საბედისწერო წამები გარდაბანში - რა უძღოდა წინ ავარიას, რომელსაც 7 ადამიანი ემსხვერპლა
1778754540
ელიზავეტა იასკომ განაცხადა, რომ დედა გახდა. მისი პირველი შვილის მამა კი, ციხეში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, 55 წლის მიხეილ სააკაშვილია. ამის შესახებ გამოცემა „tabloid.pravda.com.ua“ წერს.
ბავშვის სქესი იასკოს არ დაუკონკრეტებია და არც ის, როდის დაიბადა ბავშვი.
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი შვილი დაიბადებოდა ჩვენი ქვეყნისთვის ომის ამ საშინელ რეალობაში. ზაფხულის დაწყების დღეს უმეტესობას ბოლო დღეები არ გვეძინა. ზაფხულზე არ ვფიქრობთ. ვფიქრობთ ჩვენი შვილების დაცვაზე. ჩვენი შვილები, ბავშვები, რომლებსაც, სამწუხაროდ, რუსეთის ყოვლისმომცველი აგრესიის გამო საკუთარ სახლში უსაფრთხოება არ აქვთ.
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ბავშვის მამა არ იქნებოდა თავისუფალი და ჯანმრთელი იმ ძალიან მნიშვნელოვან მომენტებში, როცა ერთად ვგეგმავდით ერთად ყოფნას. ჩემი შვილი ჩემი სიყვარულია. მამისთვის ჩვენი შვილი არის მისი უკრაინული ფესვები და უკრაინული გაგრძელება, რაზეც ოცნებობდა და სურდა ჰყოლოდა, ამაყობდა უკრაინის მოქალაქის პასპორტით.
ჩვენი - ქალების მხრებსა და გულებზე ბევრმა განსაცდელმა გადაიარა. ქედს ვიხრი ყველა უკრაინელი ქალის წინაშე, რომელიც ახლა ღამით იღვიძებს, იცავს თავის მიწას თავისი შრომითა და ზრუნვით, იცავს შვილებს ყოველდღე.
მე ერთ-ერთი მათგანი ვარ. მე დედა ვარ. მე ვარ უკრაინელი დედა. უკრაინელი ბავშვის დედა ვარ.
ჩვენ კი, უკრაინელი დედები, ახლა ვიცავთ თავისუფლებას ჩვენი შვილების თაობისთვის, რომლებიც მშობლებისგან დაიბადნენ, უკრაინელების თავისუფალი სულითა და გულით! დაე, ჩვენი შვილები იყვნენ დაცულები!", - წერს იასკო.