„ყოველ დღეს თქვენზე ფიქრი აღამებს... ჯერ კიდევ ველოდებით თქვენი ორი პატარის გამოჩენას“ - რას წერს ახლობელი ზაზა მესხის ოჯახზე

ზაზა მესხის ოჯახი

შოვში ტრაგიკულად დაღუპული ზაზა მესხის და მისი ოჯახის შესახებ ახლობელი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„ჩვენო ზაზა, გრძელდება ჩვენი ცხოვრება და ყოველდღიურობა. ზოგჯერ ვიცინით, ვხუმრობთ, გვიხარია ცხოვრების პატარა თუ დიდი სიხარულები, მაგრამ ყოველ დღეს თქვენზე ფიქრი აღამებს, ასე უაზროდ და ტრაგიკულად წართმეულ სიცოცხლეებზე ფიქრი და დარდი, თქვენზე, ყველაზე ერთად, იმ საშინელ დღეს.

ჯერ კიდევ ველოდებით თქვენი ორი პატარის გამოჩენას. ჯერ თქვენი დაკრძალვაც კი არ ყოფილა. გვახსოვხარ, ზაზა ან კი როგორ უნდა დაგივიწყოთ?! ისევ ცოცხლობთ ჩვენ გულებში და ასე იქნება უსასრულოდ. შოვმა უდიდესი დაღი დაგვასვა სულში, მეგობარო“

ასევე დაგაინტერესებთ:

„ვაიმე, ეს რა ცუდი ამბავი გავიგე“ - გლოვობენ 20 წლის გოგოს, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა

„მთვარის უკურსო მოძრაობის“ პერიოდი - რამაზ გიგაური სექტემბრის მნიშვნელოვანი დღეების შესახებ წერს

პრეზიდენტმა იმდენი თხარა, თხარა, რომ იმპიჩმენტი გამოთხარა - გურამ მაჭარაშვილი