორიული და სიმბოლური მნიშვნელობით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენაა მის კარიერაში.საზღვრები იმისთვის არსებობს, რომ გადალახო, მუდმივად განვითარდე, ახალი შესაძლებლობები დაინახო და მიზნისკენ ჯიუტად და თავდაჯერებულად იარო - სწორედ, ამ ღირებულებებზე დგას თიბისის და ილიას პარტნიორობა. ეს ბრძოლა კი, ილიასთვის მორიგი შესაძლებლობაა, საკუთარი მიზანდასწრაფულობა და გამარჯვებისკენ სწრაფვა მსოფლიოს წინაშე კიდევ ერთხელ დაამტკიცოს.

ილია თოფურია

შოუბიზნესი 1779872428

VR holding-მა ილია თოფურია ბრენდ ამბასადორად წარადგინა

23 მაისს, თბილისში, VR Holding-მა პროექტ „VR Vake Sky Tower – Fashion Avenue“-ის ოფიციალური წინასწარი წარდგენის ღონისძიება გამართა, რომელსაც უძრავი ქონების სფეროს წარმომადგენლები, წამყვანი ბროკერები და ინვესტორები ესწრებოდნენ. ღონისძიებას 300-მდე მოწვეული სტუმარი დაესწრო.ღონისძიების მთავარი მიზანი იყო პარტნიორი ბროკერებისთვის პროექტის კონცეფციის, გაყიდვების სტრატეგიისა და ექსკლუზიური თანამშრომლობის პირობების გაცნობა. VR Holding-მა სტუმრებს პირველად წარუდგინა „Fashion Avenue“-ის კონცეფცია - ახალი თაობის მრავალფუნქციური პრემიუმ სივრცე, რომელიც არქიტექტურას, მოდას, დიზაინს, ბრენდულ საცხოვრებელ გამოცდილებასა და თანამედროვე ურბანულ ცხოვრების სტილს აერთიანებს .

Calvin Klein-მა BTS-ის წევრთან ერთობლივი კოლექცია გამოუშვა

შოუბიზნესი 1779283680

Calvin Klein-მა BTS-ის წევრთან ერთობლივი კოლექცია გამოუშვა

ბრენდმა Calvin Klein ლიმიტირებული კაფსულური კოლექცია Jung Kook for Calvin Klein გამოუშვა. ეს არის პირველი კოლაბორაცია, რომელიც ბრენდის გლობალურ ამბასადორთან, კეი-პოპ შემსრულებელ ჯონგუქთან ერთობლივად შეიქმნა.კოლექციაში კაცისა და ქალის 20 მოდელი შევიდა. სამოსი აერთიანებს მუსიკოსის სტილისთვის დამახასიათებელ ბაიკერულ ელფერს Calvin Klein-ის კლასიკასა და მინიმალიზმთან. კაფსულის საფუძველია ქვედა საცვლები და ჯინსი. ყველაზე გამორჩეულ ნივთებს შორისაა 90-იანი წლების სტილის ჯინსის ქურთუკი და დაბალწელიანი სწორი და ბეგი ჯინსები. კოლექციას ასევე ავსებს მაისურები, სვიტშოტები და სარბოლო ქურთუკი.კომპანიაში აცხადებენ, რომ მუსიკოსი კრეატიულ პროცესში თავიდან ბოლომდე იყო ჩართული - კონცეფციის განხილვიდან დაწყებული, დიზაინის დეტალებით დასრულებული. მან პირადად შეარჩია ჯინსის ფერები და Calvin Klein-ის გუნდთან ერთად იმუშავა ცალკეული მოდელების ფორმებზე. მათ კოლექციაში ასევე გააერთიანეს გრაფიკა და ფარული ქარგვა არტისტის ხელმოწერით. ასევე აღნიშნულია, რომ კოლექცია შთაგონებულია მუსიკოსის მოტოციკლებისადმი სიყვარულით.სარეკლამო კამპანიის კადრებზე პასუხისმგებელი ალასდერ მაკლელანი იყო. Jung Kook for Calvin Klein კაფსულის ნივთების ფასი 29-დან 699 დოლარამდე მერყეობს.

