რუსეთმა ოდესის ოლქში ორ პორტზე თავდასხმა განახორციელა

ucxoeti

რუსეთმა ოდესის ოლქში ორ პორტს შეუტია. მედიის ინფორმაციით, თავდასხმა დრონითა და რაკეტებით მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი, დაშავდა.

როგორც ცნობილია, თავდასხმის შედეგად დაზიანდა პორტის ობიექტები, ადმინისტრაციული შენობები და ნავთობის კონტეინერები.

უკრაინული მედიის ცნობით, ადგილზე ყველა სამსახური უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით მუშაობს და დაწყებულია ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები. მათივე ინფორმაციით, პორტები ფუნქციონირებას აგრძელებენ.