სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

ამფეტამინი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის 
დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო 
დეპარტამენტის თანამშრომლებმა,  დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების 
უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, ისრაელის  მოქალაქე  - 1999 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დაკავებულების  ბარგის შემოწმების შედეგად, 8  აბი და აბის ნატეხი ნარკოტიკული საშუალება  ,,ამფეტამინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით  მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.