ტრენინგი

ეკონომიკა 1778483433

„კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო სასტუმროებს ტრენინგები ჩაუტარდათ

აჭარაში „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო სასტუმროებს სერვისის ამაღლების მიზნით ტრენინგები ჩაუტარდათ. ტრენინგის მონაწილეებმა თეორიულ-პრაქტიკული სწვალება დასუფთავების სტანდარტების და ჰიგიენის მართვის, სერვირების და მომსახურების სტანდარტების, HACCP-ის სტანდარტებისა და სურსათის უვნებლობის სისტემის მიმართულებით გაიარეს. ისინი ასევე დაესწრნენ კულინარიულ მასტერკლასებს, შეისწავლეს დღის მენიუს შედგენა და სწორად კალკულაცია. ტრენინგები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით და კურორტ „გოდერძიზე“ სასტუმრო „ამბასადორის“ მენეჯმენტის ჩართულობით განხორციელდა.ამ ეტაპზე, „კარგი მასპინძლის“ სტატუსს აჭარაში 15-მდე საოჯახო სასტუმრო ფლობს. პროექტი ევროპული მოდელის „Good Host“-ის ანალოგია და მიზნად ისახავს, ქალაქგარეთ გამორჩეული სტუმართმასპინძლობის, ავთენტური გარემოს, ვიზუალის მქონე საოჯახო-სასტუმროების პოპულარიზაციასა და სტიმულირებას განავითარონ ტურისტული ბიზნესი. პროექტი აჭარაში 2024 წელს დაიწყო და მასში ჩართვა ნებაყოფლობითია. ,,კარგი მასპინძლის” სტატუსის მისაღებად მასპინძელი უნდა ფლობდეს მოწესრიგებულ საოჯახო-სასტუმრო სახლს, ქმნიდეს დასვენებისთვის საჭირო პირობებსა და კომფორტულ გარემოს, ზრუნავდეს სერვისის გაუმჯობესებასა და ავთენტიკური გარემოს შენარჩუნებაზე. პროექტისა და კრიტერიუმების შესახებ ინფორმაციის მიღება მსურველებს აღნიშნულ ლინკზე https://infoajara.com/ka/good-host  შეუძლიათ.პროექტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციასა და ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მოამზადა. სააგენტო „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო-სასტუმრო სახლებს ეხმარება ობიექტების პოპულარიზაციაში, რაც მოიცავს ფოტო-ვიდეო მასალების შექმნას, მანიშნებლების დადგმას, ტრენინგებს სერვისის მიმართულებით, გამოცდილების გაზიარების მიზნით ინფოტურებში ჩართულობასა და ბრენდირებული სუვენირებით უზრუნველყოფას.

