სოფო ბედია მიმართვას ავრცელებს
1767695804
7 იანვარს, მისი მაღლყოვლადუსამღვდელოესობის ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, ტრადიციულად საშობაო ალილო, ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძრიდან, სადღესასწაულო ლიტანიობით, 12:00სთ.ზე დაიწყება და ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საშობაო პარაკლისით დასრულდება.
მსვლელობას სამღვდელოებასთან ერთად გზადაგზა მრევლი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდებიან, ასევე სპეციალურად მოწყობილ ურემზე ძღვენი დალაგდება, რომელსაც ტრადიციულად სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცემენ და შობა-ახალ წელს მიულოცავენ.