ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახში ჩადენილი ძალადობისთვის ძებნილი პირი დააკავა

ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახში ჩადენილი ძალადობისთვის ძებნილი პირი დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის 
მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით 
ორსული ქალის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობისთვის ძებნილი - 2001 წელს 
დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, რ.მ. 
მარნეულში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მსჯავრდებული 2025 წლის 6 დეკემბერს,  ორსულ  მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, მსჯავრდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე 
მარნეულში დააკავეს.

რ.მ. ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.