ცესკო

პოლიტიკა 1778140482

საგანმანათლებლო პროექტი „ვარ ჩემი სკოლის საარჩევნო ამბასადორი“ წარმატებით დასრულდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიისა (ცესკო) და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) ახალი საგანმანათლებლო პროექტი „ვარ ჩემი სკოლის საარჩევნო ამბასადორი“ წარმატებით დასრულდა.თბილისის 221-ე საჯარო სკოლაში პროექტის მონაწილეებს კურსის დასრულება ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს. მოსწავლეებს „სკოლის საარჩევნო ამბასადორის“ სტატუსი მიენიჭათ. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, პროექტი ხელს უწყობს საარჩევნო საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას სკოლის ასაკიდან და ახალგაზრდების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.  მისი თქმით, პროექტი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, რომელიც მოზარდებს აძლევს შესაძლებლობას უკეთ გაიაზრონ საკუთარი როლი ქვეყნის განვითარებაში და ქმნის საფუძველს გრძელვადიან პერსპექტივაში საარჩევნო კულტურის განვითარებისთვის.სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა ყურადღება გაამახვილა პროექტის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ პროგრამა აერთიანებს როგორც თეორიული ცოდნის, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების კომპონენტებს, რაც მოსწავლეებს დაეხმარება, მიღებული ცოდნა ეფექტიანად გამოიყენონ ყოველდღიურ ცხოვრებაში.ღონისძიებას ასევე დაესწრო სკოლის დირექტორი ინგა სააკაშვილი, რომელმაც თავის მისასალმებელ სიტყვაში ასევე ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე.საპილოტე პროექტი „ვარ ჩემი სკოლის საარჩევნო ამბასადორი“ ერთი თვის განმავლობაში 6 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა. პროექტში დედაქალაქის მასშტაბით 50 საჯარო სკოლის, VII-X კლასების, 900-ზე მეტი  მოსწავლე მონაწილეობდა. ახალგაზრდებმა სამდღიანი ინტერაქციული კურსის განმავლობაში შეისწავლეს დემოკრატიული არჩევნების არსი, მედიაწიგნიერების საფუძვლები, ინფორმირებული არჩევანის მნიშვნელობა და გაიღრმავეს ცოდნა სასკოლო თვითმმართველობის არჩევნების პროცესის შესახებ. კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა პროექტი დადებითად შეაფასეს.პროექტი, რომლის მიზანია ახალგაზრდებში საარჩევნო კულტურის ამაღლება, არჩევნების პოპულარიზაცია, არჩევნების მნიშვნელობის გააზრება, ცესკოსა და სწავლების ცენტრის ინიციატივით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან პარტნიორობით განხორციელდა. მიღებული დადებითი გამოცდილებისა და მაღალი ინტერესის გათვალისწინებით,  პროექტის განხორციელების ეტაპებისა და შედეგების შეფასების შემდეგ, სამომავლოდ, პროექტის საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში ეტაპობრივი დანერგვა იგეგმება.

მატილდა გვარლიანი

ტაბლოიდი 1777663827

„მთელს პლანეტაზე საუკეთესოა...“ - მატილდა გვარლიანი ახალ კადრებს აქვეყნებს

მატილდა გვარლიანი პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც Victoria's secret-ის შოუში მიიღო მონაწილეობა. იგი უკვე მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ამბასადორია​მატილდა ამჯერად სოციალურ ქსელში ახალ კადრებს გვიზიარებს, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა:„მთელს პლანეტაზე საუკეთესოა“„სიყვარული ხარ მარიტა“ - წერენ კომენტარებში. 

რეკლამა

საზოგადოება 1776405600

SPRIBE-მა ბრაზილიის სასამართლოს გადაწყვეტილებით, Betnacional-ს არაავტორიზებული AVIATOR-ის გამოყენება აუკრძალა

