„თუ გაქვთ სახლში რკინის ტაფები, ყველა გადაყარეთ” – ექიმ მარინე ძაგნიძის ვიდეომიმართვა
1778706597
ელიზავეტა იასკომ განაცხადა, რომ დედა გახდა. ამის შესახებ გამოცემა „tabloid.pravda.com.ua“ წერს. ბავშვის სქესი იასკოს არ დაუკონკრეტებია და არც ის, როდის დაიბადა ბავშვი.
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი შვილი დაიბადებოდა ჩვენი ქვეყნისთვის ომის ამ საშინელ რეალობაში. ზაფხულის დაწყების დღეს უმეტესობას ბოლო დღეები არ გვეძინა. ზაფხულზე არ ვფიქრობთ. ვფიქრობთ ჩვენი შვილების დაცვაზე. ჩვენი შვილები, ბავშვები, რომლებსაც, სამწუხაროდ, რუსეთის ყოვლისმომცველი აგრესიის გამო საკუთარ სახლში უსაფრთხოება არ აქვთ.
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ბავშვის მამა არ იქნებოდა თავისუფალი და ჯანმრთელი იმ ძალიან მნიშვნელოვან მომენტებში, როცა ერთად ვგეგმავდით ერთად ყოფნას. ჩემი შვილი ჩემი სიყვარულია. მამისთვის ჩვენი შვილი არის მისი უკრაინული ფესვები და უკრაინული გაგრძელება, რაზეც ოცნებობდა და სურდა ჰყოლოდა, ამაყობდა უკრაინის მოქალაქის პასპორტით.
საინფორმაციო პორტალმა ambebi.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც ექსპრეზიდენტის გარემოცვიდან მიაწოდეს, რომ სააკაშვილისა და იასკოს შვილი ერთი წლისაა და მას ჟასმინი ჰქვია.
2020 წლის შემოდგომაზე Strana.ua-მ გაავრცელა ინფორმაცია იასკოს რომანის შესახებ სააკაშვილთან. ისინი დიდხანს მალავდნენ ურთიერთობას. თუმცა, წყვილმა თავისი ურთიერთობა სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შემდეგ გაასაჯაროვა.
ასევე წერდნენ, რომ იასკომ ორსულობა მოიგონა. ხოლო, რაც გაიგო რომ სააკაშვილის ქონება გიული ალასანიაზე იყო რეგისტრირებული, მან საბოლოოდ გაწყვიტა ურთიერთობა სააკაშვილთან.
იასკოს ორსულობის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2022 წელს გავრცელდა. პაპარაცებს და საზოგადოების ნაწილს არ დარჩენია ყურადღების მიღმა იასკოს შეცვლილი ფორმები.
მიმდინარე წლის იანვარში გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის ნოტარიული თანხმობით, ძვირადღირებული ბინა კიევის ცენტრში და დიდი ოდენობით თანხა, სააკაშვილისა და ლიზა იასკოს შვილს, ჟასმინ იასკოს გადაუფორმა.
მომღერალი სოფო ნიჟარაძეს პოსტ ტვ-ის ჟურნალისტმა კითხვით მიმართა, მართალია თუ არა, რომ ექსპრეზიდენტმა სახლი მასაც აჩუქა.
„ახლა ამ კითხვის დროა? ჩემთვის არავის არაფერი უჩუქებია, ეს არის ტყუილი“ - ამბობს ნიჟარაძე პოსტ ტვ-სთან საუბარში.