SPRIBE OÜ-ს სარჩელის საფუძველზე, ბრაზილიის სასამართლომ (პერნამბუკუ, TJPE) წინასწარი უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, დროებითი გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც NSX Brasil S.A.-ს - იგივე Betnacional-ს - დაუყოვნებლივ აეკრძალა ბრენდ "AVIATOR"-ის უნებართვო გამოყენება.Betnacional-ის შესახებ და კავშირი საქართველოსთანBetnacional ბრაზილიის სათამაშო ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდია, რომელსაც კომპანია NSX Brasil S.A. მართავს. მას შემდეგ, რაც Flutter Entertainment Plc-მა NSX ჯგუფის საკონტროლო პაკეტი შეიძინა, NSX გლობალური გიგანტის, Flutter Entertainment Plc-ის შემადგენელ ნაწილად იქცა. აღსანიშნავია, რომ სწორედ Flutter Entertainment PLC ფლობს კომპანია „აჭარაბეთს“ საქართველოსა და სომხეთში.სამართლებრივი დავა მას შემდეგ წარმოიშვა, რაც Betnacional-მა თავის პლატფორმაზე განათავსა თამაში სახელწოდებით "AVIATOR" - "Aviator Studio"-ს მიერ შეთავაზებული პროდუქტი, რომელიც საქართველოში დაფუძნებულ შპს “ავიატორთანაა” კავშირში.აღსანიშნავია, რომ "Aviator Studio"-მ ეს თამაში 2025 წლიდან შესთავაზა ბაზარს - მხოლოდ მას შემდეგ, რაც “AVIATOR“-მა, რომელიც SPRIBE-მა 2018 წელს შექმნა, გლობალური აღიარება მოიპოვა.საყურადღებოა ისიც, რომ Betnacional 2022 წლიდან იყო SPRIBE-ის ავტორიზებული ლიცენზიანტი.SPRIBE-ის წარმომადგენლების განცხადებით, მიუხედავად Betnacional-თან გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობების პატივისცემისა, კომპანიის ლოგიკური პოზიციაა, რომ დაიცვას მისი ინტელექტუალური საკუთრება და მიმართავს ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას მისი უფლებების დასაცავად.სასამართლოს განკარგულება და აღსრულებასასამართლომ დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მიიღო გადაწყვეტილება და დაავალა NSX Brasil S.A.-ს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სასაქონლო ნიშნის “AVIATOR”-ის, აგრეთვე ნებისმიერი იდენტური ან მასთან აღრევამდე მსგავსი ნიშნის გამოყენება. აკრძალვა ასევე მოიცავს მოსარჩელის პროდუქტთან ასოცირებული ვიზუალური, გრაფიკული ან აუდიოვიზუალური ელემენტების რეპროდუცირებას. ბრძანების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სასამართლომ ყოველდღიური ჯარიმა დააწესა. ეს ზომა ძალაში რჩება სასამართლოს მიერ მის შეცვლამდე ან საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.გლობალური პოზიცია ინტელექტუალური საკუთრების დაცვაზეSPRIBE-მა თამაში “AVIATOR” 2018 წელს შექმნა და მას შემდეგ თამაშმა მსოფლიო მასშტაბის პოპულარობა მოიპოვა. ამ წარმატებისა და ბრენდის გლობალური აღიარების შედეგია ისიც, რომ SPRIBE UFC-ის, AC Milan-ისა და WWE-ს სპონსორია და ჰყავს მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ბრენდ-ამბასადორები.ბრაზილიაში მიღებული ეს შუალედური გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ეტაპია SPRIBE-ის გლობალურ სტრატეგიაში - საკუთარი აქტივების დასაცავად. კომპანია აქტიურად აკვირდება ბაზრებს მსოფლიოს ყველა კონტინენტზე და განაგრძობს სასაქონლო ნიშნებისა და საავტორო უფლებების დაცვას ყველა იურისდიქციაში.SPRIBE მზად არის გამოიყენოს ყველა საჭირო სამართლებრივი ბერკეტი დამრღვევთა წინააღმდეგ, რათა დაიცვას ორიგინალური "AVIATOR"-ის მთლიანობა და უზრუნველყოს სამართლიანი და გამჭვირვალე გარემო თავისი მომხმარებლებისთვის მთელს მსოფლიოში.

თამაზაშვილი

რეგიონი 1773490761

სულხან თამაზაშვილი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი

დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი, რომელსაც აქვს საინტერესო, ძალიან მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა „ამბასადორ აილენდ ბათუმის“ პირველი ცათამბჯენის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.სულხან თამაზაშვილის თქმით, პროექტის განხორციელება აქტიურ ფაზაშია და შავი ზღვის სანაპიროზე შეიქმნება თანამედროვე, მაღალი სტანდარტების მულტიფუნქციური ცენტრი.,,ამბასადორის ხელოვნური კუნძულის პროექტი რეგიონის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციაა. აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელება უკვე აქტიურ ფაზაშია, შავი ზღვის სანაპიროზე შეიქმნება თანამედროვე, მაღალი სტანდარტების მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც გააერთიანებს საცხოვრებელ, კომერციულ და მოსასვენებელ სივრცეებს“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

კობახიძე

პოლიტიკა 1773484380

ირაკლი კობახიძე: დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით „ამბასადორის კუნძულის“ პირველ, უმსხვილეს ნაგებობას, რომელიც თვისებრივად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს ამ რეგიონში და ზოგადად, შავი ზღვისპირეთში

დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით „ამბასადორის კუნძულის“ პირველ, უმსხვილეს ნაგებობას, რომელიც თვისებრივად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს ამ რეგიონში და ზოგადად, შავი ზღვისპირეთში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ამბასადორ აილენდ ბათუმის“ პირველი ცათამბჯენის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.მთავრობის მეთაურის თქმით, ეს პროექტი არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ საქართველოში ყველაზე თამამი და ამბიციური იდეების სწრაფი და ეფექტური განხორციელება სრულიად რეალურია.„დღევანდელი მოვლენა ნამდვილად ისტორიულია თავისი შინაარსით. დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით „ამბასადორის კუნძულის“ პირველ, უმსხვილეს ნაგებობას, რომელიც თვისებრივად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს ამ რეგიონში და ზოგადად, შავი ზღვისპირეთში.ეს ინიციატივა უპრეცედენტო მასშტაბისაა. ზღვაში 84 ჰექტარი ტერიტორიის ფორმირება ურთულესი საინჟინრო გამოწვევაა. დღეს უკვე ვხედავთ, რომ მიწის სამუშაოების 50 პროცენტზე მეტი შესრულებულია და 48 ჰექტარი მიწა უკვე ექსპლუატაციაშია მიღებული. ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ საქართველოში ყველაზე თამამი და ამბიციური იდეების სწრაფი და ეფექტური განხორციელება სრულიად რეალურია.ჩვენთვის ძალიან ღირებულია პროექტის ეკონომიკური განზომილება. მხოლოდ პირველი ცათამბჯენის მშენებლობაში 200 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. კუნძულის სრული დატვირთვით ამოქმედების შემდეგ კი ბიუჯეტში წლიურად 65 მილიონი დოლარის გადასახადი შევა“, - განაცხადა პრემიერმა.მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტის მოცულობა და ეკონომიკური მნიშვნელობა ნათლად აჩვენებს, თუ რამხელა შედეგის მოტანა შეუძლია ქართული ბიზნესის პოტენციალისა და სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის სინერგიას.„განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ახალი კუნძულის ტერიტორიის 49 პროცენტი მთლიანად რეკრეაციულ ზონებს დაეთმობა. სამუშაოები მიმდინარეობს მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო საინჟინრო და ურბანული გეგმარების კომპანიების, მათ შორის ბრიტანული Arup-ის უშუალო ჩართულობით, რაც „ჭკვიანი ქალაქისა“ და მდგრადი განვითარების პრინციპების უმაღლეს დონეზე დაცვას უზრუნველყოფს.პროექტის მოცულობა და ეკონომიკური მნიშვნელობა ნათლად აჩვენებს, თუ რამხელა შედეგის მოტანა შეუძლია ქართული ბიზნესის პოტენციალისა და სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის სინერგიას. დღევანდელი დღე სწორედ ასეთი წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია.მადლობას ვუხდი „ამბასადორი ჯგუფს“ და თითოეულ ადამიანს, ვინც ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაშია ჩართული - მადლობა არქიტექტორებს, ინჟინრებს, მშენებლებსა და ყველა სპეციალისტს, ვისი ყოველდღიური შრომითაც ეს პროექტი ხორციელდება. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ამ პროექტის სულის ჩამდგმელს, ბატონ ბუბა ქებურიას, ამ უნიკალური პროექტის განხორციელებისთვის.2029 წელს ჩვენ უკვე ვიხილავთ დასრულებულ პირველ ცათამბჯენს ეს იქნება განვითარებისა და პროგრესის ახალი სიმბოლო, რომელიც ბათუმს და, ზოგადად, საქართველოს კიდევ უფრო მყარად დაამკვიდრებს მსოფლიოს საინვესტიციო და ტურისტულ რუკაზე“, - განაცხადა პრემიერმა.